“ნეტავ სად მიდის სილამაზე?..” გ. ლეონიძე
ბებოს სადაფის ზარდახშაში ჩავყავი ხელი და ბრმად წამოვიცვი არათითზე ერთი ბეჭედი. . . . . "თითს რაც ამოჰყვა, შენი იყოსო", - მითხრა მაშინ და მხოლოდ შემდეგ დამხედა ხელზე... უძველესი ალმასის თვალი ბრწყინავდა თითზე, თვალს ახარებდა და სულში კი სევდას თესდა, - სევდას უსაზღვრო სილამაზის გარდაცვალების. ვერ დავინახე, ვიგრძენი მხოლოდ, თითქოს შიშით როგორ მომუჭა ბებომ ხელი, - “არ წამძვრეს და არ დავკარგოო”... ბეჭედი თითზე მე მეკეთა, ხელს - ის უჭერდა... . . . . ალბათ ასეა, ამპუტირებულ კიდურებს რომ გრძნობს ინვალიდი. და ვიდრე სტკივა, ვიდრე ისევ გრძნობს ამ კიდურებს, ინვალიდად არ უჩნის თავი... . . . . ფრთხილად გაშალა ბებომ მუჭი, თითებს დახედა და არათითზე გაისვა ხელი... ნატიფ თითს კვლავაც შერჩენოდა იმ ბეჭდის კვალი... თავი ასწია, შემომხედა... “გაუფრთხილდიო” – მითხრა და ჩუმად შევიდა მის ოთახში. კარიც მოხურა. თითქოს უნდოდა, ყველა ძაფი გადაეჭრა ერთად, ერთბაშად, რაც წარსულთან აკავშირებდა. . . . . კარებს მივვარდი... “აღარ მინდა, ბებო, ბეჭედი, დაიბრუნე... ნუ სტირი ოღონდ”, - ამოვიყვირე და ბებოს წინ მუხლზე დავეშვი, დავუკოცნე საყვარელი თლილი თითები, თბილ კალთაში ჩავუდე თავი. “ჩემი პატარა...” – გავიგონე ბებოს ჩუმი ხმა... თვალი დავხუჭე... ბეჭედი ოდნავ დიდი მქონდა, - სწრაფად წავიძვრე და ბებოს თითზე წამოვაცვი, ჩვეულ ადგილას დავაბრუნე ძველი ალმასი... ვიგრძენი, როგორ ჩამოგორდა ლოყაზე ცრემლი, ნიკაპს მოსწყდა და... ჩემს ცრემლს დაეცა! ათრთოლებული ხელისგული ვიგრძენი თავზე. ჩემი თითები მოიმწყვდია ხელში ბებომ და ის ბეჭედი კვლავ გაბრწყინდა ჩემს არათითზე... “ჩემგან სახსოვრად შეინახე, გაუფრთხილდიო”, - ისე მითხრა, ვეღარ გავბედე სახსოვარზე მეთქვა უარი... . . . . “ნეტავ სად მიდის სილამაზე”?.....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. მართლაც ყველაზე საუკეთესო შენს ლექსებში! თითქოს ბებოს მთელი ბიოგრაფია მიამბე... მართლაც ყველაზე საუკეთესო შენს ლექსებში! თითქოს ბებოს მთელი ბიოგრაფია მიამბე...
41. სითბოთი და სიყვარულით სავსეა ეს ლექსი.....
ძალიან ძალინ მომეწონა.... სითბოთი და სიყვარულით სავსეა ეს ლექსი.....
ძალიან ძალინ მომეწონა....
40. შესა ნიშნავი და გამორჩეული პოეტი ბრძანდები,თამარ! +2+ შესა ნიშნავი და გამორჩეული პოეტი ბრძანდები,თამარ! +2+
39. . . . . ალბათ ასეა, ამპუტირებულ კიდურებს რომ გრძნობს ინვალიდი. და ვიდრე სტკივა, ვიდრე ისევ გრძნობს ამ კიდურებს, ინვალიდად არ უჩნის თავი...
და ამ ლექსმა პრიზი არ აიღო? რა საინტერესო ჟიური ყოფილა? :) . . . . ალბათ ასეა, ამპუტირებულ კიდურებს რომ გრძნობს ინვალიდი. და ვიდრე სტკივა, ვიდრე ისევ გრძნობს ამ კიდურებს, ინვალიდად არ უჩნის თავი...
და ამ ლექსმა პრიზი არ აიღო? რა საინტერესო ჟიური ყოფილა? :)
38. კომენტარებს შემოვყევი და... ზუსტად 2 კვირის უკან გარდამეცვალა ბებია..და
ძალიან იმოქმედა......
კომენტარებს შემოვყევი და... ზუსტად 2 კვირის უკან გარდამეცვალა ბებია..და
ძალიან იმოქმედა......
37. :) ანუ მოგეწონა? :)))) :) ანუ მოგეწონა? :))))
36. “ჩემგან სახსოვრად შეინახე, გაუფრთხილდიო”, - ისე მითხრა, ვეღარ გავბედე სახსოვარზე მეთქვა უარი... . . . . “ნეტავ სად მიდის სილამაზე”?..... “ჩემგან სახსოვრად შეინახე, გაუფრთხილდიო”, - ისე მითხრა, ვეღარ გავბედე სახსოვარზე მეთქვა უარი... . . . . “ნეტავ სად მიდის სილამაზე”?.....
35. სადაც უნდა მოგწონებოდათ, იქ არ მოიწონეთ და... :)))))) სადაც უნდა მოგწონებოდათ, იქ არ მოიწონეთ და... :))))))
34. საოცრად ლამაზია და ტკივილიანი....:) საოცრად ლამაზია და ტკივილიანი....:)
33. და ბებოს წინ მუხლზე დავეშვი, დავუკოცნე საყვარელი თლილი თითები..
“ნეტავ სად მიდის სილამაზე”?..... :(
სევდიანი და ლამაზია... + 5
და ბებოს წინ მუხლზე დავეშვი, დავუკოცნე საყვარელი თლილი თითები..
“ნეტავ სად მიდის სილამაზე”?..... :(
სევდიანი და ლამაზია... + 5
32. ვიგრძენი, როგორ ჩამოგორდა ლოყაზე ცრემლი, ნიკაპს მოსწყდა და... ჩემს ცრემლს დაეცა!
ზუსტად იგივე დამემართა ახლა ამ ლექსზე:( ვიგრძენი, როგორ ჩამოგორდა ლოყაზე ცრემლი, ნიკაპს მოსწყდა და... ჩემს ცრემლს დაეცა!
ზუსტად იგივე დამემართა ახლა ამ ლექსზე:(
31. კი, ჰარიკო... ეს გავაგზავნე. :))) და რაა რო? არაფერი! ფააა-ფუუუუ... :)))))))))) კი, ჰარიკო... ეს გავაგზავნე. :))) და რაა რო? არაფერი! ფააა-ფუუუუ... :))))))))))
30. ვახ თამრო როგორი , არაშენეული( ფორმას ვამბობ) და როგორი კარგი ლექსია:) ეს გქონდა გაგზავნილი? ვახ თამრო როგორი , არაშენეული( ფორმას ვამბობ) და როგორი კარგი ლექსია:) ეს გქონდა გაგზავნილი?
29. ეს უკვე მეორეა შენი ლექსებიდან რომელიც უსაზღვროდ მომეწონა:) პირველზე გითხარი ადრე+++++ ეს უკვე მეორეა შენი ლექსებიდან რომელიც უსაზღვროდ მომეწონა:) პირველზე გითხარი ადრე+++++
28. სევდიანი ისტორია... სევდიანი ისტორია...
27. მიხარია, თუ მოგეწონა... მე თავად ვარ კონვენციონისტი, ასე რომ... :) მიხარია, თუ მოგეწონა... მე თავად ვარ კონვენციონისტი, ასე რომ... :)
26. ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ არაკონვენციურ ნაწერთგანია, რომელიც ახალ კრებულში მომეწონა.
ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ არაკონვენციურ ნაწერთგანია, რომელიც ახალ კრებულში მომეწონა.
25. თაობათა კავშირი – ლამაზად მოტანილი! კარგი ლექსია – გრძნობიერი!.. თაობათა კავშირი – ლამაზად მოტანილი! კარგი ლექსია – გრძნობიერი!..
23. ჩემი თითები მოიმწყვდია ხელში ბებომ
სითბო... : )))) ჩემი თითები მოიმწყვდია ხელში ბებომ
სითბო... : ))))
22. თამ... ჰეე... თამ... ანკი რატომ უნდა მიკვირდეს ვითომ, ასე ძლიერად რომ წერ... არ მიკვირს სულ... ეს ძალიან ძლიერი ლექსია, ძალიან ძლიერი, ჩემი ლექსია... სულამდე დასული... ბრავო, თამარ თამ... ჰეე... თამ... ანკი რატომ უნდა მიკვირდეს ვითომ, ასე ძლიერად რომ წერ... არ მიკვირს სულ... ეს ძალიან ძლიერი ლექსია, ძალიან ძლიერი, ჩემი ლექსია... სულამდე დასული... ბრავო, თამარ
21. ეს ლექსი არის პოეზიის შედევრი!
"ნეტავ სად მიდის სილამაზე?.." გ. ლეონიძე
"მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?! " გ. ლეონიძე ეს ლექსი არის პოეზიის შედევრი!
"ნეტავ სად მიდის სილამაზე?.." გ. ლეონიძე
"მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება? ვინ იცის?! " გ. ლეონიძე
19. დიდი მადლობა ყველას! გაიხარეთ! :))))) დიდი მადლობა ყველას! გაიხარეთ! :)))))
18. მომეწონა! ავტორი ,ერთ-ერთი რჩეული ავტორია ჩემთვის ამ ურაკპარაკზე, რომელიც ყველა ჟანრში გულით, სუფთად, ლამაზად და ყველასათვის გასაგებად წერს მომეწონა! ავტორი ,ერთ-ერთი რჩეული ავტორია ჩემთვის ამ ურაკპარაკზე, რომელიც ყველა ჟანრში გულით, სუფთად, ლამაზად და ყველასათვის გასაგებად წერს
17. ვიცოდი! მაგრამ კიდევ ერთხელ წავიკითხე ახლა!
ძალიან კარგი!
იხარეთ ქალბატონო თამარ!
++
ვიცოდი! მაგრამ კიდევ ერთხელ წავიკითხე ახლა!
ძალიან კარგი!
იხარეთ ქალბატონო თამარ!
++
16. ძალიან სევდიანი და ლამაზი ლექსია! :) ძალიან სევდიანი და ლამაზი ლექსია! :)
15. ლამაზი...ნაზი და ნამდვილი...5 ბებო კი უჭკნობი სილამაზის პორტრეტი.... თითქოს წაკითხული მქონდა... ვფიქრობ ნაწყვეტი.. ლამაზი...ნაზი და ნამდვილი...5 ბებო კი უჭკნობი სილამაზის პორტრეტი.... თითქოს წაკითხული მქონდა... ვფიქრობ ნაწყვეტი..
14. რა სევდიანი და ლამაზია...:) თამარ, დაგვაკლდი ბათუმში.მოგიკიტხავ სიყვარულით:) რა სევდიანი და ლამაზია...:) თამარ, დაგვაკლდი ბათუმში.მოგიკიტხავ სიყვარულით:)
13. ძალიან კარგი და ლამაზი ლექსია! სევდიანიც, მაგრამ უთბილესი! ძალიან კარგი და ლამაზი ლექსია! სევდიანიც, მაგრამ უთბილესი!
12. მე არ ვიცოდი აქამომდე თამარ ბუკია თუ ასეთ პოეზიას წერდა.
ჩემს მაგიდასთან იდაყვდაყრდნობილი რამდენიმე წუთი ვფიქრობდი რა დამეწერა...
ვერაფერი მოვიფიქრე უბრალოდ გეტყვით ბ რ ა ვ ო ს!
მე არ ვიცოდი აქამომდე თამარ ბუკია თუ ასეთ პოეზიას წერდა.
ჩემს მაგიდასთან იდაყვდაყრდნობილი რამდენიმე წუთი ვფიქრობდი რა დამეწერა...
ვერაფერი მოვიფიქრე უბრალოდ გეტყვით ბ რ ა ვ ო ს!
11. ეხ...სილამაზე და ახალგაზრდობა მიაქვს დროს თავის სამფლობელოში:( ლექსი კი წარუვალად ლამაზია:) ეხ...სილამაზე და ახალგაზრდობა მიაქვს დროს თავის სამფლობელოში:( ლექსი კი წარუვალად ლამაზია:)
10. “ნეტავ სად მიდის სილამაზე”?.....
ლამაზი სულის გამოძახილია ეს ლექსი! +5 “ნეტავ სად მიდის სილამაზე”?.....
ლამაზი სულის გამოძახილია ეს ლექსი! +5
9. ვერ დავინახე, ვიგრძენი მხოლოდ, თითქოს შიშით როგორ მომუჭა ბებომ ხელი, - “არ წამძვრეს და არ დავკარგოო”... ბეჭედი თითზე მე მეკეთა, ხელს - ის უჭერდა... დიდი სევდა და სინაზე ახლავს ამ ლექსს, ძალიან კარგია! :) ვერ დავინახე, ვიგრძენი მხოლოდ, თითქოს შიშით როგორ მომუჭა ბებომ ხელი, - “არ წამძვრეს და არ დავკარგოო”... ბეჭედი თითზე მე მეკეთა, ხელს - ის უჭერდა... დიდი სევდა და სინაზე ახლავს ამ ლექსს, ძალიან კარგია! :)
8. სილამაზე ჩვენს გულებში რჩება :) როგორც ეს ლექსი... სილამაზე ჩვენს გულებში რჩება :) როგორც ეს ლექსი...
7. თვალს ახარებდა და სულში კი სევდას თესდა, - სევდას უსაზღვრო სილამაზის გარდაცვალების.
კომენტარი ვერ დავამთავრე, ისე განთავსდა. ძალიან მომეწონა, თამარ, და ჩემს საგანძურში წავიღებ. :) თვალს ახარებდა და სულში კი სევდას თესდა, - სევდას უსაზღვრო სილამაზის გარდაცვალების.
კომენტარი ვერ დავამთავრე, ისე განთავსდა. ძალიან მომეწონა, თამარ, და ჩემს საგანძურში წავიღებ. :)
6. ნიკაპს მოსწყდა და... ჩემს ცრემლს დაეცა! ათრთოლებული ხელისგული ვიგრძენი თავზე. ჩემი თითები მოიმწყვდია ხელში ბებომ და ის ბეჭედი კვლავ გაბრწყინდა ჩემს არათითზე... “ჩემგან სახსოვრად შეინახე, გაუფრთხილდიო”, - ისე მითხრა, ვეღარ გავბედე სახსოვარზე მეთქვა უარი...
ნეტავ სად? ნიკაპს მოსწყდა და... ჩემს ცრემლს დაეცა! ათრთოლებული ხელისგული ვიგრძენი თავზე. ჩემი თითები მოიმწყვდია ხელში ბებომ და ის ბეჭედი კვლავ გაბრწყინდა ჩემს არათითზე... “ჩემგან სახსოვრად შეინახე, გაუფრთხილდიო”, - ისე მითხრა, ვეღარ გავბედე სახსოვარზე მეთქვა უარი...
ნეტავ სად?
5. ოოო, ძაალიან კარგია. :)
“ნეტავ სად მიდის სილამაზე”?..... ოოო, ძაალიან კარგია. :)
“ნეტავ სად მიდის სილამაზე”?.....
4. ან საიდან მოდის?..
კარგი ლექსია, სევდიანი და თბილი... ან საიდან მოდის?..
კარგი ლექსია, სევდიანი და თბილი...
3. დიდი მადლობა, ნინო და დავით! დიდი მადლობა, ნინო და დავით!
2. თამარ, ეს თქვენი საუკეთესო ნაწერია, მათ შორის, რაც წამიკითხავს:) თამარ, ეს თქვენი საუკეთესო ნაწერია, მათ შორის, რაც წამიკითხავს:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|