კარი ზურგსუკან მოუხურეს. კამათლებისგან გაკეთებული ქალამნები ჩააცვეს, ბანქოს ქაღალდისგან შეკერილი მოსასხამი მოაცვეს : “_არც ამის ღირსი ხარ, შე უუნარო და უქნარავ, უბრალოდ, მაინც, ჩვენი ოჯახიდან გადიხარ და სხვანაირად არ უნდა გამოიყურებოდეო“. სანამ კარისკენ მიუთითებდნენ, მათი საცხოვრისის ახლოს რომ ცეცხლოვანი გოგირდის პატარა ნაკადულია, იმის თავზე შეიყარნენ გამოცდილი და ჭკვიანი, პატივსაცემი და მრავლისმქმნელი და მრავლისმომსწრე მისი მოდგმის წარმომადგენლები. იმსჯელეს და დაადგინეს: „–გვარცხვენს. არაფერს აკეთებს. იქ ზევით, ერთი კაციც არ მოიძებნება - ამას ერთხელ მაინც რომ შეეცდინოს. ან რისთვის ვარჩინოთ, ან რისთვის ვუთმინოთ. სიკეთე და მოთმინება რომ ვიცოდეთ - ამ ცეცხლოვანი გოგირდის ნაკადულებთან კი არ ვისხდებოდით – თეთრ ღრუბლებში მიგვიჩენდნენ ადგილსო“. უსმინა, მაგრამ სადარდებელი არ მოჰმატებია ამ გაუთავებელი ლანძღვის ობიექტს. უბრალოდ, ჩუმად დგომით და იძულებითი დარცხვენით დაიღალა და ცოტა მოიწყინა. ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდნენ მის „გასამართლებას“, ამიტომ, რაც უფრო ლაკონური და თუნდაც, მკაცრი და შეუბრალებელი იყო მორიგი გამომსვლელის სიტყვა, მით მეტად მადლიერი იყო მისი.
* * * წამოსვლისას ცოტა სევდა შემოაწვა. იცის, არსად არის ისეთი გარემო, როგორც აქ, მის სამშობლოში. აბა, სად არის ასეთი მოჩუხჩუხე ვულკანები?! ამგვარი შეუდარებელი სიცხე და სუნი სად შეგხვდება, კიდევ?! კი,ნამდვილად შემოაწვა სევდა, მაგრამ ახლა რაღას იზამს?! წავა, ზესკნელს მაინც ნახავს. ადამიანებთან ახლოს არასდროს მისულა. არ აინტერესებდა და კიდევ უფრო მეტად – არ ანაღვლებდა. ჰო, წავა, ნახავს...რა იცის, რაში გამოადგეს!
* * *
კარგა თხუთმეტი წუთი სტკიოდა თვალები. ვერა და ვერ უსწორებდა მზერას ამ საშინელ სინათლეს. რამდენჯერაც სცადა თავის ამოყოფა ამოსასვლელიდან, იმდენჯერ ბრუნდებოდა მშობლიურ სიბნელეში. შეკრთა ცოტა. მერე, კიდევ უფრო მეტად შეეშინდა და პირველად გაუჯავრდა საკუთარ თავს: “რა ჯანდაბად გადავყევი გართობას და უსაქმურობას. გამენძრია ხელი, მემუშავა როგორც წესია და არ ჩავვარდებოდი ამ დღეში. აღარ მოვწყდებოდი ოჯახს და სამშობლოს. დღეში ერთი–ორი კაცისთვის რომ ამერია თავ–გზა და სხვა ორისთვის ცდუნებების კორიანტელი მიმეყარა, ახლა ვიქნებოდი ბედნიერად და ამ საშინელი დედამიწის რელიეფური ხედები არ გამიხეთქავდა გულსო.“– ბოლოს მტკიცე გადაწყვეტილებით თვალებზე ბანქოს ქაღალდისგან შეკერილი მოსასხამი აიფარა და ამოსასვლელიდან ააბიჯა. * * * რამდენი იბორიალა სანამ ამ ქალაქში მოაღწევდა, ვინ იცის. დაიღალა... ერთი კია – სინათლეს ნელ–ნელა შეეჩვია. ოდნავ, სუუულ ოდნავ მოუშინაურდა დედამიწას, ნუ, ყოველ შემთხვევაში, გალიიდან გამოქცეულ ველურს აღარ ჰგავს მანერებით. ჩამოუყვება ახლა მთავარ ქუჩას და გადაწყვეტს დარჩეს აქ, თუ სხვა ადგილის ძებნა განაგრძოს. ეს პირველი ქალაქია მისთვის. ხმაურიანი. მოზუზუნე. ოთხ ბორბალზე შემდგარი რკინის ცხოველები დარბიან ღმუილით წინ და უკან. აგერ, გრძელი რკინის წითელი ჭია მოდის, ღრიალებს, ყურებით ცაზეა მიბმული და ნაპერწკლებს ყრის. ადამიანების ნაკადმა გამოქვაბულში შეიყვანა...რას ხედავს?! მოძრავი კიბით მიწაში ჩადიან და მოძრავი კიბითვე ამოდიან ზევით. რაც სახლიდან წამოვიდა _ ასე არაფერი გახარებია. ჩავა ქვევით და მშობლიურ ხვატს მონატრებული დატკბება ერთხანს სიცხით. მოძრავი კიბე ქვედა ბაქანს უახლოვდება – აი, ასეეეე!!! მაგრამ... სადაა სიცხე?! ისეთი სიგრილეა, შეიძლება ჟანგბადის მეტისმეტმა დოზამ გონების დაბინდვაც კი გამოიწვიოს (ისე, რა უცნაურია, ადამიანებზე პირიქით, სიცხით გამოწვეული ჟანგბადის უკმარისობა მოქმედებს უარყოფითად). ამორბის ისეთი სისწრაფით, რომ მოძრავ კიბეს უსწრებს. უკვე ქუჩაშია და თავზე მოსასხამწაფარებული, გულამომჯდარი, შეშინებული, დათრგუნული, ბუჩქებში ზის გაუნძრევლად დაბინდებამდე. თვალებსაც მაგრად ხუჭავს და ყურები ხელებით ისე აქვს დაცობილი, რომ საკუთარი გულისცემის მეტი აღარაფერი ესმის. ცრემლები ახჩობს, ისე ენატრება სახლი. თვალებთან რაღაც ინთება... ინთება და ქრება... ინთება და ქრება... ცალ თვალს ახელს მხოლოდ. გაგლესილი ფერადი შუქი ნელ–ნელა იღებს მკვეთრ კონტურებს. გაოგნებული დაჰყურებს ქალამნებს. კიიი,კამათელია, ნამდვილად კამათელი აქვს შესასვლელში მიმაგრებული იმ შენობას. აგერ ბანქოს სხვა და სხვა ქაღალდიც მიუხატავთ და ფერადი ნათურებით გაუფორმებიათ.
* * * აღარც ახსოვს როგორ გადაჭრა ამხელა ქუჩა ისე, რომ რკინის ცხოველების ლუკმად არ იქცა : “–უთუოდ ვნახავ, ჩემიანებს ვნახავ. აქ იქნებიან, არ შეიძლება ამხელა დამთხვევა იყოს, კამათელი, ბანქოს ქაღალდი – ქალამნები, მოსასხამი.... უთუოდ ვნახავ, ჩემიანებს ვნახავ...“ და დარბაზში შევიდა ... ოთხკუთხედი სათამაშო აპარატები, მრგვალი საბზრიალო მოწყობილობები, მაგიდასთან ბანქოს დასტები და კამათლები... ხმაური, ზუზუნი, ჩხუბიც კი... ერთი–ორჯერ უწმაწური სიტყვაც მოესმა . ყველაფერი საოცრად და მიმზიდველად ბზინავს, ფიქრს და თვალს გტაცებს და ყველგან, აბსოლუტურად ყველგან მისი თანამოძმეები დგანან! „-ვააააააააშაააააააააა!!! ვაშაააააა!!!! რა ბედნიერებაა! ‘’- გაექანა ერთისკენ, ეხვევა, კოცნის, ისევ ეხვევა... ელაპარაკება – იმას უკვირს: – Do you speak Bashmantian?-ო,– ეკითხება. ხვდება რომ ვისაც ეხვევა–ის ბაშმანტების ტომის წარმომადგენელია და მისი საუბრიდან ვერა გაიგო რა, მაგრამ უხარია, გოგირდის ალით აქვს სავსე გული სიხარულისგან. მერე სხვასთან მიდის, კიდევ სხვასთან, ყველას ეხვევა – ყველას უკვირს. აღმოაჩინა რომ აქ იყვნენ ბაშმანტების, მურკების, წითელფეხებათა, გოგირდთვალებიანების და კიდევ სხვა, ნაკლებწარმატებულ ტომთა წარმომადგენლები. „–რა მნიშვნელობა აქვს სადაურები არიან, რქები ხომ აქვთ და კუდი ხომ აბიათ საკუდეზეო!“– სიხარულის კურცხლებს ჰყრიდა და წინ–წინ მიიწევდა. უცხოტომელებმა საქმიანობას დროებით ანებეს თავი და აქეთ – იქიდან დროდადრო ადამიანების გახარებული შეძახილებით და ცეკვა–თამაშით თუ მოეგებოდნენ გონს, თორემ დაწესებულების მეპატრონეს მომგებიანი ბიზნეს–დღე არ ელოდა... ამას ვის ხედავს მისი თვალები! ათასგვარი კერძით და სასმელით გადატვირთულ მაგიდასთან თავისი ბავშვობის პუტკუნა მეგობარი არ დგას?! ამას გადაიტანს, ახლა, მისი განცდებით გადაღლილი გული?! ხელგაშლილი გარბის და პუტკუნა სანამ თვალს შეასწრებს ვინ მორბის, ის უკვე კისერზე ჰკიდია . „–აქ შენ საიდანო?!“– ცოტა არ იყოს, ასეთმა ცივმა შეხვედრამ გააოცა. პუტკუნა თვალებს აქეთ–იქით აცეცებს და რაკიღა რწმუნდება, არავინ გვითვალთვალებს და განკვეთილთან დიალოგი ჩემს კარიერულ წინსვლას ვერაფრით შეუშლის ხელსო, გაუღიმა კიდეც. როგორ უნდოდა ყველაფერი ეამბნა, ყველაფერი დაწვრილებით მოეთხრო - რაც თავს გადახდა, მაგრამ პუტკუნამ უთხრა: “–ვმუშაობ ახლა, ჩემი მოცდენა არ შეიძლებაო. შენ იოლი გგონია დღევანდელ დღეს კარგი სამსახურის შოვნაო? იმათ რომ უყურებ, სათამაშო აპარატებთან რომ დგანან და ცდილობენ ხალხი შეიტყუონ თამაშში, ყველა მე შემომნატრის, ძღომის ცდუნების უმცროს ლეიტენანტს_დაწინაურების პერსპექტივითო. ძღომაში რომ შეაცდინო კაცი დიდ ენერგიას და შრომას არ მოითხოვს და ხელფასითაც უკმაყოფილო არ ვარო... მერე, მხოლოდ ნატვრას რომ არ დასჯერდებიან –იცი შენ, ერთი პატარა თუ ჩლიქი წამცდა სადმე, ერთმანეთს გაასწრებენ სადაც საჭიროა იქ – ამბის მისატანად... თუ ძმა ხარ, ნუ დამღუპავ ახლა, ცოლ–შვილს მშიერს ნუ დამიტოვებ. არ მცალია, მაგრამ, მაინც გეტყვი აგერ, ძველი მეგობრობის ხათრით, ცოტა შენც გაინძერი, შეუჩნდი ვინმეს...შეაცდინე, დაღუპე... ხომ იცი ჩვენში სამოთხეში როგორც ხვდებიან?! ცხრა კაცი მაინც უნდა გყავდეს ისე დაქცეული, რომ ჯოჯოხეთის იქეთ არსად მიესვლელებოდეს, ასე ჩვენს სამშობლოს საუკუნო მსახურებსაც შეჰმატებ და შენც შესაბამისი პატივი დაგედებაო.“
* * * „–არ მინდა და არ დავღუპავ. კი არ მეზარება, მეცოდებიან. გამოვცადე ბიძია მე რა საშინელია ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც არ ხარ შეჩვეული. მე იმაზე ვოცნებობ – მშობლიური მოწამლული ჰაერი ჩამასუნთქა ერთი და ისე მომკლაო. მე მიყვარს ის ჰაერი თუარა, აბა, კაცს ჩაასუნთქე. ისე დაიგრიხება, რავარც მე იმ გრილ გამოქვაბულში ვიგრიხებოდი. მერე, სადაური წესია რომ მიდიხარ და იმონებ. იმას თავისი უფალი ხომ ჰყავს და ის არ იმონებს. შენ ვინ ხარ, ვინ გკითხავს... თან რა სამუშაოები, რა რეორგანიზაციები ტარდება ამ მიმართულებით, რა პროექტებს ამზადებენ და არიან განსჯაში. რამდენ რესურსს ხარჯავენ, ცოტანი ვართ ახლა ჩვენ – სულ ადამიანების ხარჯზე სულადობის ზრდაზე რომ ლაპარაკობენ?! გეგმის შესრულება, გეგმის გადაჭარბებით შესრულება, მოწინავე შემცდენელ– დამღუპველი, ცოდვათა კომიტეტის საპატიო წევრი, დამსახურებული მეგუდრონე, ადამიანის სულთა მოსპობის საკითხში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „შაითან“ პრემიის ლაურეატი... გადაუშენდათ პატრონი! დაეტიონ მის ტყავში და ყველამ მის კუდს მოუაროს... “– ცოდვა გამხელილი სჯობს და ცოტა არ იყოს, რისხვის ელფერი დაჰკრავდა მის ნაფიქრალს.
მიუყვებოდა მთავარ ქუჩას. კი სციოდა მშობლიური ხვატისგან მოშორებულს, მაგრამ რცხვენოდა უფრო მეტად – თავისი რქების, თავისი კუდის, თავისი წარმომავლობის, ქალამნების, მოსასხამის... მიაბიჯებდა მდუმარედ...სად მიდიოდა? ბოლო მოსახვევთან გალობა შემოესმა. აი, იქით შეუხვია. ჩაუყვა პატარა ქუჩას. გუმბათოვან, წითელი აგურის ნაგებობასთან შეჩერდა სმენადქცეული. „_როგორი თბილი სინათლე იღვრება ღია კარიდან, თვალებსაც არ ჭრის,პირიქით ამშვიდებს...“ ჭიშკართან ჩამოჯდა. თავი ქვის სვეტს მიაყრდნო და მშვიდად მიიძინა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. კარგი პროზაა ეს. ადრეც მქონდა წაკითხული და დღეს კიდევ ერთხელ შემოვიხედე ამ გვერდზე. ++ კარგი პროზაა ეს. ადრეც მქონდა წაკითხული და დღეს კიდევ ერთხელ შემოვიხედე ამ გვერდზე. ++
41. დიდი ხანია ასე ემოციურად აღარაფერი წამიკითხავს.. ძალიან ნიჭიერი ხარ ... დიდი ხანია ასე ემოციურად აღარაფერი წამიკითხავს.. ძალიან ნიჭიერი ხარ ...
40. მადლობა,ნათი რომ კითულობ საერთოდ.
ეს ნაწერი სულ რიგით მესამეა მას შემდეგ რაც დავიწყე... დიდად არ ვითხოვ მისგან ისეთ გამართულობას, დღეს რომ მოვთხოვ საკუთარ თავს და საკუთრ ნაწერს.
პასუხისმგებლობაა მეტი. მადლობა,ნათი რომ კითულობ საერთოდ.
ეს ნაწერი სულ რიგით მესამეა მას შემდეგ რაც დავიწყე... დიდად არ ვითხოვ მისგან ისეთ გამართულობას, დღეს რომ მოვთხოვ საკუთარ თავს და საკუთრ ნაწერს.
პასუხისმგებლობაა მეტი.
39. მოძრავი კიბის სცენა მებანალურა, როგორღაც.
განსხვავებული, შენებური ხელწერა გაქვს, ამას დამატებული საკმაოდ მდიდარი ფანტაზია. კარგია, ყველანაირად კარგია, მაგრამ მღლის. ეს ჩემი პრობლემაა ალბათ =) მოძრავი კიბის სცენა მებანალურა, როგორღაც.
განსხვავებული, შენებური ხელწერა გაქვს, ამას დამატებული საკმაოდ მდიდარი ფანტაზია. კარგია, ყველანაირად კარგია, მაგრამ მღლის. ეს ჩემი პრობლემაა ალბათ =)
38. მადლობა ფლორენციას და ლანას :*
ლან,გამეხარდი იმ დღეს მოულოდნელად :* მადლობა ფლორენციას და ლანას :*
ლან,გამეხარდი იმ დღეს მოულოდნელად :*
37. უსაინტეროვესო კი არა - უსაინტერესოვესო :) უუუფ! დამაბნია... უსაინტეროვესო კი არა - უსაინტერესოვესო :) უუუფ! დამაბნია...
36. უნიჭიერესო და უსაინტეროვესო!
დამაფიქრე და გავდივარ ახლა ასე დაფიქრებული... +5 უნიჭიერესო და უსაინტეროვესო!
დამაფიქრე და გავდივარ ახლა ასე დაფიქრებული... +5
35. სამსახურში ვარ, უამრავი საქმე მაქვს და ამ პატარა ეშმამ მაცდუნა, წამაკითხა ტავი ისე, სუნთქვა დამავიწყდა :) ლამის:) ფილმი გამახსენდა ეშმაკზე, პატარა კეთილს ეშმაკზე. :)
იმედია ამას ისინი წაიკიტხავენ, ვინაც სამორინეების ხშირი სტუმარია და კიდევ ისინი, ვისზედაც არის ამ უღმერთო ადგილების არსებობა-არარსებობა დამოკიდებული და ყოველი ფეხის ნაბიჯზე მაინც აღარ იქნება ჩამწკრივებული ადამიანების ბედის გამამრუდებელი, ოჯახების დამანგრეველი და სულის წამბილწავი ეს დაწესებულებები. სამსახურში ვარ, უამრავი საქმე მაქვს და ამ პატარა ეშმამ მაცდუნა, წამაკითხა ტავი ისე, სუნთქვა დამავიწყდა :) ლამის:) ფილმი გამახსენდა ეშმაკზე, პატარა კეთილს ეშმაკზე. :)
იმედია ამას ისინი წაიკიტხავენ, ვინაც სამორინეების ხშირი სტუმარია და კიდევ ისინი, ვისზედაც არის ამ უღმერთო ადგილების არსებობა-არარსებობა დამოკიდებული და ყოველი ფეხის ნაბიჯზე მაინც აღარ იქნება ჩამწკრივებული ადამიანების ბედის გამამრუდებელი, ოჯახების დამანგრეველი და სულის წამბილწავი ეს დაწესებულებები.
34.
კომენტარები წაიშალა ადმინისტრაციის მიერ, ნათიას თხოვნის გარეშე. როგორც აქედანვე ჩანს, ''ელენი'' და ''აზგო'' ერთიდაიგივეა.
კომენტარები წაიშალა ადმინისტრაციის მიერ, ნათიას თხოვნის გარეშე. როგორც აქედანვე ჩანს, ``ელენი`` და ``აზგო`` ერთიდაიგივეა.
33. აზგო, რატომ გაქვს ამდენი დრო, ვერ ვხვდები.
ჩემი სურვილით არ წაშლილა ეგ კომენტარები და თუ ინტერესი გკლავს, ადმინისტრაცია დაგიკმაყოფილებს. მე ვტხოვდი დაეტოვებინათ. მოცლილებს ზედმეტი ყურადღება რომ არ დაეთმოთ ამ ყველაფრისთვის, ზუსტად მაგიტომ :))
ადმინებს ვთხოვ, განუმარტეთ ძვირფას ადამიანს, რატომ წაიშალა მისი და ჩემი კომენტარები.
:)
შენი "პაპიძე" არ ვარ, კიდე. კომუნიზმის დროიდან გადმოგყვა ეტყობა მსგავსი მიმართვა. "ამხანაგო" დაუმატე და ეგაა. აზგო, რატომ გაქვს ამდენი დრო, ვერ ვხვდები.
ჩემი სურვილით არ წაშლილა ეგ კომენტარები და თუ ინტერესი გკლავს, ადმინისტრაცია დაგიკმაყოფილებს. მე ვტხოვდი დაეტოვებინათ. მოცლილებს ზედმეტი ყურადღება რომ არ დაეთმოთ ამ ყველაფრისთვის, ზუსტად მაგიტომ :))
ადმინებს ვთხოვ, განუმარტეთ ძვირფას ადამიანს, რატომ წაიშალა მისი და ჩემი კომენტარები.
:)
შენი "პაპიძე" არ ვარ, კიდე. კომუნიზმის დროიდან გადმოგყვა ეტყობა მსგავსი მიმართვა. "ამხანაგო" დაუმატე და ეგაა.
32. პაპიძე, წაშალე ჩვენი შინაარსიანი მიმოწერა? აბა ლუსტრაცია მიყვარსო? პაპიძე, წაშალე ჩვენი შინაარსიანი მიმოწერა? აბა ლუსტრაცია მიყვარსო?
31. ამის პირველად წაკითხვის ემოცია ახლაც მახსოვს.
5
და ბევრი მპა ;;)
ამის პირველად წაკითხვის ემოცია ახლაც მახსოვს.
5
და ბევრი მპა ;;)
30. კარგი ძვირფასო, რაკი არ იშლი.... :)
ნ-ი-კ-ი, ძალიან გთხოვთ საკმაოდ ბევრ ადამიანს დაგვდეთ პატივი და მოახდინეთ ნიკის "ელენი" ლუსტრაცია.
"ჩუმად სიცილს კიდე ქირქილი ჰქვია და არ მიყვარს,ისევე როგორც ჩუმად,ზურგსუკან ლაპარაკი.............. )))) ხმამაღლა და გულიანი სიცილი მირჩევნია." <<<<<<<<<ამ სიტყვების ავტორს მინდა დახმარება გავუწიო და გზა გავუკვალო მეტი პირდაპირობისკენ. ყველას გვეცოდინება მისი ვინაობა და ეჭვსაც აღარ შევიტანთ მის უშიშრობასა და სამართლიანობაში. :დ
:დ კარგი ძვირფასო, რაკი არ იშლი.... :)
ნ-ი-კ-ი, ძალიან გთხოვთ საკმაოდ ბევრ ადამიანს დაგვდეთ პატივი და მოახდინეთ ნიკის "ელენი" ლუსტრაცია.
"ჩუმად სიცილს კიდე ქირქილი ჰქვია და არ მიყვარს,ისევე როგორც ჩუმად,ზურგსუკან ლაპარაკი.............. )))) ხმამაღლა და გულიანი სიცილი მირჩევნია." <<<<<<<<<ამ სიტყვების ავტორს მინდა დახმარება გავუწიო და გზა გავუკვალო მეტი პირდაპირობისკენ. ყველას გვეცოდინება მისი ვინაობა და ეჭვსაც აღარ შევიტანთ მის უშიშრობასა და სამართლიანობაში. :დ
:დ
29. )))))))))))))))))))))))))) ))))))))))))))))))))))))))
28. მე გაგებით ვეკიდები და მესმის, რომ ზოგ-ზოგიერთებს ასპარეზი სჭირდებათ ყურადღების ცენტრში მოხვედრის მცდელობებისთვის, მაგრამ ამ გვერდზე თავს ნუ შეიწუხებთ. შთაბეჭდილება მაქვს,კომენტარების წერის დროს სუნთქვაც გავიწყდებათ. ამიტომ, მინდა რა გადაგარჩინოთ გაგუდვისგან და შემოგეშველოთ, გთხოვთ, თავს ნუ შეიწუხებთ აქ მეტად. მითუმეტეს რომ "ლიტერატურული საუბრის" ფარგლებს გაცდა თქვენი სამოცი მეტრის სიგრძის კომენტარები. სულ არ გეტყობათ აღელვებული რომ ხართ.:))
და თუ ის ხარ, ვინც მე მგონია, შეგიძლია მშვიდად იძინო... :დ
მიხედე კულინარიას და იცოდე ადგილი შენი. ვინც გინდა იყო. :))
პ.ს დიდი ხანია არ ვყოფილვარ საიტზე და თურმე ხალხი რა დღეშია.
მე გაგებით ვეკიდები და მესმის, რომ ზოგ-ზოგიერთებს ასპარეზი სჭირდებათ ყურადღების ცენტრში მოხვედრის მცდელობებისთვის, მაგრამ ამ გვერდზე თავს ნუ შეიწუხებთ. შთაბეჭდილება მაქვს,კომენტარების წერის დროს სუნთქვაც გავიწყდებათ. ამიტომ, მინდა რა გადაგარჩინოთ გაგუდვისგან და შემოგეშველოთ, გთხოვთ, თავს ნუ შეიწუხებთ აქ მეტად. მითუმეტეს რომ "ლიტერატურული საუბრის" ფარგლებს გაცდა თქვენი სამოცი მეტრის სიგრძის კომენტარები. სულ არ გეტყობათ აღელვებული რომ ხართ.:))
და თუ ის ხარ, ვინც მე მგონია, შეგიძლია მშვიდად იძინო... :დ
მიხედე კულინარიას და იცოდე ადგილი შენი. ვინც გინდა იყო. :))
პ.ს დიდი ხანია არ ვყოფილვარ საიტზე და თურმე ხალხი რა დღეშია.
27. )))))))))))))))) მოოკლეეედ, საიტზე სიტუაციაა, პატიოსანი ბომბი რომ შემოაგდო არ აფექდება.
19. ვეთანხმები ბოლო კომენტარს. ჰა ჰა 11 წლის ბავშვმა დაწეროს მსგავსი რამ. ელენი. 2012-03-04 -
ეს იყო ჩემი პირველი კომენტარი ამ გვერდზე, (ეს ბოლოა)))), რამაც რატომღაც ქ.ნ ზეიკოს ესოდენ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვაფშეტა, სუსტი ავტორობა, სუსტ მკითხველს არ ნიშნავს,ხალხო. არაა აუცილებელი იყო გურმანი და იყო კარგი კულინარი ერთდროულად. მითუმეტეს ძალიანაც კარგი მკითხველი, ავტორი და არანაკლები კულინარი ვარ მე )))))) ერთხელ გაგიტარეთ ქ.ნ ზეიკო ჩემს ვნებებზე და სარეცელზე მინიშნება, ორჯერ..არააა...მაინცდამაინც მაგ საკითხზე გაქვთ ყურადღება გამახვილებული. უტაქტობას და არაეთიკურობას რომ თავი გავანებოთ, არალამაზად საეჭვოდ ჩანს ასეთი ინტერესი ))) თანაც ყველამ თავის და თავისი ახლობლების სარეცელს მიხედოს, ასე არ არის? )))) მართლაც ბევრი დრო დაკარგეთ უაზროდ და ნუღარ გამომეპასუხებით რა. მეზარება უკვე ამდენი წერა, არ ვარ გრაფომანი. არ მიცნობ ნათია პაპიძევ პირადად,იმედია კი არა, ზუსტად ვამბობ. ჰო და საიდან მოიტანე რომ შენი ნებართვა მჭირდება სიმშვიდის, ან ნერვიულობისთვის ))))))) ჩუმად სიცილს კიდე ქირქილი ჰქვია და არ მიყვარს,ისევე როგორც ჩუმად,ზურგსუკან ლაპარაკი.............. )))) ხმამაღლა და გულიანი სიცილი მირჩევნია. ასე რომ, მე თავი მყარად მადგას მხრებზე, ვინც უკვე აიგდო,იმან იფიქროს. აბა ჰე, წარმატებები. )))))))))))))))) მოოკლეეედ, საიტზე სიტუაციაა, პატიოსანი ბომბი რომ შემოაგდო არ აფექდება.
19. ვეთანხმები ბოლო კომენტარს. ჰა ჰა 11 წლის ბავშვმა დაწეროს მსგავსი რამ. ელენი. 2012-03-04 -
ეს იყო ჩემი პირველი კომენტარი ამ გვერდზე, (ეს ბოლოა)))), რამაც რატომღაც ქ.ნ ზეიკოს ესოდენ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვაფშეტა, სუსტი ავტორობა, სუსტ მკითხველს არ ნიშნავს,ხალხო. არაა აუცილებელი იყო გურმანი და იყო კარგი კულინარი ერთდროულად. მითუმეტეს ძალიანაც კარგი მკითხველი, ავტორი და არანაკლები კულინარი ვარ მე )))))) ერთხელ გაგიტარეთ ქ.ნ ზეიკო ჩემს ვნებებზე და სარეცელზე მინიშნება, ორჯერ..არააა...მაინცდამაინც მაგ საკითხზე გაქვთ ყურადღება გამახვილებული. უტაქტობას და არაეთიკურობას რომ თავი გავანებოთ, არალამაზად საეჭვოდ ჩანს ასეთი ინტერესი ))) თანაც ყველამ თავის და თავისი ახლობლების სარეცელს მიხედოს, ასე არ არის? )))) მართლაც ბევრი დრო დაკარგეთ უაზროდ და ნუღარ გამომეპასუხებით რა. მეზარება უკვე ამდენი წერა, არ ვარ გრაფომანი. არ მიცნობ ნათია პაპიძევ პირადად,იმედია კი არა, ზუსტად ვამბობ. ჰო და საიდან მოიტანე რომ შენი ნებართვა მჭირდება სიმშვიდის, ან ნერვიულობისთვის ))))))) ჩუმად სიცილს კიდე ქირქილი ჰქვია და არ მიყვარს,ისევე როგორც ჩუმად,ზურგსუკან ლაპარაკი.............. )))) ხმამაღლა და გულიანი სიცილი მირჩევნია. ასე რომ, მე თავი მყარად მადგას მხრებზე, ვინც უკვე აიგდო,იმან იფიქროს. აბა ჰე, წარმატებები.
26. ოჰოოო....
აზგო ჩემო, არ მეგონა გიგო გახოკიძის პროზის გამო გამოწვეული "ლიტერატურული კამათი" ჩემსა და თქვენს შორის, ასეთ "აღუ" ფორმას თუ მიიღებდა. :))
ისე, თქვენი თქმით, გიგოს რეფლექსომანია სჭირს, მე - გრაფომანია. ჩემი დაკვირვებებით კიდე, "მანია" ბოლოსართის მქონე უცხო სიტყვების მანია გჭირთ თქვენ.
ოღონდ რაიმე ტერმინი იხმარონ და თავი ჭკვიანად მოგაჩვენონ რააა...
ელენე,შენ არ გიცნობ (იმედია) და ამიტომ, უფლებას გაძლევ მშვიდად იყო.
რაც შეეხება იმ ყბადაღებულ წინადადებას, ავხსნი მათთვის,ვისაც აღქმის უნართან პრობლემები აქვს.
"პუტკუნა" მაგ წინადადებაში გაარსებითებული ზედსართავია, სინტაქსის თვალსაზრისით ქვემდებარე და არა - განსაზღვრება.
ჩუმად მაინც იცინეთ, რომ თვითონ არ აიგდოთ თავი. ოჰოოო....
აზგო ჩემო, არ მეგონა გიგო გახოკიძის პროზის გამო გამოწვეული "ლიტერატურული კამათი" ჩემსა და თქვენს შორის, ასეთ "აღუ" ფორმას თუ მიიღებდა. :))
ისე, თქვენი თქმით, გიგოს რეფლექსომანია სჭირს, მე - გრაფომანია. ჩემი დაკვირვებებით კიდე, "მანია" ბოლოსართის მქონე უცხო სიტყვების მანია გჭირთ თქვენ.
ოღონდ რაიმე ტერმინი იხმარონ და თავი ჭკვიანად მოგაჩვენონ რააა...
ელენე,შენ არ გიცნობ (იმედია) და ამიტომ, უფლებას გაძლევ მშვიდად იყო.
რაც შეეხება იმ ყბადაღებულ წინადადებას, ავხსნი მათთვის,ვისაც აღქმის უნართან პრობლემები აქვს.
"პუტკუნა" მაგ წინადადებაში გაარსებითებული ზედსართავია, სინტაქსის თვალსაზრისით ქვემდებარე და არა - განსაზღვრება.
ჩუმად მაინც იცინეთ, რომ თვითონ არ აიგდოთ თავი.
25. ოჰოოო....
აზგო ჩემო, არ მეგონა გიგო გახოკიძის პროზის გამო გამოწვეული "ლიტერატურული კამათი" ჩემსა და თქვენს შორის, ასეთ "აღუ" ფორმას თუ მიიღებდა. :))
ისე, თქვენი თქმით, გიგოს რეფლექსომანია სჭირს, მე - გრაფომანია. ჩემი დაკვირვებებით კიდე, "მანია" ბოლოსართის მქონე უცხო სიტყვების მანია გჭირთ თქვენ.
ოღონდ რაიმე ტერმინი იხმარონ და თავი წკვიანად მოგაჩვენონ რააა...
ელენე,შენ არ გიცნობ (იმედია) და ამიტომ, უფლებას გაძლევ მშვიდად იყო.
რაც შეეხება იმ ყბადაღებულ წინადადებას, ავხსნი მათთვის,ვისაც აღქმის უნართან პრობლემები აქვს.
"პუტკუნა" მაგ წინადადებაში გაარსებითებული ზედსართავია, სინტაქსის თვალსაზრისით ქვემდებარე და არა - განსაზღვრება.
ჩუმად მაინც იცინეთ, რომ თვითონ არ აიგდოთ თავი. ოჰოოო....
აზგო ჩემო, არ მეგონა გიგო გახოკიძის პროზის გამო გამოწვეული "ლიტერატურული კამათი" ჩემსა და თქვენს შორის, ასეთ "აღუ" ფორმას თუ მიიღებდა. :))
ისე, თქვენი თქმით, გიგოს რეფლექსომანია სჭირს, მე - გრაფომანია. ჩემი დაკვირვებებით კიდე, "მანია" ბოლოსართის მქონე უცხო სიტყვების მანია გჭირთ თქვენ.
ოღონდ რაიმე ტერმინი იხმარონ და თავი წკვიანად მოგაჩვენონ რააა...
ელენე,შენ არ გიცნობ (იმედია) და ამიტომ, უფლებას გაძლევ მშვიდად იყო.
რაც შეეხება იმ ყბადაღებულ წინადადებას, ავხსნი მათთვის,ვისაც აღქმის უნართან პრობლემები აქვს.
"პუტკუნა" მაგ წინადადებაში გაარსებითებული ზედსართავია, სინტაქსის თვალსაზრისით ქვემდებარე და არა - განსაზღვრება.
ჩუმად მაინც იცინეთ, რომ თვითონ არ აიგდოთ თავი.
24. ელიკო, ძვირფასო!
შედევრების შემქმნელი ასეთ უსუსურობას აღარ გამოაჩენდა და არც თავს მისცემს უფლებას "იღადაოს" ვინმეეს ნაწერზე.( ამ შემთხვევაში, აქ).ავტორს არ ვიცავ, საიტს ვიცავ ამგვარი ფორმის კომენტარისაგან.
მოწონება ვის რაში სჭირდება, მითუმეტეს, სუსტი ავტორისაგან. კრიტიკა მოითხოვს ფორმას კულტურას და მიზანია, ავტორებმა გაითვალისწინონ შენიშვნა, მაგრამ როცა მიზანი ქვენა აზრებია,მაშინ გასაგებია...აზგოს ისე ხშირად მიმართავ , გასამაგრებლად ეტყობა მარტო გიჭირს.ისე საეჭვოდ გავხართ ერთმანეთს.... რელიგიური თემა ბანალური იქნება ბუნებრივია 11წლის და 11თვის ასაკში უკვე ვნებები აგშლია სარეცელზე. კარგად...ისედაც ბევრი დრო დავკარგე,
ელიკო, ძვირფასო!
შედევრების შემქმნელი ასეთ უსუსურობას აღარ გამოაჩენდა და არც თავს მისცემს უფლებას "იღადაოს" ვინმეეს ნაწერზე.( ამ შემთხვევაში, აქ).ავტორს არ ვიცავ, საიტს ვიცავ ამგვარი ფორმის კომენტარისაგან.
მოწონება ვის რაში სჭირდება, მითუმეტეს, სუსტი ავტორისაგან. კრიტიკა მოითხოვს ფორმას კულტურას და მიზანია, ავტორებმა გაითვალისწინონ შენიშვნა, მაგრამ როცა მიზანი ქვენა აზრებია,მაშინ გასაგებია...აზგოს ისე ხშირად მიმართავ , გასამაგრებლად ეტყობა მარტო გიჭირს.ისე საეჭვოდ გავხართ ერთმანეთს.... რელიგიური თემა ბანალური იქნება ბუნებრივია 11წლის და 11თვის ასაკში უკვე ვნებები აგშლია სარეცელზე. კარგად...ისედაც ბევრი დრო დავკარგე,
23. ჯერ ერთი-მობრძანდი ქალბატონო ზეიკო და სადაც წერია ლექსი იქ გაარჩიე.ნუ დამარბენინებ წინ და უკან. კი, მაქვს შედევრებიც დაწერილი,ოღონდ ურაკპარაკზე არ ვაფრიალებ. და არც თქვენსავით მაციებცხელებს დავრჩები თუ არა პოეზიაში ჩემი 170 სმ სიმაღლით და 58 კგ სიპუტკუნით. აეგ "შაგიქმნია" კი ზემოთმოცემულ ე.წ. პროზის ტიპიური დანამატია. და რა მაინტერესებს იცი? აზგოს კომენტარი რომ გაატარე, რა მიზეზით? კაცია და გეშინია? ან ავტორი სადაა თუ უნდოდა პასუხი გაცემა, შენ ვაფშე რა შუაში ხარ ვერ ვხვდები. საიტის ტენდენციები- 1.კაცი უნდა იყო რომ ვერავინ გაგცეს ხმა უარყოფით კომენტარზე. 2.ავტორი ძირითადად მონიტორიდან ადევნებს თვალს სეირს. წიპა-ხელოვანია, ზეა, არ აინტერესებს არავის აზრი. და ამ ყველაფერზე მაღლა დგას. არ მომეწონა ეს თქვენი ეშმა. ბანალური თემა. მწირი სიუჟეტი. საზღაპრო ლექსიკა. ჩემთან გარჩევებს, აზგოს კონკრეტულ შენიშვნაზე გეპასუხათ, რომ თვალები კი არ იყო პუტკუნა, პუტკუნა არსება იყო, რომელიც აცეცებდა თვალებს. და ნუ გაიზეპირეთ ჩემი ლექსი სამაგიეროს გადახდის მიზნით.
ჯერ ერთი-მობრძანდი ქალბატონო ზეიკო და სადაც წერია ლექსი იქ გაარჩიე.ნუ დამარბენინებ წინ და უკან. კი, მაქვს შედევრებიც დაწერილი,ოღონდ ურაკპარაკზე არ ვაფრიალებ. და არც თქვენსავით მაციებცხელებს დავრჩები თუ არა პოეზიაში ჩემი 170 სმ სიმაღლით და 58 კგ სიპუტკუნით. აეგ "შაგიქმნია" კი ზემოთმოცემულ ე.წ. პროზის ტიპიური დანამატია. და რა მაინტერესებს იცი? აზგოს კომენტარი რომ გაატარე, რა მიზეზით? კაცია და გეშინია? ან ავტორი სადაა თუ უნდოდა პასუხი გაცემა, შენ ვაფშე რა შუაში ხარ ვერ ვხვდები. საიტის ტენდენციები- 1.კაცი უნდა იყო რომ ვერავინ გაგცეს ხმა უარყოფით კომენტარზე. 2.ავტორი ძირითადად მონიტორიდან ადევნებს თვალს სეირს. წიპა-ხელოვანია, ზეა, არ აინტერესებს არავის აზრი. და ამ ყველაფერზე მაღლა დგას. არ მომეწონა ეს თქვენი ეშმა. ბანალური თემა. მწირი სიუჟეტი. საზღაპრო ლექსიკა. ჩემთან გარჩევებს, აზგოს კონკრეტულ შენიშვნაზე გეპასუხათ, რომ თვალები კი არ იყო პუტკუნა, პუტკუნა არსება იყო, რომელიც აცეცებდა თვალებს. და ნუ გაიზეპირეთ ჩემი ლექსი სამაგიეროს გადახდის მიზნით.
22. '"ვნება გამიხშირდა ამდენი ვიღაც სარეცელზე განმკარგავს, სახის პირზე ღიმილს ვარჩევდი, ნაკვთებს მიხმობია კვლავ დარდად."---
ახლაც პუტკუნა ხარ,გეტყობა:) მაგრამ მაგარი შედევრი შაგიქმნია და ამით დარჩები პოეზიაში, ნუ ი გენიოს! DDD `"ვნება გამიხშირდა ამდენი ვიღაც სარეცელზე განმკარგავს, სახის პირზე ღიმილს ვარჩევდი, ნაკვთებს მიხმობია კვლავ დარდად."---
ახლაც პუტკუნა ხარ,გეტყობა:) მაგრამ მაგარი შედევრი შაგიქმნია და ამით დარჩები პოეზიაში, ნუ ი გენიოს! DDD
21. ეს ტექსტი ამ უაზრობის გარეშეც ნამდვილი გრაფომანიაა. აზგო. 2012-03-04 00:01:15 - =)))) გამოდის ამას ვეთანხმებით.
ეგ 11 წლის და 11 თვისამ დავწერე, ჯერ კიდე პუტკუნა თვალები მქონდა მაშინ =))))
ეს ტექსტი ამ უაზრობის გარეშეც ნამდვილი გრაფომანიაა. აზგო. 2012-03-04 00:01:15 - =)))) გამოდის ამას ვეთანხმებით.
ეგ 11 წლის და 11 თვისამ დავწერე, ჯერ კიდე პუტკუნა თვალები მქონდა მაშინ =))))
20. 19. ვეთანხმები ბოლო კომენტარს. ჰა ჰა 11 წლის ბავშვმა დაწეროს მსგავსი რამ. ელენი. 2012-03-04 10:20:0
გეთანხმები ელენა, 12 წლიდან სექსზე და "აშლილ ვნებებზე" იწყება წერა,
"ვნება გამიხშირდა ამდენი ვიღაც სარეცელზე განმკარგავს, სახის პირზე ღიმილს ვარჩევდი, ნაკვთებს მიხმობია კვლავ დარდად."---ეს , რამდენი წლისამ დაწერე?
19. ვეთანხმები ბოლო კომენტარს. ჰა ჰა 11 წლის ბავშვმა დაწეროს მსგავსი რამ. ელენი. 2012-03-04 10:20:0
გეთანხმები ელენა, 12 წლიდან სექსზე და "აშლილ ვნებებზე" იწყება წერა,
"ვნება გამიხშირდა ამდენი ვიღაც სარეცელზე განმკარგავს, სახის პირზე ღიმილს ვარჩევდი, ნაკვთებს მიხმობია კვლავ დარდად."---ეს , რამდენი წლისამ დაწერე?
19. ვეთანხმები ბოლო კომენტარს. ჰა ჰა 11 წლის ბავშვმა დაწეროს მსგავსი რამ. ვეთანხმები ბოლო კომენტარს. ჰა ჰა 11 წლის ბავშვმა დაწეროს მსგავსი რამ.
18. "პუტკუნა თვალებს აქეთ–იქით აცეცებს" - ნამდვილად პუტკუნა თვალებია? რამ გაასუქა ნეტა? ეს ტექსტი ამ უაზრობის გარეშეც ნამდვილი გრაფომანიაა. "პუტკუნა თვალებს აქეთ–იქით აცეცებს" - ნამდვილად პუტკუნა თვალებია? რამ გაასუქა ნეტა? ეს ტექსტი ამ უაზრობის გარეშეც ნამდვილი გრაფომანიაა.
16. გმადლობთ კიდევ ერთხელ..... გმადლობთ კიდევ ერთხელ.....
15. კარგი ავტორი ხარ ნათი... კარგი ავტორი ხარ ნათი...
14. რა კარგი გოგო ხარ, რა კარგად წერ და კიდევ ... ასეთ თემაზე რომ წერ...5
მერე, სადაური წესია რომ მიდიხარ და იმონებ. იმას თავისი უფალი ხომ ჰყავს და ის არ იმონებს. შენ ვინ ხარ, ვინ გკითხავს... თან რა სამუშაოები, რა რეორგანიზაციები ტარდება ამ მიმართულებით, რა პროექტებს ამზადებენ და არიან განსჯაში. რამდენ რესურსს ხარჯავენ ჰო ასე ლამაზად გამოიყურებიან კაზინოები...-ადამიანთა სულების სასაფლაოები... რა კარგი გოგო ხარ, რა კარგად წერ და კიდევ ... ასეთ თემაზე რომ წერ...5
მერე, სადაური წესია რომ მიდიხარ და იმონებ. იმას თავისი უფალი ხომ ჰყავს და ის არ იმონებს. შენ ვინ ხარ, ვინ გკითხავს... თან რა სამუშაოები, რა რეორგანიზაციები ტარდება ამ მიმართულებით, რა პროექტებს ამზადებენ და არიან განსჯაში. რამდენ რესურსს ხარჯავენ ჰო ასე ლამაზად გამოიყურებიან კაზინოები...-ადამიანთა სულების სასაფლაოები...
12. გმადლობთ................... :) გმადლობთ................... :)
11. შენ იცი... ისედაც იცი, რასაც ვიფიქრებდი ამის წაკითხვის მერე შენ იცი... ისედაც იცი, რასაც ვიფიქრებდი ამის წაკითხვის მერე
10. ძალიან კეთილშობილია ეგ ეშმა, მიხარია თუ აქეთ გადმოიბირე.
დიდი ციგანი ვინმე ხარ! ძალიან კეთილშობილია ეგ ეშმა, მიხარია თუ აქეთ გადმოიბირე.
დიდი ციგანი ვინმე ხარ!
9. კარგი ხარ, ნათი! 5 კარგი ხარ, ნათი! 5
7. მიყვარს ეს გოგო რაა...... მიყვარს ეს გოგო რაა......
6. ძალიან მომეწონა. პირველად გავიგე ,რომ ჯოჯოხეთიდანაც შეიძლება თურმე გამოძევება :))) მაგრამ რა მერე? ფილიალები აქაც ჰქონიათ :) დასკვნა: სამოთხის ფილიალებიც იქნება აქ სადმე. გუმბათიანი, წითელი აგურით ნაშენი :) ძალიან მომეწონა. პირველად გავიგე ,რომ ჯოჯოხეთიდანაც შეიძლება თურმე გამოძევება :))) მაგრამ რა მერე? ფილიალები აქაც ჰქონიათ :) დასკვნა: სამოთხის ფილიალებიც იქნება აქ სადმე. გუმბათიანი, წითელი აგურით ნაშენი :)
5. ძალიან მომეწონა, ბოლო მოსახვევთან გალობა შემოესმა. კარგი იქნებოდა კლიპი დაგედო. ძალიან მომეწონა, ბოლო მოსახვევთან გალობა შემოესმა. კარგი იქნებოდა კლიპი დაგედო.
4. ძალიან საინტერესო ნაწერი და ასეთივე ავტორი! +2 ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ფანტაზიის საბადო ხარ, ნათი, თფუი-თფუი და ეშმასაც შეაყვარებ კაცს :)))) ძალიან საინტერესო ნაწერი და ასეთივე ავტორი! +2 ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ფანტაზიის საბადო ხარ, ნათი, თფუი-თფუი და ეშმასაც შეაყვარებ კაცს :))))
3. ძალიან საინტერესო ნაწერი და ასეთივე ავტორი! +2 ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ფანტაზიის საბადო ხარ, ნათი, თფუი-თფუი და ეშმასაც შეაყვარებ კაცს :)))) ძალიან საინტერესო ნაწერი და ასეთივე ავტორი! +2 ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ფანტაზიის საბადო ხარ, ნათი, თფუი-თფუი და ეშმასაც შეაყვარებ კაცს :))))
2. ძალიან საინტერესო მოთხრობაა, ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა. ხედვა-განსხვავებული, შესრულება-კარგი. შესაბამისად 5 :) ძალიან საინტერესო მოთხრობაა, ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა. ხედვა-განსხვავებული, შესრულება-კარგი. შესაბამისად 5 :)
1. ჩეეეეეემი ჭკვიანი! ბევრფიქრიანო :) ჩეეეეეემი ჭკვიანი! ბევრფიქრიანო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|