ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2011


დაითვალე

დაითვალე, სიცარიელე ჩემი თვალებიდან,
როგორც ვარსკვლავებს ვითვლიდით,
ბავშვობაში – უსასრულო ცაზე...

დაითვალე, სიცივე ჩემს თითებზე,
როგორც ძილის წინ ვითვლიდით,
არარსებულ ცხვრებს – ძილად მისვლამდე...

დაითვალე, ცალყბად დარჩენილი ღიმილები,
დააბრალე მათ ბედნიერი ცხოვრება,
როგორც სიხარულის ცრემლებს ვაბრალებდით –
ფილმის კარგ დასასრულებს.

დაითვალე, დღეები რომლებიც –
დროში გაიყინენ და
კლონირებული ადამიანებივით,
ერთმანეთს იმეორებენ.

დაითვალე, დრო რომელიც
არაფრის მომტანია და
ყველაფერს უსასრულობისკენ მიაქანებს...

დაითვალე, სინათლეები ადამიანებში,
დააბრალე მათ ღვთის რჩეულობა...

დაიბრალე, ღვთის რჩეულების სიყვარული...
დაიბრალე და მერე
საკუთარი თავი ტყუილში დაიჭირე...
ცრუ ბრალდებები წაუყენე და გაასამართლე...

დაიბრალე, რომ მცდარი განაჩენით გაგასამრთლეს
და რომ მოსამართლე გიჟია ან მოსყიდული...

დაიბრალე, რომ სამყაროსთვის მნიშვნელოვანი ხარ
და მარტივად ადექი – თავი მოიკალი.

მერე დაიბრალე,
რომ სწორედ მაგ წუთას
სადღაც სხვა დროში,
სხვა სამყაროში,
სხვისი ბედნიერებისთვის,
სხვანაირი ცრემლებით,
სხვა ღმერთის რჩეულისგან,
სხვა სამართალით – იბადები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები