 | ავტორი: ჭა ჟანრი: პროზა 9 აპრილი, 2012 |
დილიდან ავწრიალდი... ადგილს ვერ ვპოულობდი...... ბოლოს ჩავიცვი და გარეთ გამოვედი, არადა არ ვაპირებდი დღეს გასვლას, სახლში ვფიქრობდი დარჩენას. ყვავილების გამყიდველთან დიდხანს შევყოვნდი, ამოვარჩიე: იები, მარგალიტკები,კიდევ აი ის, ლურჯი ყვავილები, ყურძნებს რომ გვანან, ერთად შევკარი და მეტროში ჩავედი. სუნთქვა მიჭირს.... ჰაერი არ მყოფნის ...ჰო, ჰაერი... მძიმე. გაშეშებული ჰაერი. გაჯერებული ყველა იმ საშინელებით, რაც იმ დღეს მოხდა... ყველაფერი, ყველაფერი ჰაერში იდგა... არ ჩანდა...იგრძნობოდა მხოლოდ.. 21 წელი გასულა ...
როცა გავიგე, რაც მოხდა..., დილით, რუსთაველზე გავიქეცი. პროსპექტი ცარიელი იყო, მთავრობის სასახლის წინ კი სველი,ახლად გარეცხილი ფილაქანი... მხოლოდ ფეხსაცმელები ეყარა აქ -იქ...არა, აქა-იქ კი არა, ბევრი, საკმაოდ ბევრი ფეხსაცმელი ეყარა... გარშემო მდგომმა ჰაერმა გამაოცა... თითქოს რაც მოხდა, -ყველაფერი, მიწიდან ახვეტილიყო და ჰაერში იდგა... სივრცე სავსე იყო საშინელებებით...და სივრცე ყველგან იყო.... ერთადგილას ვიდექი გაქვავებული და მხოლოდ ფეხსაცმელებს ვაშტერდებოდი. ვხედავდი კიდეც, ადამიანებმა იქიდან ფეხები მსუბუქად როგორ ამოყვეს, ზემოთ, ზემოთ აიწივნენ და ჰაერში გაუჩინარდნენ, ოღონდ შორს კი არ წავიდნენ, აქვე, ჩვენს ზემოთ გაჩერდნენ... ჩვენ კი დაგვიტოვეს, უფრო სწორად ცხვირწინ დაგვიყარეს , დედადიმაწაზე დგომის "ბოლო პოზა," მათი დედამიწაზე არსებობის ფაქტი ! ფეხსაცმელები...
გამახსენდა მაშინდელი ტკივილი. გაუსაძლისი...ესესაა რომ დაიხჩვები, თუ ჟანგბადს არ მოგაწვდიან! არცერთ ტკივილს არ გავდა! არც ომის ტკივილს, საშინელი აგვისტოს ომის ტკივილს.- უფრო სხვა იყო... ძალიან სხვა...ალბათ ასეთ ტკივილზე თუ ამბობდა თამაზ ჭილაძე: "როდესაც სული დაიწყებს კივილს, ენძელასავით ჩუმი და მორცხვიო." ღმერთო, რა საშინელი დღე იყო! 21 წელი გასულა.
დღესაც,...ის ჰაერი შევიყნოსე თითქოს. ისევ ისე მაფორიაქებს, სუნთქვას მიკეტავს... თავისუფლებაზე ამოვედი. 9 აპრილს დაღუპულთა სურათები, ყვავილებიდან მიმზერდნენ. მეც მივიტანე ჩემი ტკივილი, თაიგულად შეკრული და დავდე სხვა ტკივილების გვერდით. მეუხერხულა ასე დემონსტრაციულად, ყველას დასანახად რომ მტკიოდა. ათასჯერ მერჩივნა სახლში ვყოფილიყავი და ჩემთვის ჩუმად მეტირა. ხომ გითხარით ასეც მინდოდა და სულ არ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ... შავებში ჩაცმული, ხნიერი ქალი, იქვე, მემორიალთან, სანთლებს ანთებდა. უთუოდ ახლობელი იყო რომელიღაც დაღუპულის, შავები რომ ეცვა იმიტომ კი არა, უბრალოდ, ჩემსავით უხერხულად არა, ძალიან ბუნებრივად იდგა. იქ იყო მისი ადგილი! უთუოდ რომელიმეს დედა იყო! (ასეთ დროს უტყუარი ინტუიცია მაქვს, მენდეთ!) ხალხი აჩოჩქოლდა...გაიწ-გამოიწია... უზარმაზარი ვარდების გვირგვინი მოიტანეს და სურათების წინ დადგეს. მერე რამდენჯერმე შეუცვალეს ადგილი,უკეთ რომ გამოჩენილიყო, როგორც იქნა მოარგეს იქაურობას... საწყალი ჩემი ლურჯი ყურძნები სულ აღარ ჩანდნენ, ან რა გამოსაჩენი იყო, ჩემი პაწია ტკივილი, ამხელა ვარდებიან ტკივილთან?... ჭირისუფალმა შავებში, უკან გადაინაცვლა და ახლა იქ დააპირა სანთლების ანთება. ვინ აცალა, რომელიღაც ტელევიზიის მუშაკი (სავარაუდოდ რუსთავის), კამერამომარჯვებული, უკან-უკან მიუახლოვდა, (ვეღარ მოვასწარი,) ასანთებად ჩამწკრივებული სანთლები მიუნგრია და ქალიც კინაღამ გადააგდო. გაბრაზებას აზრიც არ ჰქონდა...გამეღიმა. ის ჰაერში გაჩერებულ ტკივილს დაინახავდა?... აქვე გვერდით ედგა და...- ის ვერ შეამჩნია. ოღონდ თავის საქმე გაეკეთებინა, რაც შეიძლება ლამაზად გამოეჩინა გვირგვინი ტელევიზიით, მთავრობის წარმომადგენელმა რომ მოართვა, 9 აპრილს დაღუპულებს... უნებლიეთ კახი კავსაძე გამახსენდა, სასაცილოდ რომ ყვება ხოლმე..-.გვეშველება რამეო? სანამ ასე სულგამოცლილები ვივლით, მეც მგონია რომ არაფერიც არ გვეშველება!
მთაწმინდაზე ავუხვიე. მამადავითზე ქვაფენილი გაელამაზებინათ, ტროტუარები შეეღებათ, უფრო ფართო მომეჩვენა პანთეონისკენ მიმავალი გზაც. მომეწონა, რაღაც მომეხსნა თითქოს... ჰაერს ოდნავ სილბილეც კი შევატყვე, სულ ტყუილად! როგორც კი პანთეონში შევედი, მაშინვე მივხვდი, ეს ქვაფენილიც და გულმოდგინეგ გალამაზებული შემოსასვლელიც როგორღაც ცალკე დარჩა.- თავისთვის.- არაფერი საერთო არ ჰქონდა პანთეონის მობინადრეებთან... არა, გიჟი არ ვარ!...ჰო პანთეონის ბინადარნი, და არა საფლავის ქვები, შეწუხებულები დამხვდნენ. წუხდნენ... ჩვენი დიდი მწერლები და პოეტები. ერთ ადგილას ვერ ისვენებდნენ... საფლავის ქვები, მართლა უსულოებივით ელაგნენ... არა და მახსოვს . ადრე ჩიტებიც გალობდნენ აქ და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სიცოცხლე დუღდა. ახლა კი...გეფიცებით...მართლა ძალიან წუხდნენ ჩვენი მწერლები... წუხდნენ... ჩვენზე წუხდნენ...სწორედ ჩვენზე. როდემდე უნდა გვევლო ასე ბრმა ჭუკებივით და დასანახი ვერა და ვერ დაგვენახა?...
ოთარ ჭილაძის საფლავთან, მარმარილოს ქვაზე, დავაწყე მიხაკები. ქვა ნახევრად ჩაზნექილიყო... (კიდევ ერთი დეტალი უსიყვარულობის, და სიბრმავის) მოუხდა შავზე წითელი, აშკარად მოუხდა, ე. ი. გაუხარდა... ე. ი. ყველაფერი არ ყოფილა ჯერ მკვდარი,ესმის ჩემი! იცის რატომაც მოვედი აქ, მასთან... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ 9 აპრილი მას ყველაზე მეტად ეტკინა. შიგ გულში დაჭრა ქვეყნის ტკივილმა, თუმცა ბევრი საყვედურობდა მაშინ: არ აფიქსირებს თავის პოზიციასო, ალბათ მიტინგებზე რომ არ დარბოდა, იმას თუ გულისხმობდნენ. წარამარა გავხედავ ქვაზე დადებულ წითელ მიხაკებს. -უხარია... მოსწონს...ჰაერიც გაიშალა ნელ-ნელა... სუნთქვაც გაიოლდა უკვე... ესმის ჩემი...ველაპარაკები გულით... გულებმა იციან ლაპარაკი, თან ისე ზომიერად, მხოლოდ საჭირო სიტყვებს ხმარობენ. ხან უსიტყვოდაც გამოსდით...არა, არ ვთავხედობ, ვიცი, სად მე და სად ოთარ ჭილაძე?... ჩვენ შორის რა კავშირი შეიძლება იყოს? სწორედაც რომ შეიძლება და სულიერი კავშირი ქვია ამას! მასე, მაშიმ მოციქულებიც მეთევზეები იყვნენ, წერაკითხვისუცოდინარნი და უფალთან ქონდათ კავშირი...ასე, რომ თავხედობას სულაც არა აქვს ადგილი, ზოგჯერ სიყვარული გაკადნიერებს ადამიანს! მეც ასე დამემართა! დაღმართზე დავეშვი. თითქოს მოვფრინავდი...
ეშველება, სწორედაც რომ ეშველება ბატონო კახი, ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ხომ ვაჟა გვყავს. რუსთაველი გვყავს. გალაკტიონი გვყავს. აგერ სულ ახლახანს...-ოთარ ჭილაძე . კიდევ ბევრი...ბევრი... მართლა მკვდარი კი არაა ეს ქვები, როგორც თავიდან მომეჩვენა! ჰოდა ეგრე ხელაღებით ვერ გამოაცლიან სულს ჩვენ ქვეყანას, ვერა! სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად! ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ! ხედავთ, რა ადვილი ყოფილა სიკვდილის გაბითურება?... რა კარგია, რომ დღეს აქ წამოვედი და სახლში არ დავრჩი, რა კარგია?...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. ეშველება, აუცილებლად ეშველება! +2! ეშველება, აუცილებლად ეშველება! +2!
43. " უზარმაზარი ვარდების გვირგვინი მოიტანეს და სურათების წინ დადგეს. მერე რამდენჯერმე შეუცვალეს ადგილი,უკეთ რომ გამოჩენილიყო, როგორც იქნა მოარგეს იქაურობას... საწყალი ჩემი ლურჯი ყურძნები სულ აღარ ჩანდნენ, ან რა გამოსაჩენი იყო, ჩემი პაწია ტკივილი, ამხელა ვარდებიან ტკივილთან?... ჭირისუფალმა შავებში, უკან გადაინაცვლა და ახლა იქ დააპირა სანთლების ანთება. ვინ აცალა, რომელიღაც ტელევიზიის მუშაკი (სავარაუდოდ რუსთავის), კამერამომარჯვებული, უკან-უკან მიუახლოვდა, (ვეღარ მოვასწარი,) ასანთებად ჩამწკრივებული სანთლები მიუნგრია და ქალიც კინაღამ გადააგდო. გაბრაზებას აზრიც არ ჰქონდა...გამეღიმა. ის ჰაერში გაჩერებულ ტკივილს დაინახავდა?... აქვე გვერდით ედგა და...- ის ვერ შეამჩნია. ოღონდ თავის საქმე გაეკეთებინა, რაც შეიძლება ლამაზად გამოეჩინა გვირგვინი ტელევიზიით, მთავრობის წარმომადგენელმა რომ მოართვა, 9 აპრილს დაღუპულებს... უნებლიეთ კახი კავსაძე გამახსენდა, სასაცილოდ რომ ყვება ხოლმე..-.გვეშველება რამეო? სანამ ასე სულგამოცლილები ვივლით, მეც მგონია რომ არაფერიც არ გვეშველება! "
კაენის და აბელის ძღვენი მახსენდება, უფლისთვის მირთმეული... ვისაც 9 აპრილი სტკივა, მას საქართველო სტკივა და სანამ ეს ტკივილი იცხოვრებს ქართველის გულში, იქამდე იცხოვრებს საქართველოც. გმადლობთ! " უზარმაზარი ვარდების გვირგვინი მოიტანეს და სურათების წინ დადგეს. მერე რამდენჯერმე შეუცვალეს ადგილი,უკეთ რომ გამოჩენილიყო, როგორც იქნა მოარგეს იქაურობას... საწყალი ჩემი ლურჯი ყურძნები სულ აღარ ჩანდნენ, ან რა გამოსაჩენი იყო, ჩემი პაწია ტკივილი, ამხელა ვარდებიან ტკივილთან?... ჭირისუფალმა შავებში, უკან გადაინაცვლა და ახლა იქ დააპირა სანთლების ანთება. ვინ აცალა, რომელიღაც ტელევიზიის მუშაკი (სავარაუდოდ რუსთავის), კამერამომარჯვებული, უკან-უკან მიუახლოვდა, (ვეღარ მოვასწარი,) ასანთებად ჩამწკრივებული სანთლები მიუნგრია და ქალიც კინაღამ გადააგდო. გაბრაზებას აზრიც არ ჰქონდა...გამეღიმა. ის ჰაერში გაჩერებულ ტკივილს დაინახავდა?... აქვე გვერდით ედგა და...- ის ვერ შეამჩნია. ოღონდ თავის საქმე გაეკეთებინა, რაც შეიძლება ლამაზად გამოეჩინა გვირგვინი ტელევიზიით, მთავრობის წარმომადგენელმა რომ მოართვა, 9 აპრილს დაღუპულებს... უნებლიეთ კახი კავსაძე გამახსენდა, სასაცილოდ რომ ყვება ხოლმე..-.გვეშველება რამეო? სანამ ასე სულგამოცლილები ვივლით, მეც მგონია რომ არაფერიც არ გვეშველება! "
კაენის და აბელის ძღვენი მახსენდება, უფლისთვის მირთმეული... ვისაც 9 აპრილი სტკივა, მას საქართველო სტკივა და სანამ ეს ტკივილი იცხოვრებს ქართველის გულში, იქამდე იცხოვრებს საქართველოც. გმადლობთ!
42. ჭა თქვენი ფანი ვარ... :):):) 555555555555555 ჭა თქვენი ფანი ვარ... :):):) 555555555555555
41. ჭა თქვენი ფანი ვარ... :):):) 555555555555555 ჭა თქვენი ფანი ვარ... :):):) 555555555555555
40. 9 აპრილი არ მახსოვს, მაგრამ დაბადებიდანვე ვიცოდი მათი სახელები, ისტორიები და ახლაც... ცრემლი მომაწვა 9 აპრილი არ მახსოვს, მაგრამ დაბადებიდანვე ვიცოდი მათი სახელები, ისტორიები და ახლაც... ცრემლი მომაწვა
39. მადლობა თოლიგე...:-* გაიხარე...:-* მადლობა თოლიგე...:-* გაიხარე...:-*
38. უზარმაზარი ვარდების გვირგვინი მოიტანეს და სურათების წინ დადგეს. მერე რამდენჯერმე შეუცვალეს ადგილი,უკეთ რომ გამოჩენილიყო, როგორც იქნა მოარგეს იქაურობას... საწყალი ჩემი ლურჯი ყურძნები სულ აღარ ჩანდნენ, ან რა გამოსაჩენი იყო, ჩემი პაწია ტკივილი, ამხელა ვარდებიან ტკივილთან?...
როგორი სამწუხარო სიმართლეა ამ სიტყვებში!
მართლა მკვდარი კი არაა ეს ქვები, როგორც თავიდან მომეჩვენა! ჰოდა ეგრე ხელაღებით ვერ გამოაცლიან სულს ჩვენ ქვეყანას, ვერა! სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად! ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ! 9 აპრილი ჩემი დაბადების დღეა. მახსოვს, როგორ ჩამშხამდა 89-ში და მერეც ყოველთვის სევდა და ტკივილი ახლავს... ძალიან მომეწონა ეს ნაწერი, ძალიან.
უზარმაზარი ვარდების გვირგვინი მოიტანეს და სურათების წინ დადგეს. მერე რამდენჯერმე შეუცვალეს ადგილი,უკეთ რომ გამოჩენილიყო, როგორც იქნა მოარგეს იქაურობას... საწყალი ჩემი ლურჯი ყურძნები სულ აღარ ჩანდნენ, ან რა გამოსაჩენი იყო, ჩემი პაწია ტკივილი, ამხელა ვარდებიან ტკივილთან?...
როგორი სამწუხარო სიმართლეა ამ სიტყვებში!
მართლა მკვდარი კი არაა ეს ქვები, როგორც თავიდან მომეჩვენა! ჰოდა ეგრე ხელაღებით ვერ გამოაცლიან სულს ჩვენ ქვეყანას, ვერა! სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად! ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ! 9 აპრილი ჩემი დაბადების დღეა. მახსოვს, როგორ ჩამშხამდა 89-ში და მერეც ყოველთვის სევდა და ტკივილი ახლავს... ძალიან მომეწონა ეს ნაწერი, ძალიან.
37. მადლობაო ჭამ , მუხრან ბატონო...:-* მადლობაო ჭამ , მუხრან ბატონო...:-*
36. 5
გამარჯობა ჭაო, სახელი ვიცი უკვე, მაგრამ ასე მოგმართავ, რადგან ვფიქრობ, ასე მომართვა უფრო გსიამოვნებს აქ, შესაძლებელია ვცდებოდე და მაპატიე...
9 აპრილის ჭრილობა... დიდი ტკივილი ბუნებრივია ცუდია, მაგრამ გვაერთიანებსო თითქოს. მიუხედავად ჩვენი სიმართლისა, შეიძლებოდა მაშინ ტკივილის შემცირებაც, უფრო სწორად – შეგვეძლო. ახლა მთავარია გამოცდილება არ დავივიწყოთ ჩვენი სიხარულისათვის და ერთად დავდგეთ, ეს ჩვენი მშობლიური მისიაცაა.
ეს ისეთი თემაა, გადმოცემის ფორმას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, წარსულის გახსენება და აწმყოს მოფერებაც საკმარისზე მეტია.
მოგიკითხე პატივისცემით და ყველა გამარჯვება გისურვე მარად.
5
გამარჯობა ჭაო, სახელი ვიცი უკვე, მაგრამ ასე მოგმართავ, რადგან ვფიქრობ, ასე მომართვა უფრო გსიამოვნებს აქ, შესაძლებელია ვცდებოდე და მაპატიე...
9 აპრილის ჭრილობა... დიდი ტკივილი ბუნებრივია ცუდია, მაგრამ გვაერთიანებსო თითქოს. მიუხედავად ჩვენი სიმართლისა, შეიძლებოდა მაშინ ტკივილის შემცირებაც, უფრო სწორად – შეგვეძლო. ახლა მთავარია გამოცდილება არ დავივიწყოთ ჩვენი სიხარულისათვის და ერთად დავდგეთ, ეს ჩვენი მშობლიური მისიაცაა.
ეს ისეთი თემაა, გადმოცემის ფორმას არც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, წარსულის გახსენება და აწმყოს მოფერებაც საკმარისზე მეტია.
მოგიკითხე პატივისცემით და ყველა გამარჯვება გისურვე მარად.
35. მადლობა...პეგას. ტენდი...კეტ1996...:-* რა ვიცი, საყვედურები მითხრეს...გააუბრალოვე 9 აპრილიო...:( მადლობა...პეგას. ტენდი...კეტ1996...:-* რა ვიცი, საყვედურები მითხრეს...გააუბრალოვე 9 აპრილიო...:(
34. სულში ჩამწვდომია! კარგი ნაწერია სულში ჩამწვდომია! კარგი ნაწერია
33. "ვხედავდი კიდეც, ადამიანებმა იქიდან ფეხები მსუბუქად როგორ ამოყვეს, ზემოთ, ზემოთ აიწივნენ და ჰაერში გაუჩინარდნენ, ოღონდ შორს კი არ წავიდნენ, აქვე, ჩვენს ზემოთ გაჩერდნენ..." ვაა, ნან, ძაალიან კარგია. თვალწინ მიდგას ის ავასახსენებელი დღეები. მოსკოვში ერთი პოლკოვნიკი, რომელიც 9 აპრილს თბილისში იყო, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. რამდენჯერაც დაგვინახავდა ჩვენ, ქართველებს, იმდენჯერ თითქოს ბოდიშს იხდიდდა: "А что мы могли делать?! нам приказали".
"სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად! ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ! ხედავთ, რა ადვილი ყოფილა სიკვდილის გაბითურება?..."
ძალიან მომეწონა, ემოციაში ვარ. პატივისცემით: ტენდი "ვხედავდი კიდეც, ადამიანებმა იქიდან ფეხები მსუბუქად როგორ ამოყვეს, ზემოთ, ზემოთ აიწივნენ და ჰაერში გაუჩინარდნენ, ოღონდ შორს კი არ წავიდნენ, აქვე, ჩვენს ზემოთ გაჩერდნენ..." ვაა, ნან, ძაალიან კარგია. თვალწინ მიდგას ის ავასახსენებელი დღეები. მოსკოვში ერთი პოლკოვნიკი, რომელიც 9 აპრილს თბილისში იყო, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. რამდენჯერაც დაგვინახავდა ჩვენ, ქართველებს, იმდენჯერ თითქოს ბოდიშს იხდიდდა: "А что мы могли делать?! нам приказали".
"სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად! ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ! ხედავთ, რა ადვილი ყოფილა სიკვდილის გაბითურება?..."
ძალიან მომეწონა, ემოციაში ვარ. პატივისცემით: ტენდი
32. მტკივნეული თემაა... ნაწერი-ალალი და გულღია,იმედს რომ გამოაღვიძებს,ისეთი +2 მტკივნეული თემაა... ნაწერი-ალალი და გულღია,იმედს რომ გამოაღვიძებს,ისეთი +2
31. კი, აზგო მართალი ხარ,... ბევრად უკეთ შეიძლება წერა და წერენ კიდეც... მე რაც მოვახერეხე ეგ არის...:) კი, აზგო მართალი ხარ,... ბევრად უკეთ შეიძლება წერა და წერენ კიდეც... მე რაც მოვახერეხე ეგ არის...:)
30. სიაფანდია! იმიტომ კი არა რომ შენ, ჭა, გულწრფელი არ ხარ, არამედ იმიტომ რომ შენ მოეჭიდე იმისთანა რამეს, რის დასაძლევადაც სამწერლო კვალიფიკაცია (პროფესიონალიზმი) არ გეყო! ამხელა ტრაგედიას ზღვა ემოცია ახლავს, და მის გამოსახატავადაც ყველა სიტყვა უნდა ითქვას! ხოლო ნახევარი შენი ტექსტი მორზეს ანბანია(მრავალწერტილები)! რა, ვერ მოიფიქრე სიტყვები? ჰოდა მაგას გეუბნები მეც! სიაფანდია! იმიტომ კი არა რომ შენ, ჭა, გულწრფელი არ ხარ, არამედ იმიტომ რომ შენ მოეჭიდე იმისთანა რამეს, რის დასაძლევადაც სამწერლო კვალიფიკაცია (პროფესიონალიზმი) არ გეყო! ამხელა ტრაგედიას ზღვა ემოცია ახლავს, და მის გამოსახატავადაც ყველა სიტყვა უნდა ითქვას! ხოლო ნახევარი შენი ტექსტი მორზეს ანბანია(მრავალწერტილები)! რა, ვერ მოიფიქრე სიტყვები? ჰოდა მაგას გეუბნები მეც!
29. ეეეეეეეეეეეეჰ............... ეეეეეეეეეეეეჰ...............
28. ტკივილიანი ნაწერია...
მოჩვენებავ მერე რა რომ არ შეიცვალა იმ დღიდან არაფერი...ის დღე ხომ მაინც დარჩა?იმ დღეს დაღუპული ხალხი ხომ მაინც დარჩა ჩვენს გვერდით...იმათთან შენს მიერ დადებული ძროხის ზმუილი უადგილო მეჩვენა ძმაო... ტკივილიანი ნაწერია...
მოჩვენებავ მერე რა რომ არ შეიცვალა იმ დღიდან არაფერი...ის დღე ხომ მაინც დარჩა?იმ დღეს დაღუპული ხალხი ხომ მაინც დარჩა ჩვენს გვერდით...იმათთან შენს მიერ დადებული ძროხის ზმუილი უადგილო მეჩვენა ძმაო...
27. რკინის ლოგიკა აქვს ამ მოჩვენებას...:-* არ შეცვლილა კი ბატონო...მაგრამ ტყუილად ერთი წვეთი სისხლიც არ იღვრება...მე ეგ მწამს...:-* რკინის ლოგიკა აქვს ამ მოჩვენებას...:-* არ შეცვლილა კი ბატონო...მაგრამ ტყუილად ერთი წვეთი სისხლიც არ იღვრება...მე ეგ მწამს...:-*
26. ეგენი უფრო ღადაობა სასტავია :დ ამ თემაზე, იმ თემაზე, ხუმრობა ყველგან კარგი და დროულია. რამე რომ იცვლებოდეს იმ დღიდან ან 9 მაისს, ან 9 ივნისს და ა.შ და ა.შ კიდევ არ ვიხუმრებდი და იმ დღეს ტკივილით გავიხსენებდი, იმ დღეს მოყოლებული, ყველა დღე იგივე ტკივილით არის სავსე, ასე რომ რა გამოდის? აღარ ვიხუმროთ? ხოდა ასე. ეგენი უფრო ღადაობა სასტავია :დ ამ თემაზე, იმ თემაზე, ხუმრობა ყველგან კარგი და დროულია. რამე რომ იცვლებოდეს იმ დღიდან ან 9 მაისს, ან 9 ივნისს და ა.შ და ა.შ კიდევ არ ვიხუმრებდი და იმ დღეს ტკივილით გავიხსენებდი, იმ დღეს მოყოლებული, ყველა დღე იგივე ტკივილით არის სავსე, ასე რომ რა გამოდის? აღარ ვიხუმროთ? ხოდა ასე.
25. კრავაი ზვერელი...:-* შევჩერდი იმათ საფლავებთანაც, ან როგორ იქნებოდა უმაგისობა, მაგრამ აღარ დამიწერია მათზე...:) რადგანაც ოთარ ჭილაძე იყო სუუულ ახლახანს გარდაცვლილი მაგ დროისთვის და მთაწმინდაზეც სწორედ მაგის გამო ავედი...მასთან ავედი...:-* მადლობა ყველას...:-* ამდენი თბილი სიტყვებისთვის...მეც მიხარია, როცა ასე სტკივათ ადამიანებს...როცა ასე უყვართ...:-* მოჩვენებავ ბელგრადიდან...:-* ამ თემასთან ხუმრობა იცი რას გავდა ახლა?...9 აპრილის მემორიალთან გუშინ მიტინგს რომ მართავდნენ პოლიტიკოსები...ზუსტად იმას...:) კრავაი ზვერელი...:-* შევჩერდი იმათ საფლავებთანაც, ან როგორ იქნებოდა უმაგისობა, მაგრამ აღარ დამიწერია მათზე...:) რადგანაც ოთარ ჭილაძე იყო სუუულ ახლახანს გარდაცვლილი მაგ დროისთვის და მთაწმინდაზეც სწორედ მაგის გამო ავედი...მასთან ავედი...:-* მადლობა ყველას...:-* ამდენი თბილი სიტყვებისთვის...მეც მიხარია, როცა ასე სტკივათ ადამიანებს...როცა ასე უყვართ...:-* მოჩვენებავ ბელგრადიდან...:-* ამ თემასთან ხუმრობა იცი რას გავდა ახლა?...9 აპრილის მემორიალთან გუშინ მიტინგს რომ მართავდნენ პოლიტიკოსები...ზუსტად იმას...:)
23. ვიტირე... ვერ გეტვყი რომ მწუხარებით.. უფრო გამიხარდა.... იცი რა გამიხარდაა? სანამ ერთი ადამიანი მაინც იცოცხლებს ესეთი აზრებით საქართველოც იცოცხლებს, ეს გამიხარდა... ე. ი. ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ...
''ეშველება, სწორედაც რომ ეშველება ბატონო კახი, ჩვენს ქვეყანას.''' ვიტირე... ვერ გეტვყი რომ მწუხარებით.. უფრო გამიხარდა.... იცი რა გამიხარდაა? სანამ ერთი ადამიანი მაინც იცოცხლებს ესეთი აზრებით საქართველოც იცოცხლებს, ეს გამიხარდა... ე. ი. ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ...
``ეშველება, სწორედაც რომ ეშველება ბატონო კახი, ჩვენს ქვეყანას.```
22. ოთარ ჭილაძის საფლავთან, მარმარილოს ქვაზე, დავაწყე მიხაკები. ქვა ნახევრად ჩაზნექილიყო... (კიდევ ერთი დეტალი უსიყვარულობის, და სიბრმავის) მოუხდა შავზე წითელი, აშკარად მოუხდა, ე. ი. გაუხარდა... ე. ი. ყველაფერი არ ყოფილა ჯერ მკვდარი,ესმის ჩემი! იცის რატომაც მოვედი აქ, მასთან... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ 9 აპრილი მას ყველაზე მეტად ეტკინა. შიგ გულში დაჭრა ქვეყნის ტკივილმა, თუმცა ბევრი საყვედურობდა მაშინ: არ აფიქსირებს თავის პოზიციასო, ალბათ მიტინგებზე რომ არ დარბოდა, იმას თუ გულისხმობდნენ. წარამარა გავხედავ ქვაზე დადებულ წითელ მიხაკებს. -უხარია... მოსწონს...ჰაერიც გაიშალა ნელ-ნელა... სუნთქვაც გაიოლდა უკვე... ესმის ჩემი...ველაპარაკები გულით... გულებმა იციან ლაპარაკი, თან ისე ზომიერად, მხოლოდ საჭირო სიტყვებს ხმარობენ. ხან უსიტყვოდაც გამოსდით. ოთარ ჭილაძის საფლავთან, მარმარილოს ქვაზე, დავაწყე მიხაკები. ქვა ნახევრად ჩაზნექილიყო... (კიდევ ერთი დეტალი უსიყვარულობის, და სიბრმავის) მოუხდა შავზე წითელი, აშკარად მოუხდა, ე. ი. გაუხარდა... ე. ი. ყველაფერი არ ყოფილა ჯერ მკვდარი,ესმის ჩემი! იცის რატომაც მოვედი აქ, მასთან... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ 9 აპრილი მას ყველაზე მეტად ეტკინა. შიგ გულში დაჭრა ქვეყნის ტკივილმა, თუმცა ბევრი საყვედურობდა მაშინ: არ აფიქსირებს თავის პოზიციასო, ალბათ მიტინგებზე რომ არ დარბოდა, იმას თუ გულისხმობდნენ. წარამარა გავხედავ ქვაზე დადებულ წითელ მიხაკებს. -უხარია... მოსწონს...ჰაერიც გაიშალა ნელ-ნელა... სუნთქვაც გაიოლდა უკვე... ესმის ჩემი...ველაპარაკები გულით... გულებმა იციან ლაპარაკი, თან ისე ზომიერად, მხოლოდ საჭირო სიტყვებს ხმარობენ. ხან უსიტყვოდაც გამოსდით.
21. http://www.youtube.com/watch?v=GfoXEogx_Hw&feature=fvwp&NR=1 ეს მინდოდა შემეშალა უხ :| http://www.youtube.com/watch?v=GfoXEogx_Hw&feature=fvwp&NR=1 ეს მინდოდა შემეშალა უხ :|
20. სიას აკლია ოთარ რურუა (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს), ვაპროტესტებ :)) http://www.youtube.com/watch?v=PsEZNfsYZ-s&feature=fvst სიას აკლია ოთარ რურუა (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს), ვაპროტესტებ :)) http://www.youtube.com/watch?v=PsEZNfsYZ-s&feature=fvst
19. მიყვარხარ ჭავ..... მიყვარხარ ჭავ.....
18. ეშველება, სწორედაც რომ ეშველება ბატონო კახი, ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ხომ ვაჟა გვყავს. რუსთაველი გვყავს. გალაკტიონი გვყავს. აგერ სულ ახლახანს...-ოთარ ჭილაძე . კიდევ ბევრი...ბევრი... მართლა მკვდარი კი არაა ეს ქვები, როგორც თავიდან მომეჩვენა! ჰოდა ეგრე ხელაღებით ვერ გამოაცლიან სულს ჩვენ ქვეყანას, ვერა! სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად!
გათენხმები ნამდვილად ესველება იმდენი გმირი გვყავს.......
უფალი ფარავდეს საქართველოს......... ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ! ხედავთ, რა ადვილი ყოფილა სიკვდილის გაბითურება?... რა კარგია, რომ დღეს აქ წამოვედი და სახლში არ დავრჩი, რა კარგია?...
ეშველება, სწორედაც რომ ეშველება ბატონო კახი, ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ხომ ვაჟა გვყავს. რუსთაველი გვყავს. გალაკტიონი გვყავს. აგერ სულ ახლახანს...-ოთარ ჭილაძე . კიდევ ბევრი...ბევრი... მართლა მკვდარი კი არაა ეს ქვები, როგორც თავიდან მომეჩვენა! ჰოდა ეგრე ხელაღებით ვერ გამოაცლიან სულს ჩვენ ქვეყანას, ვერა! სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად!
გათენხმები ნამდვილად ესველება იმდენი გმირი გვყავს.......
უფალი ფარავდეს საქართველოს......... ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ! ხედავთ, რა ადვილი ყოფილა სიკვდილის გაბითურება?... რა კარგია, რომ დღეს აქ წამოვედი და სახლში არ დავრჩი, რა კარგია?...
17. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ტკივილითაა დაწერილი, ძალიან ოპტიმისტურია. იმედით და უძლეველობის შეგრძნებით გავსებს.
არა, გიჟი არ ვარ!...ჰო პანთეონის ბინადარნი, და არა საფლავის ქვები, შეწუხებულები დამხვდნენ. წუხდნენ... ჩვენი დიდი მწერლები და პოეტები. ერთ ადგილას ვერ ისვენებდნენ... საფლავის ქვები, მართლა უსულოებივით ელაგნენ... არა და მახსოვს . ადრე ჩიტებიც გალობდნენ აქ და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სიცოცხლე დუღდა. ახლა კი...გეფიცებით...მართლა ძალიან წუხდნენ ჩვენი მწერლები... წუხდნენ... ჩვენზე წუხდნენ...სწორედ ჩვენზე. როდემდე უნდა გვევლო ასე ბრმა ჭუკებივით და დასანახი ვერა და ვერ დაგვენახა?...
ოთარ ჭილაძის საფლავთან, მარმარილოს ქვაზე, დავაწყე მიხაკები. ქვა ნახევრად ჩაზნექილიყო... (კიდევ ერთი დეტალი უსიყვარულობის, და სიბრმავის) მოუხდა შავზე წითელი, აშკარად მოუხდა, ე. ი. გაუხარდა... ე. ი. ყველაფერი არ ყოფილა ჯერ მკვდარი,ესმის ჩემი! იცის რატომაც მოვედი აქ, მასთან... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ 9 აპრილი მას ყველაზე მეტად ეტკინა. ... გულებმა იციან ლაპარაკი, თან ისე ზომიერად, მხოლოდ საჭირო სიტყვებს ხმარობენ. ხან უსიტყვოდაც გამოსდით... ... მოციქულებიც მეთევზეები იყვნენ, წერაკითხვისუცოდინარნი და უფალთან ქონდათ კავშირი...ასე, რომ თავხედობას სულაც არა აქვს ადგილი, ზოგჯერ სიყვარული გაკადნიერებს ადამიანს! მეც ასე დამემართა! დაღმართზე დავეშვი. თითქოს მოვფრინავდი...
უფალმა დაგლოცოთ! მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ტკივილითაა დაწერილი, ძალიან ოპტიმისტურია. იმედით და უძლეველობის შეგრძნებით გავსებს.
არა, გიჟი არ ვარ!...ჰო პანთეონის ბინადარნი, და არა საფლავის ქვები, შეწუხებულები დამხვდნენ. წუხდნენ... ჩვენი დიდი მწერლები და პოეტები. ერთ ადგილას ვერ ისვენებდნენ... საფლავის ქვები, მართლა უსულოებივით ელაგნენ... არა და მახსოვს . ადრე ჩიტებიც გალობდნენ აქ და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სიცოცხლე დუღდა. ახლა კი...გეფიცებით...მართლა ძალიან წუხდნენ ჩვენი მწერლები... წუხდნენ... ჩვენზე წუხდნენ...სწორედ ჩვენზე. როდემდე უნდა გვევლო ასე ბრმა ჭუკებივით და დასანახი ვერა და ვერ დაგვენახა?...
ოთარ ჭილაძის საფლავთან, მარმარილოს ქვაზე, დავაწყე მიხაკები. ქვა ნახევრად ჩაზნექილიყო... (კიდევ ერთი დეტალი უსიყვარულობის, და სიბრმავის) მოუხდა შავზე წითელი, აშკარად მოუხდა, ე. ი. გაუხარდა... ე. ი. ყველაფერი არ ყოფილა ჯერ მკვდარი,ესმის ჩემი! იცის რატომაც მოვედი აქ, მასთან... ყოველთვის ვფიქრობდი, რომ 9 აპრილი მას ყველაზე მეტად ეტკინა. ... გულებმა იციან ლაპარაკი, თან ისე ზომიერად, მხოლოდ საჭირო სიტყვებს ხმარობენ. ხან უსიტყვოდაც გამოსდით... ... მოციქულებიც მეთევზეები იყვნენ, წერაკითხვისუცოდინარნი და უფალთან ქონდათ კავშირი...ასე, რომ თავხედობას სულაც არა აქვს ადგილი, ზოგჯერ სიყვარული გაკადნიერებს ადამიანს! მეც ასე დამემართა! დაღმართზე დავეშვი. თითქოს მოვფრინავდი...
უფალმა დაგლოცოთ!
16. ძა;იან ტკივილიანი ნაწერია, ახლობელი. გზაც მთაწმინდისკენ- ლოგიკურია და ბუნებრივი.
არ დავმალავ და ვისაკლისე , რომ იმ საფლავებთან ვერ შეჩერდით, ვინც მთელი ცხოვრება მოწამოებრივად გაიარა 9 აპრილამდე და შემდეგაც.
როცა ეს მოხდება ყველასგან, ვფიქრობ, მერე გვეშველება,
ეს ჩემი მოკრძალებული აზრია,მაგრამ არასუბიექტური. ძა;იან ტკივილიანი ნაწერია, ახლობელი. გზაც მთაწმინდისკენ- ლოგიკურია და ბუნებრივი.
არ დავმალავ და ვისაკლისე , რომ იმ საფლავებთან ვერ შეჩერდით, ვინც მთელი ცხოვრება მოწამოებრივად გაიარა 9 აპრილამდე და შემდეგაც.
როცა ეს მოხდება ყველასგან, ვფიქრობ, მერე გვეშველება,
ეს ჩემი მოკრძალებული აზრია,მაგრამ არასუბიექტური.
15. მართლაც ...ძნელია. მართლაც ...ძნელია.
14. ჰო, თავიდან რომ წერია, ასე იყო ზუსტად. მძიმე დღე იყო ჩემთვის 1989 წლის 9 აპრილი, ძალიან მძიმე დღე. მე არასოდეს არ გავდივარ მაგ დღეს გარეთ. სახლში მირჩევნია ყოფნა. ჩემს ტკივილებს ვუსმენ. არ შეხორცდა ის ჭრილობა. არც ისენი შეხორცდა მერმისმა რომ მოიტანა 9 აპრილის შემდეგ. დღემდე სხვანაირები ვართ მაშინდელი მეათეკლასელები. ჰო, თავიდან რომ წერია, ასე იყო ზუსტად. მძიმე დღე იყო ჩემთვის 1989 წლის 9 აპრილი, ძალიან მძიმე დღე. მე არასოდეს არ გავდივარ მაგ დღეს გარეთ. სახლში მირჩევნია ყოფნა. ჩემს ტკივილებს ვუსმენ. არ შეხორცდა ის ჭრილობა. არც ისენი შეხორცდა მერმისმა რომ მოიტანა 9 აპრილის შემდეგ. დღემდე სხვანაირები ვართ მაშინდელი მეათეკლასელები.
13. არ დამვიწყებია...მაინც მემძიმა... არ დამვიწყებია...მაინც მემძიმა...
12. სივრცე სავსე იყო საშინელებებით...და სივრცე ყველგან იყო.... გამაცია...
სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად! ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ!
სუნთქვაც გაიოლდა უკვე...
5 სივრცე სავსე იყო საშინელებებით...და სივრცე ყველგან იყო.... გამაცია...
სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად! ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ!
სუნთქვაც გაიოლდა უკვე...
5
11. უი, შემშლია...:( ვთხოვ ადმინს შეცვალოს ჟანრი... მრცხვენია უკვე...სულ ასე მეშლება...:( უი, შემშლია...:( ვთხოვ ადმინს შეცვალოს ჟანრი... მრცხვენია უკვე...სულ ასე მეშლება...:(
10. პოეზია????? პოეზია?????
9. ჰო...დღეს გავედი. ყვავილებიც მივიტანე...ზუსტად ის ყვავილები. გული დამწყდა...ის მუხტი აღარ იყო. აღარც ჩემთან და აღარც იქ... იყო მხოლოდ გახსენება... დრო ემოციებსაც ასუსტებს ეტყობა...:(
მადლობა ყველას , ვინც წაიკითხეთ...:-* ჰო...დღეს გავედი. ყვავილებიც მივიტანე...ზუსტად ის ყვავილები. გული დამწყდა...ის მუხტი აღარ იყო. აღარც ჩემთან და აღარც იქ... იყო მხოლოდ გახსენება... დრო ემოციებსაც ასუსტებს ეტყობა...:(
მადლობა ყველას , ვინც წაიკითხეთ...:-*
8. 9 აპრილი ტრაგიკული დღე იყო _ ადამიანები დაიხოცნენ. დიდებული დღე იყო _ ქართველებმა უკან არ დაიხიეს და იბრძოლეს. განსაკუთრებით ორიგინალურად მომეჩვენა ფეხსაცმელები. ~ადამიანებმა იქიდან ფეხები მსუბუქად როგორ ამოყვეს, ზემოთ, ზემოთ აიწივნენ და ჰაერში გაუჩინარდნენ, ოღონდ შორს კი არ წავიდნენ, აქვე, ჩვენს ზემოთ გაჩერდნენ...~
9 აპრილი ტრაგიკული დღე იყო _ ადამიანები დაიხოცნენ. დიდებული დღე იყო _ ქართველებმა უკან არ დაიხიეს და იბრძოლეს. განსაკუთრებით ორიგინალურად მომეჩვენა ფეხსაცმელები. ~ადამიანებმა იქიდან ფეხები მსუბუქად როგორ ამოყვეს, ზემოთ, ზემოთ აიწივნენ და ჰაერში გაუჩინარდნენ, ოღონდ შორს კი არ წავიდნენ, აქვე, ჩვენს ზემოთ გაჩერდნენ...~
7. ძალიან მომეწონა, პირველად წავიკითხე, ძალიან მომეწონა, პირველად წავიკითხე,
6. 3. ყვავილების გამყიდველთან დიდხანს შევყოვნდი, ამოვარჩიე: იები, მარგალიტკები,კიდევ აი ის, ლურჯი ყვავილები, ყურძნებს რომ გვანან, ერთად შევკარი
დავაწყე მიხაკები. ????????????? მედეა მოლოდინი. 2012-04-09 15:49:47
მედი, მიხაკები, შემდეგ ვიყიდე, მთაწმინდისკენ როცა ავუხვიე...მეგონა თავისთავად იგულისხმებოდა...აბა იქ დავაწყე უკვე და...უკან ხომ არ ავიღებდი იმ ყვავილებს?...:)
3. ყვავილების გამყიდველთან დიდხანს შევყოვნდი, ამოვარჩიე: იები, მარგალიტკები,კიდევ აი ის, ლურჯი ყვავილები, ყურძნებს რომ გვანან, ერთად შევკარი
დავაწყე მიხაკები. ????????????? მედეა მოლოდინი. 2012-04-09 15:49:47
მედი, მიხაკები, შემდეგ ვიყიდე, მთაწმინდისკენ როცა ავუხვიე...მეგონა თავისთავად იგულისხმებოდა...აბა იქ დავაწყე უკვე და...უკან ხომ არ ავიღებდი იმ ყვავილებს?...:)
5. გასახსენებლად მზიმე, მაგრამ ნაწერი კარგი, ემოციური და ნათლად გრძნობ რას განიცდის ავტორი. გასახსენებლად მზიმე, მაგრამ ნაწერი კარგი, ემოციური და ნათლად გრძნობ რას განიცდის ავტორი.
4. ეშველება, სწორედაც რომ ეშველება ბატონო კახი, ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ხომ ვაჟა გვყავს. რუსთაველი გვყავს. გალაკტიონი გვყავს. აგერ სულ ახლახანს...-ოთარ ჭილაძე . კიდევ ბევრი...ბევრი... მართლა მკვდარი კი არაა ეს ქვები, როგორც თავიდან მომეჩვენა! ჰოდა ეგრე ხელაღებით ვერ გამოაცლიან სულს ჩვენ ქვეყანას, ვერა! სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად! ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ! ხედავთ, რა ადვილი ყოფილა სიკვდილის გაბითურება?... რა კარგია, რომ დღეს აქ წამოვედი და სახლში არ დავრჩი, რა კარგია?... -გაიხარე!:-* ეშველება, სწორედაც რომ ეშველება ბატონო კახი, ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ხომ ვაჟა გვყავს. რუსთაველი გვყავს. გალაკტიონი გვყავს. აგერ სულ ახლახანს...-ოთარ ჭილაძე . კიდევ ბევრი...ბევრი... მართლა მკვდარი კი არაა ეს ქვები, როგორც თავიდან მომეჩვენა! ჰოდა ეგრე ხელაღებით ვერ გამოაცლიან სულს ჩვენ ქვეყანას, ვერა! სიკვდილი არ არსებობს. სიკვდილი ჩვენს ხელშია სრულად! ვისაც გვინდა მოვკლავთ და ვისაც გვინდა ვაცოცხლებთ! ხედავთ, რა ადვილი ყოფილა სიკვდილის გაბითურება?... რა კარგია, რომ დღეს აქ წამოვედი და სახლში არ დავრჩი, რა კარგია?... -გაიხარე!:-*
3. ყვავილების გამყიდველთან დიდხანს შევყოვნდი, ამოვარჩიე: იები, მარგალიტკები,კიდევ აი ის, ლურჯი ყვავილები, ყურძნებს რომ გვანან, ერთად შევკარი
დავაწყე მიხაკები. ????????????? ყვავილების გამყიდველთან დიდხანს შევყოვნდი, ამოვარჩიე: იები, მარგალიტკები,კიდევ აი ის, ლურჯი ყვავილები, ყურძნებს რომ გვანან, ერთად შევკარი
დავაწყე მიხაკები. ?????????????
2. ჰო, დღევანდელი დღითაა გაჟღენთილი ნაწერი... და დიდი ტკივილით... მოურჩენელ-მოუშუშებელი ტკივილით! :(((((((((((( ჰო, დღევანდელი დღითაა გაჟღენთილი ნაწერი... და დიდი ტკივილით... მოურჩენელ-მოუშუშებელი ტკივილით! :((((((((((((
1. ძველია, მაგრამ იდოს....მას მერე დიდად არაფერი შეცვლილა...:) თანაც დღევანდელ დღეს შეეფერება...:( ძველია, მაგრამ იდოს....მას მერე დიდად არაფერი შეცვლილა...:) თანაც დღევანდელ დღეს შეეფერება...:(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|