ათას წელიწადს ვითვლიდი ღამეს მკვდარი ვიყავი თუმცა პეპელა, ვხედავდი ისევ ეტრფოდი მარნებს, ძველი სიმთვრალეც ვერ მოგენელა,
შენ ნათელში ხარ, ჩემთან კი ბნელა, არ გსაყვედურობ, ახია ჩემზე! მე იმ ტაძრებთან ჯორით მატარეს, შენ რომ ჩემ გამო გზადაგზა ლეწე!
ტყუილად ლესავ, დააგდე ხმალი! შუქს ვერ გაჰკვეთავ! ამით დაგვსაჯეს: შენ სამოთხეში უჩემოდ კვდები, მე კი ვერც ახლა ვერ გადაგარჩენ!
არ ვნანობ, არა! შენ რომ მომქაჩე ჯერ ის ნაწნავიც არ მომიჭრია, კიდევ ცოტაც და თვითონ მოგაწვდენ, უკვე ათასი წელი გვიცდია!
ვხედავ გასცქერი აღმოსავლეთით, აღარც მე ვშიშობ, გატყდება ნავსი! მეც ხომ ყივჩაღის ნიშანი მადევს რაც შენ ტუჩებზე დაღი დამასვი!
თუ მე ღალატი არ მეპატია, შენ სიყვარულის გადევს იარა მაშ, უსაშველო ეს ტრაგედია ბუნებამ ზიდოს ტკივილიანად!
მე ხომ ის მქმნიდა შენთვის მოსაწონს, შენც ხომ ყივჩაღად იმან დაგბადა! შეხედე ნანობს და ჩვენი ხათრით მაისიც იცვამს რძისფერ ლაბადას!
შეხედე, ვარდი აპირებს გაშლას და ტრამალებზეც მწვანეა მოლი, მე ისევ ის ვარ- ნაზი პეპელა, შენ ყურღანიდან ფრენილი გნოლი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
59. დიდი მადლობა <3 დიდი მადლობა <3
58. არ ვნანობ, არა! შენ რომ მომქაჩე ჯერ ის ნაწნავიც არ მომიჭრია, კიდევ ცოტაც და თვითონ მოგაწვდენ, უკვე ათასი წელი გვიცდია!
შეხედე, ვარდი აპირებს გაშლას და ტრამალებზეც მწვანეა მოლი, მე ისევ ის ვარ- ნაზი პეპელა, შენ ყურღანიდან ფრენილი გნოლი!
+ + + მომეწონა. არ ვნანობ, არა! შენ რომ მომქაჩე ჯერ ის ნაწნავიც არ მომიჭრია, კიდევ ცოტაც და თვითონ მოგაწვდენ, უკვე ათასი წელი გვიცდია!
შეხედე, ვარდი აპირებს გაშლას და ტრამალებზეც მწვანეა მოლი, მე ისევ ის ვარ- ნაზი პეპელა, შენ ყურღანიდან ფრენილი გნოლი!
+ + + მომეწონა.
57. ნეტაი თვით ლეონიძე რას იტყოდა?! ნეტაი თვით ლეონიძე რას იტყოდა?!
56. ანა პრავდა ხარაშააა! :) ბრავო!!! ანა პრავდა ხარაშააა! :) ბრავო!!!
55. მშვენიერია! ძალიან პოეტური სულით დაწერილი :) +++++++++++++ მშვენიერია! ძალიან პოეტური სულით დაწერილი :) +++++++++++++
54. ამჯერად ლექსის ავკარგიანობაზე არ ვიმსჯელებ, მე ანას ვერსიფიკაციული ძიება მომეწონა, გოგლას ლექსთან შეჭიდება, (თუნდაც პასუხად), დიდ გაბედულებას და შინაგან თავისუფლებას მოითხოვს, მართალია,მხოლოდ ამ ორ თვისებაზე პოეზია არ აიგება, მაგრამ, აზრი ხომ გაივარჯიშებს, სიტყვა ხომ გამოიწრთობა... დიდთან და გენიალურთან მიახლება თუ გონიერი ხარ, გზრდის კიდეც... ყველა ჩევენთაგანი გარკვეული მცდელობით ვიწყებდით, ცდა ხომ ბედის მონახევრეა... თანდათან "დადუღდება" შენი სათქმელი და იმედი მაქვს, ერთი თავმდაბალი, ხალისიანი, რაციოს მოყურადე და კარგი პოეტი შეემატები ჩვენს რიგებს... ამჯერად ლექსის ავკარგიანობაზე არ ვიმსჯელებ, მე ანას ვერსიფიკაციული ძიება მომეწონა, გოგლას ლექსთან შეჭიდება, (თუნდაც პასუხად), დიდ გაბედულებას და შინაგან თავისუფლებას მოითხოვს, მართალია,მხოლოდ ამ ორ თვისებაზე პოეზია არ აიგება, მაგრამ, აზრი ხომ გაივარჯიშებს, სიტყვა ხომ გამოიწრთობა... დიდთან და გენიალურთან მიახლება თუ გონიერი ხარ, გზრდის კიდეც... ყველა ჩევენთაგანი გარკვეული მცდელობით ვიწყებდით, ცდა ხომ ბედის მონახევრეა... თანდათან "დადუღდება" შენი სათქმელი და იმედი მაქვს, ერთი თავმდაბალი, ხალისიანი, რაციოს მოყურადე და კარგი პოეტი შეემატები ჩვენს რიგებს...
53. მე ძალიან მომეწონა, ავტორის სული ჩანს ამ ლექსში. შეიძლება პოეზიის შედევრი არაა ,მაგრამ ლამაზად და ხალასადაა ნაწერი. მე ძალიან მომეწონა, ავტორის სული ჩანს ამ ლექსში. შეიძლება პოეზიის შედევრი არაა ,მაგრამ ლამაზად და ხალასადაა ნაწერი.
52. გმადლობ მე-კალ-მე :) ლევან, აღარ ვცდი :) გმადლობ მე-კალ-მე :) ლევან, აღარ ვცდი :)
51. შენ ნათელში ხარ, ჩემთან კი ბნელა, არ გსაყვედურობ, ახია ჩემზე! მე იმ ტაძრებთან ჯორით მატარეს, შენ რომ ჩემ გამო გზადაგზა ლეწე!
მე მომეწონა, თან ძალიან... რაღაც სასიამოვნო განწყობა მომიტანა ძილის წინ... +5 შენ ნათელში ხარ, ჩემთან კი ბნელა, არ გსაყვედურობ, ახია ჩემზე! მე იმ ტაძრებთან ჯორით მატარეს, შენ რომ ჩემ გამო გზადაგზა ლეწე!
მე მომეწონა, თან ძალიან... რაღაც სასიამოვნო განწყობა მომიტანა ძილის წინ... +5
50. აღარ ცადო. 0 აღარ ცადო. 0
49. გმადლობთ.... :) კოსტა, შევცვლიდი, სახელი-სახელთან რითმაში არც მე მომწონს, თუმცა ადრე დავწერე და ახლა რომ შევცვალო იდეა დაერღვევა.... თან გნოლი ამოსავალია ამ ლექსის... გმადლობთ.... :) კოსტა, შევცვლიდი, სახელი-სახელთან რითმაში არც მე მომწონს, თუმცა ადრე დავწერე და ახლა რომ შევცვალო იდეა დაერღვევა.... თან გნოლი ამოსავალია ამ ლექსის...
48. მეც მომეწონა. :) კარგი გოგო ხარ :) მეც მომეწონა. :) კარგი გოგო ხარ :)
47. ნაღდად აღარ მეგონა ამ სტილის ლექსს ამს აიტზე, ასე კარგად დაწერილს თუ ვნახავდი... კარგად არა, უბრალოდ საყვარელი ლექსია რაღაცნაირი, მოშნად ხარვეზებით მაგრამ მაინც კარგი :)
ბოლოს მოლი - გნოლი შეცვალე რა : ) ნაღდად აღარ მეგონა ამ სტილის ლექსს ამს აიტზე, ასე კარგად დაწერილს თუ ვნახავდი... კარგად არა, უბრალოდ საყვარელი ლექსია რაღაცნაირი, მოშნად ხარვეზებით მაგრამ მაინც კარგი :)
ბოლოს მოლი - გნოლი შეცვალე რა : )
46. ვაიმე, დიდი მადლობა სერგეი :)))) ვაიმე, დიდი მადლობა სერგეი :))))
45. მე არ შემიძლია ახლა არ ავღტაცდე. აუუფ.. მაგარია ! მე არ შემიძლია ახლა არ ავღტაცდე. აუუფ.. მაგარია !
44. ბოლოსკენ თითქოს უკეთესი იყო...:) +2 ბოლოსკენ თითქოს უკეთესი იყო...:) +2
43. გაიხარე, შენ-გიო :) გაიხარე, შენ-გიო :)
42. ცადე და გამოგივიდა კიდეც:) ცადე და გამოგივიდა კიდეც:)
40. ადგილები მომწონს კი. +2 სტიმულისთვის. ადგილები მომწონს კი. +2 სტიმულისთვის.
37. ეგ არის ამ საიტელის, სახელიც მიგითითე. ველურიც მომწონს, ახლა წავიკითხე. სხვები არ მახსოვს, ალბათ სხვა არც. და რა იცი რამდენჯერ წაკითხვა ვიგულისხმე? ღმერთმა შეგარგოს, დიდებული ლექსია და იმედია შესრულებით და ლექსიკით აქაც ვნახავ მსგავსს. ეგ არის ამ საიტელის, სახელიც მიგითითე. ველურიც მომწონს, ახლა წავიკითხე. სხვები არ მახსოვს, ალბათ სხვა არც. და რა იცი რამდენჯერ წაკითხვა ვიგულისხმე? ღმერთმა შეგარგოს, დიდებული ლექსია და იმედია შესრულებით და ლექსიკით აქაც ვნახავ მსგავსს.
36. გასაგებია, აქაური ყოფილა..... ეტყობა ძველია.... არ შემხვედრია რაც მე დარეგისტრირებული ვარ. არც ეს ავტორი მეცნო... გასაგებია, აქაური ყოფილა..... ეტყობა ძველია.... არ შემხვედრია რაც მე დარეგისტრირებული ვარ. არც ეს ავტორი მეცნო...
35. კარგით, ბექა.... გამეხარდა რომ ეს ლექსი მაინც მოგწონებიათ........ ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს და მართლა სულ მაინტერესებდა თუ არსებობდა ლექსი რომელიც მოგწონთ.......
თუმცა, ესეც არ არის ურაკული ლექსი........ ურაკზე დადებული ლექსი მომწერეთ რამე, მე ის უფრო მაინტერესებს....... თქვენ რომ წერდეთ ლექსებს თქვენსას წავიკითხავდი....... კრავაის კომენტარები კი თქვენ რომ გგონიათ იმაზე ბევრად მეტჯერ გადავიკითხე..... თუ რამე არაობიექტურად მოგწერეთ, მეპატიოს.... უშეცდომო არავინაა.... კარგით, ბექა.... გამეხარდა რომ ეს ლექსი მაინც მოგწონებიათ........ ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს და მართლა სულ მაინტერესებდა თუ არსებობდა ლექსი რომელიც მოგწონთ.......
თუმცა, ესეც არ არის ურაკული ლექსი........ ურაკზე დადებული ლექსი მომწერეთ რამე, მე ის უფრო მაინტერესებს....... თქვენ რომ წერდეთ ლექსებს თქვენსას წავიკითხავდი....... კრავაის კომენტარები კი თქვენ რომ გგონიათ იმაზე ბევრად მეტჯერ გადავიკითხე..... თუ რამე არაობიექტურად მოგწერეთ, მეპატიოს.... უშეცდომო არავინაა....
34. თერმომეტრი
სისხამი დილაა, თერთმეტი ლურჯ ფორმიანი ერთ ხაზზე დგას კედელთან. ერთ-ერთი მათგანი, მისთვის უცხოურ ენაზე ღიღინებს სიმღერას. ჩემო მეგობრებო, ეს სიმღერა, ბუდაპეშტის მახლობლად აფეთქებულ ისტორიულ ძეგლზეა, მაგრამ არც ისე დამაჯერებლად სევდიანი. კედლის მიღმა ბავშვების სიცილ-კისკისი, ოფლისა და შიშის სუნს სამსართულიანი სახლის სახურავზე კვეთს და ფორთოხალივით ყვითლდება. (არაბეთში, ვინმე სულაი იბნ იერდერ მოჰამედი ღრმად წაუღია ფიქრს მთაში უპატრონოდ გაშვებულ ცხვრებზე. თვითონ კი ზის ახლა სკოლაში და დრო და დრო უსმენს თავხედ, უსუსურ მოწაფეებს.) აი, ეროვნული მარკის მანქანაც გაჩერდა. სამხედრო მისალმება თერთმეტიდან სულ ყველას აკრთობს და ეძინებათ. ბრძანება გაცემულია, ახლა რიგითი ჯარისკაცი ხელს ზევით აწევს და დაშვების თანავე თერთმეტივეს ერთდროეულად დახვრეტენ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ! ამ თერთმეტიდან ერთი, ზუსტად კი მარჯვნიდან მეოთხე, სიკვდილის წინ აუცილებლად გაიფიქრებს: რომ ადამიანს, ვერც რელიგიური, ვერც ფიზიკური და სულიერი სითბო ვერ გაათბობს ისე, როგორც მზე. ამიტომ გაუმარჯოს მზეს, ამ უზარმაზარ და ატომურ ნათურას. - ქრისტიან ფონ კრანჩარი, ჩემს მიერ მოწონებული ლექსი, ამ საიტზე. არ გვინდა არაობიექტური შეფასებები და აზრების გამოტანები, არ არის ეს სწორი საქციელი. თან მემგონი მიზეზი აგიხსენი რატომაც არ მომეწონა, კრავაი ზვერელის კატიეს მიერ დაკოპირებული კიდევ ბევრჯერ გადაიკითხე. თერმომეტრი
სისხამი დილაა, თერთმეტი ლურჯ ფორმიანი ერთ ხაზზე დგას კედელთან. ერთ-ერთი მათგანი, მისთვის უცხოურ ენაზე ღიღინებს სიმღერას. ჩემო მეგობრებო, ეს სიმღერა, ბუდაპეშტის მახლობლად აფეთქებულ ისტორიულ ძეგლზეა, მაგრამ არც ისე დამაჯერებლად სევდიანი. კედლის მიღმა ბავშვების სიცილ-კისკისი, ოფლისა და შიშის სუნს სამსართულიანი სახლის სახურავზე კვეთს და ფორთოხალივით ყვითლდება. (არაბეთში, ვინმე სულაი იბნ იერდერ მოჰამედი ღრმად წაუღია ფიქრს მთაში უპატრონოდ გაშვებულ ცხვრებზე. თვითონ კი ზის ახლა სკოლაში და დრო და დრო უსმენს თავხედ, უსუსურ მოწაფეებს.) აი, ეროვნული მარკის მანქანაც გაჩერდა. სამხედრო მისალმება თერთმეტიდან სულ ყველას აკრთობს და ეძინებათ. ბრძანება გაცემულია, ახლა რიგითი ჯარისკაცი ხელს ზევით აწევს და დაშვების თანავე თერთმეტივეს ერთდროეულად დახვრეტენ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ! ამ თერთმეტიდან ერთი, ზუსტად კი მარჯვნიდან მეოთხე, სიკვდილის წინ აუცილებლად გაიფიქრებს: რომ ადამიანს, ვერც რელიგიური, ვერც ფიზიკური და სულიერი სითბო ვერ გაათბობს ისე, როგორც მზე. ამიტომ გაუმარჯოს მზეს, ამ უზარმაზარ და ატომურ ნათურას. - ქრისტიან ფონ კრანჩარი, ჩემს მიერ მოწონებული ლექსი, ამ საიტზე. არ გვინდა არაობიექტური შეფასებები და აზრების გამოტანები, არ არის ეს სწორი საქციელი. თან მემგონი მიზეზი აგიხსენი რატომაც არ მომეწონა, კრავაი ზვერელის კატიეს მიერ დაკოპირებული კიდევ ბევრჯერ გადაიკითხე.
32. გაიხარეთ ხალხო.... :) გეგა მიყვარხარ :* კატიე, ეგენი წაკითხული მაქვს მე.... :) გაიხარეთ ხალხო.... :) გეგა მიყვარხარ :* კატიე, ეგენი წაკითხული მაქვს მე.... :)
31. ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელი თემატიკაა!:) ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელი თემატიკაა!:)
30. არ ვარგა ვაფშე.. ეს ლექსი არ ვარგა თორემ ავტორი ერთერთი ფავორიტი პოეტესაა..
"თუ მე ღალატი არ მეპატია, შენ სიყვარულის გადევს იარა მაშ, უსაშველო ეს ტრაგედია ბუნებამ ზიდოს ტკივილიანად!"
ეს მაგარი რაღაც არის ძალიან.
ერთ ასეთ პოეტს დანაწერიაქვს ასეთი რამ: "შენი სენტიმენტალური მგელი შენკი ყვავილების ქალი"
მოგიკითხეე, გკოცნი გეხვევი მარად შენი > არ ვარგა ვაფშე.. ეს ლექსი არ ვარგა თორემ ავტორი ერთერთი ფავორიტი პოეტესაა..
"თუ მე ღალატი არ მეპატია, შენ სიყვარულის გადევს იარა მაშ, უსაშველო ეს ტრაგედია ბუნებამ ზიდოს ტკივილიანად!"
ეს მაგარი რაღაც არის ძალიან.
ერთ ასეთ პოეტს დანაწერიაქვს ასეთი რამ: "შენი სენტიმენტალური მგელი შენკი ყვავილების ქალი"
მოგიკითხეე, გკოცნი გეხვევი მარად შენი >
29. წარმატებები ანა........
გოგლას ლექსი ძალიან მიყვარს....
და პასუხისათვის ვფიქრობ ნორმალურია... წარმატებები ანა........
გოგლას ლექსი ძალიან მიყვარს....
და პასუხისათვის ვფიქრობ ნორმალურია...
28. პასუხი ყივჩაღს
მოდი, შემომხვდი ათას წლის მერე, გული ტკივილით სანამ დამსერავს,
მოდი, არავინ დაგიშლის ახლა ჩემი თითებით პეშვის ავსებას. არ დაგჭირდება ტაძრების ლეწვა, ქმარიც არ მიდგას გვერდით კლდესავით, მიჯნურიც ფიქრის ზღვამ გაიყოლა,
ოდესღაც შენზე ხანჯლის მლესავი. მოდი, მოგელი მუხრანის ბოლოს, დაგნაცრავს ეშხი ჩემი ქალობის, შემომეგებე, პირისპირ მითხარ,
ათასი წელი როგორ წვალობდი. შემომეგებე, ყორღანებისკენ თვითონ მოვაფრენ ბედაურს შეშლილს, ტრფობის კი მჯერა, თუმცა ყივჩაღო,
ვეჭვობ, ვინც მიყვარს, შემომხვდეს შენში. ქსანთან ბედაურს ჩაუტყდა ნალი, თითქოს ჩამიწყდა გზებიც საფრენი, მომხდურო, გულიც არ ძგერს საშენოდ, უკან მივყვები გზას მზედაფენილს.
ეკატერინე ლომიძე პასუხი ყივჩაღს
მოდი, შემომხვდი ათას წლის მერე, გული ტკივილით სანამ დამსერავს,
მოდი, არავინ დაგიშლის ახლა ჩემი თითებით პეშვის ავსებას. არ დაგჭირდება ტაძრების ლეწვა, ქმარიც არ მიდგას გვერდით კლდესავით, მიჯნურიც ფიქრის ზღვამ გაიყოლა,
ოდესღაც შენზე ხანჯლის მლესავი. მოდი, მოგელი მუხრანის ბოლოს, დაგნაცრავს ეშხი ჩემი ქალობის, შემომეგებე, პირისპირ მითხარ,
ათასი წელი როგორ წვალობდი. შემომეგებე, ყორღანებისკენ თვითონ მოვაფრენ ბედაურს შეშლილს, ტრფობის კი მჯერა, თუმცა ყივჩაღო,
ვეჭვობ, ვინც მიყვარს, შემომხვდეს შენში. ქსანთან ბედაურს ჩაუტყდა ნალი, თითქოს ჩამიწყდა გზებიც საფრენი, მომხდურო, გულიც არ ძგერს საშენოდ, უკან მივყვები გზას მზედაფენილს.
ეკატერინე ლომიძე
27. კრავაი ზვერელი ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2011 "ათას წლის შემდეგ"...
რისთვის აღსდექი ყორღანებიდან, რად ჩამისაფრდი მუხრანს, ყივჩაღო?! წერას ატანილ მბორგავ ვნებითა ტუჩს ნაკვერჩხალი რომ გამიჩაღო?! კაი ყმის ცოლის მწველი წადილით სისხლი გიდუღდა – ბადაგით შეშლილს, ხმლებში გავტყორცნე ჩემი მანდილი – მაინც სიკვდილთან გაითარეშე. ქმარი მომიკალ, შენც დაილეწე, მქმენ ქვრივ–ოხერად,მიწა–ტიალად, ჩემი სიწმინდე გაჰკიდე ბეწვზე, წავედი, მაგრამ სხვისას კიარა... ... ღამეს მშფოთვარედ ეძინა ქსანზე ქარი მასხამდა სისხლიან შხეფებს, ვწყევლე ხოხბობაც, ეს სილამაზეც და თქმულებებში გადავიჩეხე. ახლა ცხრაკლიტულს რომ უმტვრევ ტაძრებს, ლომის ღმუილით დადაღე ღამე. მაშინ რაისთვის არ გამიტაცე და ყაბარდოში არ გადამმალე?! რისთვის აღსდექი?! ...დავშთი უგრძნობლად... რა საავადო შეგყარე ვნება! ქსნის პირს დამიჭკნა ვარდისფურცლობა და ახლა აღარ მეპაემნება!
კრავაი ზვერელი ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2011 "ათას წლის შემდეგ"...
რისთვის აღსდექი ყორღანებიდან, რად ჩამისაფრდი მუხრანს, ყივჩაღო?! წერას ატანილ მბორგავ ვნებითა ტუჩს ნაკვერჩხალი რომ გამიჩაღო?! კაი ყმის ცოლის მწველი წადილით სისხლი გიდუღდა – ბადაგით შეშლილს, ხმლებში გავტყორცნე ჩემი მანდილი – მაინც სიკვდილთან გაითარეშე. ქმარი მომიკალ, შენც დაილეწე, მქმენ ქვრივ–ოხერად,მიწა–ტიალად, ჩემი სიწმინდე გაჰკიდე ბეწვზე, წავედი, მაგრამ სხვისას კიარა... ... ღამეს მშფოთვარედ ეძინა ქსანზე ქარი მასხამდა სისხლიან შხეფებს, ვწყევლე ხოხბობაც, ეს სილამაზეც და თქმულებებში გადავიჩეხე. ახლა ცხრაკლიტულს რომ უმტვრევ ტაძრებს, ლომის ღმუილით დადაღე ღამე. მაშინ რაისთვის არ გამიტაცე და ყაბარდოში არ გადამმალე?! რისთვის აღსდექი?! ...დავშთი უგრძნობლად... რა საავადო შეგყარე ვნება! ქსნის პირს დამიჭკნა ვარდისფურცლობა და ახლა აღარ მეპაემნება!
26. გაასწორე - ყორღანებიდან. გაასწორე - ყორღანებიდან.
25. შეხედე, ვარდი აპირებს გაშლას და ტრამალებზეც მწვანეა მოლი, მე ისევ ის ვარ- ნაზი პეპელა, შენ ყურღანიდან ფრენილი გნოლი!
ბოლო მომეწონა :) შეხედე, ვარდი აპირებს გაშლას და ტრამალებზეც მწვანეა მოლი, მე ისევ ის ვარ- ნაზი პეპელა, შენ ყურღანიდან ფრენილი გნოლი!
ბოლო მომეწონა :)
24. ლაცაბიძე, ნამდვილად აღარასოდეს ვცდი.... მანანა, აბსოლუტურად გეთანხმებით.... არამითო, გმადლობთ.... :)
(მე ამ ლექსით, თუ შეამჩნიეთ უბრალოდ პოზიცია შევცვალე.... არსად წამიკითხავს შეყვარებული ქალის პოზიცია ყივჩაღის პაემანში.... თანაც აქ სიტუაცია ვითარდება ხალხურ ვერსიასა სა ლეონიძისეულ ვერსიას შორის..... მე იდეა მომწონს ამ ლექსის და არა მხატვრული მხარე... ) ლეონიძეს არც კი ვედრები... :) ლაცაბიძე, ნამდვილად აღარასოდეს ვცდი.... მანანა, აბსოლუტურად გეთანხმებით.... არამითო, გმადლობთ.... :)
(მე ამ ლექსით, თუ შეამჩნიეთ უბრალოდ პოზიცია შევცვალე.... არსად წამიკითხავს შეყვარებული ქალის პოზიცია ყივჩაღის პაემანში.... თანაც აქ სიტუაცია ვითარდება ხალხურ ვერსიასა სა ლეონიძისეულ ვერსიას შორის..... მე იდეა მომწონს ამ ლექსის და არა მხატვრული მხარე... ) ლეონიძეს არც კი ვედრები... :)
23. ავტორი: ანა.ხარაშა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
17 ნოემბერი, 2011
:) არის აქ კარგი რაღაცეები;) ავტორი: ანა.ხარაშა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
17 ნოემბერი, 2011
:) არის აქ კარგი რაღაცეები;)
22. წარმატებები ანა... მე მგონი გენიალურად დაწერილზე წერა ძალიან ძნელია:) წარმატებები ანა... მე მგონი გენიალურად დაწერილზე წერა ძალიან ძნელია:)
21. აღარასოდეს ცადო :დ
არადა ლეონიძის ამ ლექსს მუსიკა აქვს საოცარი : )
0.
აღარასოდეს ცადო :დ
არადა ლეონიძის ამ ლექსს მუსიკა აქვს საოცარი : )
0.
20. იმედია ,,დრო მოვა’’ და გამოვა ! :) მადლობთ :) იმედია ,,დრო მოვა’’ და გამოვა ! :) მადლობთ :)
19. კიდევ სცადე.არ არის ცუდი. კიდევ სცადე.არ არის ცუდი.
18. დიახ, დიახ, რა თქმა უნდა... ისე მეც ძალიან მეშინოდა რომ ვწერდი... თუმცა მთხოვეს მეცადა და იმიტომ დავწერე.... აბიტურიენტი ვიყავი, ყივჩაღის პაემანი გავიარეთ, მასწავლებელმა იცოდა რომ ვწერდი და მითხრა არ გინდა შენც სცადოო?... და მეც ვცადე...... :) დიახ, დიახ, რა თქმა უნდა... ისე მეც ძალიან მეშინოდა რომ ვწერდი... თუმცა მთხოვეს მეცადა და იმიტომ დავწერე.... აბიტურიენტი ვიყავი, ყივჩაღის პაემანი გავიარეთ, მასწავლებელმა იცოდა რომ ვწერდი და მითხრა არ გინდა შენც სცადოო?... და მეც ვცადე...... :)
17. ეს ძალიან ისეტი თემაა.ანუ ძალიან მაღალი კლასი უნდა გქონდეს რომ ამ ''თემატიკაზე''დაწერო. და სურვილი ბევრს ექნება,მაგრამ უბრალოდ არ შეეჭიდება.გამბედაობისთვის პლიუსი. :) ეს ძალიან ისეტი თემაა.ანუ ძალიან მაღალი კლასი უნდა გქონდეს რომ ამ ``თემატიკაზე``დაწერო. და სურვილი ბევრს ექნება,მაგრამ უბრალოდ არ შეეჭიდება.გამბედაობისთვის პლიუსი. :)
16. მე იმ ტაძრებთან ჯორით მატარეს, შენ რომ ჩემ გამო გზადაგზა ლეწე! აი ეს მომეწონა.ოღონდ მარიტას ასოციაცია უფროა,ვიდრე '' ყივჩაღის პაემანის''. ანუ შენ თუ ამ ჭრილში გააკეტებ,მთლიან ლექსს...მაგარი გოგო იქნები.
მე იმ ტაძრებთან ჯორით მატარეს, შენ რომ ჩემ გამო გზადაგზა ლეწე! აი ეს მომეწონა.ოღონდ მარიტას ასოციაცია უფროა,ვიდრე `` ყივჩაღის პაემანის``. ანუ შენ თუ ამ ჭრილში გააკეტებ,მთლიან ლექსს...მაგარი გოგო იქნები.
15. დიახ, როგორც პოეზია 0-ია....... აი ინდივიდუალურობა მეგონა არ აკლდა.... გაიხარეთ.... მიხეილ, მადლობ... :) დიახ, როგორც პოეზია 0-ია....... აი ინდივიდუალურობა მეგონა არ აკლდა.... გაიხარეთ.... მიხეილ, მადლობ... :)
14. მოგიკითხე.ლექსი ნაკლებად. მოგიკითხე.ლექსი ნაკლებად.
13. ლექსი არ არის ცუდი, თუმცა ინდივიდუალობა აკლია, ლექსი არ არის ცუდი, თუმცა ინდივიდუალობა აკლია,
12. +2 კაი გოგო ხარ ანი :) +2 კაი გოგო ხარ ანი :)
11. მაპატიეთ, ირაკლი.... ვერ გამიგია თქვენი სათქმელი.... :) მაპატიეთ, ირაკლი.... ვერ გამიგია თქვენი სათქმელი.... :)
10. იცოცხლეთ მედეა! :)))))))))))))))) იცოცხლეთ მედეა! :))))))))))))))))
9. თქვენი ცინიზმით ნაღდად არ მითქვამს...გავიხუმრე ვითომ...
იმდენი ლექსია ამ ლექსზე დაწერილი რომ რავიცი...:))))
კარგი ლექსია მართლა... თქვენი ცინიზმით ნაღდად არ მითქვამს...გავიხუმრე ვითომ...
იმდენი ლექსია ამ ლექსზე დაწერილი რომ რავიცი...:))))
კარგი ლექსია მართლა...
8. აქ თქვენი შენიშვნები არ არის გათვალისწინებული, ურაკპარაკელებო, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: 1 წლის წინ დავწერე ზუსტად.. :)))) ანა.ხარაშა. 2011-11-17 17:50:27 :) კარგი გოგოა გვერდის ავტორი,ხალასი..
არც მიუბრუნდე ანი ამ ლექსს,გქონდეს უბრალოდ და მერე დიდი ,დიდი ხნის მერე შეადარე სხვებს,რომლებსაც აწი დაწერ:) მე კი ეს მომეწონა:
არ ვნანობ, არა! შენ რომ მომქაჩე ჯერ ის ნაწნავიც არ მომიჭრია. სიყვარულით- აქ თქვენი შენიშვნები არ არის გათვალისწინებული, ურაკპარაკელებო, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: 1 წლის წინ დავწერე ზუსტად.. :)))) ანა.ხარაშა. 2011-11-17 17:50:27 :) კარგი გოგოა გვერდის ავტორი,ხალასი..
არც მიუბრუნდე ანი ამ ლექსს,გქონდეს უბრალოდ და მერე დიდი ,დიდი ხნის მერე შეადარე სხვებს,რომლებსაც აწი დაწერ:) მე კი ეს მომეწონა:
არ ვნანობ, არა! შენ რომ მომქაჩე ჯერ ის ნაწნავიც არ მომიჭრია. სიყვარულით-
7. ვწუხვარ, ირაკლი, თუ პაროდიას ჰგავს..... გულწრფელად მინდოდა კარგი გამოსულიყო...... (ცინიზმს არ ვიმჩნევ)... ვწუხვარ, ირაკლი, თუ პაროდიას ჰგავს..... გულწრფელად მინდოდა კარგი გამოსულიყო...... (ცინიზმს არ ვიმჩნევ)...
6. გოგლა იტყოდა რამ დამაწერინა კაცოუუ რამდენი პაროდია დამიწერესო...:D:D:D:D გოგლა იტყოდა რამ დამაწერინა კაცოუუ რამდენი პაროდია დამიწერესო...:D:D:D:D
5. ბექა ეშელონო, მე ყველას აზრს ვიღებ და ვითვალისწინებ.... თქვენსასაც გავითვალისწინებდი ერთი ლექსი მაინც რომ მენახა ამ საიტზე თქვენგან მოწონწბული :) რატომღაც მგონია რომ აქ მხოლოდ ლექსების დასაწუნებლად და ავტორთა გასანაწყენებლად შემოდიხართ....(ამით არ ვამბობ რომ ეს ლექს მოსაწონია მეთქი). იმედია სწორედ გაიგებს საზოგადოება ამ კომენტარს ბექა ეშელონო, მე ყველას აზრს ვიღებ და ვითვალისწინებ.... თქვენსასაც გავითვალისწინებდი ერთი ლექსი მაინც რომ მენახა ამ საიტზე თქვენგან მოწონწბული :) რატომღაც მგონია რომ აქ მხოლოდ ლექსების დასაწუნებლად და ავტორთა გასანაწყენებლად შემოდიხართ....(ამით არ ვამბობ რომ ეს ლექს მოსაწონია მეთქი). იმედია სწორედ გაიგებს საზოგადოება ამ კომენტარს
4. არ მომწონს. სამწუხაროა რომ ლექსებში მსგავსად ამისა, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება ქართული ლექსიკის მოცემულ ზომებში მაქსიმალური რეალიზება. არ მომწონს. სამწუხაროა რომ ლექსებში მსგავსად ამისა, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება ქართული ლექსიკის მოცემულ ზომებში მაქსიმალური რეალიზება.
3. საინტერესოა რას იტყოდა გოგლა ლეონიძე ეს რომ წაეკითხა. ;) საინტერესოა რას იტყოდა გოგლა ლეონიძე ეს რომ წაეკითხა. ;)
1. აქ თქვენი შენიშვნები არ არის გათვალისწინებული, ურაკპარაკელებო, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: 1 წლის წინ დავწერე ზუსტად.. :)))) აქ თქვენი შენიშვნები არ არის გათვალისწინებული, ურაკპარაკელებო, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: 1 წლის წინ დავწერე ზუსტად.. :))))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|