”დაბრუნების წერტილის გავლა” ნიშნავს, რომ აღარასოდეს დაბრუნდე იქ, საიდანაც დაიწყე სვლა. როგორი რთული და ხანგრძლივიც გინდა იყოს ეს გზა, არჩევანის გაკეთების შანსი გეძლევა მხოლოდ ერთხელ!
ეს ყველაფერი შენი ნების გარეშე მოხდა, - შეხვდა ერთმანეთს ორი სული, - ქალი და ვაჟი... და როცა მზერა ჩაიძირა უცხო თვალებში, და უნისონში როს აძგერდა გული ორივე, - უმძაფრესმა იფეთქა გრძნობამ!.. როცა ერთმანეთს ჩაეხლართა ათ-ათი თითი, როცა ბაგეებს შეეწება სხვა, უცხო ბაგე და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა კერტი, შენ გადალახე დაბრუნების წერტილი ” ე რ თ ი”, - შენ ჩაისახე!
სწრაფად გავიდა მუცლადყოფნის ცხრავე გრძელი თვე, ერთი უჯრედი იყავი და... გახდი არსება რომელიც უხმოდ იღიმები... ხელ-ფეხს ატოკებ... შენს გულისცემას აფიქსირებს ექიმის ხელი, რომელიც ფრთხილად ამოძრავდა დედის მუცელზე... და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა შუბლი, ხოლო ტკივილით გათანგული დედის კივილი საავადმყოფოს შეთეთრებულ კედლებს შეასკდა, შენ გადალახე დაბრუნების წერტილი ” ო რ ი ”, - შენ დაიბადე!
თვალებს აცეცებ, შიშით უსმენ უცნობ ხმის ბგერებს... უცხო გარემო... უცხო ხალხი... ნაცნობი სუნი რძისა და... დედის! ჰო, დედაა, ფრთხილად რომ დადის და მუდამ ცდილობს გულით ჩასწვდეს პაწაწას სურვილს... და როცა ჩუმად ყოფნა გახდა აუტანელი, გაუბედავად, დამორცხვებით ამოთქვი: ”დე-და” და გადალახე დაბრუნების წერტილი ” ს ა მ ი”, - ა-ლა-პა-რაკ-დი!
მერე ბავშვობა გაიარე ხტუნვა-თამაშით... ბავ-შვო-ბა!... ყრმობაც გადალახე უმტკივნეულოდ... მხოლოდ მუხლისთავს შერჩენილი მცირე სიმუქე თუ გაგახსენებს, ქვას რომ ფეხი წამოჰკარ ერთხელ და გადამსკდარი მუხლიდან რომ გდიოდა სისხლი... და როცა სახლში დაბრუნებულს შეგხედა დედამ, შუბლზე გაკოცა და გითხრა, რომ... უკვე დიდი ხარ, რადგანაც სისხლით მოგეთხვარა მთელი ფეხები... და როცა სარკეს მიაშურე გულისფანცქალით, ოფლის მსხვილ წვეთებს ჩააყოლე შიშით თვალები, - გზას ბორცვებს შორის მიიკვლევდნენ ნაკადულივით... და გადალახე დაბრუნების წერტილი ” ო თ ხ ი”, - დაქალებულხარ!
დაქალებულხარ!... დაგინახეს მამრის თვალებმა და აგედევნა, როგორც ძუკნას, მთლად ”სამამრეთი”... გუმანით გრძნობდი, გაშიშვლებდა თვალები მათი, ენის წკლაპუნზე ეტყობოდათ, ნერწყვს რომ ყლაპავდნენ შენი სხეულის მათ ხელებში წარმოდგენითაც... და გდევდნენ... გდევდნენ... დაგყვებოდნენ გონის წასვლამდე! და შენც შეპარვით შეჰყურებდი მათ მშიერ თვალებს... გესმოდა მათი ჩუმი ოხვრაც, ენის წკლაპუნიც და როცა ოფლის მსხვილ-მსხვილ წვეთებს ხედავდი შუბლზე, როდესაც გრძნობდი, შენი ერთხელ მოფერებისთვის დაემხობოდა სიამაყე ყოველი ხვადის, შენ გადალახე დაბრუნების წერტილი ” ხ უ თ ი”, - შენ შეგიყვარდა!
მერე ოჯახი... მერე შვილი... შვილი მეორე... ეს ყველაფერი ხვედრი არის (თურმე!) რჩეულთა! მერე თანდათან გაქრა ვნება... გაქრა სიგიჟე და ყველაფერი დამდორდა და გაუფერულდა... და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა შუბლი, ხოლო ბალიში დაასველა შენმა ცრემლებმა, როცა გულს ახსოვს ის სიგიჟე ყოველი ღამის, სხეულს კი... უკვე აღარავინ ეალერსება, როცა გონებას თეთრ ფანტელად ადნება ფიქრი, ხოლო ყორნისფერ თმას ფანტელიც აღარ ადნება, და როცა სარკემ დაგანახა თვალთან ნაოჭი, გულმა კი მკერდქვეშ გამალებით დაიწყო ბორგვა, შენ გადალახე დაბრუნების წერტილი ” ე ქ ვ ს ი”, - დაბერდი, გოგო!
სად დაიკარგა ის უდრეკი, ამაყი მზერა?! რატომ გაწყალდნენ უმოწყალოდ შენი თვალები? სარკე გატყუებს თუ შენ გინდა, აცდუნო სარკე, როს ძარღვიანი თითებით ცდილობ, გაისწორო ნაოჭი შუბლზე?! ვეღარ უშველი!... ან სად გამქრალა გამტკიცული კანი სახეზე?... ფრთხილად შეხსენი თალხ კაბაზე შეკრული ღილი, ათრთოლებული ხელისგულით მოძებნე კერტი და გაიტრუნე, - სადღა დაგრჩა მკვრივი ბორცვები?!... წელმოწყვეტილი ჩამოჯექი, თავი დახარე და იგრძენი, როგორ დაეცა შენს ხელისგულს შენივე ცრემლი... . . . . . . . . . და როცა ოფლის მსხვილმა წვეთმა დაცვარა შუბლი, ხოლო თვალებთან ცრემლისფერი მოცურდა ნისლი, ფრთხილად გახსენი შენი სულის მძიმე კარები, თვალი შეავლე შორს გაფრენილ ლამაზ სიცოცხლეს და გადალახე დაბრუნების წერტილი ” შ ვ ი დ ი”, - სულო, დამშვიდდი? შენ სამუდამო სამყოფელის კარი შეაღე!
26.03.2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
37. დაბადებიდან სიკვდილამდე....და ყოველი სიტყვა მართალი, ლამაზი . ძალიან მომეწონა. დაბადებიდან სიკვდილამდე....და ყოველი სიტყვა მართალი, ლამაზი . ძალიან მომეწონა.
36. ძალიან, ძალიან კარგი ლექსია. მთელი ცხოვრებაა ამ ლექსით გადმოცემული ზოგადად ქალის., თანაც ისე ლამაზად. თამარ მაგარია. :))) ძალიან, ძალიან კარგი ლექსია. მთელი ცხოვრებაა ამ ლექსით გადმოცემული ზოგადად ქალის., თანაც ისე ლამაზად. თამარ მაგარია. :)))
35. ძალიან ძალიან მაგარი და ძლიერი ლექსია......... ქალბატონო თამარ მე ესლექსი პირველად თქვენგან მოვისმინე კონკურსის წინა დღეებში და მიკვირს როგორ არ გაიმარჯვა...................... ნამდვილი შედევრია............
ძალიან ძალიან მაგარი და ძლიერი ლექსია......... ქალბატონო თამარ მე ესლექსი პირველად თქვენგან მოვისმინე კონკურსის წინა დღეებში და მიკვირს როგორ არ გაიმარჯვა...................... ნამდვილი შედევრია............
34. ძალიან ძალიან მაგარი და ძლიერი ლექსია......... ქალბატონო თამარ მე ესლექსი პირველად თქვენგან მოვისმინე კონკურსის წინა დღეებში და მიკვირს როგორ არ გაიმარჯვა...................... ნამდვილი შედევრია............
ძალიან ძალიან მაგარი და ძლიერი ლექსია......... ქალბატონო თამარ მე ესლექსი პირველად თქვენგან მოვისმინე კონკურსის წინა დღეებში და მიკვირს როგორ არ გაიმარჯვა...................... ნამდვილი შედევრია............
33. ძალიან ძალიან მაგარი და ძლიერი ლექსია......... ქალბატონო თამარ მე ესლექსი პირველად თქვენგან მოვისმინე კონკურსის წინა დღეებში და მიკვირს როგორ არ გაიმარჯვა...................... ნამდვილი შედევრია............
ძალიან ძალიან მაგარი და ძლიერი ლექსია......... ქალბატონო თამარ მე ესლექსი პირველად თქვენგან მოვისმინე კონკურსის წინა დღეებში და მიკვირს როგორ არ გაიმარჯვა...................... ნამდვილი შედევრია............
32. ძალიან ძალიან მაგარი და ძლიერი ლექსია......... ქალბატონო თამარ მე ესლექსი პირველად თქვენგან მოვისმინე კონკურსის წინა დღეებში და მიკვირს როგორ არ გაიმარჯვა...................... ნამდვილი შედევრია............
ძალიან ძალიან მაგარი და ძლიერი ლექსია......... ქალბატონო თამარ მე ესლექსი პირველად თქვენგან მოვისმინე კონკურსის წინა დღეებში და მიკვირს როგორ არ გაიმარჯვა...................... ნამდვილი შედევრია............
31. დიდი მადლობა, ჩემო კარგებო! :))) დიდი მადლობა, ჩემო კარგებო! :)))
30. სიტყვები არ მყოფნის.
ერთადერტი ;
-კლანიუს ვამ სუდარინია. +2+
სიტყვები არ მყოფნის.
ერთადერტი ;
-კლანიუს ვამ სუდარინია. +2+
29. მე არ ვიცი ....მცოდნეებისა და დოქტორების მოსაზრება........ აქ მთავარი ისაა, რომ ნაშრომი არის დიდებული, საკვანძო ის მომენტია, რომ არაფერია აქ ზედმეტი-იუველირული სიზუსტით არის გადმოცემული ლექსში იმთავითვე ჩადებული ავტორისეული ჩანაფიქრის კოდი, რომელიც მდორედ, ტაატით ფაქიზად იშიფრება და რომელსაც მკითხველი(ჩემეული ხედვის) აღტაცებაში მოჰყავს, ანიჭებს რა უდიდეს სიამოვნებას; რა შემიძლია ვთქვა-მადლობა ავტორს ჩემი მოკრძალებული+2+მეგა-აპლოდისმენტები წარმატებები მე არ ვიცი ....მცოდნეებისა და დოქტორების მოსაზრება........ აქ მთავარი ისაა, რომ ნაშრომი არის დიდებული, საკვანძო ის მომენტია, რომ არაფერია აქ ზედმეტი-იუველირული სიზუსტით არის გადმოცემული ლექსში იმთავითვე ჩადებული ავტორისეული ჩანაფიქრის კოდი, რომელიც მდორედ, ტაატით ფაქიზად იშიფრება და რომელსაც მკითხველი(ჩემეული ხედვის) აღტაცებაში მოჰყავს, ანიჭებს რა უდიდეს სიამოვნებას; რა შემიძლია ვთქვა-მადლობა ავტორს ჩემი მოკრძალებული+2+მეგა-აპლოდისმენტები წარმატებები
28. ეს ერთ-ერთი უძლიერესი ლექსია ურაკპარაკზე! და ვინც რა უნდა თქვას, - მაგარი ხარ, თამრი! 5555555555555 ეს ერთ-ერთი უძლიერესი ლექსია ურაკპარაკზე! და ვინც რა უნდა თქვას, - მაგარი ხარ, თამრი! 5555555555555
27. ეს კარგია.... ეს კარგია....
26. ძლიერი და ლამაზი, როგორც ავტორი! გაიხარეთ ქ-ნო თამარ, მიყვარხართ! +++++ ძლიერი და ლამაზი, როგორც ავტორი! გაიხარეთ ქ-ნო თამარ, მიყვარხართ! +++++
25. სად დაიკარგა ის უდრეკი, ამაყი მზერა?! რატომ გაწყალდნენ უმოწყალოდ შენი თვალები? სარკე გატყუებს თუ შენ გინდა, აცდუნო სარკე, როს ძარღვიანი თითებით ცდილობ, გაისწორო ნაოჭი შუბლზე?! ვეღარ უშველი!... ან სად გამქრალა გამტკიცული კანი სახეზე?... ფრთხილად შეხსენი თალხ კაბაზე შეკრული ღილი, ათრთოლებული ხელისგულით მოძებნე კერტი და გაიტრუნე, - სადღა დაგრჩა მკვრივი ბორცვები?!... წელმოწყვეტილი ჩამოჯექი, თავი დახარე და იგრძენი, როგორ დაეცა შენს ხელისგულს შენივე ცრემლი... . . . . . . . . .
უძლიერესი ლექსია... ყველაფერია ნათქვამი დაბადებიდან გარდაცვალებამდე... ძალიან ჩაგაფიქრებს
მოკითხვა, თამარ! +++++++++++++++++++++++++++++++++5555555555555555555555555555555 სად დაიკარგა ის უდრეკი, ამაყი მზერა?! რატომ გაწყალდნენ უმოწყალოდ შენი თვალები? სარკე გატყუებს თუ შენ გინდა, აცდუნო სარკე, როს ძარღვიანი თითებით ცდილობ, გაისწორო ნაოჭი შუბლზე?! ვეღარ უშველი!... ან სად გამქრალა გამტკიცული კანი სახეზე?... ფრთხილად შეხსენი თალხ კაბაზე შეკრული ღილი, ათრთოლებული ხელისგულით მოძებნე კერტი და გაიტრუნე, - სადღა დაგრჩა მკვრივი ბორცვები?!... წელმოწყვეტილი ჩამოჯექი, თავი დახარე და იგრძენი, როგორ დაეცა შენს ხელისგულს შენივე ცრემლი... . . . . . . . . .
უძლიერესი ლექსია... ყველაფერია ნათქვამი დაბადებიდან გარდაცვალებამდე... ძალიან ჩაგაფიქრებს
მოკითხვა, თამარ! +++++++++++++++++++++++++++++++++5555555555555555555555555555555
24. 23...და შენებიდან რაც წამიკითხავს, ეს ყველაზე მაგარია! თანანა. 2012-06-20 21:26:26
რა ვიცი, თამრი, ეს პირველი ლექსია, რომელიც ბათუმის "ლექსების გამოფენაზე" დამიწუნეს... სისულელეები მოსწონდათ და ეს – დაიწუნეს! :))) დღეს ეს ლექსი ლიტერატურათმცოდნეებსა და ენათმეცნიერებს (დოქტორებს!) წავაკითხე. აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ... გემოვნებაზე – არ დაობენო, მაგრამ... კარგი და ცუდის გარჩევაც არ შეეძლოთო? – ასეთი ძლიერი ლექსი – სულ სამი მაქვს, (მე თავად ვთვლი ასე): "ბეჭედი", "სხეული, სულზე შემოსაცმელი" და ეს, – "დაბრუნების წერტილი"... :)))))
ამიტომ აღარ ვაპირებ რომელიმე კონკურსში მონაწილეობას! თუ დრო დამრჩება – დავწერ–ხოლმე იმათთვის, ვინც გაიგებს ჩემს ლექსებს! ვერ გაიგებენ და... ყველა კარგად იყოს, – მაგისთვის ხალხს ხომ არ მოვიმდურებ ან დავემდურები? :) 23...და შენებიდან რაც წამიკითხავს, ეს ყველაზე მაგარია! თანანა. 2012-06-20 21:26:26
რა ვიცი, თამრი, ეს პირველი ლექსია, რომელიც ბათუმის "ლექსების გამოფენაზე" დამიწუნეს... სისულელეები მოსწონდათ და ეს – დაიწუნეს! :))) დღეს ეს ლექსი ლიტერატურათმცოდნეებსა და ენათმეცნიერებს (დოქტორებს!) წავაკითხე. აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ... გემოვნებაზე – არ დაობენო, მაგრამ... კარგი და ცუდის გარჩევაც არ შეეძლოთო? – ასეთი ძლიერი ლექსი – სულ სამი მაქვს, (მე თავად ვთვლი ასე): "ბეჭედი", "სხეული, სულზე შემოსაცმელი" და ეს, – "დაბრუნების წერტილი"... :)))))
ამიტომ აღარ ვაპირებ რომელიმე კონკურსში მონაწილეობას! თუ დრო დამრჩება – დავწერ–ხოლმე იმათთვის, ვინც გაიგებს ჩემს ლექსებს! ვერ გაიგებენ და... ყველა კარგად იყოს, – მაგისთვის ხალხს ხომ არ მოვიმდურებ ან დავემდურები? :)
23. მთელი ცხოვრებაა შვიდ წერტილში მოქცეული, საინტერესო იყო ავტორის ხედვაც და რაკურსიც - აწმყოდან წარსულში და "დაუბრუნებელ" წერტილშიც... 5 ...და შენებიდან რაც წამიკითხავს, ეს ყველაზე მაგარია! მთელი ცხოვრებაა შვიდ წერტილში მოქცეული, საინტერესო იყო ავტორის ხედვაც და რაკურსიც - აწმყოდან წარსულში და "დაუბრუნებელ" წერტილშიც... 5 ...და შენებიდან რაც წამიკითხავს, ეს ყველაზე მაგარია!
22. ეს შედევრია ქალბატონო თამარ. მიმაქვს მე ეს ლექსი ჩემთან ფეისბუკზე, რომც არ გამატანოთ მაინც წავიღებ, სანაცვლოდ კი ჩემს მოკრძალებულ +5-ს დაგიტოვებთ. ვიცი მეტი ღირს მაგრამ თავს ზემოთ ზალა არ მაქვს.
უღრმესი პატივისცემით: ეს შედევრია ქალბატონო თამარ. მიმაქვს მე ეს ლექსი ჩემთან ფეისბუკზე, რომც არ გამატანოთ მაინც წავიღებ, სანაცვლოდ კი ჩემს მოკრძალებულ +5-ს დაგიტოვებთ. ვიცი მეტი ღირს მაგრამ თავს ზემოთ ზალა არ მაქვს.
უღრმესი პატივისცემით:
21. ძალიან მომეწონა ეს ლექსი. ისეთი განცდა მქონდა თითქოს შექსპირს ვკითხულობდი. ბრწყინვალეა. არაჩვეულებრივი. ბრილიანტია.
ძალიან მომეწონა ეს ლექსი. ისეთი განცდა მქონდა თითქოს შექსპირს ვკითხულობდი. ბრწყინვალეა. არაჩვეულებრივი. ბრილიანტია.
20. მაგარია!!! ბრავო, თამარ!!! :* მაგარია!!! ბრავო, თამარ!!! :*
19. თავიდანვე მივხვდი რომ შვიდი იყო ეს წერტილი. ძალიან კარგი ხართ ქალბატონო თამარ! თავიდანვე მივხვდი რომ შვიდი იყო ეს წერტილი. ძალიან კარგი ხართ ქალბატონო თამარ!
18. დიდი მადლობა, მუხა! გაიხარე! მეც ყველას გილოცავთ გიორგობას. დიდი მადლობა, მუხა! გაიხარე! მეც ყველას გილოცავთ გიორგობას.
17. გილოცავ გიორგობის დღესასწაულს. გილოცავ გიორგობის დღესასწაულს.
16. შე მართლა ბოთე, :)))) "არდაბრუნების წერტილი" კი არა "დაბრუნების წერტილის გადალახვაა" ეს... :)))) თუ გადალახე ეს წერტილი, მერე ვეღარ დაბრუნდები უკან და სულ წინ უნდა იარო, შემდეგ დაბრუნების წერტილამდე...
ისე, "დაბრუნების წერტილის გადალახვა", ეს ტერმინი თვითმფრინავის პილოტების ენაზე ნიშნავს, რომ "უკან დასახევი გზა მოჭრილია"... გაიგე, ჩემო პატარა ბოთე-ბიჭო? :)))))))))) შე მართლა ბოთე, :)))) "არდაბრუნების წერტილი" კი არა "დაბრუნების წერტილის გადალახვაა" ეს... :)))) თუ გადალახე ეს წერტილი, მერე ვეღარ დაბრუნდები უკან და სულ წინ უნდა იარო, შემდეგ დაბრუნების წერტილამდე...
ისე, "დაბრუნების წერტილის გადალახვა", ეს ტერმინი თვითმფრინავის პილოტების ენაზე ნიშნავს, რომ "უკან დასახევი გზა მოჭრილია"... გაიგე, ჩემო პატარა ბოთე-ბიჭო? :))))))))))
15. დაბრუნების კი არა და ...ბოთე ხარ...არდაბრუნებისა ქვია მაგას...:) დაბრუნების კი არა და ...ბოთე ხარ...არდაბრუნებისა ქვია მაგას...:)
14. გაიხარეთ, დიდი მადლობა! და მერე რა, თუ ვერ გავიდა?!
ერთი კარგი ლექსი ხომ და(მ)რჩა? :)))) გაიხარეთ, დიდი მადლობა! და მერე რა, თუ ვერ გავიდა?!
ერთი კარგი ლექსი ხომ და(მ)რჩა? :))))
13. რაც კი წამიკითხავს ყველაზე კარგი ლექსია, მთელი ცხოვრება მოქცეულია ერთ წრეში და სასიამოვნო წასაკითხია, გავიარე ყველა საფეხური და ისევ შენს ლექსში დავბრუნდი, ლექსმა დამატყვევა, , ბრავო თამარ! რაც კი წამიკითხავს ყველაზე კარგი ლექსია, მთელი ცხოვრება მოქცეულია ერთ წრეში და სასიამოვნო წასაკითხია, გავიარე ყველა საფეხური და ისევ შენს ლექსში დავბრუნდი, ლექსმა დამატყვევა, , ბრავო თამარ!
12. მომეწონა, ეს არის ადამიანის მთელი ისტორია, გადმოცემული ლამაზი მხატვრული სახეებითა და ამაოების განცდის სევდით. მომეწონა, ეს არის ადამიანის მთელი ისტორია, გადმოცემული ლამაზი მხატვრული სახეებითა და ამაოების განცდის სევდით.
11. მე , მაშინაც გიტხარი და ეხლაც ვამბობ რომ , ძალიან მაგარი ლექსია ჩემი აზრით და მაღტლა გამიკვირდა რომ არ გავიდა. მე , მაშინაც გიტხარი და ეხლაც ვამბობ რომ , ძალიან მაგარი ლექსია ჩემი აზრით და მაღტლა გამიკვირდა რომ არ გავიდა.
10. ამ ლექსს მშვიდად და უემოციოდ ვერ წაიკითხავს ადამიანი... ცხოვრების გზა!
ბრწყინვალეა, ქალბატონო თამარ!
+5! ამ ლექსს მშვიდად და უემოციოდ ვერ წაიკითხავს ადამიანი... ცხოვრების გზა!
ბრწყინვალეა, ქალბატონო თამარ!
+5!
9. გარედან წავიკითხე... თამ... ძალიან იმოქმედა, ძალიან... და თამ... ველოდები 3 ივნისს მე, გულისფანცქალით... ნეტავი... თამ გარედან წავიკითხე... თამ... ძალიან იმოქმედა, ძალიან... და თამ... ველოდები 3 ივნისს მე, გულისფანცქალით... ნეტავი... თამ
8. აუ რა მაგარია...
მოგიკითხეთ, ქალბატონო თამარ :) აუ რა მაგარია...
მოგიკითხეთ, ქალბატონო თამარ :)
7. ქ-ნ თამარ,ამ სახით, მე პირადად პირველად გხედავთ და ნამდვილად, ლექსმა სასიამოვნოდ გამაოცა! ქ-ნ თამარ,ამ სახით, მე პირადად პირველად გხედავთ და ნამდვილად, ლექსმა სასიამოვნოდ გამაოცა!
5. ვაა, მომეწონა. :) და არ გავიდა?! ეტყობა არ წაუკითხავთ. :))
პატივისცემით: ტენდი 5 ვაა, მომეწონა. :) და არ გავიდა?! ეტყობა არ წაუკითხავთ. :))
პატივისცემით: ტენდი 5
4. მეც ძალიან მომეწონა...555 უდავოდ კარგი ლექსია...აზრიანიც და მხატვრულადა საინტერესო სახეებით. ყოჩაღ ბუკია...:-* მეც ძალიან მომეწონა...555 უდავოდ კარგი ლექსია...აზრიანიც და მხატვრულადა საინტერესო სახეებით. ყოჩაღ ბუკია...:-*
3. მთელი ცხოვრება ლამაზად და ლაკონურად:) გაიხარე თამარ. მთელი ცხოვრება ლამაზად და ლაკონურად:) გაიხარე თამარ.
2. მე ეს ლექსი ვიცოდიიი-ანუ თამარმა დამიკოპირა პირადში აქ დადებამდე... და ზუსტად მახსოვს ჩემი აზრები,რაც გავუზიარე >:D< მე ეს ლექსი ვიცოდიიი-ანუ თამარმა დამიკოპირა პირადში აქ დადებამდე... და ზუსტად მახსოვს ჩემი აზრები,რაც გავუზიარე >:D<
1. ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მაგრად მომეწონა! ყოჩაღ თამრი :) ავტორი: თამარ ბუკია ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
მაგრად მომეწონა! ყოჩაღ თამრი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|