ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ გ ზ ა ვ რ ი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2012


ყელზე მკიდია მამაჩემო!...

მამა, მივიღე შენი წერილი,
ახლა ჩემი  ცა, როგორც ბინტი
მოეხვა ქალაქს- ვერგაშლილს წელში
და კაცთა ცოდვით დაზაფრულ თბილისს.

ღამის ისრები მაშორებს დილას,
სანამ დრო გავა ჩემს სათქმელს ვიტყვი.
ლამპიონებზე ორი ყორანი
ჩემს ფანჯარასთან ნაბიჯებს მითვლის.

ძველ ძევერაში სულ სხვა ზეცაა
დედაჩემივით წყნარი და მშვიდი.
ყელზე მკიდია მამა ცოდვები!
ყელზე მკიდია!
                        - მე მათი, ვინც კი

შემომხვდა გზაზე, მგზავრს, ვაგონებთნ
და გასასვლელი დამიწვეს ხიდი.
რელსებზე ვდგავარ,
რელსებზე ვდგავარ,
გზა რომ აღსდგება იქამდე მიჭირს...

მამა, დავაფრთხე უკვე ყორნები!
მამა, დავაფრთხე უკვე ყორნები!
რა გვეჩქარება?!  -მოვასწრებთ სიკვდილს.
(მკერდს ვუშვერ ზეცას, რომ მხრებმოხრილი
არ დაინახოს მშობელმა შვილი).

წვიმს და თან თოვა,
წვიმს და თან თოვა,
წვიმს და თან თოვა ასველებს თბილისს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები