ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იროდიჩი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2011


ჯარისკაცის სისხლიანი ნაბიჯები..

        ჯარისკაცებო, წინ, სამშობლოს გადასარჩენად!
        არ ათარეშოთ ჩვენი მიწის წამგლეჯი მტერი,
        რბევა, სისხლისღვრა, დამცირება მტერმა გვაგემა...
        იბრძოლეთ ძმურად, რომ დავიცვათ ქვეყანა ჩვენი!
        სამშოლოს მიწა ძმათა სისხლის სუნით მჩქეფარებს,
        კარი ჭრიალებს... გაღებული ობლად შთენილი,
        ავის მოსურნე მტრის ნაბიჯებს გადავეფაროთ,
        ცად ავამაღლოთ ბრძოლის ველზე გამოჩენილნი.
        ირწევა ჩვენი გამარჯვების ბედის სასწორი,
        სამშობლოს მიწა ნაჭერ-ნაჭერ ჩამოგვაგლიჯეს,
        საქართველოა ჩვენს გულებში გამეფებული,
        იარებს ვურჩენთ, მტრის ბრჭყალებით                                           
        ჩამოფლეთილებს.
        სადარაჯოზე მედგრად დგახართ, ჯარისკაცებო!
        ხალისიანი, გმირულ გულით აღჭურვილებო,
        ლექსად გადახვალთ უკვდავების ოქროს ფურცლებზე,
        იალქნებს ფრთები მოუმართეთ გმირთა-გმირებო!
        არ დაიჩოქოთ, ღვთიურ წალკოტს ნურვის დაუთმობთ,
        ნეტარი ძალა დაგიფარავთ სიმართლის გზაზე,
        იხაროს მარად ჩვენს მიწაზე ქართველთა მოდგმამ,
        ნისლი გადავა, აყვავდება ივერთა მხარე.
        არ დაემონოთ. ვერაგობას წინ აღუდექით,
        ბარბაროსებზე გავიმარჯვებთ მარად ვიმეფებთ,
        იბრძოლეთ ძმათა გადარჩენის ურყევი გულით,
        ჯარისკაცებო, წინ სამშობლო გააძლიერეთ!
        ერთსულოვნებას, ერთად დგომას მტერი ვერ დასძლევს,
        ბრძოლა სამშობლოს დასაცავად ჩვენ ყველას გვმართებს,
        იკმაროს ჩვენზე შემოსევა ვერაგთა მოდგმამ,
        - ერთხმად ვიბრძოლებთ და მტრის ძალა ვერას დაგვაკლებს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები