ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენ ისევ შენ
ჟანრი: პროზა
25 აპრილი, 2012


ჩვენ ვერასოდეს ვიქნებოდით ერთად!

ჩვენ ვერასოდეს ვიქნებოდით ერთად!
მართლაც ვერასოდეს.
მეგონა , ჩემი გული რომლის სიმხურვალე მეც მუდამ მწვავდა, შენს ცივ გონებას გაალღვობდა!                                   
                        გაათავისუფლებდა აისბერგით  შებოჭილ  გულს.
                                                      იმ აისბერგით რომელიც ცხოვრებამ გაგიჩინა.
ვიცოდი  შენ  არასოდეს  მიმიღებდი  ასეთს,  არც  განსხვავებულს და საერთოდ არც არანაირს. მაგრამ არ შემეძლო!
                                შენი მიტოვება არ შემეძლო!
  შენ შეიძლება არც ანათებდი, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ჩაუქრობელ ლამპიონად გაჩნდი.
  ვეცადე შემეძლო შეუძლებელიც შენთვის მხოლოდ შენთვის, მაგრამ  ამასაც არ ჰქონდა აზრი.                        შენ გულს შემოკრული ცივი აისბერგი გაიძულებდა გაქცეოდი ჩემს სიმხურვალეს. ეს დიდი ყინული ხშირად მეც მყინავდა, თუმცა არა სამუდამოდ .
ვიცი მე ვარ დამნაშავე ვერ გავბედე ჩაგხუტებოდი ისე რომ შენი პატარა გული დიდი ყინულისაგან გამეთავისუფლებინა.

ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ერთად.
                                                              ამაზე ფიქრიც არ მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს