ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2011


სამყარო ფერადი ზღაპრებით

ამინდი მზიანი,სჯობია გაშალო აფრები,
(გემბანზე მიმოდის დღის მთვარე-ბებერი ბოცმანი)
მე მინდა მოგიყვე სამყარო-ფერადი ზღაპრებით,
გადიხარ ზღვაში და გასვლის წინ მხურვალედ ილოცე..

ტალღები ქაოსში-შენს თვალში ამაყად მიმოდის,
მომბეზრდა ნაპირზე იახტის-მაგ გულის ლოდინი,
ყოველთვის მაცოცხლებს და თანაც მახარებს იმედი,
მხრებიდან სიმძიმეს ყოველდღე ვიშორებ ლოდივით.

ეგ შენი სურნელი აყვავდა ნისლებად კალთებზე
მწვერვალთა, ცას შესწყდა(შენს თვალებს) ცისფერი ვარსკვლავი,
თმებზე გადაგეკრა ცისარტყელების ბალთები,
შენ ხარ საოცრება,რომელიც ამ წუთას დავასკვენ..

ამინდი მზიანი,გადიხარ შავ ზღვაში იახტით,
გემბანზე შრიალებს თეთრი და სპეტაკი აფრები,
და სიო მორჩილად ფინიასავით გეახლა,
და მინდა მოგიყვე სამყარო ფერადი ზღაპრებით..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს