| ავტორი: შენი-ანი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 5 მარტი, 2011 |
ადამიანებს ვერასდროს ვერაფერი, ვერცერთი საქციელი ვერ გვარწმუნებს ამა თუ იმ პიროვნების უვარგისობაში, თუ ეს თავად არ გვინდა.. სანამ სულით ხორცამდე არ გავათვითცნობეიერებთ რა ხდება ჩვენს გარშემო.. არა, შეიძლება გავაცნობიეროთ კიდევაც, მაგრამ ჩვენს მიერ გამოგონილ "ახსნებს" ვუძებნით ყველაფერს.. გვეშინია, რომ თუ დავრწმუნდებით , რომ მცდარი იყო ჩვენი არჩევანი, თავად შეგვრცხვება.. მე მრცხვენია საკუთარი თავის. მე მეყო ძალა ამ ყველაფრის დასანახად.. მე არა ჩემი ქცევების მრცხვენია, არც ჩემი სურვილების, არამედ ჩემი არჩევნის.. რომელმაც იმედები გამიცრუა.. უკეთესად რომ ავხსნათ, მთელი 2 წლის განმავლობაში ვცდილობდი ყველაფერ პატარა დადებითი შემეგროვებინა და დიდი კერპი ამეგო, მაგრამ მასალის უვარგისობის გამო დაინგრა და ერთი ხელის მოქნევით მტვრად იქცა.. მე ვგრძნობ საკუთარ თავში განსხვავებას, ჩამოყალიბებას, გაზრდას, ცვლილებას.. ყველაფერს.. მე ვებრძვი ყველაფერ ძველს, რამაც ჩემი დაბრმავება სცადა.. მე ვებრძვი ჩემში საკუთარ თავს.. ადამანი ღირს რაღაცად თუ იგი საკუთარ თავს ებრძვის – ეს არ არის ჩემი სიტყვები ) როცა რაღაცა აუხსნელს ვპოულობთ – უცნაურს, თან სასიამოვნოს..ყოველთვის ამას ვარქმევთ სიყვარულს.. მასთან მიმართებაში არასდროს მიძებნია თავის გასამართლებელი საბუთები საკუთარ თავთან (მითუმეტეს სხვებთან)..არასოდეს.. არც საკუთარ თავს ვიდანაშაულებ, უბრალოდ ასე გამოვიდა რა საჭიროა გაართულო ყველაფერი.. ჩემს გვერდზე კი ის უზარმაზარი სიცარიელეა, რომელიც ღმერთმა ქნას ვინმემ შეავსოს, რამემ მაინც..სხვა უფრო დიდმა ტკივილმა მაინც, ფიზიკურმა თუნდაც.. მომბზერდა დინების საწინააღდეგოდ ფიქრი და ცურვა.. უბრალოდ თავის ნებაზე მივუშვებ განცდებს, გრძნობებს. მე არ დაველოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, რადგან ისინი პრინცესებთან მიდიან ჩემნაირებამდე კი მხოლოდ ცხენები აღწევენ. მე ასეთი ვარ..ჩემი გარეგნობიან–ჩაცმიან–ხასიათებიან–მანერებიან–სიყვარულიანად. ის კი..ის "პრინცი" კიდევ სულ რაღაც რამდენიმე მეტრის დაშორებით არის ახლა ჩემგან და არც იცის რა მარტოა.. არც ის იცის რომ ერთხელაც ის სასწაულად უსუსური და საცოდავი გახდება რომელიმე ქალის წინაშე.. მან არ იცის რომ არ ჰყავს აფსოლუტურად არავინ გარდა გოგოებისა – რომელთაც ხმარობს გარდა ოჯახის წევრებისა – რომელნიც უბრალოდ ზრუნავენ მასზე და გარდა ძმაკაცებისა – რომელთაც მხოლოდ ქუჩურ თემებზე და ამა თუ იმ გოგოს უკანალზე ესაუბრება.. ფაქტობრივად ყველა ყავს, იმ ერთის გარდა ღმერთო, იპოვოს რა.. რაც უფრო იკეტება საკუთარ თავში, მით უფრო აწუხებს თავისი ყოველდღიური მრავალფეროვნება )) ამოუვა მალე ეს ყველაფერი ყელში და ღმერთო არ მიატოვო, მერე რა რომ ხანდახან არც სწამს შენი.. მე კი – სანამ მას მობეზრდება თავი ცხოვრებიანად და შეზიზღდება ყველაფერი (თუ უკვე არ ხდება ეს) მანამდე ჩემთან იყავი, მაპოვნინე ამაზე მეტი ძალა, რომ მოვერიო საკუთარ თავს.. :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ქარის მოტანილს ელი და გავიწყდება, რომ უკანვე წაიყვანს :)
მართალი ხარ, არაა საჭირო გულდასმით ძებნა. ცხენს მიენდე :) ქარის მოტანილს ელი და გავიწყდება, რომ უკანვე წაიყვანს :)
მართალი ხარ, არაა საჭირო გულდასმით ძებნა. ცხენს მიენდე :)
9. დიდი მადობა ყველას :) mrs.smith. - არაა, არა მე არ მინდა ვეძებდე, რადგან როცა ეგრე მონდომებით დაიწყებ "ვინმე" ნორმალურის ძებნას, ზუსტად მაშინ ვერ იპოვი..როცა აღარც კი იფიქრებ ამ საკითხზე და გადაგინდება - მაშინ გამოჩნდება, თუ გამოჩენაა :) მე ასე ვთვლი დიდი მადობა ყველას :) mrs.smith. - არაა, არა მე არ მინდა ვეძებდე, რადგან როცა ეგრე მონდომებით დაიწყებ "ვინმე" ნორმალურის ძებნას, ზუსტად მაშინ ვერ იპოვი..როცა აღარც კი იფიქრებ ამ საკითხზე და გადაგინდება - მაშინ გამოჩნდება, თუ გამოჩენაა :) მე ასე ვთვლი
8. მე არ დაველოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, რადგან ისინი პრინცესებთან მიდიან ჩემნაირებამდე კი მხოლოდ ცხენები აღწევენ.<<დაფიქრდი, რამხელა პლიუსი აქვს ცხენს :) იქნებ, პატრონამდე მიგიყვანოს, სულაც :) მე არ დაველოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, რადგან ისინი პრინცესებთან მიდიან ჩემნაირებამდე კი მხოლოდ ცხენები აღწევენ.<<დაფიქრდი, რამხელა პლიუსი აქვს ცხენს :) იქნებ, პატრონამდე მიგიყვანოს, სულაც :)
7. "ღმერთო, იპოვოს რა.."_:) იმედია, იპოვის. საინტერესო "ბოდვა" იყო.
"ღმერთო, იპოვოს რა.."_:) იმედია, იპოვის. საინტერესო "ბოდვა" იყო.
5. ლამაზია ;;) ლამაზია ;;)
4. გმადლობ ყველას :) გმადლობ ყველას :)
3. მე არ დაველოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, რადგან ისინი პრინცესებთან მიდიან ჩემნაირებამდე კი მხოლოდ ცხენები აღწევენ.
გამეღიმა:)
მე არ დაველოდები თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, რადგან ისინი პრინცესებთან მიდიან ჩემნაირებამდე კი მხოლოდ ცხენები აღწევენ.
გამეღიმა:)
1. არა,ის ”მას” ვერ იპოვის:)
ეგეთები ღორებივით ცხოვრობენ და ღორულად ამთავრებენ ცხოვრებას,თუკი მათ არსებობას საერთოდ ცხოვრება ქვია:)
არა,ის ”მას” ვერ იპოვის:)
ეგეთები ღორებივით ცხოვრობენ და ღორულად ამთავრებენ ცხოვრებას,თუკი მათ არსებობას საერთოდ ცხოვრება ქვია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|