ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2012


  ჩამოტვირთვა

******

ახალ დილას დამძიმებულ თვალებს უხელ,
თითქოს  უხეშ წამწამებზე ედოს ქვები,
წვიმებია ხასიათში,როგორც წუხელ
და ტკივილად დასიზმრებულს  გულში ყვები.
ამ ბოლო დროს შეეჩვიე,ასე არის..
ზღვის ტალღების სუნთქვა გესმის გაბმულ ხმებად,
უფრო ხშირად მოტანილი რჩება ქარის
ნაგავი და ფოთლებიც კი მასში ხმება.
ჰო,ძალა გაქვს,მაგრამ თითქოს მას არ ყოფნი,
მიიტანო მომღიმარი სახე სხვამდე,
მოსდის მიწას უფერული სისხლი,ოფლი,
გაიძულებს ,საწამლავად გრძნობდე, სვამდე.
გირთულდება, მოგებისკენ მისულს ,ომი
ცხოვრება ხომ უკითხავად გაჭრის ვენებს,
თუკი არ ხარ მის კიდეზე დასადგომი,
გადაგღლის და თავისთავად დაგაყენებს.
სულერთია იმნაირი ყოფნა მაშინ,
მიგაჩნია ყველაფერი როცა ფარსად,
მყუდროება დარღვეული წევხარ და შინ
თავს ისე გრძნობ,არსებობდე თითქოს არსად.
ვერც სიფხიზლით  ისვენებდი,ვეღარც ძილით,
ფიქრებია შეკიდული, მზერით, ჭერზე.
უკანასკნელ წამებს ხედავ ყოველ დილით
და სიცივე მეორდება ყოველ ჯერზე.
ყელზე გიჭერს,რაც სიჩუმით გსურდა გეთქვა,
მომსმენი ხომ არ ჩანდა და სულ იცდიდი,
ახლა დროა,რომ ფილტვების იგრძნო ფეთქვა
და გრილ ზღვასთან მიატოვო სუიციდი.



26.10.2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები