 | ავტორი: ზეუსი ჟანრი: პროზა 10 დეკემბერი, 2011 |
წვეთები ძალიან ნელა მოგორავს. პირდაფჩენილი ვაგდივარ კლდის ძირში, მისი ცივი, ნოტიო კედლისთვის მიმიდევს ლოყა, ენა გადმოგდებული, სასაგამშრალი შევყურებ პატარა შვერილს , საიდანაც მზის შუქზე არეკლილი, მბრწყინავი, წყლის პატარა მაცოცხლებელი ძალა, ძუნწად მაწვდის გადარჩენის ელექსირს. გონებაში ვითვლი: ერთი, ორი, ...., თხუთმეტი, თექვსმეტი... დაახლოებით ამ დროს წყლის ერთი მსხვილი წვეთი როგორც იქნა მოწყდება შვერილს და ჩემსკენ მოფრინავს. ხანდახან ვცდილობ წამოდგომას, არაადამიანური ძალისხმევის ფასად, ცალ ფეხზე შემდგარი ვეპოტინები კლდიდან გამოშვერილ ქვებს, ამაოდ ვცდილობდ მაღლა აფორთხებას, საშინლად მტეხს ფეხი, ტკივილისგან ვიკლაკნები, ძირს ვეცემი და გაბოროტებული, ენით ვლოკავ ოდნავ სველ მიწას. სისხლისა და ოფლის სუნში ვიხრჩობი, ხმამაღლა ვღრიალებ ტკივილისგან და ვუკურთხებ ყველას ვინც ამ დღეში ჩამაგდო. პირიდან მიწას ვაფურთხებ და ვლუღლუღებ : „გაუძელი სემი, გაუძელი, ცოტაც და გიპოვის ვინმე“ სემი სეტონი-32 წლის, უფროსი ლეიტენანტი, ყოველთვის დაწინაურებაზე მეოცნებე გადარეული. „ზურგის რაზმში“ 3057 წლის დასაწყისში ჩაეწერა, 6 თვეში მოახერხა და უდიდესი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვა რაზმის წევრებს შორის.რაზმის მეთაურ მაიორ კრის ნიუტონის მარჯვენა ხელი გახდა, სულ ახლახანს მიიღო უფროსი ლეიტენანტის ჩინი, ჯო მეისის დაღუპვის შემდეგ. ჰყავს მეუღლე სამანტა სეტონი და 2 შვილი. მორიგი საბრძოლო ოპერაციის დროს უეჭველ სიკვდილს კანიონში გადახტომა არჩია. ახლა ის გაჭირვებით მიათრევს მუხლში გადამტვრეულ მარჯვენა ფეხს და გვარინად დაჟეჟილ სხეულს. აქამდე რომ არ მოკვდა მისი მებრძოლი სულისა და არაადამიანური ამტანობის დამსახურებაა. სეტონს ჯერა რომ აუცილებლად მოაგნებს მაიორ ნიუტონის მიერ გამოგზავნილი სამაშველო ძალა, წვეთ-წვეთობით ყლაპავს წყალს და მტერთან მომავალ ბრძოლაზე ფიქრობს. „ორი კვირა გავიდა, მხოლოდ ორი კვირა და ეს უკვე მეორე მსხვერპლია. სემუელ, ძალიან მიყვარდი ჯარისკაცო, ჩემი რაზმის სული და გული იყავი. შენ და ჯო...თუმცა ბიჭებმა თქვეს...სისულელეა ამაზე ფიქრი საერთოდ, იქ გადაფრენილი ჩიტიც ვერ გადარჩება. ღირს კი ვინმეს გაგზავნა? იქეთ გაფრენა ფაქტიურად წარმოუდგენელია, ჩინელები აუცილებლად მიაგნებენ ნებისმიერ მფრინავ ობიექტს და ჩამოაგდებენ, იქ მათი ტერიტორიაა. ყველაფერს აჯობებს ერთი გადავკრა, შესანიშნავი ვისკი გამომიგზავნა გენერალმა ნიუტაუნიდან„ ბარიდან მაღალ ფუჟერს და ვისკის ბოთლს ვიღებ, ნახევრამდე ვავსებ და სულმოუთქმელად ვსვამ. სავარძელში ვეშვები და თვალები მელულება : „რა მაგარი გოგოა მარგო, ლამაზი, ჯიშიანი, ბრწყინვალედ ფლობს აღმოსავლური ბრძოლის ილეთებს, ტაქტიკურად განსწავლული, შიშველი მარგო...ოჰ, რატომაც არა,მარგო...“ კრის ნიუტონი-53 წლის, მაიორი, ზურგის რაზმის მეთაური, ახალგაზრდობაში გაუგონარი სიმამაცით გამოირჩეოდა, უკვე ოცი წელია აბარია სახელგანთქმული ზურგის რაზმი, თუმცა რაც ასაკში შედის ნელ-ნელა თმობს პოზიციებს. არმიის სარდლობა სერიოზულად განიხილავს მის პენსიაში გაშვების და რაზმისთვის ახალი, ენერგიული მეთაურის დანიშვნის პერსპექტივას. მაიორი ამ ბოლო დროს სმასაც შეეჩვია. სარწმუნო წყაროებიდან გამოჟონილი ინფორმაციის საფუძველზე მისი ჩანაცვლება სემი სეტონით იგეგმება. ახლა კი სანამ ნიუტონს სავარძელში ძინავს და მარგო ოლივიეზე ფიქრობს ცოტაოდენ ინფორმაციას ზურგის რაზმის შესახებ მოგაწვდით. მცირე ისტორიული ექსკურსი- ზურგის რაზმი ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მესამე ათასწლეულის შუა ხანებში შეიქმნა, მაშინ როდესაც ჩინეთმა და რუსეთმა მძლავრი კოალიცია შექმნეს და დანარჩენ მსოფლიოს დაუპირისპირდნენ. ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც 525 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა გაგრძელება კოსმოსშიც მოყვა. იმ დროს ახლად აღმოჩენილ პლანეტა იუნონაზე აჯანყდა ჩინური მოსახლეობა. საბედნიეროდ იუნონაზე მიღებული კანონის თანახმად ატომური და საზენიტო იარაღის შეტანა და გამოყენება აკრძალული გახლდათ. ჩინელებმა დედამიწიდან ცადეს მოკავშირეების იარაღით მომარაგება მაგრამ ვერ მოახერხეს. კოსმოსში ჯერ კიდევ მყარად ეკავათ პოზიციები საეთაშორისო ძალებს. იმ დროს როცა ატომურ ომში გახვეული დედამიწა სულს ღაფავდა, იუნონაზე ძირითადად ხელჩართული ბრძოლები მიმდინარეობდა. სწორედ ამ დროს შეიქმნა ზურგის რაზმი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმს წარმოადგენდა და მტრის ზურგში მოქმედებდა. 3057 წლისთვის ფაქტიურად განადგურებული იყო დედამიწის მოსახლეობა. პლანეტა სადაც ერთ დროს 10 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობდა ახლა მხოლოდ 700-800 მილიონს ითვლიდა. ატომური ომის კვალი ნებისმიერ წერტილში იგრძნობოდა, ომს კი როგორც ჩანს დასრულება ჯერ კიდევ არ ეწერა.
(გაგრძელება დამოკიდებულია მკითხველთა ნებასა და სეტონის გამძლეობაზე :) )
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. 3057 წელი. მესამე ათასწლეული ფანტასტიურად განსხვავებული იქნება. უცხოპლანეტელები, საპლანეტაშორისო ურთიერთობები და ა.შ. ჩინელების მხრიდან საფრთხე იქნებ აქეთ გადმოწიოთ? სადღაც 2070 - 2100 წლებში.
სათაური "განწირულები" ძალიან პესიმისტური და ინფორმაციულია. წაკითხვის სურვილს ანელებს ასეთი ლოგიკით - " არ ღირს წაკითხვა თუ ყველაფერი ცუდათ მთავრდება."
არ შეიძლება სემი სეტონის ასე უპატრონოდ მიტოვება. :)
მომწონა. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. 3057 წელი. მესამე ათასწლეული ფანტასტიურად განსხვავებული იქნება. უცხოპლანეტელები, საპლანეტაშორისო ურთიერთობები და ა.შ. ჩინელების მხრიდან საფრთხე იქნებ აქეთ გადმოწიოთ? სადღაც 2070 - 2100 წლებში.
სათაური "განწირულები" ძალიან პესიმისტური და ინფორმაციულია. წაკითხვის სურვილს ანელებს ასეთი ლოგიკით - " არ ღირს წაკითხვა თუ ყველაფერი ცუდათ მთავრდება."
არ შეიძლება სემი სეტონის ასე უპატრონოდ მიტოვება. :)
მომწონა. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
17. ჩემი აზრი კი ასეთია, გააგრძელე, დასასრულით.საქმე გამძლეობაში არ არის., რთული თემაა. ჩემი აზრი კი ასეთია, გააგრძელე, დასასრულით.საქმე გამძლეობაში არ არის., რთული თემაა.
16. მოდი, თავიდან მოვყვეთ :)
სათაური-არ მომწონს. თავიდანვე განწირულობის განცდის დატოვება არც თუ ისე კარგია (თუმცა კი არ გამორიცხავს, რომ განწირულობამდე შეიძლება ბევრი საინტერესოც მოხდეს :)) )
დასაწყისი არ იქნებოდა ცუდი, ანუ არც არის, მაგრამ რა ვუყო, გრამატიკა მხვდება ყურში თუ თვალში ცუდად :)
მკაცრი სტილი კარგადაა დაცული.
ვიხილავ გაგრძელებას :) მოდი, თავიდან მოვყვეთ :)
სათაური-არ მომწონს. თავიდანვე განწირულობის განცდის დატოვება არც თუ ისე კარგია (თუმცა კი არ გამორიცხავს, რომ განწირულობამდე შეიძლება ბევრი საინტერესოც მოხდეს :)) )
დასაწყისი არ იქნებოდა ცუდი, ანუ არც არის, მაგრამ რა ვუყო, გრამატიკა მხვდება ყურში თუ თვალში ცუდად :)
მკაცრი სტილი კარგადაა დაცული.
ვიხილავ გაგრძელებას :)
15. ალბათ შენ თვითონაც გრძნობ რომ ათასჯერ უფრო კარგად წერ ახლა,ვიდრე დაიწყე. ვერ ვხდები საიდან ღებულობ ხოლმე ამ სიუჟეტებს,აშკარად გაქვს მომავალი პროზაში,გილოცავ! + ალბათ შენ თვითონაც გრძნობ რომ ათასჯერ უფრო კარგად წერ ახლა,ვიდრე დაიწყე. ვერ ვხდები საიდან ღებულობ ხოლმე ამ სიუჟეტებს,აშკარად გაქვს მომავალი პროზაში,გილოცავ! +
14. არვიცი რა ვთქვა, ფანტასტიკის ჟანრი არასოდეს მიზიდავდა... თუმცა იმის ფონზე რომ ეს ჟანრი არ მიყვარს გაგრძელებამ დამაინეტრესა და საინტერესოდ იკითხებოდა. კარგად არის დაწერილი. შენი სხვა რამდენიმე წამიკითხავს ასევე და მომწონს. ნუ ფანტასტიკაა, მაგრამ ატომური ომის კვალი რომ იგრძნობოდეს მესამე ძუძუ უნდა ქონდეს ადამიანს და ა.შ. ან რო დაწერო რომ არ ეკარება იქაურ ადგილებს ხალხი? ატომური დაბინძურება მაინც საშიშია და მას ვერ გრძნობ, კვდები. თუმცა საინტერესეოა, შეიძლება ამ კუთხითაც მიდის მერე ნაწარმოები. კიდე აბზაცი დააშორე ან ვარსკვლავები ჩასვი ან უბრალოდ ინტერით ჩამოწიე. პრობლემა არ არის, მაინც მიხვდებიან, რომ საუბარი სხვაზე გადადის, მაგრამ მაინც. რავი როგორც გინდა. სანამ არ დაასრულებ არ შემიძლია მთლიანად აზრი გამოვთქვა, დასაწყისი მომეწონა. დადებითი შეფასება შენ ჩემგან :) :* არვიცი რა ვთქვა, ფანტასტიკის ჟანრი არასოდეს მიზიდავდა... თუმცა იმის ფონზე რომ ეს ჟანრი არ მიყვარს გაგრძელებამ დამაინეტრესა და საინტერესოდ იკითხებოდა. კარგად არის დაწერილი. შენი სხვა რამდენიმე წამიკითხავს ასევე და მომწონს. ნუ ფანტასტიკაა, მაგრამ ატომური ომის კვალი რომ იგრძნობოდეს მესამე ძუძუ უნდა ქონდეს ადამიანს და ა.შ. ან რო დაწერო რომ არ ეკარება იქაურ ადგილებს ხალხი? ატომური დაბინძურება მაინც საშიშია და მას ვერ გრძნობ, კვდები. თუმცა საინტერესეოა, შეიძლება ამ კუთხითაც მიდის მერე ნაწარმოები. კიდე აბზაცი დააშორე ან ვარსკვლავები ჩასვი ან უბრალოდ ინტერით ჩამოწიე. პრობლემა არ არის, მაინც მიხვდებიან, რომ საუბარი სხვაზე გადადის, მაგრამ მაინც. რავი როგორც გინდა. სანამ არ დაასრულებ არ შემიძლია მთლიანად აზრი გამოვთქვა, დასაწყისი მომეწონა. დადებითი შეფასება შენ ჩემგან :) :*
13. არვიცი რა ვთქვა, ფანტასტიკის ჟანრი არასოდეს მიზიდავდა... თუმცა იმის ფონზე რომ ეს ჟანრი არ მიყვარს გაგრძელებამ დამაინეტრესა და საინტერესოდ იკითხებოდა. კარგად არის დაწერილი. შენი სხვა რამდენიმე წამიკითხავს ასევე და მომწონს. ნუ ფანტასტიკაა, მაგრამ ატომური ომის კვალი რომ იგრძნობოდეს მესამე ძუძუ უნდა ქონდეს ადამიანს და ა.შ. ან რო დაწერო რომ არ ეკარება იქაურ ადგილებს ხალხი? ატომური დაბინძურება მაინც საშიშია და მას ვერ გრძნობ, კვდები. თუმცა საინტერესეოა, შეიძლება ამ კუთხითაც მიდის მერე ნაწარმოები. კიდე აბზაცი დააშორე ან ვარსკვლავები ჩასვი ან უბრალოდ ინტერით ჩამოწიე. პრობლემა არ არის, მაინც მიხვდებიან, რომ საუბარი სხვაზე გადადის, მაგრამ მაინც. რავი როგორც გინდა. სანამ არ დაასრულებ არ შემიძლია მთლიანად აზრი გამოვთქვა, დასაწყისი მომეწონა. დადებითი შეფასება შენ ჩემგან :) :* არვიცი რა ვთქვა, ფანტასტიკის ჟანრი არასოდეს მიზიდავდა... თუმცა იმის ფონზე რომ ეს ჟანრი არ მიყვარს გაგრძელებამ დამაინეტრესა და საინტერესოდ იკითხებოდა. კარგად არის დაწერილი. შენი სხვა რამდენიმე წამიკითხავს ასევე და მომწონს. ნუ ფანტასტიკაა, მაგრამ ატომური ომის კვალი რომ იგრძნობოდეს მესამე ძუძუ უნდა ქონდეს ადამიანს და ა.შ. ან რო დაწერო რომ არ ეკარება იქაურ ადგილებს ხალხი? ატომური დაბინძურება მაინც საშიშია და მას ვერ გრძნობ, კვდები. თუმცა საინტერესეოა, შეიძლება ამ კუთხითაც მიდის მერე ნაწარმოები. კიდე აბზაცი დააშორე ან ვარსკვლავები ჩასვი ან უბრალოდ ინტერით ჩამოწიე. პრობლემა არ არის, მაინც მიხვდებიან, რომ საუბარი სხვაზე გადადის, მაგრამ მაინც. რავი როგორც გინდა. სანამ არ დაასრულებ არ შემიძლია მთლიანად აზრი გამოვთქვა, დასაწყისი მომეწონა. დადებითი შეფასება შენ ჩემგან :) :*
12. ჭა, რუსა, ანი, უღრმესი მადლობა ყველას :) ვეცდები უფრო დავხვეწო და გავამართლო მოლოდინი ჭა, რუსა, ანი, უღრმესი მადლობა ყველას :) ვეცდები უფრო დავხვეწო და გავამართლო მოლოდინი
11. ზაალ კარგია ძალიან, მშვენივრად წერ, სეტონის გამძლეობა ავტორზეა დამოკიდებული ასე რომ ..:))
ასე რომ დაველოდები როგორ გაგრძელდება:) ზაალ კარგია ძალიან, მშვენივრად წერ, სეტონის გამძლეობა ავტორზეა დამოკიდებული ასე რომ ..:))
ასე რომ დაველოდები როგორ გაგრძელდება:)
10. ველოდები გაგრძელებას... :) მშვენივრად გამოგდის ფანტასტიკა და მე მივესალმები ამ ჟანრს საქართველოში, რატომაც არა? მთავარია "ხარისხიანი" იყოს, იდეა იდოს, შენი საკუთარი სათქმელი ჩანდეს და სულ ერთი არაა, რა მიმართულებას აირჩევ ??:)... შენ კარგად გამოგდის, დაამთავრე და წაგვაკითხე, რომ გავიგოთ შენს პერსონაჟებს რისი თქმა უნდათ :) + 5 ველოდები გაგრძელებას... :) მშვენივრად გამოგდის ფანტასტიკა და მე მივესალმები ამ ჟანრს საქართველოში, რატომაც არა? მთავარია "ხარისხიანი" იყოს, იდეა იდოს, შენი საკუთარი სათქმელი ჩანდეს და სულ ერთი არაა, რა მიმართულებას აირჩევ ??:)... შენ კარგად გამოგდის, დაამთავრე და წაგვაკითხე, რომ გავიგოთ შენს პერსონაჟებს რისი თქმა უნდათ :) + 5
9. აშკარად ითხოვს გაგრძელებას ნაწერი და მკითხველიც...:) აშკარად ითხოვს გაგრძელებას ნაწერი და მკითხველიც...:)
8. როგორც ჩანს მკითხველს მოწონს ჯერ ჯერობით :) დიდი მადლობა ყველას. ფანტასტიკის ჟანრში ვცადე ბედი და ვნახოთ რა გამოვა. რაც შეეხება მარგოს :) ეგაა ვინცაა :) ისევ და ისევ მადლობთ, გაიხარეთ :) როგორც ჩანს მკითხველს მოწონს ჯერ ჯერობით :) დიდი მადლობა ყველას. ფანტასტიკის ჟანრში ვცადე ბედი და ვნახოთ რა გამოვა. რაც შეეხება მარგოს :) ეგაა ვინცაა :) ისევ და ისევ მადლობთ, გაიხარეთ :)
7. ზეუს, ეს მარგო, იმდენჯერ გაიმეორე და მეც ნიუტონთან ერთად , რომ მგადავწყვიტე გააგრძელე:) აბა ასე შუაგზაში გათავება არ გამოვა:) ზეუს, ეს მარგო, იმდენჯერ გაიმეორე და მეც ნიუტონთან ერთად , რომ მგადავწყვიტე გააგრძელე:) აბა ასე შუაგზაში გათავება არ გამოვა:)
5. საინტერესოდ იკითხება :) გელოდებიით ++ საინტერესოდ იკითხება :) გელოდებიით ++
4. უფრო სწორად თურმე მესამე რიგითი მკითხველის ნება :* უფრო სწორად თურმე მესამე რიგითი მკითხველის ნება :*
3. მეორე რიგითი მკითხველის ნებაც ! :* მეორე რიგითი მკითხველის ნებაც ! :*
2. ზეუს, მე კი გეტყოდი, რომ ერთი მკითხველიც რომ გყავდეს,-წერე! ნურასოდეს დაწერ ისე და იმიტომ, რომ მოიწონონ, ნურასოდეს გაითვალისწინებ ლიტერატურულ მოდას. წერე, როგორც გეწერება. მკითხველთა რაოდენობა კი ყველაზე უმნიშვნელო ფაქტორია, რაზეც ღირს ყურადღების მიქცევა. უჩემოდაც ხომ იცი, რომ ლიტ.საიტებზე პროზას არ წყალობენ. ჰოდა, დაიკიდე და წერა გააგრძელე, იმიტომ რომ ძალიან კარგი მოთხრობაა! გაგრძელებას ველოდები! :) ზეუს, მე კი გეტყოდი, რომ ერთი მკითხველიც რომ გყავდეს,-წერე! ნურასოდეს დაწერ ისე და იმიტომ, რომ მოიწონონ, ნურასოდეს გაითვალისწინებ ლიტერატურულ მოდას. წერე, როგორც გეწერება. მკითხველთა რაოდენობა კი ყველაზე უმნიშვნელო ფაქტორია, რაზეც ღირს ყურადღების მიქცევა. უჩემოდაც ხომ იცი, რომ ლიტ.საიტებზე პროზას არ წყალობენ. ჰოდა, დაიკიდე და წერა გააგრძელე, იმიტომ რომ ძალიან კარგი მოთხრობაა! გაგრძელებას ველოდები! :)
1. კარგი, გამართული ნაწერია. იგრძნობა წერის კულტურა. ინტრესით წავიკითხე. თუმცა, ფანტასტიკის ტრფიალად ნამდვილად არ მივიჩნევ თავს.
(გაგრძელება დამოკიდებულია მკითხველთა ნებასა და სეტონის გამძლეობაზე :) ) - ერთი რიგითი მკითხველის ნება - გაგრძელებას უჭერს მხარს. უნდა გაუძლოს სეტონმა.:)
კარგი, გამართული ნაწერია. იგრძნობა წერის კულტურა. ინტრესით წავიკითხე. თუმცა, ფანტასტიკის ტრფიალად ნამდვილად არ მივიჩნევ თავს.
(გაგრძელება დამოკიდებულია მკითხველთა ნებასა და სეტონის გამძლეობაზე :) ) - ერთი რიგითი მკითხველის ნება - გაგრძელებას უჭერს მხარს. უნდა გაუძლოს სეტონმა.:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|