ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო კახიძე
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2011


ჩ ვ ე ნ (შუაღამის მონოლოგი)

ჩვენ -  უ ფ ლ ი ს - ხელისგულის ხაზები ვართ,
სამი ხაზი, რომელმაც გადაკვეთა ერთმანეთის
გზასაყარი და იქ მთავრდება საიდანაც
შეიძლება წაიკითხო ხელჩაკიდება...
თითებით ვეფერებით ერთმანეთს,
თითებით ვხედავთ და თითებიდან ვიწყებით,
გვაქვს საერთო ნეკა თითიც,
(გვყავს უფრო სწორედ)
საბა ძალიან დიდია უკვე და
ჩვენი სიყვარულივით იზრდება.
ბედნიერები გვქვია, ორჯერ სამჯერ,
მილიონჯერ ბედნიერები...
ჩვენ ყველაზე მეტად ლურსმნების გვეშინია,
გვეშინია რომ ისინი დაგვაშორებენ
ერთმანეთს სამუდამოდ,
მაგრამ ვლოცულობთ,
განსაკუთრებით დიდი ხუთშაბათიდან
მოყოლებული...
პარასკევს კი იმაზე მეტად გვეშინია ვიდრე აქამდე,
შაბათს ვისვენებთ...
ხოლო ყოველი კვირა იმაში გვარწმუნებს რომ ისევ
ერთად ვართ და აღარასოდეს მოხდება
ჯ ვ ა რ ც მ ა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები