 | ავტორი: მიშელი ჟანრი: პროზა 19 მაისი, 2011 |
ჩვენ არ შეგვიძლია უსამართლობაში ცხოვრება და ამიტომაც ახალი კანონები გამოვიგონეთ. ვერ შევძელით მამულიშვილობა და აუქციონზე გავიტანეთ სამშობლო. არც კარგი მოვაჭრენი ვართ და გაიძვრა მუშტარი დაგვტრიალებს თავზე, როგორც მიგდებულ ლეშს. გვძიძგნიან!.. დახედე საკუთარ სხეულს, თითო ნაწილად გართმევენ, სულში გაფურთხებენ. შვილებს დაუძახეთ.. დედებს მოუხმეთ…... აუქციონზე ჯერ კიდევ არ უთქვამთ – გაყიდულია !..
----- - გამარჯობა, შეიძლება რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ?! - გისმენთ. - თქვენს სამშობლოს რომ ვინმე დაემუქოს, რას იზამთ?! - სამშობლოს?! - დიახ - მე ქართველი არ გახლავართ !
------ - თქვენი ქვეყნის დასაცავად იბრძოლებდით? - მე ახლაც ვიბრძვი ჩემო კარგო. სამ ბიჭს ვზრდი, სამ მამულიშვილს, სამ ვაჟკაცს. - ომი რომ დაიწყოს, გაიმეტებთ შვილებს ფრონტზე გასაგზავნად?! - აკი მოგახსენეთ- მამულიშვილებს ვზრდი-მეთქი!
------
- რამდენი წლის ხარ?! - 12 - რა გქვია?! - რეზო - რეზო ომი რომ დაიწყოს რას იზამდი?! - იარაღს ავიღებდი! - იცი იარაღის ხმარება?! - სახლში დიდი , სათამაშო ავტომატები მაქვს, ბაბუმ მითხრა: მამაშენიც ეგეთი ავტომატებით იბრძოდაო. - იბრძოდაო? - დიახ, დაიღუპა, ომში. მეც წავალ ომში და ნამდვილ ავტომატს დავიჭერ-მამასავით. - არ გეშინია?! - მამას არ ეშინოდა!
-----
- გამარჯობა ქალბატონო! - გამარჯობა შვილო. - რამდენი შვილი დაკარგეთ ომში?! - ორი ბიჭი და მეუღლეც. - დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, ნებას დართავდით ომში წასულიყვნენ?! - მათ, არც უკითხავთ ... არც მე გამჩენია კითხვა: რატომ ...
----- - რა გქვია? - სალი - სალი , რამდენი წლის ხარ? - 5 - იცი რა არის ომი?! - ომი ისაა... აი , მამიკო თოჯინების საყიდლად რომ წავიდა. - მოგიტანა თოჯინა? - არა, დედამ მითხრა, შენ რომ გინდოდა ისეთი ვერ ნახაო. მალე მომიტანს. - როგორი თოჯინა გინდა? - აღარ მინდა თოჯინა! Mმამას მივწერე დაბრუნდეს. თოჯინას თუ არ მომიტანს არ მეწყინება. Uუკვე დიდი ვარ. თოვლის ბაბუასაც მივწერე. - რა მიწერე თოვლის ბაბუას? - მივწერე, რომ მამა ომშია და ჩამოიყვანოს.
-----
- გიორგი, გეშინოდათ როცა იბრძოდით?! (იცინის) - ცუდად გკითხე, უკაცრავად. - არა, არ მეშინოდა. ვიცოდი ვისთვის და რატომ ვაკეთებდი ამას! - სულ არ შეგეშინდა?! - მაგ დროს არაფრის გეშინია. - აღარ ვიცი რა გკითხო.. - ხო, არც მე ვიცი როგორ აგიხსნათ. მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩემი მიწა და ნურავინ მოინდომებს მიითვისოს, ნურავინ ...
ქართველები - ვქართველობთ !..
- გამარჯობა! დიახ, დიახ ახლა უკვე შენ გესალმები, ჩემო მკითხველო, ჩემო ქართველო. იმდენი რამ მინდა მიამბო, შენს სიტყვებსაც ჩავწერდი. გინდა?-მიაწერე. შენც ხომ შეგეშინდა მაშინ, სულის სიღრმეში და ხომ დამალე ეს შიში იქვე, ბნელ კუთხეში?! არა?! გაიქეცი?! არაუშავს , შენც გეპატიება , შენი სისხლიც აბობოქრდება... ნუ გრცხვენია, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ: სუსტები და ზოგჯერ უზომოდ ძლიერნი... ხომ გიყვარს?! ხომ გრძნობ ფეხქვეშ გავარვარებულ, სისხლით გამოკვებილ - ქართულ მიწას!.. ჩაიხუტე, ჩაიხუტე გულში და მოეფერე ... გაუფრთხილდი!.. უთხარი რომ გიყვარს... არა, საქმით აჩვენე, რომ გიყვარს!.. აღარ იყიდება საქართველო !.. აღარ !.. დაიხურა აუქციონი - მოღალატენო , ორპირნო. ჩვენ სადარაჯოზე ვდგავართ და სულიდან ნაგავს გფხეკთ - თქვენც შეიყვარებთ. აი ნახავთ , მაგასაც ნახავთ !.. აღარ იყიდება !...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. mrs.smith. ___ ჰო მეც ეგ განცდა დამეუფლა, თითქოს ისეთი ხერხით იყოს დაწერილი, მაგრამ ცოტა სხვაა, ალბათ : ) ჩემია : ))) mrs.smith. ___ ჰო მეც ეგ განცდა დამეუფლა, თითქოს ისეთი ხერხით იყოს დაწერილი, მაგრამ ცოტა სხვაა, ალბათ : ) ჩემია : )))
16. ჰო, სათქმელი აშკარად ჩანს, ფორმაც ისეთია, ვითომ ოფიციალური და სინამდვილეში ემოციური, მაგრამ არ მტოვებს ჩოხელის ,,ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ”-ის განცდა ჰო, სათქმელი აშკარად ჩანს, ფორმაც ისეთია, ვითომ ოფიციალური და სინამდვილეში ემოციური, მაგრამ არ მტოვებს ჩოხელის ,,ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ”-ის განცდა
15. ვაიმე...აი,ისეთი...აუ,ძაალიან მაგარია... უჰ... ყოჩაღ ვაიმე...აი,ისეთი...აუ,ძაალიან მაგარია... უჰ... ყოჩაღ
14. ნეფერტარი __ მადლობაა ! .. აი მეც ძალიან გამახარა კომენტარმა და გაიხარე შენც : * ნეფერტარი __ მადლობაა ! .. აი მეც ძალიან გამახარა კომენტარმა და გაიხარე შენც : *
13. უფ, გაიხარე, რა მესიამოვნა ბოლო ფრაზა!!!... გენაცვალე სიტყვაში და აზრებში. +10 აქ. :) უფ, გაიხარე, რა მესიამოვნა ბოლო ფრაზა!!!... გენაცვალე სიტყვაში და აზრებში. +10 აქ. :)
12. მადლობა შენიშვნისთვის : ))) გავითვალისწინე : )) მადლობა შენიშვნისთვის : ))) გავითვალისწინე : ))
11. აღარ იყიდება...
მომეწონა. საინტერესოა, ემოციური და გულზე გავლით :) თუმცა იზავთ არასწორია, ნათიას დაუჯერე :) თორემ არ გეპატიება ეგ შეცდომა ასეთ ქართველს. იხარე... აღარ იყიდება...
მომეწონა. საინტერესოა, ემოციური და გულზე გავლით :) თუმცა იზავთ არასწორია, ნათიას დაუჯერე :) თორემ არ გეპატიება ეგ შეცდომა ასეთ ქართველს. იხარე...
10. მადლობა ყველას : )))
სასიამოვნოდ დაიწყო დილა თქვენი კომენტარებით : )))
თაკა _ სამწუხაროდ არ მეცნობი : ს მადლობა ყველას : )))
სასიამოვნოდ დაიწყო დილა თქვენი კომენტარებით : )))
თაკა _ სამწუხაროდ არ მეცნობი : ს
9. საინტერესოდ ჩავიკითხე, მშვენიერი ფორმაა სათქმელის თქმის!
მომეწონა.
ტექსტს გადახედავს, ალბათ, ავტორი,კრექტურებისგან გასაწმენდად!
რას იზავთ?! -"ამ" თემის ნიშანი :) საინტერესოდ ჩავიკითხე, მშვენიერი ფორმაა სათქმელის თქმის!
მომეწონა.
ტექსტს გადახედავს, ალბათ, ავტორი,კრექტურებისგან გასაწმენდად!
რას იზავთ?! -"ამ" თემის ნიშანი :)
8. ვერ შევძელით მამულიშვილობა და აუქციონზე გავიტანეთ სამშობლო.
ვერ შევძელით მამულიშვილობა და აუქციონზე გავიტანეთ სამშობლო.
7. ეს მე წაკითხული მაქვს :) პირველივე სტროფიდან გამხსენდა :) ოღონდ ვერ ვიხსენებ ზუსტად ვისია, ორი ადამიანიდან ერთ-ერთისაა, მაგრამ აქ არ დავწერ, შეიძლება არ სურდეს გამხელა :)
ეს მე წაკითხული მაქვს :) პირველივე სტროფიდან გამხსენდა :) ოღონდ ვერ ვიხსენებ ზუსტად ვისია, ორი ადამიანიდან ერთ-ერთისაა, მაგრამ აქ არ დავწერ, შეიძლება არ სურდეს გამხელა :)
6. რატომ მგონია რომ ავტორს ნაცნობი ხელწერა აქვს არვიცი, მაგრამ თითქოს ჩემი ერთი მეგობრის ხმით წამეკითხა :) პროტესტებითაც რაღაც მივამსგავსე :) ნაწერს რაც შეეხება.. კარგია თავის ამბავში :) რატომ მგონია რომ ავტორს ნაცნობი ხელწერა აქვს არვიცი, მაგრამ თითქოს ჩემი ერთი მეგობრის ხმით წამეკითხა :) პროტესტებითაც რაღაც მივამსგავსე :) ნაწერს რაც შეეხება.. კარგია თავის ამბავში :)
4. ვაიმე, მაგარია ძალიან .... ++ :) ვაიმე, მაგარია ძალიან .... ++ :)
3. აღარ იყიდება საქართველო !.. აღარ !.. დაიხურა აუქციონი - მოღალატენო , ორპირნო. ჩვენ სადარაჯოზე ვდგავართ და სულიდან ნაგავს გფხეკთ - თქვენც შეიყვარებთ. აი ნახავთ , მაგასაც ნახავთ !.. აღარ იყიდება !...
აი, ეგრე! მაგარ! აღარ იყიდება საქართველო !.. აღარ !.. დაიხურა აუქციონი - მოღალატენო , ორპირნო. ჩვენ სადარაჯოზე ვდგავართ და სულიდან ნაგავს გფხეკთ - თქვენც შეიყვარებთ. აი ნახავთ , მაგასაც ნახავთ !.. აღარ იყიდება !...
აი, ეგრე! მაგარ!
2. ღმერთმა ქნას...ყველა ქართველმა იქართველოს!!!
იზავთ,იზავდი– იზამთ,იზამდი. ღმერთმა ქნას...ყველა ქართველმა იქართველოს!!!
იზავთ,იზავდი– იზამთ,იზამდი.
1. ამინ! გისმინოს...
ამინ! გისმინოს...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|