- ბავშვებს ბაღიდან ვინ მოიყვანს?! ბარგს ვინ ჩაზიდავს?! დალაგებაში ვინ გვიშველის?! ვინ და, პამპულა! - პამპულ, სადა ხარ? აჰა - ფული, აფთიაქიდან მომირბენინე ანალგინის ორი ამპულა! - სულ აღმა-დაღმა რას დარბიხარ, შე დაჩაგრულო! - პამპულ, გვიმღერე “ოროველა” ანდა “ჩაკრულო”! - გილოცავ, პამპულ! ვინ გაჩუქა ლურჯი კედები? ცოლი არ მოგყავს? იმდენ ლამაზს ეიმედები... - პამპულ, ეს ჭიქა დაგვილიე, ერთი დაგვლოცე! ნეტა მაგ ჩანთას რას დაათრევ, სავსეს წიგნებით?
- თქვენ გაიხარეთ, გაგიმარჯოთ! ...აი, დავცალე. მაცხოვრის მადლი შეგეწიოთ, სადაც იქნებით!
ამ გაზაფხულზე ერთი აღარ გამოიდარა, წვიმდა და წვიმდა, მარტის ქარში წვიმა გაბმულა. დიდხანს გდებულა მომაკვდავი და გალუმპული, ბიჭებს ქუჩაში უპოვიათ, თურმე, პამპულა. უგონოდ იყო. ვერ უცნია, თურმე, ვერცერთი, კრიჭაშეკრული მერე სიცხით სულ გათანგულა. როგორ უარეს! იმ სარდაფში ღამეც უთიეს, მაგრამ დილისთვის დაღუპულა მაინც პამპულა. მერე მეზობლებს გაუშლიათ ეზოში სეფა, ისმოდა ერთი ჟრიამული, ძაღლების ყეფა. ბრძანა თამადამ, რომ პამპულა ყველას დააკლდა, და რომ ცხოვრება არის ერთი მასხარაობა, შემოსწრებულმა, ”ეჰ, ყველანი პამპულები ვართ”- - თქვა ხელჩაქნევით და სმა-ჭამას მხარი აუბა. გამოთვრა ყველა, აირია მერე ქელეხი, მამაპაპური გაიმართა მღერა-ღრეობა.
ოთახს მინათებს კენტი სანთლის ჩუმი პარპალი. ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა. სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი, მათე რქმევია, ბავშვობიდან შერჩა “პამპულა”. ისმის გალობა, კაბადონი მრავალხმიანობს, თეთრი ღრუბლებით სხივოსანი ცა დაბამაბულა. სანთლის კვამლივით მიირწევა, ღრუბლეულს ასცდა, ადის მსუბუქი, მოღიმარი ადის პამპულა, სამოთხის კართან შესციცინებს ყველას თვალებში, ვინც შეიფარა, ვინც შეიტკბო ან დააპურა, - მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე! - ეტყვიან, ვიცი, და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. დამაფიქრებელია,,, დამაფიქრებელია,,,
25. ლამაზი ლექსია . ლამაზი ლექსია .
24. გენიალურია! გენიალურია!
23. "ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა..." რა ბედნიერებაა, რომ მათე-პამპულები არსებობენ ამ ქვეყნად:) "ღიმილ-ნაღველი ერთმანეთში გადალამბულა..." რა ბედნიერებაა, რომ მათე-პამპულები არსებობენ ამ ქვეყნად:)
22. კარგია.... :) ცრემლიან-ღიმილიანი...... კარგია.... :) ცრემლიან-ღიმილიანი......
21. მომწონს :) 555 მომწონს :) 555
20. კი ,ნამდვილად კარგია . ცოცხალია აქ ყველაფერი ,დროში და სივრცეში . ბუნებრივადაა დახატული ,ერთი ხელის მოსმით.... ბოლოს იმედი და ის მინიშნება რომ, ასე უბრალოდ არაფერი იკარგება!...:) ანუ, ლექსმა ამოცანა შეასრულა !...:) 5!... კი ,ნამდვილად კარგია . ცოცხალია აქ ყველაფერი ,დროში და სივრცეში . ბუნებრივადაა დახატული ,ერთი ხელის მოსმით.... ბოლოს იმედი და ის მინიშნება რომ, ასე უბრალოდ არაფერი იკარგება!...:) ანუ, ლექსმა ამოცანა შეასრულა !...:) 5!...
19. დავამატებ, ჩემთვის საინტერესოა, როცა ტექსტი ოსტატურად აცდენილია პლაგიატიზმის ჩარჩოებს და არის ლექსზე დაწერილი ლექსის საინტერესო ნიმუში. დავამატებ, ჩემთვის საინტერესოა, როცა ტექსტი ოსტატურად აცდენილია პლაგიატიზმის ჩარჩოებს და არის ლექსზე დაწერილი ლექსის საინტერესო ნიმუში.
18. მშვენიერი ლექსია,პროფესიონალის ხელით, მომეწონა! თუმცა, აზრობრივად იმეორებს შოთა ნიშნიანიძის"სიმღერა კატერინაზე".
დიმა ,შენ რაც გაგახსენდა:
მოვარდა ნათლიდედა არიქა, კატერინა, ნათლული მითხოვდება მზითევი გაწერინა, მოგადგა მეზობელი გვიშველე, კატერინა, ვიღაცა მოწამლულა ცხრა ღამე გათენინა... ა.შ.
სადღაც, უფრო მეტად უნდა გამოკვეთილიყო ალუზიური მომენტები, ნიშნიანიძის ტექსტიდან ინსპირირება _ პოსტმოდერნის მოდელით.
მშვენიერი ლექსია,პროფესიონალის ხელით, მომეწონა! თუმცა, აზრობრივად იმეორებს შოთა ნიშნიანიძის"სიმღერა კატერინაზე".
დიმა ,შენ რაც გაგახსენდა:
მოვარდა ნათლიდედა არიქა, კატერინა, ნათლული მითხოვდება მზითევი გაწერინა, მოგადგა მეზობელი გვიშველე, კატერინა, ვიღაცა მოწამლულა ცხრა ღამე გათენინა... ა.შ.
სადღაც, უფრო მეტად უნდა გამოკვეთილიყო ალუზიური მომენტები, ნიშნიანიძის ტექსტიდან ინსპირირება _ პოსტმოდერნის მოდელით.
17. ნინო ქადაგიძეს დასტური.
ნინო ქადაგიძეს დასტური.
16. სადღაც ნიშნიანიძე გამახსენა რიტმმა.
(რატომღაც).
კარგია ნაღდად. სადღაც ნიშნიანიძე გამახსენა რიტმმა.
(რატომღაც).
კარგია ნაღდად.
15. სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი, მათე რქმევია, ბავშვობიდან შერჩა “პამპულა”.
- მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე! - ეტყვიან, ვიცი, და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა.
ამაცრემლა... აპლოდისმენტები აქ! სიკვდილის მერე გაუგიათ თურმე სახელი, მათე რქმევია, ბავშვობიდან შერჩა “პამპულა”.
- მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე! - ეტყვიან, ვიცი, და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა.
ამაცრემლა... აპლოდისმენტები აქ!
14. მაგარი ლექსია:) მაგარი ლექსია:)
13. ვიცი ეს ლექსი და მომწონს, ეს და "ლაზარე"... :) ვიცი ეს ლექსი და მომწონს, ეს და "ლაზარე"... :)
12. ვიცი ეს ლექსი!
კარგია! ვიცი ეს ლექსი!
კარგია!
11. მეც მიახსოვს ეს ლექსი, კარგია... მეც მიახსოვს ეს ლექსი, კარგია...
10. მიყვარს ეს ლექსსი:) მიყვარს ეს ლექსსი:)
9. სევდიანია...ადამიანური!.. "ჩანჩურას" გარდა ნ. დუმბაძის გიჟი მარგოც გამახსენა...რაღაცით... სევდიანია...ადამიანური!.. "ჩანჩურას" გარდა ნ. დუმბაძის გიჟი მარგოც გამახსენა...რაღაცით...
8. ემწუთა :D ... ყველგან არსებობენ ასეთი მათე-პამპულები... ჩემ უბანში კოლა იყო :) ემწუთა :D ... ყველგან არსებობენ ასეთი მათე-პამპულები... ჩემ უბანში კოლა იყო :)
7. კარგი ლექსია, მომეწონა, კიდეც აღვნიშნავ, კარგზე თქვა კარგი, - შენი ვალი არის, ღანიშავ! სუსტი ლექსები ისე ბევრი ქვეყნდება ხოლმე, კარგს რომ ვკითხულობ, ცოტა მაინც აღარა მიშავ!
მიყვარს ლექსები, ხალასები - ბლის კუნწულები, ლალისფერად რომ ელვარებენ სტრიქონთ წნულები, ეს ლექსიც სწორედ ასეთია, ჩემო იმანო, თუ დამიჯერებ და ჩემს სიტყვას თუ ერწმუნები! კარგი ლექსია, მომეწონა, კიდეც აღვნიშნავ, კარგზე თქვა კარგი, - შენი ვალი არის, ღანიშავ! სუსტი ლექსები ისე ბევრი ქვეყნდება ხოლმე, კარგს რომ ვკითხულობ, ცოტა მაინც აღარა მიშავ!
მიყვარს ლექსები, ხალასები - ბლის კუნწულები, ლალისფერად რომ ელვარებენ სტრიქონთ წნულები, ეს ლექსიც სწორედ ასეთია, ჩემო იმანო, თუ დამიჯერებ და ჩემს სიტყვას თუ ერწმუნები!
5. მომწონს ეს ლექსი!
+5!!! მომწონს ეს ლექსი!
+5!!!
4. რაღაცნაირად ჯავახიშვილის "ჩანჩურასთან" წამიყვანა, თუმც სხვა პარალელებიც დავინახე... "ქალაქური" ლექსია... ფინალი მომეწონა განსაკუთრებით:
"- მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე! - ეტყვიან, ვიცი, და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა." რაღაცნაირად ჯავახიშვილის "ჩანჩურასთან" წამიყვანა, თუმც სხვა პარალელებიც დავინახე... "ქალაქური" ლექსია... ფინალი მომეწონა განსაკუთრებით:
"- მათე, ცოცხლებში ჩაიფრინე! - ეტყვიან, ვიცი, და ანგელოზებს არ დაზარდება ჩვენი პამპულა."
2. მიშა! შენთვის დავდე სწორედ, აქ რომ დაგინახე და გამიხარდა. მიშა! შენთვის დავდე სწორედ, აქ რომ დაგინახე და გამიხარდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|