ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეიკო ადეიშვილი
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2012


წუთისოფელი ასეა (100 სიტყვა)

„დამაქცია, შემაძულა საძაღლეთი!!!!!!!!!!!“-ცხვირმოჭმულფრანცუსკებიანხელაღმართული  დედაჩემი  სასოწარკვეთილი მოსთქვამდა, უკვე , მერამდენედ. ბახულა სადაღც გაპარულიყო.    გავიძურწე, ვიცოდი, მეც  მომდგებოდნენ.
ღობიდან  ქუჩაში ხტებოდა.
რეკავდნენ მეზობლები, მოგვეშველეთო.
ბიჭებს ბურთს გავართმევდა, კბილებით გვიჩუტავდა.
ერთხელ , ბებიას  პალტო რკინიგზის ახლოს, სახერხთან გაათრია,იმან  რძალს ( დედაჩემს) დააბრალა. გადამიგდეო, ლამის დახოცეს ერთმანეთი.
                            ***
ახლადმოყვანილ  ლომას    ბახულა    კეთილგანწყობით  შეეგება.
გავიდა  დრო.  ლეკვი    წამოიზარდა. უკვე  დაუძლურებულ  ბახულას  კბენდა და  აბეჩავებდა.
სახლის უკან გავუშვით  საცოდავად, მარტო... მოიწყინა.
სალაფავის გატანისას,  ერთხელ,    გავოცდი:
ძველებურად , ამაყად მიყრდნობოდა კედელს, ყელმოღერებით. მივუახლოვდი,  თვალები სველი ჰქონდა... აღარ სუნთქავდა.
    ჯერკიდევ  თბილ  სხეულზე  ხელი  გადავუსვი  და  უხმოდ  ავტირდი.
...  ეზოში  ლომა  ნებიერად  დანავარდობდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები