ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
19 ივლისი, 2011


სულთა ქაოსი (თავი მერვე)

ხანდახან, როცა ფიქრობ რომ ყველაფერი კარგადაა, სწორედ მაშინ ინგრევა სამყარო შენს ირგვლივ, ახალი ძალით იფეთქებს შენს სულში ქაოსი. რას ვიზამთ, ეს ცხოვრებაა.


დასასრული


მაკო ჩემსკენ დაიხარა, სახეზე მაკოცა ნაზად,გრძნობით

-მიყვარხარ-მეჩურჩულებოდა

-მიყვარხარ-ვუმეორებდი მეც,მეტის არაფრის თქმა შემეძლო ისე ვიყავი გაოგნებული.

მის ტუჩებს დავეწაფე,ვნებით ვკოცნიდი, მხრებზე მოვხვიე ხელი,ჩემსკენ მივიზიდე, ქალის ნაზი, მთრთოლვარე სხეული ვიგრძენი ჩემს მკლავებში,ჩემთვის უძვირფასესი ქალის. ვეღარ ვგრძნობდი უკვე ტკივილს,მხოლოდ ბედნიერებით ვიყავი სავსე. მომეკრა მაგრად,მომეხუტა,თავი მკერდზე დამადო,ჩემს გულის ფეთქვას უგდებდა ყურს,ვგრძნობდი ჩემი იყო, მხოლოდ მე მეკუთვნოდა იმ წამს,მე უნდა მოვფერებოდი.

-მინდა შენთან დავწვე-ჩუმად მითხრა,მტკიცედ. წამოდგა, ტორშერთან მივიდა,შუქი ჩააქრო,უცებ ჩამოწვა სიბნელე.ისევ ჩემს საწოლს მოუახლოვდა. ვიგრძენი როგორ დაეცა მისი კაბა იატაკზე,მაკოს შიშველმა სხეულმა თეთრად იფეთქა უკუნში.

დილით, როცა გავიღვიძე, ვიგრძენი მაკო ჩემს გვერდით არ იყო,შეშინებულმა დავაჭყიტე თვალები. ის სარკესთან იდგა, ღვთაებრივად ლამაზი და მიმზიდველი, სრიალა, ნაზ კანზე ურცხვად ასხივებდნენ მზის სხივები.

-მაკო

-გაიღვიძე ნიკუშ?-შემოტრიალდა ჩემსკენ და გამიცინა

-მოდი რა ჩემთან...

-სამსახურში მაგვიანდება ნიკუშ. აბაზანაში შევარდა.ჩავიცვი. მაგიდაზე სიგარეტის კოლოფი შევნიშნე,ერთი ღერი ამოვიღე და ხარბად გავაბოლე. ამ დროს მაკოც გამოვიდა.

-ეგ აღარ მოწიო-შეცვლილი ხმით მითხრა

-კარგი-საფერფლეში ჩავასრისე ნამწვი, წელზე მოვხვიე ხელი-სულ ჩემთან მყავდე მინდა, დღეს საღამოს მოხვალ?

-არ ვიცი-არეულად მითხრა-არაფერი ვიცი ნიკუშ-იმედია არ დამივიწყებ...

-რა სისულელეა,მიყვარხარ, ჩვენ ხო ახლა ვიწყებთ ყველაფერს.

მაკოს აღარაფერი უთქვამს, მაკოცა და წავიდა.

არც იმ დღეს, არც მეორე დღეს, არც იმ კვირას აღარ მოსულა.ტელეფონი გამორთული ქონდა. ვერაფრით გავიგე მისი გაუჩინარების მიზეზი. ამ დროს გამოვჯანმრთელდი კიდეც. განვიცდიდი რათქმაუნდა, იქნებ გათხოვდა იმ ტიპზე,იქნებ არც ვუყვარდითქო ესეც კი გავიფიქრე. ძველ სამსახურში გადავწყვიტე წავსულიყავი. სწორედ ამ დროს მივიღე მისგან წერილი. შტამპს დავხედე, აშშ-დან მიგზავნიდა. ბრაზი მახრჩობდა,გადავწყვიტე წაუკითხავად გადამეხია,ბოლოს მაინც დავიოკე ნერვები და კითხვა დავიწყე,მაკო მწერდა:

„ნიკუშ,პირველ რიგში ბოდიშს გიხდი,შენ ჩემს გამო სამსახური დაკარგე,ბოდიშს გიხდი იმის გამოც, რომ ის გრძნობა რაც მე და შენ გვაკავშირებს განწირულია დამარცხებისთვის.რატომ?ამის ახსნას აზრი არა აქვს.არც მინდა გითხრა.ადრე თუ გვიან ალბათ მაინც გაიგებ. 3 თვეა გიცნობ და ასე მგონია სულ ერთად ვიყავით. თუნდაც ის ღამე...არასდროს განმიციდია ასეთი რამ,ალბათ იმიტომ რომ მიყვარხარ და შენგანაც იგივეს ვგრძნობდი ყოველთვის. იქნებ უკარებაც ვიყავი,იქნებ ბევრჯერ გატკინე გული, აუხსნელად წავედი შენგან იმ დროს როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდი და მჭირდებოდი მეც ასევე. იქნებ საერთოდ არ უნდა მენახე ბოლოს და ისე წავსულიყავი, მაგრამ ვერ გავძელი, მე ხომ ქალი ვარ და მიუხედავად გარეგანი სიძლიერისა შინაგანად სუსტი ვარ, ჰოდა გავრისკე, მე ის ერთი ღამე გავრისკე და წამითაც არ ვნანობ ამას. დიდხანს გამყვება ის ღამე, შენი სიყვარული, მე იმ დღით ვიცოცხლებ. გახსოვს პირველად კაფეში რომ გნახე?მაშინაც მომეწონე,თუმცა შენმა უხეშობამ გამაოცა, ფეხები უკან მრჩებოდა რომ მივდიოდი. მე შენ სანთებელა დაგიტოვე. და შენც მოხვედი...24 წლის ვარ,ახალგაზრდა, სიცოცხლე მწყურია, მე შენი სიყვარული მწყურია ნიკუშ...მაგრამ სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობო, მაპატიე. მინდა ბედნიერი იყო. „

ვერაფერი გამეგო, ან რას გაუგებ ქალებს. ოფისში გავვარდი,იქნებ რამე გავიგოთქო მის შესახებ, სადაა,რატომ გაემგზავრა ასე მოულოდნელად.

მაკოს კაბინეტის მისაღებში ისევ ძველებურად იჯდა მარი. მოვიკითხე, მაკო რატომ წავიდათქო ვკითხე მერე. არაფერი ვიციო მხრები აიჩეჩა. კაბინეტის კარი შევაღე, ის დამპალი იჯდა, მე რომ ვეჩხუბე, საქმრო

-გადი აქედან!-ეგრევე შემიღრინა

-მაკო სადაა,რატომ წავიდა?

-რა შენი საქმეა, გაეთრიე!

სისხლმა ამასხა თავში, დიდის ამბით განასკვულ ჰალსტუხში მოვკიდე ხელი

-წესიერი პასუხი გამეცი ახვარო!

-გინდა იცოდე სადაა?ჰოსპიტალში,რაღაც ჭირს მაგ ქალს, სიგარეტის გამო, კიდევ კარგი დროზე დავშორდი-დამცინავად მითხრა.

-ახლა როგორაა?-ხმა მიკანკალებდა უკვე

-მე რავიცი, ალბათ ვერ გადარჩებაო ექიმმა

-ძაღლო!-სასოწარკვეთილმა ვიღრიალე, აპერკოტი ამოვდე ყბაში, კედელზე მიეხეთქა და იქვე მიესვენა.

გარეთ გამოვვარდი, შეშლილივით ვაწყდებოდი ქუჩებს, დავბორიალობდი ქალაქში და ვერ გამეგო რა მინდოდა. აი ახლა მივხვდი მისი წერილის შინაარს. ღმერთო ჩემო 24 წლის, ასეთი ლამაზი, ნერვიულად ამოვიღე ჯიბიდან სიგარეტი.

-არ მოწიო-მისი ნაღვლიანი ხმა ჩამესმა, სანაგვე ურნაში მოვისროლე ეგრევე სავსე კოლოფი.

სადღაც, ქუჩის მეორე ბოლოდან ვიღაც მიყვიროდა,რაღაცას მანიშნებდა. თანდათან გავარჩიე ჩემსკენ მომავალი თუ გამოქცეული ფიგურა, ქალი იყო აშკარად,უფრო სწორად ახალგაზრდა გოგო, ნელ ნელა მისი სახეც გამოიკვეთა

-ნიკუუუშ, მე დავბრუნდი ნიკუშ-ჩემსკენ გამორბოდა და თან გულამოვარდნილი ყვიროდა, გაშლილ თმებს ქარი მოუფრიალებდა, ისევ ისეთი იყო, საერთოდ არ შეცვლილა, რათქმაუნდა ვიცანი, ეს ნათკა ამაშუკელი იყო. სანაგვეში გადაგდებულ კოლოფზე გამექცა უცებ მზერა: „მოწევა კლავს“, დიდი, შესამჩნევი ასოებით ეწერა...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები