ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე2ვარ
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2013


ღალატი

      ამოვიჩემე ზაფხული მიყვარს მეთქი, ამას ყველაზე ხშირად ზამთარში ვამბობ, დილის 7 საათზე ტელეფონზე დაყენებული, სამჯერ გადამოწმებული მაღვიძარა, იმის შიშით რომ დილით სამსახურში არ დამაგვიანდეს დარეკავს და მიფუჭებს მთელ იმ სიამოვნებას, რაც საბანში ცხრაჯერ გადახვეულ და მხოლოდ ცხვირ გამოყოფილ მდგომარეობას მოაქვს.
    ერთი, ორი, სამი  ...
    უცებ ვდგები, ასევე უცებ ვიწესრიგებ თავს და ვაიმე რა ცივია ტანსაცმელი, არაუშავს ზაფხულიც მალე მოვა და ეს პრობლემაც მოგვარდება. ეს ამდენი ტანსაცმელიც აღარ მეჩვევა, რატომღაც ვერ დავემსგავსე იმ გოგოებს, ზამთარს ზაფხულისგან მხოლოდ ერთი პალტოთი ან კურტკით რომ ანსხვავებენ.
    ხოდა მე რომ არ მიყვარს, სწორედ ისეთი ზამთრის ბოლო ორი დღეღა იყო დარჩენილი და მშვენიერი გაზაფხული დამეწყო, ასე მშვენიერადვე შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში.
                                                     
                                                        *  *  *
  - გაგვაცანი რა ეგ შენი ბიჭი
- აუცილებლად.

                                                        *  *  *

ქენდი დიდი მონდომებით მაჩვენებს არა-თითზე ჩამოცმულ „კალიცოს“
- რაა? თხოვდები?
-ჰო- და თითქოს უღიმღამოდ გამიღიმა.
- დაიცა როგორ?
- აი ეგრე რა.
-მაგარი გარეკილი გაქვს.
- ვიცი, ვიცი - და უკვე გულიანად იცინის.

                                                      *  *  *


  მივადექი მუცლის პრესს და სავარჯიშო დარბაზში ქენდი შემოვიდა, გვერდით ჩამომიჯდა და

- ჩემი W ვნახე.
- თვქენ ისევ ერთად ხართ?
- კი და რა გამოდის საყვარელი მყავს? - ისევ გულიანად აკისკისდა.
- ხო შენ საყვარელი გყავს, მე კიდევ საყვარელი ვარ. - უკვე ორივე ვიცინით.
-ანუ ოჯახს უნგრევ?
- არა ოჯახს შენ ანგრევ, იმათი ოჯახი დიდი ხნის წინ დაინგრა.

                                                  *    *    *


    ზაფხულის ერთ მშვიდ საღამოს მე და ქენდის „გე პე ი“-ს მესამე კორპუსის კიბეებზე ვისხედით და მენთოლიან კენტს ვაბოლებდით.

- ქმარს უნდა დავშორდე- თქვა ქენდიმ- და მომაფიქრებინე როგორ, შენ ხომ ჭკვიანი ხარ.
-უბრალოდ ადექი და წამოდი.
-უბრალოდ არ გამოდის, მინდა რომ მოკვდეს, რამე უნდა დავუშავო.
-შენ მაგარი გარეკილი გაქვს, რატომ უნდა დაუშაო?
-იმიტომ რომ ცოლად მომიყვანა.
-კი არ მოგიყვანა, შენ გაყევი.
-აუ მომაფიქრებინე რამე რაა.
- ერთ-ერთი ჩხუბის დროს ადექი და წამოდი, უთხარი რომ არ გიყავრს და დაიღალე.
- შენ რას შვები შენს ბიჭთან?
-საქმეზეა, დღეს ვერ ვნახავ.
-ისე რაღა ეგ აირჩიე?
-მე არ ამირჩევია.
- და რას აპირებთ?
- არ ვიცი, მაგაზე ნაკლებად ვფიქრობ.



                                              *    *    *

რა სიჩუმეა, რა სიჩუმეა.

                                            *    *    *

არაფერი შეცვლილა, ქენდის ისევ ყავს საყვარელი, მე ისევ საყვარელი ვარ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები