ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2011


წადი რა!..

"ყველა თანაგრძნობა არის სისულელე,
როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი"
ნ.ჩერქეზიშვილი


წადი რა,წადი..
თან გაიყოლე ტუჩზე შემშრალი ყველა სიტყვა
რომ ვერ ან არ თქვი.
მე ჩემს ცხოვრებას თვითონვე მივსდევ,
სად შემიძლია,
მთელი ცხოვრება ვსდიო შენსას,
თან გაგირბოდე.

წადი რა,წადი,
რომ დაიღლები დაისვენე.
ოღონდ აქ არა..ჩემთან არა.
უკვე მბეზრდება,
მხარზე ჩამოდებული თავისგან დატოვებული
თმის სურნელი – მაღიზიანებს.
კაცი არა ხარ?!
ხომ ამბობ რომ შეგწევს ძალა
და რომ გაქვს ღონე,
უბრალოდ ადგე და მიმატოვო.
ჰე, მიმატოვე!

ვერ გიშვებ,
წადი.
ხორხში ჩამკვდარი სიტყვებიდან მსურს გაგაგონო:
რომ შეგელევი,გადავიტან,გადაგივიწყებ..
ეშ, თანაგრძნობა, ზოგჯერ დიდი სისულელეა.
მეც სხვას ვიპოვნი ვინც ადგება ისეთს მიმიღებს –
შენ რომ არ გინდა მხედავდე და ფიქრობ გერევა
ან უბრალოდ გამოგეცვალე.
გადაგვიხუნდა გეჩვენება სულ ყველა კვანძი.

ჭკვიან ხალხს უთქვამს
„სადაც წვრილია იქ გაწყდესო.“
ჰოდა რა გახდა,
შემომიწყვიტე ჩრჩილისგან ღრღნილი საბელივით,
ადექი წადი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები