ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენჟამენი
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2012


მონები

უწინ ბიჭვინთას ვეძახდით ყველა,
ტბაც დიდგულობდა-ლამაზი რიწა,
ახლა სამხრეთით,ქართველ ქალების
ყარს ოხშივარით,ტრაბზონის მიწა.
    ქალმაც რაღა ჰქნას,როცა ,,ვაჟკაცი'' ,
    ლამაზად გავაშემობრაწული,
    თათარს უცინის,თვალსაც ჩაუკრავს;
    -ეფენდი!მოგწონს ტურფა ასული?
თურქიც გაჰხედავს ჯერ ზიზღით იმ,,კაცს'' ,
შემდეგ კიმკერდსაც ლამაზი ქალის,
ჰოდა,მერე რა,ეს ყველამ იცის,
რომ ტრიალია აქ ცოდვა-ბრალის.
      თუნდაც ბათუმი,,,თეთრი'' ,,,ქათქათა'' ,
      სადაც სიმღერით ისმოდა ტონი,
      იქ ახლა ქალთა გადასაყვანად,
      ჩუმად იძებნის ფარული ფონი.
სანამდის ვიყოთ ასე მხდალივით,
ღიმით სანამდის გვყუროს ოსმანთა,
ნუთუ გავიდა ხანი ,,სვანურის''
და დავიხუროთ თათრის დოლბანდა?!
    უწინ ბიჭვინთას ვეძახდით ყველა,
    ტბაც მთას მზეობდა-ვეძახდით რიწას,
    სამხრეთით კიდევ სოხუმი იყო,
    და ვაშენებდით ქართველთა მიწას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები