ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2011


სახდი (100 სიტყვა)

                  (სახდი – იგივე ჩადრი, ძვ. ჭანური სიტყვაა და ნიშნავს ქალის ტვირთს)

  ბებიაჩემს დიდი, ზღვისფერი თვალები ჰქონდა. ბავშვობიდან მიყვარდა მისი თვალების ყურება. მთელ სამყაროს იტევდა. დედა ამბობდა, ახალგაზრდობაში ხორბლისფერი თმა ჰქონდაო. მე არასდროს მინახავს. ასეთი წესია ჩვენში...
  ჭკვიანი ქალი იყო ბებიაჩემი.  ვერავინ იტყოდა გაუნათლებელიაო. თავდაპირველად, ქართულად წერა მარჯვნიდან მარცხნივ უსწავლია, ჩუმად... სოინარის სევდიანი ჰანგებივით ჩამესმოდა მისი ყოველი სიტყვა. ასოთხი წელი იცოცხლა. სახე ერთიანად დანაოჭებოდა, მაგრამ თვალები ძველებურად ულივლივებდა, თითქოს ზღვა ჩასდგომიაო. ალბათ იმიტომ, რომ ზღვა არასდროს ენახა. სიკვდილამდე ვთხოვე, შენს სამყაროზე მიამბე-მეთქი. ადგა, მზისკენ იბრუნა პირი და მიპასუხა:
- ჩემი სამყარო გურჯისტანიაო ბოჩო, ოცნება...
  მე არასოდეს მინახავს ბებიაჩემის ხორბლისფერი თმა. წესია ჩვენში... ამბობენ, ეს ყველა ქალის “სახდიაო”.
  აქ ყველა ვატარებთ წარსულის სახდს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები