ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იურისტ...
ჟანრი: იუმორისტული
20 მაისი, 2011


ინტერვიუ მგელთან

ჟურნალისტი --- თქვენ ხართ ძალიან პოპულარული და ამავე დროს გაქვთ აგრესიული და მტაცებელი ცხოველის ,,იმიჯი'', მართლა ასე არის?

მგელი --- მე და მტაცებელი? ჰაჰაჰა.. არა რას ამბობთ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს შესახებ აგორებული ცუდი ჭორების შედეგია. აი,  თავად დაუკვირდით, წითელქუდას კალათა სავსე ქონდაო ქადებით, ნაზუქებით, სხვადასხვა ტკბილეულით..... მე ეს ყველაფერი მივატოვე და გავიქეცი ბებიამისის შესაჭმელად? კარგით რა, რატო გჯერათ ამ ზღაპრების ვერ ვხვდები..

ჟურნალისტი --- კურდღლის შემთხვევაში რა ხდებოდა?

მგელი ---- მაგაზეც მოგახსენებთ, ,,აბა დამაცადე’’-ში მართალია მივსდევ კურდღელს, მაგრამ საკოცნელად მივსდევ ხალხო შესაჭმელად კი არა..(ჰაჰაჰა)

ჟურნალისტი - სამ გოჭს რატომ მიადექით სახლში?

მგელი-- ყავის დალევა მინდოდა..

ჟურნალისტი ---ამიტომ არ გიღებდნენ კარს? ეგ რა პრობლემა იყო?

მგელი-პრობლემა იმაში იყო ჩემო კარგო, რომ ეგ ყავა ბოლოსთვის მინდოდა დასაყოლებლად.......…ჰაჰაჰა..

ჟურნალისტი --- თხა?

მგელი--თხა შევჭამე ნამდვილად, იმიტომ რომ ვენახი შეჭამა....რა არ იყო ღირსი?..

ჟურნალისტი--კომბლეს ცხვრებზე რას იტყვით?

მგელი---ოოოოო, აქ ვაღიარებ რომ დამნაშავე ვარ...არ დამეკრიჭა კბილები და მტკიცებულებას არ გამოეჭყიტა იქიდან განახებდით რასაც ვაღიარებდი, მაგრამ რა ვქნა კომბლემ ფაქტზე ამიყვანა...

ჟურნალისტი---ე.ი. მთლად ჭორები არ უნდა იყოს თქვენზე გავრცელებული ხმები მგელო, სადღაც მაინც იკვეთება, რომ დევნიდით ზემოთჩამოთვლილ პირებს..

მგელი- გადამრევთ მე თქვენ...  წითელქუდაც, კომბლეც და სხვა ზემოთჩამოთვლილი პირებიც ჩემი წყალობით გახდნენ პოპულარულები (მარტო თხას დარჩა პოპულარობა ოხრად), ლიწინ-ლიწინით იყიდება მათზე დაწერილი წიგნები თუ ნახატი ფილმები... ამ წიგნებით გახდნენ მილიონრები და მე რომ ვდევნიდე ისიც არ უნდათ?...ვინ იყიდის ამ წიგნებს ან ვინ უყურებს ამ ნახატ ფილმებს მე რომ არ ვიყო შიგ... ვის დააინტერესებს კურდღელი, რომელსაც არავინ მისდევს და მირბის? ან როგორ მიცუნცულებს წითელქუდა ბებიამისთან და კომბლეს ცხვრები როგორ ძოვენ ბალახს?

ჟურნალისტი --- თქვენზეც წერონ ბატონო ოღონდ კარგად, ხომ შეიძლება?
მგელი---რა კაცო? მაგალითად რა უნდა დაწერონ კარგი? ის რომ მგელი დ კომბლეს ცხვრები ერთად ძოვენ ბალახს? სად გავაღო მერე თვალი? ტყეში ცხოველებთან გავლა არ მინდა?....ხმას ვინ ამომაღებინებს? ,,წადი ბიჭო ბალახი ძოვეო’’ ასე მეტყვიან...

ჟურნალისტი- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

მგელი--ოხ, ამდენ ლაპარაკში ისე მომშივდა დროზე გამასწარი ახლა აქედან თორემ ახლავე დავგეგმავ მომავალს. ხელად გამოვა ახალი წიგნი სათაურით ,,ჟურნალისტის ბოლო ინტერვიუ მგელთან’’, თან ზღაპარი კი არა? ქვეშ მიაწერენ ნამდვილი ამბავიო და ჩემი პოპულარობა მერე ნახე შენ......ჰე მიდი გაიქეცი დროზე......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები