ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
23 სექტემბერი, 2011


ჰოსტელი (კვენტინ ტარანტინოს ამავე სახელწოდების ფილმის მიუხედავად)

                                                                                                          ვუძღვნი ყველა იმ რეალურ ადამიანს ,რომელთა  სახეები ამ მოთხრობაში გამოვიყენე.             

  სწრაფი ნაბიჯით ადიოდა მთაზე,ხანდახან ძუნძულსაც შეურევდა, თავს აქეთ-იქეთ ხშირ-ხშირად ატრიალებდა,იცოდა ფრთხილად უნდა ყოფდილიყო,ნებისმიერ ხესა თუ ბუჩქში შეიძლებოდა სიკვდილი ყოფილიყო ჩაბუდებული,არბალეტი და ისრებიანი კაპარჭი ზურგზე გადაეგდო,ცალი ხელი ხმლის ვადაზე ქონდა დაბჯენილი. მისდა გასაკვირად ისე აივაკა მთაზე ხიფათისმაგვარიც არ შეუნიშნავს. აივაკა და გაოგნებული შედგა,ულამზეს მდელოზე იდგა,ალბათ 4 სტადიონის ხელა იქნებოდა ტრიალი მინდორი,ერთადერთი,უზარმაზარ ტოტებგაფარჩხული ხე სადღაც მინდვრის შუაგულში გაჩხერილიყო. ფეხით ქელავდა ბიბინა,ხასხასა ბალახს,ნელა მიიწევდა ხისკენ,გამოცდილი თვალით ათვალიერებდა იქაურობას. კიდევ ცოტაც მიუახლოვდა და შეამჩნია: ხეზე რაღაც სანიშნისმაგვარი იყო მიმაგრებული, აი ისეთი, როგორებიც მანამდეც ბლომად მოეპოვებინა. არბალეტი მომართა, დიდხანს უმიზნებდა,გაუშვა და მოეჩვენა თითქოს: ისრის პრიალა,წამახული წვერი ნელ კადრებად მიფრინავდა მიზნისკენ. სწორედ იქ ჩაერჭო სადაც დაუმიზნა, შეირყა სანიშნი, ძირს წამოვიდა ფარფატით. უცებ იხულვა ირგვლივ, ციდან ჩამოფრინდნენ მეომრები და ალყა შემოარტყეს ელვისებურად.ამას ნამდვილად არ ელოდა. აამუშავა სწრაფად არბალეტი,სამი ისრის გასროლა კიდევ მოასწრო, სამი მეომარი წაწვა ჯერ კიდევ ნამიან ბალახზე.ხმალი ამოიღო და ჩაება უთანასწორო ბრძოლაში. ერთი დარტყმით ხმლიანი ხელი წააწყვიტა მის წინ მდგომს,ნელ ნელა იკაფავდა გზას,ხისკენ მიიწევდა, ზურგით მიეყრდნობოდა იცოდა და შედარებით გაუადვილდებოდა ბრძოლა.მიაღწია კიდეც,მიეყრდნო და იმედი მიეცა.უემოციო,გაყინული სახეები ქონდათ მეომრებს,თითქოს მხოლოდ იმისთვის იყვნენ შექმნილნი რომ მოეკლათ ან დახოცილიყვნენ.თხელდებოდა თანდათან მათი რიგები.აშკარად ძლიერი იყო მათზე,გული დაიმშვიდა,აუცილებლად მივაღწევო გამარჯვებას. მოულოდნელად იგრძნო როგორ იხსნებოდა ხე,სწრაფად შეტრიალდა,რაღაც მახინჯი არსება ცდილობდა ნახლეჩიდან გამოძრობას,ცადა ხმლით აეკუწა, ყურადღება მოუდუნდა წამით.უკნიდან მძლავრად ჩაარტყა ზურგში მეომარმა,მიხვდა ძალები ელეოდა,მეორე მეომრის ხმალი კისერში მოხვდა.მაღლა ავარდა თავი,მწვანე ბალახში გაგორიალდა,მკვეთრ წითელ კვალს ტოვებდა ზედ. უთავო კისერი სისხლს აფრქვევდა ისევ.გავეშებული მეომრები კი არ ჩერდებოდნენ, სადისტურად ჩეხავდნენ ხმლებით გვამს. GAME OVEღ დიდი, სისხლისფერი ასოებით დაეწერა ეკრანს.
          ნერვიულად შეიკურთხა, ბოლომდე მოქაჩა სიგარეტი და კვამლის სქელი ქულები შეაბოლა ჯერ კიდევ სისხლისფერ ეკრანს. მოურიდებლად გაიზმორა (ანდა ვისი უნდა მორიდებოდა?), მიხვდა დაღლილიყო სახლში ჯდომით,რაღაც ახალი უნდოდა. გადაწყვიტა კიდეც. ინტერნეტში შევიდა, მწვანედ ენთო ის გოგო , როგორც ყოველთვის, ინტერნეტით მეგობრობდა მასთან, ტურისტულ კომპანიაში მუშაობდა გოგო. თხოვა რამე საინტერესო თუ გაქვს ჩემთვისო. პატარა, მყუდრო სასტუმრო ურჩია, არც ფასები დაგაფრთხობს და დროსაც შენს გემოზე გაატარებო. მადლობა გადაუხადა, თანხა საკრედიტო ბარათით მაშინვე გადაიხადა. „ჰო მართლა ეს სასტუმრო ჰოსტელის ტიპისაა, ხომ იცი რა არის ჰოსტელი გიგა?“, გვიანღა ნახა მეგობრის ბოლო გზავნილი. ჰოსტელი უნდა ეთქვა თუ ჰოტელიო?თავისთვის გაიფიქრა. ბარგის ჩალაგება დაიწყო, პატარა, სპორტულ ჩანთაში აუცილებელი ნივთები დაუდევრად ჩაალაგა: ორიოდე მაისური, საცურაო კოსტიუმი, ერთიც მოკლე შარვალი, კიდევ რაღაც მისთვის საჭირო ნივთები. ზურგზე მოიგდო ჩანთა, რაღაც გაახსენდა, ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო,გამორთო და მაგიდაზე დადო.სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი, გარეთ რომ გადიოდა ერთი მოიხედა უკან,მაგიდას შეავლო ფიქრიანი მზერა.
    მოდით, სანამ ჩვენი გმირი ბათუმამდე ჩააღწევს, ცოტა რამ მასზე ვთქვათ. მაღალი, გამხდარი ბიჭია გიგა,თითქმის სულ ატარებს წვერს,ეს მის სიზარმაცეზე უფრო მიუთითებს ვიდრე სხვის გემოვნების გათვალისწინების გრძნობაზე (ხშირად უთქვამთ გოგოებს წვერი გიხდებაო) ახლახანს დაკარგა სამსახური, ფირმაში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, მას კი მადლობა გადაუხადეს და გამოუშვეს, საინტერესო ისაა რომ დარჩენილი თანხით ზღვაზე დასვენება გადაწყვიტა,თუმცა ეს მისი ნებაა. უყვარს სპორტი, თავადაც თამაშობდა სკოლაში ფეხბურთს. რაღაცნაირი მორიდებული ტიპია, ერთი შეხედვით იფიქრებ ამას ვერაფერს გავუგებო,როცა გესაუბრება თითქმის არ გიყურებს,ესეც მისი მორიდებულობის თვალსაჩინო დასტურია. საერთოდ გულგრილი და ინდიფერენტულია სამყაროს მიმართ.კი რათქმაუნდა ყავს მეგობრები, უყვარს ნათესავები, მაგრამ ამას ვერ გამოხატავს,თავისებურია და იმიტომ, გულში ინახავს საკუთარ დარდს,არც სიხარულის გამოხატვა ჩვევია დიდად. აი თუნდაც ერთი საინტერესო მაგალითი: ბათუმში მიმავალ მანქანაში რომ ჩაჯდა ბედმა გაუღიმა, ფანჯარასთან ერგო ადგილი. მალევე ამოვიდა მანქანაში ახალგაზრდა, ბავშვიანი ქალი, საშინლად ცხელოდა, გიგამაც გაიფიქრა დავუთმობ ამ ჩემთვის ძნელად დასათმობ ადგილსო, ის იყო წამოდგომაც დააპირა და ქალის წუწუნიც მოესმა,აშკარად მიანიშნებდა ადგილი უნდა დამითმოთო. ნებიერად გადაწვა სავარძელზე,ფანჯარა გააღო და ხარბად შეისუნთქა სუფთა ჰაერი.

(გაგრძელება იქნება)
                                                                                                                                     

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები