 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 4 მაისი, 2012 |
აღარ ვითვლები შემომტანად, ეს თავკაცობაც დავთმე. გამზადებულმა ჩემოდანმა, ამოიოხრა - ვაჰ, მე... ტკივილს გაუჩნდა ნაწოლები, გვერდს ვერ ვუცვლიდი რადგან. თავზე დამადგა რა ცოლივით ის ”მე”, უკვე რომ არ მგავს... ქალი ფართედ და კაცი ღრმადო ხედავსო ყველა საგანს. წელში რომ ვეღარ გავიმართე, ”სიღრმის” ბრალია ნაღდად... ვალებს გემო აქვთ ვალიდოლის, ფორტუნაც კურტუმს აქნევს. ვალმა მიქნა და ჩქარმა დოლმა, მტრის საგუნებო საქმე... ნახატში მიყვარს პოეზია, ხმაში კი ფერთა გამა. დრო ურდოსავით მომესია, გადამივლის და წავა... ყურებს გამიხვრეტს ჩემი ცოლი, ჩემსას მოისმენს არც კი. კი მიყვარს, ძმაო, მე სიცოცხლე, მარგამ, ცხოვრება მაცლის?! 27.04.12
*** ცივია ქუჩა, გულისმბზარავი, უპოვარნი კი სითბოს ელიან. ჰო, არ ჭაჭანებს გარეთ არავინ, ქუჩასაც საქმე გამოლევია. ცრის წვიმა, ცივა, ცაა პირქუში, სიცივე ლამის ძვლებამდე ატანს. ძაღლების შიშით კნუტებს იმ ქუჩით ფრთხილად გაიყვანს ტანსრული კატა. დაძრწიან ხროვად ქუჩის ძაღლები, ტერიტორიებს ნიშნავენ შარდით. მოდურ ქუჩაზე ყოფით მაძღრები მოედებიან ”გაშანსულ” შარდენს... ზიზღი წევს მაძღრის აბზეკილ ტუჩზე, ხატის ყიდვას რომ გლახა სთავაზობს. სამაგიეროდ, თვალხარბად უმზერს ”მეგობრის” ძუკნას ქორფა გავაზე... ცივია ქუჩა, გულისმბზარავი, უპოვარნი კი სითბოს ელიან. და ღმერთის გარდა იცის არავინ, კაცს ტალახიც რომ გამო-ელია!.. 20.04.12
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ვალებს გემო აქვთ ვალიდოლის, ფორტუნაც კურტუმს აქნევს. ვალმა მიქნა და ჩქარმა დოლმა, მტრის საგუნებო საქმე...
და ღმერთის გარდა იცის არავინ, კაცს ტალახიც რომ გამო-ელია!..
ულამაზესი მიგნებებია!!! უნიჭიერესად შესრულებული! ბრავოოოოოოოოო!!! +2 ვალებს გემო აქვთ ვალიდოლის, ფორტუნაც კურტუმს აქნევს. ვალმა მიქნა და ჩქარმა დოლმა, მტრის საგუნებო საქმე...
და ღმერთის გარდა იცის არავინ, კაცს ტალახიც რომ გამო-ელია!..
ულამაზესი მიგნებებია!!! უნიჭიერესად შესრულებული! ბრავოოოოოოოოო!!! +2
14. დრო ურდოსავით მომესია, გადამივლის და წავა... ... ზიზღი წევს მაძღრის აბზეკილ ტუჩზე, ხატის ყიდვას რომ გლახა სთავაზობს. სამაგიეროდ, თვალხარბად უმზერს ”მეგობრის” ძუკნას ქორფა გავაზე... ცივია ქუჩა, გულისმბზარავი, უპოვარნი კი სითბოს ელიან. და ღმერთის გარდა იცის არავინ, კაცს ტალახიც რომ გამო-ელია!..
გაიხარეთ, თამარ! გაიხარეეეეეეთ! რა ზუსტი მიგნებებია! გიორგობას გილოცავთ! დრო ურდოსავით მომესია, გადამივლის და წავა... ... ზიზღი წევს მაძღრის აბზეკილ ტუჩზე, ხატის ყიდვას რომ გლახა სთავაზობს. სამაგიეროდ, თვალხარბად უმზერს ”მეგობრის” ძუკნას ქორფა გავაზე... ცივია ქუჩა, გულისმბზარავი, უპოვარნი კი სითბოს ელიან. და ღმერთის გარდა იცის არავინ, კაცს ტალახიც რომ გამო-ელია!..
გაიხარეთ, თამარ! გაიხარეეეეეეთ! რა ზუსტი მიგნებებია! გიორგობას გილოცავთ!
13. მიყვარს თქვენი ნაწერები ძალიან. მიყვარს თქვენი ნაწერები ძალიან.
12. აღარ ვითვლები შემომტანად, ეს თავკაცობაც დავთმე. გამზადებულმა ჩემოდანმა, ამოიოხრა - ვაჰ, მე...
5555555 აღარ ვითვლები შემომტანად, ეს თავკაცობაც დავთმე. გამზადებულმა ჩემოდანმა, ამოიოხრა - ვაჰ, მე...
5555555
11. და ღმერთის გარდა იცის არავინ, კაცს ტალახიც რომ გამო-ელია!.. საოცარი ხედვა და მიგნება გაქვთ! მიყვარს თქვენს გვერდზე შემოსვლა! ჩემი +2 და უდიდესი პატივისცემა! და ღმერთის გარდა იცის არავინ, კაცს ტალახიც რომ გამო-ელია!.. საოცარი ხედვა და მიგნება გაქვთ! მიყვარს თქვენს გვერდზე შემოსვლა! ჩემი +2 და უდიდესი პატივისცემა!
10. კი მიყვარს, ძმაო, მე სიცოცხლე, მარგამ, ცხოვრება მაცლის?!
გვაცლის კი არა, ამოგვადენს ყელში... კი მიყვარს, ძმაო, მე სიცოცხლე, მარგამ, ცხოვრება მაცლის?!
გვაცლის კი არა, ამოგვადენს ყელში...
9. ესენიც მომწონს 5 ესენიც მომწონს 5
7. ნაპოვნი სტილი –სახეების შექმნის თავისებური, უბრალო და სხარტი ფორმა. კარგია ორივე და თქვენია ორივე. ნაპოვნი სტილი –სახეების შექმნის თავისებური, უბრალო და სხარტი ფორმა. კარგია ორივე და თქვენია ორივე.
6. ისე უბრალოდ და ისე სხარტად ამბობთ ხოლმე, ყოველთვის...სხვები რომ მთელ ფილოსოფიურ ტრაქტატებს მიუძღვნიდნენ...თავს გამახსოვრებენ თქვენი ლექსები. ისე უბრალოდ და ისე სხარტად ამბობთ ხოლმე, ყოველთვის...სხვები რომ მთელ ფილოსოფიურ ტრაქტატებს მიუძღვნიდნენ...თავს გამახსოვრებენ თქვენი ლექსები.
5. ორი საწყისი აქვსო ყველა ადამიანსო ქალურიც და კაცურიცო კატო ჯავახიშვილს ველაპარაკე ერტხელ ამაზე და მოკლედ შენი კაცური საწყისი ძალიან მომწონს :) ქალურიც:) ორი საწყისი აქვსო ყველა ადამიანსო ქალურიც და კაცურიცო კატო ჯავახიშვილს ველაპარაკე ერტხელ ამაზე და მოკლედ შენი კაცური საწყისი ძალიან მომწონს :) ქალურიც:)
4. ქუჩასაც საქმე გამოლევია.''
და ღმერთის გარდა იცის არავინ, კაცს ტალახიც რომ გამო-ელია!..'' ყოჩაღ პადრუგა ... ქუჩასაც საქმე გამოლევია.``
და ღმერთის გარდა იცის არავინ, კაცს ტალახიც რომ გამო-ელია!..`` ყოჩაღ პადრუგა ...
3. ტკივილს გაუჩნდა ნაწოლები, გვერდს ვერ ვუცვლიდი რადგან რა მაგრად იცი ხოლმე ტკივილს გაუჩნდა ნაწოლები, გვერდს ვერ ვუცვლიდი რადგან რა მაგრად იცი ხოლმე
2. მომწონს შენი ლექსები:) მომწონს შენი ლექსები:)
1. მეორე ლექსი უზომოდ მომეწონა, ლამაზადაა რეალობა ნაჩვენები... ლექსში გადმოცებული სურათი თვალწინ დამიდგა.. ძალიან კარგი ხარ, ავტორო, წარმატებები! :) მეორე ლექსი უზომოდ მომეწონა, ლამაზადაა რეალობა ნაჩვენები... ლექსში გადმოცებული სურათი თვალწინ დამიდგა.. ძალიან კარგი ხარ, ავტორო, წარმატებები! :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|