ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იურისტ...
ჟანრი: იუმორისტული
7 მარტი, 2011


რაზე წუწუნებენ მცენარეები

ფურუსულა ---- ეს ვაჟკაცი ყვავილი ცისფერი რომ არ ვიყო რა იქნება..

მუხა ------  სიძლიერის სიმბოლო ვარ, ამხელა მკლავები გამიშლია და ღორების საჭმელი ნაყოფი მეკადრება?

ვარდი ----- აუ, რას ტეხავს ეს ეკალი..

ტირიფი ---- დაე, გაეცეს საუკუნის კითხვას ,,რატომ ტირის ტირიფი?” პასუხი,
--- იმიტომ გენაცვალე..(არ გამიწყალეს გული, მე რა მინდა რო ტირილი?)

ყაყაჩო ---- არც მე მინდა სიცილი მაგრამ...

ნაძვი ------  ხე მქვია მეც რა, ვერ დამიშრიალია ერთი...ამ წიწვებმა დამაწიწკნეს ნერვები..

ალვის ხე ---- დავიღალე ამდენი ცილისწამებით...ასეთი თავმდაბალი ვარ და ყველა მეუბნება ,,შენ რა ზევიდან იყურები, თავი ვინ გგონია”-ო..

წიფელი ----- (მთვრალი) ჭიებო მიყვარხართ, მოდით დამესიეთ...… ---(ნაბახუსევზე) გააჩერეთ ეს კოდალა..... გასკდა თავიიი......

ჭადარი -------- ზღაპარს გიამბობს ჭადარიიი...დავიღალე ამ ზღაპრების მოყოლით და ეს ლამპიონიც დროზე ჩააქრეთ მეძინება უკვე..

ნუში ------- აუუ... .არ ამაფეთქა ამ გაზაფხულმა?...

სურო ----- ვინ უნდა მოვახრჩოო... ვინაო..

თელა ----- სურო, მე მიკეთებ ამას?

ქარი ----- აბა პრეტენზიები არ იყოს, მოკეტეთ ყველამ თორემ ამოგძირკვეთ დედაბუდიანად........... უუუუუუუუუუუუჰაააჰააა, უუუუუუუუუჰააააჰაააა..........

პ.ს. პრეტენზიები არ იყოს თორემ.....მოვიდა ქარიიი......უუუუუუუუუუჰაააჰააა, უუუუუჰააააჰაააა.....
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები