 | ავტორი: ჭა ჟანრი: პროზა 22 მარტი, 2012 |
ფარდა
წირვაზე იდგა. ტიროდა. დღეს მაინც ძალიან მოეძალა. სლუკუნზე გადავიდა. გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევდა. სცხვენოდა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა თავს. როგორც იქნა დაწყნარდა. ტაძრის კუთხისკენ წავიდა და სკამზე ჩამოჯდა.თვალები დახუჭა. კედელს მიეყრდნო. გაირინდა. იგრძნო...როგორ მოვიდა უფალი... ახლოს, სულ ახლოს და... ასეთი, სველი, ზუნტლიანი ჩაიკრა გულში... როგორ მიეფერა, როგორ უყვარდა...ზუსტად ასეთი უყვარდა, ზუსტად .გრძნობდა...ცოცხლად გრძნობდა... სიხარულისგან ტიროდა უკვე. დაოსებული დაბრუნდა სახლში. ჩაჯდა კი არა, ჩაესვენა სავარძელში. თვალები დასიებოდა, გულში კი იმხელა სიხარული ედგა, იმხელა, ცოცხალი, ხელშესახები,- ვეღარ იტევდა. თვალი ღია ფანჯრისკენ გაექცა და იქვე დარჩა გაქვავებული: ბოლომდე გაღებულ ფანჯარაში ტოკავდა ფარდა....ზუსტად ისე, როგორც მაშინ...
კედლები თეთრი, სუნი ნაცნობი. ხვდება...-სამშობიაროშია. იმდენჯერ იყო აქ, რომ შეუძლებელია ეშლებოდეს. საბოლოოდ გამოფხიზლდა. უკვე გრძნობს ოთახში უცნაურად ჩამდგარ სივრცეს,რაღაცნაირად დამუხტულს ცუდის მოლოდინში. ფანჯარა გაღებულია ბოლომდე. დაშვებული, ოდნავ მოქანავე ფარდა, უცნაურად ტოკავდა. ჰაერს ჯერ უკან წაიღებდა, მერე წინ წამოიღებდა. თეთრი, ქათქათა ფარდა, ღმერთის ხელივით .იქნევდა ჰაერს... იმედს იძლეოდა თითქოს, - არც ისე ცუდაა საქმეო. მიაშტერა თვალები, ამ უცნაურად მოქანავე ფარდას და აჰყვა ფიქრით: ბავშვი ცოცხალი დაიბადა...ან იქნებ არც...ზუსტად არ ახსოვს...რა მოხდა?...ნუთუ ისევ რაღაც მოხდა?...არა, არა...ახსოვს რომ ბავშვი ცოცხალი იყო...ხომ აჩვენეს კიდეც.
ოთხი წელია ერთად არიან. უყვარდა ქმარი. მასაც სტანჯავდა, შვილი ვერ აღირსა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, მოუთმენლად ელოდნენ ამ ბავშვის დაბადებას. და აი, ახლა, აქ...თითქმის ფინალს რომ მიღწია,გრძნოდა რაღაც ცუდის მოლოდინში გაქვავებულიყო სივრცე. ტკივილი იგრძნო გულთან ახლოს.უნებურად ხელი მიიდო, უფრო მიეფერა... სტკიოდა ქმარი, ეს ბავშვიც. განა რამდენი შეეძლო ამ სიფრიფანას? თვალებიღა იყო დარჩენილი, დიდი ტკივილიანი თვალები...-ზუსტად ასე უთხრა ექიმმა. ერთადერთ იმედს, მხოლოდ ეს ღმერთის ხელივით, მოქანავე ფარდაღა იძლეოდა. და ისაც უყურებდა....უყურებდა.... კარი გაიღო, თვალებმა ფარდიდან კარებისკენ გადაინაცვლეს. ექიმმა შემოიხედა... - გღვიძავს?...შემოვიდა. საწოლთან დაუდგა. - ჩემო საყვარელო, შეგვიძლია მშვიდად დავილაპარაკოთ?! -რაზე უნდა დავილაპარაკოთ, ბავშვი ხომ ცოცხალია?! ...(ძალიან მოუნდა უცებ, რაც შეიძლება სწრაფად გარკვეულიყო თავის შიშებში. ლოდინის თავი აღარ ჰქონდა. თანაც გაიხსენა ყველაფი...გაიხსენა რომ ანახვეს.... არც ისე შემზარავი იყო ბავშვი...) - არა, მთლად მასე არ არის! ბავშვი დიდხანს ვერ იცოცეხლებს! (პირიქით რომ ეთქვათ, ის უფრო გაუკვირდებოდა.) უნდა გადაწყვიტოთ ჩემო კარგო, გაიყვანთ თუ არა! ექიმი ზედმეტად ალერსიანი ჩანდა. (…გაიყვანთ თუ არა... გაიყვანთ თუ არა...” გაეყინა ტვინში ეს ფრაზა. მერე ტვინმა უცებ, ინსტიქტურად უფრო, გაუაზრებლად გადაწყვიტა.) -რა არის გადასაწყვეტი?..რათქმაუნდა გავიყვანთ! -ნუ ჩქარობ, ქმარსაც დაელაპარაკე, ცრემლის გარეშე.( ექიმი გამაღიზიანებლად ალერსიანი იყო ) გადაწყვიტეთ და მითხარით! კიდევ გეყოლება შენნაირი დიდთვალება ბავშვები. ნიკაპზე მიეფერა. გელოდება, ახლავე შემოვუშვებ...
ძლივს იცნო, ისე შეცვლილიყო ამ სამ დღეში: ფერმკრთალი, წვერგაუპარსავი, თვალებში ტკივილი და უხერხულობა ერთად ედგა.მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ლაპარაკზე ეტყობოდა.(აი, თურმე საიდან, ის უხერხულობა მის თვალებში) იხსენებს...იხსენებს...ვერსად ვერ გაიხსენა ასეთი, მობუზული, კუთხეში მიმდგარი, დასჯილი ბავშვივით...ძალიან შეეცოდა. -როგორი უსუსურია?... ჩემზე მეტად! შეეცოდა და...თვითონაც გადაწყვიტა.
დაიყოლიეს?...არა, ტყუილია! ის ისეთი ჯიუტია, თვითონ თუ არ უნდოდა, ვერავინ აიძულებდა ამას. საკუთარი ნებით თქვა უარი საკუთარ შვილზე, ასე აწყობდა. იცოდა, ზუსტად იცოდა, სწორედ ის წუთი დამდგარიყო მის ცხოვრებაში, როცა საბედისწერო არჩევანის გაკეთება გიწევს ადამიანს. იცოდა და მაინც, ასე გადაწყვიტა! ისაც იცოდა ცა რომ ჩამოექცეოდა თავზე...მაგრამ მაინც გააკეთა არჩევანი აქ, ამ პალატაში, ამ ავადდამუხტულ ოთახში. თვალი გააპარა ფარდისკენ და...საოცარი...-.ფანჯარა დაკეტილი აღმოჩნდა. თეთრი ფარდა კი უძრავად ეკიდა. არსაიდან იმედი აღარ იყო. გაქვავებულიყო სივრცე. - მძუუუულს!....წამიყვანე აქედააან!... შიგნიდან წამოსული, საკუთარი ხმა ვეღარ იცნო.
მერე იყო დრო. ჯოჯოხეთი. შფოთვა. სინდისი. შემთხვევით ყურმოკრული ბავშვთა სახლის ამბავი.მერე გზა. მატარებელი. სიზმარივით ახსოვს. მარტო წავიდა. ბავშვთა სახლის დირექტორის შეშინებული სახე.კაი ხანს რომ ვერ მიხვდა რას ითხოვდნენ მისგან. დაიღუპაო. იმეორებდა ერთიდაიმავეს. არადა უბრალოდ საფლავთან მიყვანას სთხოვდა, მის, პაწია საფლავთან მიყვანას. მერე ტიროდა...ტიროდა...არნახულს...არმოფერებულს...უარყოფილს....გულშიარჩახუტებულს... უსითბოდ წასულს...ტიროდა დიდხანს...მთელი ცხოვრება... ტიროდა უხმოდ... მარტო... მერე იყო მცდელობა ღმერთის გაცნობის... ეკლესია...წირვა...მოძღვარი...გადიოდა წლები... ახდა , ზედმეტად ალერსიანი, ექიმის წინასწარმეტყველებაც. ჰყავდა უკვე თავისნაირი დიდთვალება ბავშვები. ქმარიც ძველებურად უყვარდა. თუმცა, იმ არნახულს, არ მოფერებულს, მის გულში, საკუთარი ტბა გაეჩინა ცრემლის. დიდდებოდა ტბა და დიდებოდა.ალბათ ცოტაც და..., მთელ გულს დატბორავდა.
და აი დღეს... ტირილისგან დაოსებული. სავარძელში მისვენებული. უყურებდა გაღებულ ფანჯარაში მოქანავე ფარდას,ზუსტად ისე, როგორც მაშინ, -მონოტონურად , მშვიდად,ჯერ უკან წაიღებდა ჰაერს და მერე წინ წამოიღებდა... თეთრი, ქათქათა ფარდა, ღმერთის ხელივით...იქნებდა ჰაერს...იქნევდა და იმედს იძლეოდა... გონება უჩვეულოდ გაუნათდა. მივხვდა მთავარს, ყველაზე დიდს. მაშინაც კი, იმ ავადდამუხტულ სივრცეშიც, თურმე იქ იყო უფალი, მასთან!... უფალს არასოდეს მიუტოვებია...არასოდეს!... რაც კი ხდება, ყველა მოვლენა. ერთი მეორიდან გამომდინარე ხდება. ანუ ერთი არის მეორის შედეგი.მიხვდა, რომ ამ სამყაროში ცალკე---არავინ და არაფერი არ არსებონს. ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა აკინძული.სამყარო ერთი მთლიანია და კანონზომიერებას ემორჩილება შექმნის დღიდან. და რომ მანდ ღმერთი არაფერ შუაშია. ღმერთი?... ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს. როცა გააცნობიერებ რომ მარტო კი არა ხარ, იმ შენს უბედურებაში, არამედ სამყაროს შემმომქმედი,თვითონ ღ მ ე რ თ ი, შენს გვერდითააა..., ამას სიტყვებით კი არა ცოცხლად როცა გააცნობიერებ, მაშინ ვერანაირი უბედურება ვეღარ მოგერევა. ამ ყველაფერს ახლა მიხვდა.მაშინ კი ძალიან უჭირდა. თავისმოკვლაზეც ბევრჯერ უფიქრია. უჭირდა მთელი ეს წლებიც. რა უჩვეულოდ გაუნათდა გონება?... მიხვდა იმასაც, რომ აცილება ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ ეგ მისთვის უარესი იქნებოდა. ეს ტკივილი და სინანული რომ არ გაევლო, ღმერთთან ვერ მივიდოდა...,ვერ შეიცნობდა... მთავარი კი, ეგ არის სწორედ. ყველაზე მთავარი. - გყავდეს ცოცხალი ღმერთი! და კიდევ, ისაც იცის რომ სიცოცხლე აქ არ მთავრდება. აქაური ცხოვრება ერთი ეპიზოდია მხოლოდ. გაივლის როგორღაც ამ ეპიზოდს, მიიტანს თავის ჯვარს ბოლომდე. იცის რომ, ეს არაა ბოლო ყველაფრის....- ამის იქეთაც იწყება სიცოცხლე... მიხვა იმას, რომ ჭეშმარიტებას მიხვდა! დასტურად , უფლის მოქანავე ხელი...,- ფარდა, ცხვირწინ უფრიალებდა...
არ ახსოვს რამდენ ხანს იჯდა ასე... გაახსენდა: სადაცაა ბავშვები მოვიდოდნენ,სადილი კი ჯერაც არ ქონდა მზად. ადგა. რაღაცნაირად, მსუბუქად, წელში გამართული, სამზარეულოსკენ წავიდა. კარებიდან ერთხელ კიდევ გამოხედა ღვთის სასწაულს და ... არც გაჰკვირვებია, -ფანჯარა დაკეტილი იყო. ფარდა უძრავად ეკიდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46. მის, პაწია საფლავთან მიყვანას... თუ ეს ავტორის რეალური ცხოვრებიდანაა, უფრო მეტად მტკივნეულია.+++++ მის, პაწია საფლავთან მიყვანას... თუ ეს ავტორის რეალური ცხოვრებიდანაა, უფრო მეტად მტკივნეულია.+++++
45. ისევ შევიხედე შენი "ფარდის" მიღმა!.. (ვფიქრობ, მოიგო ნაწერმა...) მოგიკითხე, ჩემო კარგო! ისევ შევიხედე შენი "ფარდის" მიღმა!.. (ვფიქრობ, მოიგო ნაწერმა...) მოგიკითხე, ჩემო კარგო!
44. განა რამდენი შეეძლო ამ სიფრიფანას?
მთავარი კი, ეგ არის სწორედ. ყველაზე მთავარი. - გყავდეს ცოცხალი ღმერთი!
ძალიან კარგია! განა რამდენი შეეძლო ამ სიფრიფანას?
მთავარი კი, ეგ არის სწორედ. ყველაზე მთავარი. - გყავდეს ცოცხალი ღმერთი!
ძალიან კარგია!
43. ური...:-* მიხარია რომ წაიკითხე... ური...:-* მიხარია რომ წაიკითხე...
42. ........... მეტს ვერაფერს ვიტყვი ........... მეტს ვერაფერს ვიტყვი
41. მადლობა თამარ...:-* ტენდი..:-* მეორედაც რომ შეწუხდით და წაიკითხეთ... ბატონ მიშას დამსახურებაა, თუ რამედ ვარგა...:) მადლობა თამარ...:-* ტენდი..:-* მეორედაც რომ შეწუხდით და წაიკითხეთ... ბატონ მიშას დამსახურებაა, თუ რამედ ვარგა...:)
40. ჭაო,ჭაო, შესანიშნავი გამოვიდა ასე შესწორებული. მე ხომ პირველი ვარიანტიც ვიცოდი, მეორეც და ეს მესამეც. ახლა სრულყოფილია, ჩემის აზრით. ყველაფერი კარგად ჩანს და კარგია, რომ ეკლესიით დაიწყო და ის დიდი ტკივილი უკვე გახსენებაა. ისიც ძალიან კარგია, რომ ღვთის არსებობას და მიხვდა იმ მძიმე დროსაც კი. ისიც კარგია, რომ მთავარ გმირს უკვე სხვა ემოცია და სხვა საზრუნავი მეტნაკლებად ავიწყებს იმ დიდ ტკივილს. მომეწონა. პატივისცემით: ტენდი ჭაო,ჭაო, შესანიშნავი გამოვიდა ასე შესწორებული. მე ხომ პირველი ვარიანტიც ვიცოდი, მეორეც და ეს მესამეც. ახლა სრულყოფილია, ჩემის აზრით. ყველაფერი კარგად ჩანს და კარგია, რომ ეკლესიით დაიწყო და ის დიდი ტკივილი უკვე გახსენებაა. ისიც ძალიან კარგია, რომ ღვთის არსებობას და მიხვდა იმ მძიმე დროსაც კი. ისიც კარგია, რომ მთავარ გმირს უკვე სხვა ემოცია და სხვა საზრუნავი მეტნაკლებად ავიწყებს იმ დიდ ტკივილს. მომეწონა. პატივისცემით: ტენდი
39. ეს ვარიანტი უფრო მომწონს, მაგრამ.... ამ სასვენ ნიშნებს ხელუკუღმა ნუ ყრი-ხოლმე სტრიქონთა ხნულში, არ შეგიძლია? :))))) ეს ვარიანტი უფრო მომწონს, მაგრამ.... ამ სასვენ ნიშნებს ხელუკუღმა ნუ ყრი-ხოლმე სტრიქონთა ხნულში, არ შეგიძლია? :)))))
38. აქაც მადლობა ბატონო გია...:-* აქაც მადლობა ბატონო გია...:-*
37. ნანა, წავიკითხე შენი ტექსტი...ჩემთვის შედარებაც არ არის პირველ ვარიანტთან...აქ ყველაფერი გასაგებია და უნდა დატოვო როგორც არის. შენიშვნები, რომელიც მაინც დამრჩა სხვა ტექსტში გაითვალისწინე: 1. მეუბნები, რომ ეს ღთის ხელია და მჯერა, მაგრამ თუ შენ (ავტორი) ისეთ ნიშნებს დამანახვებ, რომ მე მათქმევინებს: –ეს ნამდვილად ღვთის ხელია – უკეთესი იქნება.... ფინალი უკვე პუბლიცისტიკაა, საერთოდ დაიკარგა თხრობა, მხატვრული ენა დ ა. შ. ახლა თხრობის სტილი, ძალიან ჰგავს ლორთქიფანიძეს, არა? მე კი, ერთხელ რომ წავიკითხავ შენს ტექსტს, მეორედ, პირველი სტრიქონებიდანვე უნდა ვიცნო, რომ შენია... ერთბაშად ეს არ მოხერხდება, მაგრამ შენი ზეამოცანა ეს უნდა გახდეს...
ნანა, წავიკითხე შენი ტექსტი...ჩემთვის შედარებაც არ არის პირველ ვარიანტთან...აქ ყველაფერი გასაგებია და უნდა დატოვო როგორც არის. შენიშვნები, რომელიც მაინც დამრჩა სხვა ტექსტში გაითვალისწინე: 1. მეუბნები, რომ ეს ღთის ხელია და მჯერა, მაგრამ თუ შენ (ავტორი) ისეთ ნიშნებს დამანახვებ, რომ მე მათქმევინებს: –ეს ნამდვილად ღვთის ხელია – უკეთესი იქნება.... ფინალი უკვე პუბლიცისტიკაა, საერთოდ დაიკარგა თხრობა, მხატვრული ენა დ ა. შ. ახლა თხრობის სტილი, ძალიან ჰგავს ლორთქიფანიძეს, არა? მე კი, ერთხელ რომ წავიკითხავ შენს ტექსტს, მეორედ, პირველი სტრიქონებიდანვე უნდა ვიცნო, რომ შენია... ერთბაშად ეს არ მოხერხდება, მაგრამ შენი ზეამოცანა ეს უნდა გახდეს...
36. ბატონი მიშა რატიანის შენიშვნების მერე ჩასწორებული "ფარდა"... რო ვთქვა ზალიან დავხვეწე და დიდიხანს ვიმუსავე მეთქი ტესტზე, ტყუილი იქნება... მაგრამ ის ძირითადი, რაზეც შენიშვნები მივიღე ჩავასწორე უცებ...:)
ბატონი მიშა რატიანის შენიშვნების მერე ჩასწორებული "ფარდა"... რო ვთქვა ზალიან დავხვეწე და დიდიხანს ვიმუსავე მეთქი ტესტზე, ტყუილი იქნება... მაგრამ ის ძირითადი, რაზეც შენიშვნები მივიღე ჩავასწორე უცებ...:)
35. ჩამწვდომია საკმაოდ. სიბრალულს იწვევს მთავარი გმირი. განსაკუთრებით მისი თვალების ეპითეტი მომეწონა..
ბოლოსკენ ცოტა განზოგადდა. რეზიუმეს ფარგლებს გასცდა, თუმცა ნათქვამი ღირდა ამად :)
ჩამწვდომია საკმაოდ. სიბრალულს იწვევს მთავარი გმირი. განსაკუთრებით მისი თვალების ეპითეტი მომეწონა..
ბოლოსკენ ცოტა განზოგადდა. რეზიუმეს ფარგლებს გასცდა, თუმცა ნათქვამი ღირდა ამად :)
34. მადლობა ყველას ვინც წაიკითხა...:-* მადლობა ყველას ვინც წაიკითხა...:-*
33. შეგიძლია თამამად თქვა რომ ძან ძან ძანნნ ძაააააააააან მაგრად წერ : ) :) შეგიძლია თამამად თქვა რომ ძან ძან ძანნნ ძაააააააააან მაგრად წერ : ) :)
32. ო ღმერთოოო!......:) ო ღმერთოოო!......:)
31. მომეწონა ასეთი... იცის რომ, ეს არაა ბოლო ყველაფრის.... ამის იქეთაც იწყება....სიცოცხლე...
მომეწონა ასეთი... იცის რომ, ეს არაა ბოლო ყველაფრის.... ამის იქეთაც იწყება....სიცოცხლე...
30. არმენ ...:-* არმენ ...:-*
29. აი, ვიპოვე მოთხრობა, რომელსაც ვეძებდი დღეს. წავიკითხე და ძალიან მომეწონა ის, რომ ეს ქალბატონი ბოლოს მაინც ღმერთთან მიდის, პოულობს სულიერ სიმშვიდეს. ძალიან ემოციური ნაწერია, ტკივილიანი! აი, ვიპოვე მოთხრობა, რომელსაც ვეძებდი დღეს. წავიკითხე და ძალიან მომეწონა ის, რომ ეს ქალბატონი ბოლოს მაინც ღმერთთან მიდის, პოულობს სულიერ სიმშვიდეს. ძალიან ემოციური ნაწერია, ტკივილიანი!
28. ბაკურიძე...:-* სათაურის ახსნაც შეიძლება და ჩამოხსნაც...:)) მუხა უღრმესი მადლობა...იმისთვის რომ მკითხულობთ...:-* ბაკურიძე...:-* სათაურის ახსნაც შეიძლება და ჩამოხსნაც...:)) მუხა უღრმესი მადლობა...იმისთვის რომ მკითხულობთ...:-*
27. ძალიან მომეწონა. აქ არ არის ზედმეტი ერთი სიტყვაც კი, სულისშემძვრელია განცდა და ამავე დროს ძალინ სათუთი და ფრთხილი, " ამის იქეთაც იწყება სიცოცხლე" ორიგინალურია! დიდებულია! ძალიან მომეწონა. აქ არ არის ზედმეტი ერთი სიტყვაც კი, სულისშემძვრელია განცდა და ამავე დროს ძალინ სათუთი და ფრთხილი, " ამის იქეთაც იწყება სიცოცხლე" ორიგინალურია! დიდებულია!
26. სათაური შეგიძლიან ამიხსნათ ვინმემ რას ნისნავს? სათაური შეგიძლიან ამიხსნათ ვინმემ რას ნისნავს?
25. აქაც მადლობა ბატონო გივი...:-* აქაც მადლობა ბატონო გივი...:-*
24. ჭაო, წავიკითხე შენი მოთხრობა. ძალიან კარგია, გულისშემძვრელი და საინტერესოდაც მთავრდება. მხოლოდ ეგაა, რომ ჩემი აზრით, მხატვრული სივრცე არ ჩანს, ანუ თითქოს შიშველი ამბავია და თან ეს ამბავი სასიამოვნოც არაა. მიუხედავად ამისა, ის გულწრფელობა და ღმერთთან სიახლოვის განცდის გადმოცემა ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებებს გისურვებ. :)
ჭაო, წავიკითხე შენი მოთხრობა. ძალიან კარგია, გულისშემძვრელი და საინტერესოდაც მთავრდება. მხოლოდ ეგაა, რომ ჩემი აზრით, მხატვრული სივრცე არ ჩანს, ანუ თითქოს შიშველი ამბავია და თან ეს ამბავი სასიამოვნოც არაა. მიუხედავად ამისა, ის გულწრფელობა და ღმერთთან სიახლოვის განცდის გადმოცემა ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებებს გისურვებ. :)
23. jonatan livingstoni...:-* მადლობა jonatan livingstoni...:-* მადლობა
22. გამომრჩენია, კინაღამ:) ტკივილიან-სინანულიანი"ფარდა", მთავარის შეცნობის სიხარულით. გამომრჩენია, კინაღამ:) ტკივილიან-სინანულიანი"ფარდა", მთავარის შეცნობის სიხარულით.
21. mrs.smith. ...:-* კი ასეა...აუცილებლად გავითვალისწინებ... mrs.smith. ...:-* კი ასეა...აუცილებლად გავითვალისწინებ...
20. ზუსტი სიტყვა რომ ვიხმარო, ფაქიზად წერთ
ჰო, ბოლო ფრაზა მთლიანად კრავს ნააზრევს. და საერთოდ, თქვენი პროზა ბევრ-ბევრი საინტერესო აზრებითაა შემდგარი (ხოლმე)
მრავალწერტილებზე აზგოს ვეთანხმები. მათი სიმრავლე ისეთივე შეცდომაა, როგორიც ორთოგრაფიული, თუნდაც =)
ეს სრულიად განყენებულად =) ზუსტი სიტყვა რომ ვიხმარო, ფაქიზად წერთ
ჰო, ბოლო ფრაზა მთლიანად კრავს ნააზრევს. და საერთოდ, თქვენი პროზა ბევრ-ბევრი საინტერესო აზრებითაა შემდგარი (ხოლმე)
მრავალწერტილებზე აზგოს ვეთანხმები. მათი სიმრავლე ისეთივე შეცდომაა, როგორიც ორთოგრაფიული, თუნდაც =)
ეს სრულიად განყენებულად =)
19. აზგო, გენაცვალე, ფიქრი მრავალწერტილებით იწერება. "ახლა იმასაც მიხვდა რომ სიყვარულმა გადაარჩინა ...იკას სიყვარული რომ არა, კაცმა არ იცის რითი დამთავრდებოდა ეს ყველაფერი ... რა უჩვეულოდ გაუნათდა გონება..." _ ესეც თქვენ, ღმერთის არსებობის დასადასტურებლად. :) როცა რაღაც გადაგარჩენს, ფიზიკურად თუ მორალურად, ეს ღმერთია. :) ეს მაწარმოები ვიცი, რასაკვირველია და მინდა გითხრა, რომ აზრიანი დაწერილია, ყველაფერი ნაგრძნობია. ამ ყველაფერს ისე, უბრალოდ ვერ დაწერ: "თუმცა ზოგჯერ ხდება აცილებაც, თუ ღმერთი ჩათვლის ამას საჭიროდ... ეს ტკივილი და სინანული რომ არ გაევლო, ღმერთთან ვერ მივიდოდა...,ვერ შეიცნობდა... მთავარი კი, ეგ არის სწორედ...ყველაზე მთავარი.... - გყავდეს ცოცხალი ღმერთი!... და კიდევ, ისაც იცის რომ სიცოცხლე აქ არ მთავრდება....აქაური ცხოვრება ერთი ეპიზოდია მხოლოდ... გაივლის როგორღაც ამ ეპიზოდს, მიიტანს თავის ჯვარს ბოლომდე... იცის რომ, ეს არაა ბოლო ყველაფრის.... ამის იქეთაც იწყება....სიცოცხლე..."
მომწონს.
პატივისცემით: ტენდი 5
აზგო, გენაცვალე, ფიქრი მრავალწერტილებით იწერება. "ახლა იმასაც მიხვდა რომ სიყვარულმა გადაარჩინა ...იკას სიყვარული რომ არა, კაცმა არ იცის რითი დამთავრდებოდა ეს ყველაფერი ... რა უჩვეულოდ გაუნათდა გონება..." _ ესეც თქვენ, ღმერთის არსებობის დასადასტურებლად. :) როცა რაღაც გადაგარჩენს, ფიზიკურად თუ მორალურად, ეს ღმერთია. :) ეს მაწარმოები ვიცი, რასაკვირველია და მინდა გითხრა, რომ აზრიანი დაწერილია, ყველაფერი ნაგრძნობია. ამ ყველაფერს ისე, უბრალოდ ვერ დაწერ: "თუმცა ზოგჯერ ხდება აცილებაც, თუ ღმერთი ჩათვლის ამას საჭიროდ... ეს ტკივილი და სინანული რომ არ გაევლო, ღმერთთან ვერ მივიდოდა...,ვერ შეიცნობდა... მთავარი კი, ეგ არის სწორედ...ყველაზე მთავარი.... - გყავდეს ცოცხალი ღმერთი!... და კიდევ, ისაც იცის რომ სიცოცხლე აქ არ მთავრდება....აქაური ცხოვრება ერთი ეპიზოდია მხოლოდ... გაივლის როგორღაც ამ ეპიზოდს, მიიტანს თავის ჯვარს ბოლომდე... იცის რომ, ეს არაა ბოლო ყველაფრის.... ამის იქეთაც იწყება....სიცოცხლე..."
მომწონს.
პატივისცემით: ტენდი 5
18. მრავალწერტილები დაცვაა..:))).დაქირავებული მყავს და ფულს ვუხდი, რომ ყველა არ მიუშვან სიტყვებამდე...:) ვხუმრობ რათქმაუნდა...ჩვევაა უბრალოდ...:) გავითვალისწინებ აზგო...:-* თუ ვაჯობე ამ ჩემ ჩვევას...:) მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ...:-* მრავალწერტილები დაცვაა..:))).დაქირავებული მყავს და ფულს ვუხდი, რომ ყველა არ მიუშვან სიტყვებამდე...:) ვხუმრობ რათქმაუნდა...ჩვევაა უბრალოდ...:) გავითვალისწინებ აზგო...:-* თუ ვაჯობე ამ ჩემ ჩვევას...:) მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ...:-*
17. ტექსტს რომ ვუყურებ, სიტყვები თითქმის არ ჩანს - ცარიელი მრავალწერტილებია. არადა მწერალს სიტყვებით უნდა შეეძლოს აზრების და გრძნობების გადმოცემა და არა მორზეს ანბანით. ტექსტს რომ ვუყურებ, სიტყვები თითქმის არ ჩანს - ცარიელი მრავალწერტილებია. არადა მწერალს სიტყვებით უნდა შეეძლოს აზრების და გრძნობების გადმოცემა და არა მორზეს ანბანით.
16. ჭა მომწონს მე შენი ნამუშევრები, აზრიანია და ღრმა, წარმატებები. ჭა მომწონს მე შენი ნამუშევრები, აზრიანია და ღრმა, წარმატებები.
15. ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს... როცა გააცნობიერებ რომ მარტო კი არა ხარ, იმ შენს უბედურებაში, არამედ სამყაროს შემმომქმედი...თვითონ ღ მ ე რ თ ი... შენს გვერდითააა...
:-* ყოჩაღ! 555555555 ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს... როცა გააცნობიერებ რომ მარტო კი არა ხარ, იმ შენს უბედურებაში, არამედ სამყაროს შემმომქმედი...თვითონ ღ მ ე რ თ ი... შენს გვერდითააა...
:-* ყოჩაღ! 555555555
14. ასეა ჩემო, კეთილო და ძვირფასო ჯინა...:-* როგორ მინდოდა რომ შემოსულიყავი და აგერ მოსულხარ კიდეც...:-* ჟადენ...:-* კი ბევრი ვერ ხვდება, მაგრამ ვინც ხვდება ეგაც არაა მაინც მთავარი... თუ ვერ გაუფრთხილდი, შეიძლება ისევე დაგავიწყდეს... ანუ ისევ დაშორდე უფალს... მართალი ხარ.. ძალიან რთული და ძალიან საშიში თემაა...რასაც ფაქტიურად , ვერც ვართმევთ თავს...მაგრამ არის ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში პატარ-პატარა გამონათებები...:)როცა ვგრძნობთ" მას" ცოცხლად...- ასეთი პატარა მომენტია აქ დაწერილი...:-* ლელე_მ.მ...:-* არ ვიცი რამდენად დიდი გულის ადამიანებს...:)... უბრალოდ გულწრფელია გმირი...გრძნობდა და თქვა...:-* ასეა ჩემო, კეთილო და ძვირფასო ჯინა...:-* როგორ მინდოდა რომ შემოსულიყავი და აგერ მოსულხარ კიდეც...:-* ჟადენ...:-* კი ბევრი ვერ ხვდება, მაგრამ ვინც ხვდება ეგაც არაა მაინც მთავარი... თუ ვერ გაუფრთხილდი, შეიძლება ისევე დაგავიწყდეს... ანუ ისევ დაშორდე უფალს... მართალი ხარ.. ძალიან რთული და ძალიან საშიში თემაა...რასაც ფაქტიურად , ვერც ვართმევთ თავს...მაგრამ არის ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში პატარ-პატარა გამონათებები...:)როცა ვგრძნობთ" მას" ცოცხლად...- ასეთი პატარა მომენტია აქ დაწერილი...:-* ლელე_მ.მ...:-* არ ვიცი რამდენად დიდი გულის ადამიანებს...:)... უბრალოდ გულწრფელია გმირი...გრძნობდა და თქვა...:-*
13. ასე თავისუფლად ლაპარაკი ღმერთთან თავისი ურთიერთობის შესახებ, ალბათ მხოლოდ დიდი გულის ადამიანებს შეუძლიათ ასე თავისუფლად ლაპარაკი ღმერთთან თავისი ურთიერთობის შესახებ, ალბათ მხოლოდ დიდი გულის ადამიანებს შეუძლიათ
12. ეს გუშინ წავიკითხე, ნანა და ძალიან რთული თემაა, ძალიან, ცოტა საშიშიც და აქტუალური დღეს.
ღმერთი?... ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს... როცა გააცნობიერებ რომ მარტო კი არა ხარ, იმ შენს უბედურებაში, არამედ სამყაროს შემმომქმედი...თვითონ ღ მ ე რ თ ი... შენს გვერდითააა...
ამას სიტყვებით კი არა ცოცხლად როცა გააცნობიერებ.... მაშინ ვერანაირი უბედურება ვეღარ მოგერევა.... ამ ყველაფერს ახლა მიხვდა.
და რამდენი ვერ ხვდება და მერე რეები ხდება...
ეს გუშინ წავიკითხე, ნანა და ძალიან რთული თემაა, ძალიან, ცოტა საშიშიც და აქტუალური დღეს.
ღმერთი?... ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს... როცა გააცნობიერებ რომ მარტო კი არა ხარ, იმ შენს უბედურებაში, არამედ სამყაროს შემმომქმედი...თვითონ ღ მ ე რ თ ი... შენს გვერდითააა...
ამას სიტყვებით კი არა ცოცხლად როცა გააცნობიერებ.... მაშინ ვერანაირი უბედურება ვეღარ მოგერევა.... ამ ყველაფერს ახლა მიხვდა.
და რამდენი ვერ ხვდება და მერე რეები ხდება...
11. ცოცხალი უფალი ყოველთვის გვაძლევს იმედს!.. ხომ ასეა, ძვირფასო ავტორო?!..
(მესმის ეს ყველაფერი...ძალიან კარგად!..) ცოცხალი უფალი ყოველთვის გვაძლევს იმედს!.. ხომ ასეა, ძვირფასო ავტორო?!..
(მესმის ეს ყველაფერი...ძალიან კარგად!..)
10. დაისო...:-* შენი მოსვლა ყოველთვის მიხარია... დაისო...:-* შენი მოსვლა ყოველთვის მიხარია...
9. გარედან წავიკითხე და თავი ვეღარ შევიკავე, რომ კითხვა არ დამესვა: რეალური სიუჟეტია? ძალიან დამამძიმა, მაგრამ არ გამკვირვებია
რაც კი ხდება, ყველა მოვლენა. ერთი მეორიდან გამომდინარე ხდება...ანუ ერთი არის მეორის შედეგი... მიხვდა, რომ ამ სამყაროში ცალკე---არავინ და არაფერი არ არსებონს.... ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული... სამყარო ერთი მთლიანია...და კანონზომიერებას ემორჩილება შექმნის დღიდან. და რომ მანდ ღმერთი არაფერ შუაშია... ღმერთი?... ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს...
მიხვდა იმასაც, რომ აცილება ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ ეგ მისთვის უარესი იქნებოდა... თუმცა ზოგჯერ ხდება აცილებაც, თუ ღმერთი ჩათვლის ამას საჭიროდ...
და კიდევ, ისიც იცის, რომ სიცოცხლე აქ არ მთავრდება....აქაური ცხოვრება ერთი ეპიზოდია მხოლოდ... გაივლის როგორღაც ამ ეპიზოდს, მიიტანს თავის ჯვარს ბოლომდე... იცის რომ, ეს არაა ბოლო ყველაფრის.... ამის იქეთაც იწყება....სიცოცხლე...
შინაგანად გამართული თხრობით გამოირჩევა ნაშრომი...სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამ კონკურსის შესახებ, თორემ სხვაგვარად მოვიქცეოდი გარედან წავიკითხე და თავი ვეღარ შევიკავე, რომ კითხვა არ დამესვა: რეალური სიუჟეტია? ძალიან დამამძიმა, მაგრამ არ გამკვირვებია
რაც კი ხდება, ყველა მოვლენა. ერთი მეორიდან გამომდინარე ხდება...ანუ ერთი არის მეორის შედეგი... მიხვდა, რომ ამ სამყაროში ცალკე---არავინ და არაფერი არ არსებონს.... ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული... სამყარო ერთი მთლიანია...და კანონზომიერებას ემორჩილება შექმნის დღიდან. და რომ მანდ ღმერთი არაფერ შუაშია... ღმერთი?... ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს...
მიხვდა იმასაც, რომ აცილება ალბათ შეიძლებოდა, მაგრამ ეგ მისთვის უარესი იქნებოდა... თუმცა ზოგჯერ ხდება აცილებაც, თუ ღმერთი ჩათვლის ამას საჭიროდ...
და კიდევ, ისიც იცის, რომ სიცოცხლე აქ არ მთავრდება....აქაური ცხოვრება ერთი ეპიზოდია მხოლოდ... გაივლის როგორღაც ამ ეპიზოდს, მიიტანს თავის ჯვარს ბოლომდე... იცის რომ, ეს არაა ბოლო ყველაფრის.... ამის იქეთაც იწყება....სიცოცხლე...
შინაგანად გამართული თხრობით გამოირჩევა ნაშრომი...სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამ კონკურსის შესახებ, თორემ სხვაგვარად მოვიქცეოდი
8. სოლე. ..:-* - ჰო...ასეა ...რის ვაივაგლახით მივალთ...მერე კი ჩვენი დაუდევრობით, ისევ ვშორდებით... არ ვუფრთხილდებით ანუ იმ მდგომარეობას...ასეა ჩემთანაც...:( ლელ...:-* მადლობა... სოლე. ..:-* - ჰო...ასეა ...რის ვაივაგლახით მივალთ...მერე კი ჩვენი დაუდევრობით, ისევ ვშორდებით... არ ვუფრთხილდებით ანუ იმ მდგომარეობას...ასეა ჩემთანაც...:( ლელ...:-* მადლობა...
7. ახლოს, სულ ახლოს და... ასეთი, სველი, ზუნტლიანი, დასიებული როგორ ჩაიკრა გულში... როგორ მიეფერა...როგორ უყვარდა...ზუსტად ასეთი უყვარდა, ზუსტად! ზუსტად, ზუსტად, ზუსტად... და როგორ გვიიოლებს იმას, რისი შიშიც გვაქვს... ძალიან მომხვდა გულზე...* ახლოს, სულ ახლოს და... ასეთი, სველი, ზუნტლიანი, დასიებული როგორ ჩაიკრა გულში... როგორ მიეფერა...როგორ უყვარდა...ზუსტად ასეთი უყვარდა, ზუსტად! ზუსტად, ზუსტად, ზუსტად... და როგორ გვიიოლებს იმას, რისი შიშიც გვაქვს... ძალიან მომხვდა გულზე...*
6. "ეს ტკივილი და სინანული რომ არ გაევლო, ღმერთთან ვერ მივიდოდა"-ალბათ, მართლა ასეა, ჭაო!არ არის იოლი ღმერთისკენ სავალი გზა!
"ეს ტკივილი და სინანული რომ არ გაევლო, ღმერთთან ვერ მივიდოდა"-ალბათ, მართლა ასეა, ჭაო!არ არის იოლი ღმერთისკენ სავალი გზა!
4. ვაიმე-ნანა,დავიწყე კითხვა და ეკალმა დამაყარა,თითქოს საკუთარ ტკივილს ვკითხულობდი,დეიდაჩემის განცდები დავინახე...ზუსტად....
ეს კი მე მომხვდა გულზე და სულზე:
და მივხვდა რაღაცას...რაღაცა დიდს... მიხვდა, რომ.სამყარო რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება... რაც კი ხდება, ყველა მოვლენა. ერთი მეორიდან გამომდინარე ხდება...ანუ ერთი არის მეორის შედეგი... მიხვდა, რომ ამ სამყაროში ცალკე---არავინ და არაფერი არ არსებონს.... ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული... სამყარო ერთი მთლიანია...და კანონზომიერებას ემორჩილება შექმნის დღიდან. და რომ მანდ ღმერთი არაფერ შუაშია... ღმერთი?... ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს... როცა გააცნობიერებ რომ მარტო კი არა ხარ, იმ შენს უბედურებაში, არამედ სამყაროს შემმომქმედი...თვითონ ღ მ ე რ თ ი... შენს გვერდითააა... ამას სიტყვებით კი არა ცოცხლად როცა გააცნობიერებ.... მაშინ ვერანაირი უბედურება ვეღარ მოგერევა.... ამ ყველაფერს ახლა მიხვდა.... მაშინ კი ძალიან უჭირდა... თავისმოკვლაზეც ბევრჯერ უფიქრია...უჭირდა მთელი ეს წლებიც... ახლა იმასაც მიხვდა რომ სიყვარულმა გადაარჩინა ... ვაიმე-ნანა,დავიწყე კითხვა და ეკალმა დამაყარა,თითქოს საკუთარ ტკივილს ვკითხულობდი,დეიდაჩემის განცდები დავინახე...ზუსტად....
ეს კი მე მომხვდა გულზე და სულზე:
და მივხვდა რაღაცას...რაღაცა დიდს... მიხვდა, რომ.სამყარო რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება... რაც კი ხდება, ყველა მოვლენა. ერთი მეორიდან გამომდინარე ხდება...ანუ ერთი არის მეორის შედეგი... მიხვდა, რომ ამ სამყაროში ცალკე---არავინ და არაფერი არ არსებონს.... ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული... სამყარო ერთი მთლიანია...და კანონზომიერებას ემორჩილება შექმნის დღიდან. და რომ მანდ ღმერთი არაფერ შუაშია... ღმერთი?... ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს... როცა გააცნობიერებ რომ მარტო კი არა ხარ, იმ შენს უბედურებაში, არამედ სამყაროს შემმომქმედი...თვითონ ღ მ ე რ თ ი... შენს გვერდითააა... ამას სიტყვებით კი არა ცოცხლად როცა გააცნობიერებ.... მაშინ ვერანაირი უბედურება ვეღარ მოგერევა.... ამ ყველაფერს ახლა მიხვდა.... მაშინ კი ძალიან უჭირდა... თავისმოკვლაზეც ბევრჯერ უფიქრია...უჭირდა მთელი ეს წლებიც... ახლა იმასაც მიხვდა რომ სიყვარულმა გადაარჩინა ...
3. ლალი...:-* რა ვიცი....სიუჟეტის გარეშე ქადაგებასავით გამოვა თითქოს...:) ასე კი თავისთავად....ჩემშია... და მერე რასაც ვწერ, იმ ყველაფერშიც ცოტა-ცოტა ჩანს...:) მიყვარხარ ასეთი გულისხმიერი რომ ხარ...იცი!
ლალი...:-* რა ვიცი....სიუჟეტის გარეშე ქადაგებასავით გამოვა თითქოს...:) ასე კი თავისთავად....ჩემშია... და მერე რასაც ვწერ, იმ ყველაფერშიც ცოტა-ცოტა ჩანს...:) მიყვარხარ ასეთი გულისხმიერი რომ ხარ...იცი!
2. სულ მახსოვს სენი წერილები ამ თემაზე. იცი რა მინდა გთხოვო ყოველგვარი სიუჟეტის გარეშე ერტხელ დადო ეს აი როგორც ფიქრები ხმამაღლა,ღმერტზე და სიყვარულზე.ადამიანურ სიყვარულზე და უფლის ძიებაზე და პოვნაზე. ხო ნან დიდი ტკივილი წმინდავს სულს.და განსაცდელი კი გვაძლიერებს ხოლმე და თითოეული ადამიანი ვარტ თავისი ცოდვებით და მადლით... სულ მახსოვს სენი წერილები ამ თემაზე. იცი რა მინდა გთხოვო ყოველგვარი სიუჟეტის გარეშე ერტხელ დადო ეს აი როგორც ფიქრები ხმამაღლა,ღმერტზე და სიყვარულზე.ადამიანურ სიყვარულზე და უფლის ძიებაზე და პოვნაზე. ხო ნან დიდი ტკივილი წმინდავს სულს.და განსაცდელი კი გვაძლიერებს ხოლმე და თითოეული ადამიანი ვარტ თავისი ცოდვებით და მადლით...
1. და მივხვდა რაღაცას...რაღაცა დიდს... მიხვდა, რომ.სამყარო რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება... რაც კი ხდება, ყველა მოვლენა. ერთი მეორიდან გამომდინარე ხდება...ანუ ერთი არის მეორის შედეგი... მიხვდა, რომ ამ სამყაროში ცალკე---არავინ და არაფერი არ არსებონს.... ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული... სამყარო ერთი მთლიანია...და კანონზომიერებას ემორჩილება შექმნის დღიდან. და რომ მანდ ღმერთი არაფერ შუაშია... ღმერთი?... ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს... როცა გააცნობიერებ რომ მარტო კი არა ხარ, იმ შენს უბედურებაში, არამედ სამყაროს შემმომქმედი...თვითონ ღ მ ე რ თ ი... შენს გვერდითააა... ამას სიტყვებით კი არა ცოცხლად როცა გააცნობიერებ.... მაშინ ვერანაირი უბედურება ვეღარ მოგერევა.... და მივხვდა რაღაცას...რაღაცა დიდს... მიხვდა, რომ.სამყარო რაღაც კანონზომიერებას ემორჩილება... რაც კი ხდება, ყველა მოვლენა. ერთი მეორიდან გამომდინარე ხდება...ანუ ერთი არის მეორის შედეგი... მიხვდა, რომ ამ სამყაროში ცალკე---არავინ და არაფერი არ არსებონს.... ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული... სამყარო ერთი მთლიანია...და კანონზომიერებას ემორჩილება შექმნის დღიდან. და რომ მანდ ღმერთი არაფერ შუაშია... ღმერთი?... ღმერთი უბრალოდ ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, გვილხინს თუ გვიჭირს... როცა გააცნობიერებ რომ მარტო კი არა ხარ, იმ შენს უბედურებაში, არამედ სამყაროს შემმომქმედი...თვითონ ღ მ ე რ თ ი... შენს გვერდითააა... ამას სიტყვებით კი არა ცოცხლად როცა გააცნობიერებ.... მაშინ ვერანაირი უბედურება ვეღარ მოგერევა....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|