ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2011


შემინარჩუნე (ეშ)

მე შემიძლია, შენზე ფიქრსა
და სიჩუმეს შორის – ვიდგე ქარივით,
გამოვიწვიო ყველა აზრის – ხორხთან მივარდნა.
შენ, შეგიძლია მიმატოვო და ვერც გაიგო,რომ შენი სუნთქვა
საკუთარზე ძლიერ მიყვარდა..

ეშ, თუ ოდესმე დაგჭირდები,იცოდე გყავარ,
ათიოდე ქალაქის მიღმა – დამეწყრილ სახლში..
ვდგავარ და ვუცქერ ბათქაშდამსკდარ მოთეთრო კედლებს,
უშენობა შეგუებულ ჩემს რკინის საწოლს,
ემალ აქერცლილ ჩაიდანს და ხმელ პურს რაფაზე..

და თუ ერთხელაც ამოიძრობ ყელიდან საცობს,
მოდი და ტანზე სურვილების კაბა გამხადე
და როგორც ამ ჩემს ბებერ ოდას – რკინის მესერი,
მოდი და ყველა ძვალზე,ხრტილზე,თუნდაც რბილობზე,
მომეკარი და ცხელ სუნთქვებად გადამეფარე..

ჩვენს შორის ისევ, დუმს - ყველა ქვა,ყოველი კენჭი.
ნაცნობი გზების პარამეტრებს, სიზმრად ვამცირებ..
ზოგჯერ მგონია, რომ უბრალოდ რაღაცას მერჩი,
მე კი, შევძელი, ჩემი წასვლით – გადაგარჩინე..

ჩვენ შორის ისევ, არაფრისგან დაყრუვდა ექოც,
წვიმის ფარდები გამოკიდეს ცაზე ღრუბლებმა.
პასუხი ვაგე ყველაფერზე – რაც უნდა მეგო,
ჩემს წასვლას უკვე, სახელი აქვს – არ დაბრუნება.

ეშ, ისევ ისე, ყველა აზრი წყდება და მერე,
ლექსიც უბრალოდ ირევა და ფინალს ვაფუჭებ.
როგორ მინდოდა ვერ ნათქვამი სიტყვები გეგრძნო:
არ გამიშვა რა..
სულ უბრალოდ, შემინარჩუნე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები