ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
13 დეკემბერი, 2011


განწირულები (ნაწილი მეორე)

    “ქვაფენილს ნელა მივუყვები. ერთმანეთში ჩამჯდარ გრანიტის ლოდების რიგებს დასასრული არ უჩანს. ვინ იცის საიდან მოიტანეს, იქნებ იმ ხოცვა-ჟლეტის უტყვი მოწმეები არიან, რომელიც უკვე საუკუნეებია მიმდინარეობს. ალბათ კანიონის რომელიღაც მონაკვეთიდან წამოღებული ადამიანის სისხლშემხმარი ქვებია, რომლებიც მერე გულდასმით გააპრიალეს და გზებად დააგეს. არსებობდა თურმე ასეთი სიტყვა ძველად: მშვიდობა. სიტყვა, რომლის ხსენებაც მუდამ რაღაც გამოუცნობს და სასიამოვნოს იწვევს ჩემში. ადრე ამიხსნა დედამ, რომ მშვიდობა ნიშნავს პერიოდს, როცა ომი არ მიმდინარეობს. მე კი ასე მგონია მშვიდობა არასდროს ღირსებია კაცობრიობას. დედა მიამბობდა, რომ მშვიდობას ხასხასა მწვანე ფერი აქვს: მობიბინე , გაუთელავი და ახლად ამოსული ბალახის ფერი. მე არასდროს მინახავს ასეთი ბალახი, არც დედაჩემს, არც არავის ვისაც კი ვიცნობ. ჩემი სამყარო რუხ ფერებშია, იუნონას მუდამ მოქუფრული ცის ფერი აქვს.  ერთადერთი ოცნება მაქვს: მოვშორდე ამ ხელოვნურ პლანეტას, სადაც ჰაერსაც კი ხელოვნურად, მიწისქვეშა დანადგარებიდან გვაწვდიან, ვნახო დედამიწა, ისეთივე ლამაზი, როგორიც ომამდე, 500-იოდე წლის წინ იყო. ვიხილო ის სილამაზე, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ ოდესღაც.  მე ვცხოვრობ სამყაროში სადაც პატარა ბავშვმაც კი იცის რა არის ომი, დიდაქტიკურად, პროფესიონალურ დონეზე გაგირჩევს საბრძოლო ხელოვნების თითოეულ ნიუანსს, ზეპირად გეტყვის ვინაა ახლა ომის მინისტრი, არმიის გენერალი...დავიღალე უკვე, აღარ მინდა ვიფიქრო მუდამ ომზე, მე მშვიდობა მინდა, ხასხასა მწვანე მშვიდობა...ამიტომ, დროზე უნდა მოვსპოთ მტერი... “
      მარგო ოლივიე-24 წლის, უმცროსი ლეიტენანტი, „ზურგის რაზმის“ წევრი 3054 წლიდან. გონებამახვილობითა და მოხერხებულობით გამოირჩევა რაზმში, გულჩათხრობილი, უცნაური გოგოა. არავისთან მეგობრობს, თავის საქმეს როგორც ყოველთვის დაუზარებლად და მშვიდად აკეთებს. ამ ანგელოზის სახიან ალქაჯის სინდისზე ათეულობით ჩინელის სიცოცხლეა. არავინ არ ყავს. მამა არ ახსოვს, მარგო 2 წლის იყო, როცა შარლ ოლივიე ჩინელებთან ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა და წამებით ამოხადეს სული. 16 წლის მარგო საკუთარი სახლის სამალავიდან უყურებდა როგორ აუპატიურებდნენ, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ ჩეხდნენ დედამისს , ხოლო უფროსი ძმა საიმონი ინვალიდია, მას თვალები დათხარეს და შემდეგ ნელ ცეცხლზე წვავდნენ, როცა მაშველმა მისუწრო. მარგოს მშობლიური ქალაქი ახლა მტრის განკარგულებაშია. „ზურგის რაზმში“ შურისძიების წყურვილით აღსავსე მივიდა. მისი ოცნება უკვე იცით-მშვიდობაა. მარგოს აზრით მშვიდობა უკანასკნელი მტრის მოკვლით მიიღწევა!
  მცირე ისტორიული ექსკურსი-  „ზურგის რაზმის“ შემადგენლობაში 150-მდე მებრძოლია, ისინი ძირითადად ფარულად მოქმედებენ. რაზმელების  გაშიფრვა საკმაოდ რთულია. მათ შესახებ ინფორმაცია უაღრესად გასაიდუმლებულია. თითქმის ყველა რაზმელი ოფიციალურად გარდაცვლილად ითვლება. ისინი მხოლოდ სახელმწიფოს უმაღლეს პირს-ომის მინისტრს ემორჩილებიან. მათი მთავარი მოვალეობა მტრის ზურგში ფარული მოქმედება და დივერსიული აქტების მოწყობაა. „ზურგის რაზმელები“ ჩინურ ტერიტორიაზე მიწისქვეშა გზებით ხვდებიან. აღსანიშნავია რომ მტრის ტერიტორიაზე არაერთი ევროპეიდული და ნეგროიდული რასის წარმომადგენელი ცხოვრობს, ასე რომ რაზმელების იდენტიფიცირება ჩინელებისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.  ტექნიკის ის მიღწევები, რომელსაც კაცობრიობამ მრავალი წლის განმავლობაში მიაღწია იუნონაზე უგულველყოფილია. ამის მთავარი მიზეზი ისაა რომ საჭირო მასალების იმპორტი დედამიწიდან არ ხორციელდება, იქ როგორც მოგეხსენებათ ატომური ომი მიმდინარეობს, იუნონაზე კი სასარგებლო წიაღისეულის მარაგი ფაქტიურად არაა.
  ესაა ხელოვნურად შექმნილი პლანეტა, სადაც ძალიან მწირი რაოდენობითაა მცენარეული საფარი, თითქმის არ გვხვდება ცოცხალი ორგანიზმი, წყლის მარაგი ძირითადად ძალიან ღრმად გათხრილი ჭაბურღილებიდან მოიპოვება. პლანეტა 22-ე საუკუნის მიწურულს აღმოაჩინეს. მრავალი წლის შრომა დაჭირდა მასზე ელემენტარული საციცოხლო პირობების შექმნას. 2403 წელს პლანეტაზე პირველი ქალაქი ნიუტაუნი აშენდა და პირველი მოსახლეც ამ დროს დასახლდა. ინდუსტრიული და ეკონომიკური განვითარება ახალ პლანეტას არ ეწერა. პირველი დასახლებიდან მალევე, ასიოდე წელიწადში დედამიწაზე მასშტაბური ომი დაიწყო. ომში თითქმის მაშინვე ჩაება იუნონაც. ახლა პლანეტა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ ნაწილს გაერთიანებული ერები აკონტროლებენ. სახელმწიფოს მეთაურად ითვლება ომის მინისტრი. მეორე მხარე ჩინელების ხელშია. (ჩინელებზე ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით.) ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შუაზე ყოფს იუნონას კანიონი. კანიონი, რომლის სიღრმე ზოგან 3 კილომეტრსაც აღწევს, სიგანე კი მინიმუმ ხუთი კილომეტრია. კანიონის ფსკერზე არავინ ცხოვრობს. იქ ახლა ერთი ადამიანი გაჭირვებით მიფოფხავს. თქვენ უკვე იცნობთ მას: უფროსი ლეიტენანტი სემი სეტონი შიმშილის, წყურვილისა და ტკივილისგან შეიარაღებულ სიკვდილს გააფთრებით ებრძვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები