ხვატი იდგა დიდი. მტვერი გზაზე. ხმაური. საბურავების ღრჭიალი. დატრიალდა სივრცე. ავარდა ბოლი.
X X X _ შემიშვი რაა, ძია. მომათქმევინე სული მაგ ბაღის სიმწვანეში, ამომასუნთქე. _ დიდ კარიბჭესთან მდგარ დარაჯს არ შორდებოდა პატარა. _ ვერ შეგიშვებ! არ შეიძლება! არ გეკუთვნის ჯერ. _ წყალს მაინც დავლევ. სუულ–სულ ცოტა ხნით... _ არა–მეთქი! ვერა... არ შეიძლება! _ იმათ რომ უშვებ?! _ იმათ მოუწიათ დრომ და რიგმა. ჭიშკარს ქალი მოადგა. _ შემოუშვი, სამი საათით მხოლოდ, მერე მე თვითონ გამოვაცილებ კარში. კაცმა შუბლი შეკრა და თავის აქნევით მისცა დასტური. _ მხოლოდ სამი საათით _ სიტყვა დაადევნა მიმავალთ.
X X X _ ბებო?! ბეე ... ბებო! რამდენი ხანია არ მინახიხარ! აქ როგორ? საიდან? _ შენ საიდან და როგორ, შვილო, თორემ ჩემი ადგილი აქ არის.
„ არასდროს ჰქონია ბებოს ასეთი თბილი ხელები. ასეთი მსუბუქი ნაბიჯი. ბალახიც არ ითელება მის ფეხქვეშ“... ბავშვი კი მძიმედ მიქელავდა ღიღილოებს მდელოზე.
_ ცოდვები გახლავს, შვილო და მიტომ ემძიმები აქაურ მიწას. უკვირდა პატარას. სიგრილეს სუნთქავდა გახშირებით. წუთით შეჩერებული, ფეხაჩქარებით ისევ ეწეოდა ქალს და მასთან ერთად მიაბიჯებდა. ხის მაგიდებს მიადგნენ. ქალმა ჩამოისვენა. ბავშვი დუმდა ერთხანს. აკვირდებოდა. _ ბე, აქ რატომ გაუშლიათ ამხელა სუფრა? იმ მეორე მაგიდასთან კიდევ – ხალხი ბევრია, საკვები კი _ არ აქვთ. _ აქ მათი ადგილია, ვისაც ყოველთვის მოუკითხავენ, ან ვისაც მადლი ბევრი აქვს დატოვებული ქვაზე. იმ მეორეს, კი, ისინი უსხედან ვისაც პატრონი და მომკითხველი არ ჰყავს. _ ბებო, ჩვენც რომ არაფერს გიგზავნით? მაინც სავსე სუფრასთან გაქვს ადგილი? _ მე სულ ნუ გამომიგზავნით,დია, ბებო გენაცვალოს! მადლი მიბრუნდება აქ მე, სხვისთვის გაღებული მადლი. _ ბე, გახსოვს სიცხე რომ იყო, დიდი. შენ რომ ბრაზობდი: „გოუშვებენ ამ რაკეტებს ცაში, მაღლა ღმერთი არ მოასვენეს და ქვევით კიდევ ხალხი, მაგიტომაც დაიჭირა ასეთმა სიცხეებმა და ვიხრუკებით ყველაო!’’_ გახსოვს,ბები? მერე... მერე დედამ რომ გითხრა: „ შენ ხომ გწამს და გეშინია ღმერთის?! შენ რატომღა გცხელა?! მხოლოდ ჩვენ შეგვიკრას სუნთქვაო!’’ _ აკისკისდა პატარა, _ მაშინ შენ რა უპასუხე, გახსოვს? მე _ კი: „ დია, ჯინჭველები რომ შეგესევა, იმას დოუწყებ ყურებას რომელმა გიკბინა თუ მეისოფ ერთიანად ხელს და ყველას ჩამოყრი ძირში?! მასე შობა ღმერთიც–ო“ _ გახსოვს,ბები? _ მახსოვს, დია, მახსოვს... _ სევდიანი ჩაფიქრებით გაეპასუხა. _ მოიწყინე, ბებო? რაზე ფიქრობ...? რა გაგახსენდა...? ბე, ძიას ამბავი მითხარი. როგორ იყო...? როგორ არის? _ შენი ძია – ჩემი ნაბოლარაა, მეოთხე შვილი. ავად შეიქნა სულ პატარა. ქუთრუშათ თუ ქოვლერათი, ვერც მითხრეს მაშინ ექიმებმა. ვერც შველოდნენ. ვილოცე ბევრი. გამოვულოცე _ კალა გავადნე – წყალში ვასხამდი მდუღარეს. იმედი ცოტა იყო გადარჩენის. წავედი მერე და ბაბუას ჩუმად მოვნათლე ჩვენი სოფლის საყდარში. უფროსების მონათვლა ვერ მოვასწარი. ბაბუას სიზმარი ენახა იმ ღამით: ვითომ, ოთხი ეკლესია მდგარა: პირველი _ დიდი ყველაზე, მეორე _ უფრო პატარა, მესამე _ მომრცო მეტად, მეოთხე _ სულ ციცქნა. ის სამი ჩაბნელებული და მდუმარე იყო. სულ პატარა კი _ გაჩახჩახებული სანთლებით, გალობა და კეთილსურნელება იღვრებოდა. გაიღვიძა ბაბუამ და თქვა სიზმარგამოყოლილმა: „_ გადაგვირჩა და დაგვირჩინა ღმერთმა, მგონი, ჩვენი მეოთხე და ნაბოლარაო.“ ეგრე იყო იმ ღამით. გაანათლა შენი ძია უფალმა. ერთად ვართ ახლაც.
დადუმდნენ ერთხანს.
_ ის პატარა ბიჭი, ბებო? ხურდებს აჩხრიალებს? _ ჰო, შვილო, იმას ეგრე მოუკითხავენ, გლახაკებს და მათხოვრებს აძლევენ ამის სახელზე მისიანები.
ბილიკს აუყვნენ.
_ ბებო, ის ქალი რას აკეთებს? _ რას და... ცდილობს ყველი ამოიყვანოს... ეწვალება. ამოიყვანს ერთ წველას და ... ყველი ისევ წათხად ექცევა. კიდევ ამოიყვანს _ ისევ წათხად გადაექცევა. ასე უნდა იყოს! _ კი, მაგრამ... ეგრე რატომ, ბე? _ წათხი სთხოვა მეზობელმა დამშეული შვილებისთვის. ამან არ მისცა,დაუმალა, წავიდა მერე და ღორებს აჭამა. _ გამოისყიდის? _ ოდესმე... ამ ტანჯვით და სხვათა ლოცვით.
_ ის კაცები და ქალები, ბები? ისინი რატომ ჩაუყენებიათ გუბურაში? _ სიშიშვლის დამალვას ცდილობენ, შვილო. უწესო ცხოვრებისთვის ისჯებიან. ხელებით იფარავენ სხეულის ნაწილებს. სამოსი გამჭირვალი ხდება _ წყალი მიმოიქცევა და დაფარულს აჩენს. ასე უნდა იყოს! _ გამოისყიდიან? _ ოდესმე... ამ წვალებით და სხვათა ლოცვით.
წყალზე მორი იყო გადებული ხიდად. სველი იყო მორი. გადიოდა ზედ კაცი. შუამდე მიღწეულს ფეხი უცურდებოდა ან მორი იწყებდა ბრუნვას და ვარდებოდა წყალში კაცი. _ ეს ანგარებისთვის ისჯება. სამშვიდობოს გასაღწევად და ხიფათში ჩაცვენილებს – ფულის და სიმდიდრის ხათრით აშველებდა ხელს,მხოლოდ. ესეც ასე უნდა იყოს! _ გამოისყიდის? _ ოდესმე ... ამ წვალებით და მართალთა ლოცვით. მაღალ სვეტზე კაცს შემოეხვია კიდურები, ქვემოთ–ქვემოთ ცდილობდა ჩამოცოცებას . რაც უფრო ჩამოდიოდა _ იმატება სიმაღლე სვეტის. იხვეწებოდა ხმა გაეცათ მისთვის.არავინ ეპასუხებოდა. _ ეს ვინაა, ბებო? _ ეს ამაყი, ამპარტავანი კაცია,დია. არავის კადრულობდა. ზევიდან უყურებდა ყველას. ასე იწვალებს ესეც! _ გამოისყიდის? _ ჰო, ოდესღაც... ამ ტანჯვით და მართალთა ლოცვით.
_ იქ ვინ წევს? ვინ არიან ის ქალები და კაცები? _ ისინი სვამენ და ჭამენ მუდმივად, მაგრამ გემოს ვერ უგებენ. სტომაქში ჩასულ სასმელ–საჭმელს უჩინარი დემონები ამოუხაპავენ ისევ, ვერ ნაყრდებიან და ვერ რწყულდებიან. ღრეობისთვის ისჯებიან. ღვინის და თრობის სიყვარულისთვის. _ გამოისყიდიან? _ ოდესმე... ამ წვალებით და სხვათა ლოცვით.
ძუნწი იჯდა მოლზე. ხოხავდა _ აგროვებდა მონეტებს. კოცნიდა და ეალერსებოდა ნაპოვნს. გულში იხუტებდა. _ ეს კაცი , ბებო? _ ეგ ასე აგროვებს, ითვლის, იხუტებს. მერე დაუბერავს ქარი და მონაპოვარს ფოთოლივით დაუფანტავს. იწვალებს ისევ, მოაგროვებს, დაითვლის, შეინახავს... ისევ ქარი წაართმევს. ასე უნდა იყოს, სანამ არ გამოისყიდის.
მერე თვალდამდგარი შურიანი ანახა. მერე ხმადახშული ცრუ. ხელჩაკიდებით დაჰყავდა და ახედებდა აუზებში, სადაც კაცის ანარეკლს: ან ენა ეზრდებოდა, ან დათვის დრუნჩი, ან ვეფხვის კლანჭი, ან ღორის დინგი _ იმის მიხედვით, თუ როგორი იყო წყალსჩამყურე კაცი: ენაჭარტალა თუ ძილის მოყვარული თუ ანჩხლი თუ მუცელღორი...
X X X
_ ბებო, აქ რომ ლამაზი ფერებია – სხვაგან რატომ არ არის ასე? _ სხვაგანაც ასე რომ იყოს ,დია, აქ ვინღა ინატრებდა მოსვლას?! ჭიშკარს გახედე, შვილო, ნახე, როგორ ხვდებიან ახლადმოსულებს. თავისიანები ხვდებიან სიხარულით _ იციან, სწორადმავალი შეემატათ ერთი კიდევ. ახალმოსულს გაკვირვებული კაცის სახე აქვს. არ იცის ჯერ რომ – ბედნიერია. _ ჰო, მაგრამ, ბებო ... რამდენი ვნახე ქალი და კაცი ტანჯვით რომ უნდა გამოისყიდოს?! _ ხო, ეგეც გიჩვენე. მაგრამ ეს ფერებიც ხომ ნახე?! ნაყოფმსხმოიარე ხეებიც?! ჩიტები... ყვავილები. აქაურობის გემო რომ იცოდნენ სხვებმა _ გზას არ გაიმრუდებდნენ იქნებ და სწორად ივლიდნენ უთუოდ. შენ უკვე იცი! ჰოდა, წადი, დია... წადი და იცხოვრე ღმერთით.
X X X ათასნაირად გამოიკვლიეს: ქირურგებმა, თერაპევტებმა, ფსიქოლოგებმა, ფსიქიატრებმა, სხვებმა და სხვებმა – სამი საათით გარდაცვლილი და უკანმობრუნებული, უცნაურად მომღიმარი პატარა. ვერაფერს მიაკვლიეს, ვერაფერი დაასკვნეს გარდა ერთისა და ერთხმად: „_ არავინ დაგიჯერებს და ნურავის უამბობო ამ შენი „მოგზაურობის“ ამბავს! “
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
51. ძალიან კარგი მოთხრობაა. ძალიან კარგი მოთხრობაა.
50. გაიხარე,ნათი. :) გაიხარე,ნათი. :)
49. აჰ, უდაოდ კარგად შეასრულე. ყველა დეტალი მოუხდა აჰ, უდაოდ კარგად შეასრულე. ყველა დეტალი მოუხდა
48. მადლობა მუხას ამგვარი შეფასებისთვის. მადლობა მუხას ამგვარი შეფასებისთვის.
47. არც სასაცილოა და არც სახალისო, ძალიან საინტერესო და ემოციური ნაწერია,, არ ვიცი რა საჭიროა კომენტარებში სმაილიკები , მე არასოდეს არ ვიყენებ, , , კომატოზურ მდგომარეობიდან გამოსულები, ქვეცნობიერიდან ამოტივტივებულს კი არა ყვებიან არამედ იმას რაც კომიდან გამოსვლისას განიცადა ტვინმა და რაც დაიმახსოვრა, ისინი ყვებიან თითქოს თავში ტვინის წინ ფარდა მქონდა ჩამოფარებული და ნელ-ნელა გადაიხსნა და თვალიც გავახილეო, რა თქმა უნდა პროზა და ავტორს და ავტორს ფანტაზიის დამატებაც შეეძლო მხატვრული თვალსაზრითაც რაც ნაწარმოების დიდაქტიკურ ხედვას უფრო გააძლიერებდა.! არის მოსაწონებელი და არა ძველ-მოდური! ,, არც სასაცილოა და არც სახალისო, ძალიან საინტერესო და ემოციური ნაწერია,, არ ვიცი რა საჭიროა კომენტარებში სმაილიკები , მე არასოდეს არ ვიყენებ, , , კომატოზურ მდგომარეობიდან გამოსულები, ქვეცნობიერიდან ამოტივტივებულს კი არა ყვებიან არამედ იმას რაც კომიდან გამოსვლისას განიცადა ტვინმა და რაც დაიმახსოვრა, ისინი ყვებიან თითქოს თავში ტვინის წინ ფარდა მქონდა ჩამოფარებული და ნელ-ნელა გადაიხსნა და თვალიც გავახილეო, რა თქმა უნდა პროზა და ავტორს და ავტორს ფანტაზიის დამატებაც შეეძლო მხატვრული თვალსაზრითაც რაც ნაწარმოების დიდაქტიკურ ხედვას უფრო გააძლიერებდა.! არის მოსაწონებელი და არა ძველ-მოდური! ,,
44. გენაცვალე, აააააააააან :-*
გენაცვალე :-* გენაცვალე, აააააააააან :-*
გენაცვალე :-*
43. მემემემემემემემე მახსოვს ამაზე რამდენი ვიბოდიალე და რეებიც გითხარი:-*ხოდა
მომე-ნათ-რე:-* მემემემემემემემე მახსოვს ამაზე რამდენი ვიბოდიალე და რეებიც გითხარი:-*ხოდა
მომე-ნათ-რე:-*
42. გასაგებია ბ-ნი მიშას აზრი, მისაღებიც. "სულ ბოლო აბზაცი ექიმების საერთო გაოგნებაზე, დღეს უკვე ღიმილისმომგვრელია. ექიმები ამგვარ შემთხვევებს კარგად იცნობენ და ერთხმად ასეთ რჩევებს აღარ იძლევიან ("არავინ დაგიჯერებს და ნურავის უამბობო ამ შენი „მოგზაურობის“ ამბავს!"). " - აქ ვუპასუხებ. მგონი, ტექსტიდან ჩანს, რომელ პერიოდსა და ეპოქაზეა საუბარი :) კომუნიზმის მეფობის ხანას ვგულისხმობ :)
კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას აზრის გამოთქმისსთვის. გასაგებია ბ-ნი მიშას აზრი, მისაღებიც. "სულ ბოლო აბზაცი ექიმების საერთო გაოგნებაზე, დღეს უკვე ღიმილისმომგვრელია. ექიმები ამგვარ შემთხვევებს კარგად იცნობენ და ერთხმად ასეთ რჩევებს აღარ იძლევიან ("არავინ დაგიჯერებს და ნურავის უამბობო ამ შენი „მოგზაურობის“ ამბავს!"). " - აქ ვუპასუხებ. მგონი, ტექსტიდან ჩანს, რომელ პერიოდსა და ეპოქაზეა საუბარი :) კომუნიზმის მეფობის ხანას ვგულისხმობ :)
კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას აზრის გამოთქმისსთვის.
41. კაცო, ნუ გავიწყდებათ, რომ ბებერი კაცი ვარ... კომპიუტერის ათვისება მე და ეგნატე ნინოშვილმა ერთად დავიწყეთ და მაშინ სმაილები არ იყო. ვწერდით ძველებურ-გლეხურად - ორწერტილი და ორიც დახურული ფრჩხილი. ამიერიდან, რაც არ უნდა ნახოთ, - ვხარხარებ, ფეხებს ვაფხარკალებ თუ მუცელი ხელით მიჭირავს... ყველა სიცილაკი მეგობრულ, სალმიან ღიმილად მიიღეთ და ამასობაში მეც დავამხეცებ ურაკპარაკის ნიშნებს - : ) ) - ესეც თქვენ! კაცო, ნუ გავიწყდებათ, რომ ბებერი კაცი ვარ... კომპიუტერის ათვისება მე და ეგნატე ნინოშვილმა ერთად დავიწყეთ და მაშინ სმაილები არ იყო. ვწერდით ძველებურ-გლეხურად - ორწერტილი და ორიც დახურული ფრჩხილი. ამიერიდან, რაც არ უნდა ნახოთ, - ვხარხარებ, ფეხებს ვაფხარკალებ თუ მუცელი ხელით მიჭირავს... ყველა სიცილაკი მეგობრულ, სალმიან ღიმილად მიიღეთ და ამასობაში მეც დავამხეცებ ურაკპარაკის ნიშნებს - : ) ) - ესეც თქვენ!
40. ეჰ, კი უხდება აქაურობას :)) მარააააა მე ვინ დამიჯერებს ეჰ, კი უხდება აქაურობას :)) მარააააა მე ვინ დამიჯერებს
39. თავადაც დიდი პატივისცემით ვარ მის მიმართ განწყობილი, ნამდვილად რომ ასეა თავადაც დიდი პატივისცემით ვარ მის მიმართ განწყობილი, ნამდვილად რომ ასეა
38. ბატონ მიშას ჩემი დაცვა არ სჭირდება, თავადაც დაწერს ამას, მაგრამ ის არ არის მიჩვეული ურაკის ხარხარა სმაილებს და ეს ყოველივე სწორედ ამის ბრალია, დარწმუნებული ვარ. :)
ძალიან პატივსაცემი ადამიანია და მიხარია, რომ ჩვენ საიტზე ვხედავ :) ბატონ მიშას ჩემი დაცვა არ სჭირდება, თავადაც დაწერს ამას, მაგრამ ის არ არის მიჩვეული ურაკის ხარხარა სმაილებს და ეს ყოველივე სწორედ ამის ბრალია, დარწმუნებული ვარ. :)
ძალიან პატივსაცემი ადამიანია და მიხარია, რომ ჩვენ საიტზე ვხედავ :)
37. ოჰო, მიშა რატიანი ურაკპარაკზე? :დ ეს რაღაც ახალია ბატონო მიშა.
მე მივხვდი რომ ბოლოში გაღიმება გინდოდათ.
მკითხველი, რომლის კომენტარსაც ყველა ნაწერზე შევყვები-ხოლმე :) აქაც.
მშვიდად დავეთანხმე და გავედი.
ოჰო, მიშა რატიანი ურაკპარაკზე? :დ ეს რაღაც ახალია ბატონო მიშა.
მე მივხვდი რომ ბოლოში გაღიმება გინდოდათ.
მკითხველი, რომლის კომენტარსაც ყველა ნაწერზე შევყვები-ხოლმე :) აქაც.
მშვიდად დავეთანხმე და გავედი.
36. ნამდვილად :))
ასეთი დასასრული როგორ მოგწონთ =)) ნამდვილად :))
ასეთი დასასრული როგორ მოგწონთ =))
35. ანუ იმის თქმა მინდოდა მხოლოდ რომ ასეთი სერიოზული ადამიანის ასეთი სერიოზული მიდგომა ნაწერისადმი არ უნდა მთავრდებოდეს სმაილით რომელიცაა 33ე კომენტარის ბოლოს:) ანუ იმის თქმა მინდოდა მხოლოდ რომ ასეთი სერიოზული ადამიანის ასეთი სერიოზული მიდგომა ნაწერისადმი არ უნდა მთავრდებოდეს სმაილით რომელიცაა 33ე კომენტარის ბოლოს:)
34. ჩემი აზრით ჩემს წინა, ანუ 33 კომენტარი ფრიად საინტერესოა საინტერესო ადამიანისგან და ძალიან სერიოზეულად აღვქვამდი და აღვიქვი კიდეც ბოლო სმაილი რომ არა.. ვფიქრობ კომპეტენტური ადამიანი არ უნდა გამოხატავდეს თავს ემოციას ასეთი არასერიოზეული სმაილებით, თუმცა ამ სამაილის გამო არანაირად არ მეპარება ეჭვი მის კომპეტენტურობაში..
თუმცა შეიძლება არაფერ შუაში იყო ეს და მაინც ვთქვი..
ან წავალ და თუთუნის შეხვევას კიდე ერთხელ ვეცდები:)
არ გამომდის მარა მაინც მირჩევნია შეხვეულ და მზა სიგარას ჩემი აზრით ჩემს წინა, ანუ 33 კომენტარი ფრიად საინტერესოა საინტერესო ადამიანისგან და ძალიან სერიოზეულად აღვქვამდი და აღვიქვი კიდეც ბოლო სმაილი რომ არა.. ვფიქრობ კომპეტენტური ადამიანი არ უნდა გამოხატავდეს თავს ემოციას ასეთი არასერიოზეული სმაილებით, თუმცა ამ სამაილის გამო არანაირად არ მეპარება ეჭვი მის კომპეტენტურობაში..
თუმცა შეიძლება არაფერ შუაში იყო ეს და მაინც ვთქვი..
ან წავალ და თუთუნის შეხვევას კიდე ერთხელ ვეცდები:)
არ გამომდის მარა მაინც მირჩევნია შეხვეულ და მზა სიგარას
33. ნათია, უყურადღებობაში ნუ ჩამომართმევ, საიტის ინტერიერს ჯერ ვერ შევეჩვიე და ახლაღა გადავაწყდი სრულიად შემთხვევით, რომ ერთად-ერთი მიშა რატიანისთვის დაგისვამს კითხვა.
"ძალიანმინდამორწმუნევიყო" პერსონაჟზე არ მითქვამს (არც ავტორზე)... თემაა-მეთქი "სხვათა მონათხრობებით რწმენაში შესული დედაკაცების" სალაპარაკო, რომელიც, ჩემი ნახევარი საუკუნის სიცოცხლის მანძილზე არაერთხელ მომისმენია - სასაფლაოებზე, სატირალში, ტრანსპორტში... როგორც წესი, ერთი ყვება ამ "საოცრებას" და მეორემ კი აუცილებლად ხელი უნდა გამოუწიოს წინ, მოშიშვლებული მკლავი დაანახოს და "შეაფასოს" მონათხრობი, - ნახე, როგორ დამბურძგლა?!
...და რატომღაც ყველა ამ მონათხრობში არსებობს დიდი კარიბჭე, ყველა კარიბჭეს მოხუცი (ძია ან პაპა) იცავს, ეს პორტიერი აუცილებლად უწყრება ახალმოსულს, რომ - ჯერ მისი მოსვლის ჟამი არ დამდგარა... შენ წარმოიდგინე, სრულიად სერიოზულად გეკითხები: რა გონების მუხრუჭი შეუდგა გამჩენს, რომ საიქიოს ჟანგიანი კარიბჭე სენსორულსხივებიანი (თავისით რომ იხსნება და იხურება) თყვიაგაუმტარი მინის კარით ვერ შეცვალა? ან რატომ არ ამორიგევებს შესასვლელში ახალგაზრდებს?
მე გიპასუხებ: საქმე "ძალიანმინდამორწმუნევიყო" პრიმიტივებშია, რომლებიც თაობიდან თაობაში ავრცელებენ დაშტამპულ დოგმებს და ცხადია, შენი პატარა პერსონაჟიც კომატოზურ მდგომარეობაში ნახავდა იმას, რაც სხვისგან მოუსმენია.
აქამდე პრეტენზია არ მაქვს. ჩემი პრეტენზია პირადად ავტორისკენაა მიმართული, რომელმაც არ მოინდომა ოდნავ მაინც დაერღვია ისედაც არამყარი, ბნელი შტამპები და ის პრიმიტიული ფანტაზიები ხელუხლებლად მოიტანა მკითხველამდე. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ყოველივე ეს მე უკვე დიდი ხანია მოსმენილი მაქვს (სასაფლაოებზე, სატირალში, ტრანსპორტში...). მე მინდა წავიკითხო ახალი ავტორის ახალი ლიტერატურლი ნაწარმოები.
ახლა კი, ის, რაც წინა კომენტარში არ მითქვამს: სულ ბოლო აბზაცი ექიმების საერთო გაოგნებაზე, დღეს უკვე ღიმილისმომგვრელია. ექიმები ამგვარ შემთხვევებს კარგად იცნობენ და ერთხმად ასეთ რჩევებს აღარ იძლევიან ("არავინ დაგიჯერებს და ნურავის უამბობო ამ შენი „მოგზაურობის“ ამბავს!"). "კომა" ბერძნული სიტყვა და ღრმა ძილს ნიშნავს. ღრმა ძილის სინდრომები კი სიურპრიზებითაა სავსე. ცხადია, ვგულისხმობ ადამიანის თავის ტვინის ემოციურ მდგომარეობას და არანაირად ვეხები ფიზიკურს.
რაც შეეხება ჩვენი სულიერების სადღეისო ვითარებას, ნუ გექნებათ იმედი, რომ ამგვარი ლიტერატურული შეგონება რაიმე შედეგს მოიტანს. ახალი თაობა ბევრად უფრო პრაგმატულია და ხარისხიან არგუმენტებს საჭიროებს. როცა ასეთი არგუმენტები არ გაგვაჩნია, მაშინ ფანტაზირებაზე გადავდივართ და ორიგინალურ ვერსიებს ვთხზავთ. სულ ეს იყო:)) ნათია, უყურადღებობაში ნუ ჩამომართმევ, საიტის ინტერიერს ჯერ ვერ შევეჩვიე და ახლაღა გადავაწყდი სრულიად შემთხვევით, რომ ერთად-ერთი მიშა რატიანისთვის დაგისვამს კითხვა.
"ძალიანმინდამორწმუნევიყო" პერსონაჟზე არ მითქვამს (არც ავტორზე)... თემაა-მეთქი "სხვათა მონათხრობებით რწმენაში შესული დედაკაცების" სალაპარაკო, რომელიც, ჩემი ნახევარი საუკუნის სიცოცხლის მანძილზე არაერთხელ მომისმენია - სასაფლაოებზე, სატირალში, ტრანსპორტში... როგორც წესი, ერთი ყვება ამ "საოცრებას" და მეორემ კი აუცილებლად ხელი უნდა გამოუწიოს წინ, მოშიშვლებული მკლავი დაანახოს და "შეაფასოს" მონათხრობი, - ნახე, როგორ დამბურძგლა?!
...და რატომღაც ყველა ამ მონათხრობში არსებობს დიდი კარიბჭე, ყველა კარიბჭეს მოხუცი (ძია ან პაპა) იცავს, ეს პორტიერი აუცილებლად უწყრება ახალმოსულს, რომ - ჯერ მისი მოსვლის ჟამი არ დამდგარა... შენ წარმოიდგინე, სრულიად სერიოზულად გეკითხები: რა გონების მუხრუჭი შეუდგა გამჩენს, რომ საიქიოს ჟანგიანი კარიბჭე სენსორულსხივებიანი (თავისით რომ იხსნება და იხურება) თყვიაგაუმტარი მინის კარით ვერ შეცვალა? ან რატომ არ ამორიგევებს შესასვლელში ახალგაზრდებს?
მე გიპასუხებ: საქმე "ძალიანმინდამორწმუნევიყო" პრიმიტივებშია, რომლებიც თაობიდან თაობაში ავრცელებენ დაშტამპულ დოგმებს და ცხადია, შენი პატარა პერსონაჟიც კომატოზურ მდგომარეობაში ნახავდა იმას, რაც სხვისგან მოუსმენია.
აქამდე პრეტენზია არ მაქვს. ჩემი პრეტენზია პირადად ავტორისკენაა მიმართული, რომელმაც არ მოინდომა ოდნავ მაინც დაერღვია ისედაც არამყარი, ბნელი შტამპები და ის პრიმიტიული ფანტაზიები ხელუხლებლად მოიტანა მკითხველამდე. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ყოველივე ეს მე უკვე დიდი ხანია მოსმენილი მაქვს (სასაფლაოებზე, სატირალში, ტრანსპორტში...). მე მინდა წავიკითხო ახალი ავტორის ახალი ლიტერატურლი ნაწარმოები.
ახლა კი, ის, რაც წინა კომენტარში არ მითქვამს: სულ ბოლო აბზაცი ექიმების საერთო გაოგნებაზე, დღეს უკვე ღიმილისმომგვრელია. ექიმები ამგვარ შემთხვევებს კარგად იცნობენ და ერთხმად ასეთ რჩევებს აღარ იძლევიან ("არავინ დაგიჯერებს და ნურავის უამბობო ამ შენი „მოგზაურობის“ ამბავს!"). "კომა" ბერძნული სიტყვა და ღრმა ძილს ნიშნავს. ღრმა ძილის სინდრომები კი სიურპრიზებითაა სავსე. ცხადია, ვგულისხმობ ადამიანის თავის ტვინის ემოციურ მდგომარეობას და არანაირად ვეხები ფიზიკურს.
რაც შეეხება ჩვენი სულიერების სადღეისო ვითარებას, ნუ გექნებათ იმედი, რომ ამგვარი ლიტერატურული შეგონება რაიმე შედეგს მოიტანს. ახალი თაობა ბევრად უფრო პრაგმატულია და ხარისხიან არგუმენტებს საჭიროებს. როცა ასეთი არგუმენტები არ გაგვაჩნია, მაშინ ფანტაზირებაზე გადავდივართ და ორიგინალურ ვერსიებს ვთხზავთ. სულ ეს იყო:))
32. დასაწყისშივე "საბურავების ღრჭიალი" რაღაც ვერ მომხვდა, ავარია გასაგებია, მაგრამ მანქანის საბურავი მაინც არ მგონია ღრჭიალებდეს ან თუ ღრჭიალებს ნაწერისთვის მაინც შეუფერებელი მგონია.
შემდგომ ამბავს რაც შეეხებამეტი მომინდა, ვიდრე წათხა და ყველი... უფრო მძაფრი, არ ვიცი მეტი ფანტაზია და ზღვარზე გადასვლა. მესმის რომ პერსონაჟი პატარა გოგოა და უფროსი ბებია, მაგრამ მაშინ ეს უნდა გადათამაშებულიყო სხვაგვარად...
არ ვიცი, თუმცა მაინც კარგად შემომეკითხა :) დასაწყისშივე "საბურავების ღრჭიალი" რაღაც ვერ მომხვდა, ავარია გასაგებია, მაგრამ მანქანის საბურავი მაინც არ მგონია ღრჭიალებდეს ან თუ ღრჭიალებს ნაწერისთვის მაინც შეუფერებელი მგონია.
შემდგომ ამბავს რაც შეეხებამეტი მომინდა, ვიდრე წათხა და ყველი... უფრო მძაფრი, არ ვიცი მეტი ფანტაზია და ზღვარზე გადასვლა. მესმის რომ პერსონაჟი პატარა გოგოა და უფროსი ბებია, მაგრამ მაშინ ეს უნდა გადათამაშებულიყო სხვაგვარად...
არ ვიცი, თუმცა მაინც კარგად შემომეკითხა :)
30. სოლე, მომენატრე ძალიან! დათი, მადლობა :-* ქ-ნო ციცი, უღრმესი მადლობა, იცით თქვენ, რომ თქვენს აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის! აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენი "ნოშრევანა" ზალიან მიყვააარს! აიი, ძალიან!
ლან-აX4 - გმადლობთ :) სოლე, მომენატრე ძალიან! დათი, მადლობა :-* ქ-ნო ციცი, უღრმესი მადლობა, იცით თქვენ, რომ თქვენს აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის! აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თქვენი "ნოშრევანა" ზალიან მიყვააარს! აიი, ძალიან!
ლან-აX4 - გმადლობთ :)
29. შუამდგომლობით შემოვდივარ:
"_ ის კაცები და ქალები, ბები? ისინი რატომ ჩაუყენებიათ გუბურაში?"
ამათთვის ნამეტანი მსუბუქი სასჯელია იქნებ დაუმძიმოთ პატივცემულო
ნ-ი-კ-ი. 2011-07-14 17:41:41
ნიკ, ახლა წაიკითხავს მიშა რატიანი ამ შენს კომენტარს და დაასკვნის,რომ "ძველმოდური" ხარ, რომ ახლა წესიერება "მოდაში" აღარ არის. :) :) :)
პატივისცემით: ტენდი შუამდგომლობით შემოვდივარ:
"_ ის კაცები და ქალები, ბები? ისინი რატომ ჩაუყენებიათ გუბურაში?"
ამათთვის ნამეტანი მსუბუქი სასჯელია იქნებ დაუმძიმოთ პატივცემულო
ნ-ი-კ-ი. 2011-07-14 17:41:41
ნიკ, ახლა წაიკითხავს მიშა რატიანი ამ შენს კომენტარს და დაასკვნის,რომ "ძველმოდური" ხარ, რომ ახლა წესიერება "მოდაში" აღარ არის. :) :) :)
პატივისცემით: ტენდი
28. კარგია +2 ჩემგან კარგია +2 ჩემგან
27. "მერე დედამ რომ გითხრა: „ შენ ხომ გწამს და გეშინია ღმერთის?! შენ რატომღა გცხელა?! მხოლოდ ჩვენ შეგვიკრას სუნთქვაო!’’ _ აკისკისდა პატარა, _ მაშინ შენ რა უპასუხე, გახსოვს? მე _ კი: „ დია, ჯინჭველები რომ შეგესევა, იმას დოუწყებ ყურებას რომელმა გიკბინა თუ მეისოფ ერთიანად ხელს და ყველას ჩამოყრი ძირში?! მასე შობა ღმერთიც–ო“ _ გახსოვს,ბები? "
მომეწონა, ნათი. :). "ძალიანმინდამორწმუნევიყო" - კარგი იქნებოდა, ყველას რომ უნდოდეს,
საერთოდ, კარგი სტილია წერის. :)
პატივისცემით: ტენდი "მერე დედამ რომ გითხრა: „ შენ ხომ გწამს და გეშინია ღმერთის?! შენ რატომღა გცხელა?! მხოლოდ ჩვენ შეგვიკრას სუნთქვაო!’’ _ აკისკისდა პატარა, _ მაშინ შენ რა უპასუხე, გახსოვს? მე _ კი: „ დია, ჯინჭველები რომ შეგესევა, იმას დოუწყებ ყურებას რომელმა გიკბინა თუ მეისოფ ერთიანად ხელს და ყველას ჩამოყრი ძირში?! მასე შობა ღმერთიც–ო“ _ გახსოვს,ბები? "
მომეწონა, ნათი. :). "ძალიანმინდამორწმუნევიყო" - კარგი იქნებოდა, ყველას რომ უნდოდეს,
საერთოდ, კარგი სტილია წერის. :)
პატივისცემით: ტენდი
26. ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
14 ივლისი, 2011
ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
14 ივლისი, 2011
25. ორი დამსახურებული ბებიის შვილიშვილო, შენითაც იამაყებენ შენი შვილიშვილები:)იქნებ სხვისებმა კიდევ, შენი შვილიშვილობა დაიბრალონ:)მეც მომნატრებიხარ!:-*
ორი დამსახურებული ბებიის შვილიშვილო, შენითაც იამაყებენ შენი შვილიშვილები:)იქნებ სხვისებმა კიდევ, შენი შვილიშვილობა დაიბრალონ:)მეც მომნატრებიხარ!:-*
24. მადლობა იბერიელს :-*
არმოწონება პრობლემა არ არის :) მთავარია თემა არ დაიწუნონ :-* მადლობა იბერიელს :-*
არმოწონება პრობლემა არ არის :) მთავარია თემა არ დაიწუნონ :-*
23. ძალიან კარგია, მე ძალიან მომწონს... ვისაც არ მოეწონა,რაღაც გულზე მოხვდა მწარედ ;) +2 :-* ძალიან კარგია, მე ძალიან მომწონს... ვისაც არ მოეწონა,რაღაც გულზე მოხვდა მწარედ ;) +2 :-*
22. გაიხარე,ოთო :-*
არ ვიცოდი მე ეგ გამონათქვამი, მაგის მიხედვით მე ძალიან სათნო და ღვთისმოშიში ადამიანი , ერთის მხრივ რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი და მეორეს მხრივ რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი გამოვდივარ =)) დამაფასეთ და შემიცანით ხალხნო! :D გაიხარე,ოთო :-*
არ ვიცოდი მე ეგ გამონათქვამი, მაგის მიხედვით მე ძალიან სათნო და ღვთისმოშიში ადამიანი , ერთის მხრივ რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი და მეორეს მხრივ რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი გამოვდივარ =)) დამაფასეთ და შემიცანით ხალხნო! :D
21. ''ბებო'' ძალიან საყვარელია. ნათქვამია: ''ადამიანის შეცნობა თუ გინდა, მისი ბებიიდან უნდა დაიწყო''-ო. ;) ``ბებო`` ძალიან საყვარელია. ნათქვამია: ``ადამიანის შეცნობა თუ გინდა, მისი ბებიიდან უნდა დაიწყო``-ო. ;)
20. სამყაროს მიღმავ :-*
თეა, მადლობა :-* _ ეს ბავშვი გოგონაა. სამყაროს მიღმავ :-*
თეა, მადლობა :-* _ ეს ბავშვი გოგონაა.
19. ძალიან კეთილი ნაწერია, ნათი. სასიამოვნოდ იკითხება. და ამ პატარას სქესით დავინტერესდი, რატომღაც:)
ძალიან კეთილი ნაწერია, ნათი. სასიამოვნოდ იკითხება. და ამ პატარას სქესით დავინტერესდი, რატომღაც:)
18. ნათ როგორ მომენატრა შენი ნაწარმოების კითხვა.... :( ნათ როგორ მომენატრა შენი ნაწარმოების კითხვა.... :(
17. გმადლობთ, რომ წაიკითხეთ.
ყველას უკლებლივ :)
ნაწერის ავ-კარგიანობაზე თავად ვერაფერს გეტყვით, ეს უფრო მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს.
შენიშვნებისთვის ორმაგი მადლობა მათ ვინც არ დაიზარა და მიმითითა.
კატიე, ამ ნაწერის აქ განთავსების მიზეზზე შემდგომ მოგახსენებ :-*
ერთადერთი ბ-ნ მიშა რატიანს მინდა ვკითხო, "ძალიანმინდამორწმუნევიყო" დედაკაცები - რა კრიტერიუმით დაჰყავით ასე მორწმუნეები ან ამ ნაწერში სად ამოიკითხება რომ პერსონაჟი სწორედ ისეთია, როგორადაც თქვენ დაახასიათეთ. :)
პირადად ჩემი აზრია, რომ ნებისმიერი უნდა მოერიდოს მსგავსი "ტერმინები"-ის გამოყენებას, მითუმეტეს იმ პირობებში, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!
ნ-ი-კ-ი, მეც დავუმძიმებდი სასჯელს, მართლაც ასე რომ არ ენახა პერსონაჟის პროტოტიპს :D
მემი, მოდი აქ აბააა!!! :D გმადლობთ, რომ წაიკითხეთ.
ყველას უკლებლივ :)
ნაწერის ავ-კარგიანობაზე თავად ვერაფერს გეტყვით, ეს უფრო მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს.
შენიშვნებისთვის ორმაგი მადლობა მათ ვინც არ დაიზარა და მიმითითა.
კატიე, ამ ნაწერის აქ განთავსების მიზეზზე შემდგომ მოგახსენებ :-*
ერთადერთი ბ-ნ მიშა რატიანს მინდა ვკითხო, "ძალიანმინდამორწმუნევიყო" დედაკაცები - რა კრიტერიუმით დაჰყავით ასე მორწმუნეები ან ამ ნაწერში სად ამოიკითხება რომ პერსონაჟი სწორედ ისეთია, როგორადაც თქვენ დაახასიათეთ. :)
პირადად ჩემი აზრია, რომ ნებისმიერი უნდა მოერიდოს მსგავსი "ტერმინები"-ის გამოყენებას, მითუმეტეს იმ პირობებში, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება!
ნ-ი-კ-ი, მეც დავუმძიმებდი სასჯელს, მართლაც ასე რომ არ ენახა პერსონაჟის პროტოტიპს :D
მემი, მოდი აქ აბააა!!! :D
16. ალბათ არის ცოტა დასახვეწი, მაგრამ უხდება კიდეც...ეს ხომ ბავშვის მოგზაურობაა...:- ბავშვივით გულუბრყვილო და მართალი...555
ალბათ არის ცოტა დასახვეწი, მაგრამ უხდება კიდეც...ეს ხომ ბავშვის მოგზაურობაა...:- ბავშვივით გულუბრყვილო და მართალი...555
15. მეგობრობა არ ნიშნავს, რომ თვალდახუჭულმა შევაქო ნაწერი... :(
უბრალოდ არ მეგონა, რომ ასე უცებ განათავსებდი, დამუშავების გარეშე... კარგი პროზა კარგ ღვინოს ჰგავს, რომელსაც ხშირად დაწმენდა, დასუფთავება სჭირდება...
აგერ ვარ და თუ გინდათ მომკალით ახლა ამ კომენტარისთვის!!!
მეგობრობა არ ნიშნავს, რომ თვალდახუჭულმა შევაქო ნაწერი... :(
უბრალოდ არ მეგონა, რომ ასე უცებ განათავსებდი, დამუშავების გარეშე... კარგი პროზა კარგ ღვინოს ჰგავს, რომელსაც ხშირად დაწმენდა, დასუფთავება სჭირდება...
აგერ ვარ და თუ გინდათ მომკალით ახლა ამ კომენტარისთვის!!!
14. კარგად იკითხება. ისე, ძალიან ბევრ ვინმეს მოუხდებოდა ასეთი მოგზაურობა:)) კარგად იკითხება. ისე, ძალიან ბევრ ვინმეს მოუხდებოდა ასეთი მოგზაურობა:))
13. ნათ, საუკუნეა თვალების პრობლემის გამო აქ არაფერი წამიკითხავს, მაგრამ წეღან ახალდადებულ ნაწერებში რომ შენი სახელი წავიკითხე, ცდუნებას ვერ გავუძელი :) ფორმაში ხარ როგორც ყოველთვის :) +5 ნათ, საუკუნეა თვალების პრობლემის გამო აქ არაფერი წამიკითხავს, მაგრამ წეღან ახალდადებულ ნაწერებში რომ შენი სახელი წავიკითხე, ცდუნებას ვერ გავუძელი :) ფორმაში ხარ როგორც ყოველთვის :) +5
12. ნათი!!!! :x გამიხარდა აქ მე ნაწერის დანახვა!!! მომნატრები ამ გვერდზე სიახლე!!! :-* :-* ნათი!!!! :x გამიხარდა აქ მე ნაწერის დანახვა!!! მომნატრები ამ გვერდზე სიახლე!!! :-* :-*
11. სამწუხაროდ, ძალზე მდარე და ჩვენში სამართლიანად ვერდამკვიდრებული თემაა (ძველი დროის ბებიების დონეზე დარჩა). ავტორს, მიუხედავად იმისა ნორჩია იგი თუ ძალიან ნორჩი, ალბათ შეეძლო ოდნავ თავისიც ეთქვა (რაიმე ორიგინალური) და არ შემოფარგლულიყო "ძალიანმინდამორწმუნევიყო" დედაკაცების მონათხრობებით.
მიუხედავად ამისა, კითხვადია ნაწერი. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ როცა ავტორი "საკუთარ" ნაწარმოებს დაწერს, კარგად დაწერს... სამწუხაროდ, ძალზე მდარე და ჩვენში სამართლიანად ვერდამკვიდრებული თემაა (ძველი დროის ბებიების დონეზე დარჩა). ავტორს, მიუხედავად იმისა ნორჩია იგი თუ ძალიან ნორჩი, ალბათ შეეძლო ოდნავ თავისიც ეთქვა (რაიმე ორიგინალური) და არ შემოფარგლულიყო "ძალიანმინდამორწმუნევიყო" დედაკაცების მონათხრობებით.
მიუხედავად ამისა, კითხვადია ნაწერი. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ როცა ავტორი "საკუთარ" ნაწარმოებს დაწერს, კარგად დაწერს...
10. კარგია, რომ მთAვარი პერსონაჟი ბებიაა და მის მიერ მიმდინარეობს თხრობა, ჩემთვის უსაყვარლესი აქცენტით:) მეც ჩემი ბებიისგან ვიგებდი თავის დროზე საიქიოს ისტორიებს ;) კარგია, რომ მთAვარი პერსონაჟი ბებიაა და მის მიერ მიმდინარეობს თხრობა, ჩემთვის უსაყვარლესი აქცენტით:) მეც ჩემი ბებიისგან ვიგებდი თავის დროზე საიქიოს ისტორიებს ;)
9. მეტისმეტად ახალგაზრდა ხარ, ეტყობა, ასეთი თემისთვის, მაგრამ ყოჩაღი :) მეც გამეღიმა, კი არ გამცინებია _ იმედი მაქვს ამას იუმორში არ ჩამომართმევ :) მეტისმეტად ახალგაზრდა ხარ, ეტყობა, ასეთი თემისთვის, მაგრამ ყოჩაღი :) მეც გამეღიმა, კი არ გამცინებია _ იმედი მაქვს ამას იუმორში არ ჩამომართმევ :)
8. საინტერესო ხედვაა ანუ რამდენადაც მე დავინახე, სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთადაა
შუამდგომლობით შემოვდივარ:
"_ ის კაცები და ქალები, ბები? ისინი რატომ ჩაუყენებიათ გუბურაში?"
ამათთვის ნამეტანი მსუბუქი სასჯელია იქნებ დაუმძიმოთ პატივცემულო
:D
საინტერესო ხედვაა ანუ რამდენადაც მე დავინახე, სამოთხე და ჯოჯოხეთი ერთადაა
შუამდგომლობით შემოვდივარ:
"_ ის კაცები და ქალები, ბები? ისინი რატომ ჩაუყენებიათ გუბურაში?"
ამათთვის ნამეტანი მსუბუქი სასჯელია იქნებ დაუმძიმოთ პატივცემულო
:D
7. უეჭველი ჯიბრში ჩამიდგა ეს ხალხი მე:D
უეჭველი ჯიბრში ჩამიდგა ეს ხალხი მე:D
6. აკი არავინ წაიკითხავსო?
ბოლომდე ჩავედი:)
წილში ვარ;) აკი არავინ წაიკითხავსო?
ბოლომდე ჩავედი:)
წილში ვარ;)
5. "შეუცნობელ არს გზანი შენნი, უფალო..."
დიდაქტიკური დატვირთვისაა, რამეთუ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიწანი ვართ და მიწად ვიქცევით...ხოლო სული მიიღებს იმას, რასაც ამქვეყნად გაიღებს... "შეუცნობელ არს გზანი შენნი, უფალო..."
დიდაქტიკური დატვირთვისაა, რამეთუ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიწანი ვართ და მიწად ვიქცევით...ხოლო სული მიიღებს იმას, რასაც ამქვეყნად გაიღებს...
3. ფილმის სცენარივითაა ფილმის სცენარივითაა
2. არავინ ვარ მეეე?????? :D =)) არავინ ვარ მეეე?????? :D =))
1. აკი გითხარი არავინ წაიკითხავსო:D აკი გითხარი არავინ წაიკითხავსო:D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|