ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2013


***

ხელები ედო თავქვეშ,
არ დასიზმრებულ სიზმარს.
და როგორც შავი შაშვი,
ეს ღამე ისე იჯდა,
რაფაზე ბნელი ფანჯრის.
სიჩუმე სცემდა ბოლთას.
ფარდას კი მძიმე ნაჭრის
ბოლო დაშვება ჰქონდა...
უცნაურობდა ბინა,
სხვა ფერი ედოთ საგნებს.
და რაც დაკარგა ძილმა,
დილამ იპოვა ადრე...
    18.02.13

***
იყო რაღაცა იმაზე მეტი,
ვიდრე მოჩანდა ერთი შეხედვით.
იდო კოლოფი ცარიელ ”კენტის”,
მინაზე წვიმის სუსტი შხეფები
თითქოს განწყობას ხატავდნენ ჩემსას.
ვისხედით მე და ხსოვნა მარტონი,
მე მოგონების კიმონო მეცვა...
ორივე ჩუმად იმას ვნატრობდით,
რასაც არაფრით ეწერა შეცვლა...
ჩემი წარსულის ბატონ-პატრონი,
ხსოვნასთან ერთად, ცოტათი მეც ვარ...
            12.06.12


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები