არ დავწერო რა აზრი აქვს, მონაყოლი მაქვს უკვე: მოკლედ სამიოდ წლის ამბავია, ერთ დილას ბათუმიდან თბილისში ჩამოვედი მატარებლით, დილაა, 6.45 სთ., მძინავს ნახევრად, ჩავედი მეტროში, ბარგით ვარ... მივედი სალაროსთან, რიგია, მივაღწიე ბოლო-ბოლო და ერთი ჟეტონი მომეცითმეთქი, მოლარე მომაშტერდა რამდენიმე წამით და ამომღრიალა - შენ სოფლელი ხომ არ ხარო... მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა; - რაშია ქალბატონო საქმემეთქი: - ამოვილუღლუღე. - რა რაშია? თბილისში რამდენი ხანი არ ყოფილხარ, მეტრომანი არ გაგიგიაო? აზრზე არ ვარ რა სიტყვა მითხრა და გავჩუმდი, არც ვიმეორებ, ე მანდ შეცდომით არ ვთქვამეთქი და ხო რაცაა მომეცი ფული მაქვსმეთქი (რიგი შევაყოვნე და ვიუხერხულე ზურგს უკან…). მოლარე განაგრძობს ჯიუტად: - რა სოფლელივით დგახარ, ან ჩარიცხე ან გაიარე; ჩამირიცხე, ფული მაქვსმეთქი; დავიჩემე, - რამდენიო? ვიფიქრე 50 თეთრზე მეტი როგორ ეღირება, მაგრამ ლარი იყოს, შარი არ ვნახო და ლარისმეთქი მივეცი ხუთლარიანი; გამომიწოდა პლასტიკური ბარათი, გამომიწერა ერთი ჩეკი, მეორე ჩეკი და ორლარიანი, ავიღე ეს ყველაფერი, მოვკიდე ჩემს ბარგი-ბარხანას ხელი, გამოსვლა დავაპირე და უცებ გონება გამინათდა, დავალაგე ისევ ყველაფერი, მივუბრუნდი მოლარეს - რას გეტყვი იცი ქალბატონო, ხუთს მინუს ერთი ოთხი არაამეთქი? მოლარე ლამის გამოძვრა სალაროს ღრუდან, - შე სოფლელოო იკივლა: - ხუთს მინუს ერთი ოთხი კია, მაგრამ ეგ პლასტიკური ბარათი ორი ლარი რომ ღირს მე გადაგიხადო მაგის ფულიო?... ავალაგე ჩემი ნივთები ისევ და წავედი ესკალატორისკენ. დავდექი ჩასასვლელთან ... მგონია უნდა ჩავაგდო ეს ბარათი სადმე, ჟეტონივით, აპარატს ხან გვერდიდან ვსინჯავ, ხან წინიდან, ესკალატორის მხარესაც გადავყევი თავი და მეტრომანის ჩასაგდებს ვერსად მივაგენი, დადგა ისევ ჩემს უკან რიგი და ჩოჩქოლი. - ე ბიჯო გაეთრიე ვიღაცა ხარ; - ვგრძნობ განწობას ახლოს მდგომი დარბაისელმა ქალის გამოხედვაში. რიგში, ჩემს მერე, ორი მოხულიგნო თინეიჯერი დგას და სერიოზულად კაიფოფს... ისე ვარ, ტაქსით წასვლას ვნატრობ ან გადახტომას ამ გასასვლელზე, მაგრამ უკან დახევაც აღარ გამომდის, მთელი მეტრო ჩემზე ხალისობს... მორიგე ქალი მოვიდა, მოხუცი, მეტროს თანამშრომლის ფორმაშია, რას შვები რატომ არ გადიხარო? ვახ, ვიფიქრე ღმერთმა მხსნელი გამომიგზავნამეთქი, გამოვედი რიგიდან და ქალბატონო აგერ ეს მაქვს (მეტრომანს ვაჩვენებ), ფულიც მაქვს და გამიშვითმეთქი... ეს ქალი თურმე მიყურებს რაც მეტროში ვარ და პირდაპირ შემომიტია: შე მართლა სოფლელო, აგერ დაადებ ამას და მწვანე აინთება გახვალო და დაადო მეტრომანი აპარატს, აინთო მწვანე და უკან რომ მედგა ორი მოხულიგნო, იმათგან ერთი გავიდა ამ ჩემი გატარებული მეტორმანით. რას აკეთებ, - ქალს ვეუბნები, - მე უნდა გავსულიყავი; - ხოო, მიპასუხა, წამოიცვა სათვალე და დაადო მეორედ მეტრომანი, დაადო და გაძვრა ის მეორე მოხულოგნოც და დავრჩი ისევ ადგილზე მეტრომანზე 20 თეთრის ნაშთით (ერთხელ გავლა 40 თეთრი ღირებულა) და 20 თეთღით ვეღარ გავდივარ, არადა სალაროსთან დაბრუნების შანსი არ მაქვს. ავჯანყდი და მივდექი ამ ქალს, გამიშვი როგორც გინდამეთქი, ამანაც ორჯერ გაგიშვი და ერთხელ მაინც გასულიყავიო გადამიყვანა ჭკუიდან, რიგი დადგა ისევ და, ისევ სოფლელი, სოფლელის ძახილი... მოვიდა მეტროს პოლიციელი და რაებს აკეთებ ამხელა კაციო??? ვეუბნები ვისაც (!) გინდა კითხე მეტრომანზე ფული მქონდა და ამ ქალის გამო ვერ ჩავედი და ისეც მაქვს ფული და გამიშვი კაცურადმეთქი (მუქარისა და თხოვნის კომბინაციური მონოლოგი გამომივიდა), მიყურა ამ კაცმა და სავარაუდოდ კიდეც შევეცოდე და კიდეც მოერიდა რიგში მყოფი ხალხის აღშფოთებას, მომკიდა ხელი და სათადარიგო გასასვლელიდან გამიშვა ესკალატორთან. აი ასე იყო ეს ამბავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. იდეალური განწყობა შემიქმნა :))))) იდეალური განწყობა შემიქმნა :)))))
23. რამდენჯერ მაქვს ეს ამბავი მოსმენილი და წაკითხული და მაინც გულიანად ვიკისკისე ახლაც რაააა. =)))))))) რამდენჯერ მაქვს ეს ამბავი მოსმენილი და წაკითხული და მაინც გულიანად ვიკისკისე ახლაც რაააა. =))))))))
22. მე თლა "ვარესი" დამემართა,ზაზა. ბიჭს ვთხოვე, ფულს ჩაგირიცხავ და გამატარე-მეთქი და თავი მოიკლა, არ ჩამარიცხინა, ისე გამატარა. :) თან ორჯერ დამემართა ეგ ამბავი. მერე, მე გავატარე ორჯერ სხვები და იმ წინა ორის "ვალი" გადავიხადე. მაშ! :))))) ჩინურად მოვიქეცი :))
მარა რად გინდა! მეტროში ადგილი არავინ დამითმო, გამიხარდა, ეტყობა, ახალგაზრდად გამოვიყურები-მეთქი და არა, ბატონო, გაუზდელდა, თურმე, ახალგაზრდობა, ის ორი ბიჭი შემხვედრია წესიერი მარტო :)))))))))) მე თლა "ვარესი" დამემართა,ზაზა. ბიჭს ვთხოვე, ფულს ჩაგირიცხავ და გამატარე-მეთქი და თავი მოიკლა, არ ჩამარიცხინა, ისე გამატარა. :) თან ორჯერ დამემართა ეგ ამბავი. მერე, მე გავატარე ორჯერ სხვები და იმ წინა ორის "ვალი" გადავიხადე. მაშ! :))))) ჩინურად მოვიქეცი :))
მარა რად გინდა! მეტროში ადგილი არავინ დამითმო, გამიხარდა, ეტყობა, ახალგაზრდად გამოვიყურები-მეთქი და არა, ბატონო, გაუზდელდა, თურმე, ახალგაზრდობა, ის ორი ბიჭი შემხვედრია წესიერი მარტო :))))))))))
21. გულიანად გამაცინე. გაიხარე. გულიანად გამაცინე. გაიხარე.
20. მეც არ ვარ ნამდვილი თბილისელი იმერელი ვარ მაგრამ აქ ვაიზარდე და უბრალოდ მგონია რომ სასცილო არაა ეს ამბავი რა.ელემენტარული შეცდომა ყველას მოსდის მითუმეტეს თუ არ იცის ადამიანმა თბილისი და აქ სტუმრად იმყოფება.
მეც არ ვარ ნამდვილი თბილისელი იმერელი ვარ მაგრამ აქ ვაიზარდე და უბრალოდ მგონია რომ სასცილო არაა ეს ამბავი რა.ელემენტარული შეცდომა ყველას მოსდის მითუმეტეს თუ არ იცის ადამიანმა თბილისი და აქ სტუმრად იმყოფება.
19. ზაზა, მარტო შენ არ ხარ მაგ დღეში, მე, საერთოდ, სათოფეზე აღარ ვეკარები მეტროს, როცა ქალაქში ჩასვლის ბედნიერება მაქვს! მაგრა გამახალისე ამ დილა ადრიან. ზაზა, მარტო შენ არ ხარ მაგ დღეში, მე, საერთოდ, სათოფეზე აღარ ვეკარები მეტროს, როცა ქალაქში ჩასვლის ბედნიერება მაქვს! მაგრა გამახალისე ამ დილა ადრიან.
18. კარგია, ვიხალისე :-D კარგია, ვიხალისე :-D
17. ერთი უბარათო მომადგა, ბიძია 50 თეთრს ჩაგირიცხავ, ბარათი არ მაქვს და გამატარეო, კარგი მეთქი ვუთხარი და სულ დამავიწყდა სტუდენტური რომ მქონდა, ანუ მხოლოდ ჩემი გატარებაა შესაძებელი.... ჰო ჩარიცხა და მერე ფეხით წავიდა სახლში :) ერთი უბარათო მომადგა, ბიძია 50 თეთრს ჩაგირიცხავ, ბარათი არ მაქვს და გამატარეო, კარგი მეთქი ვუთხარი და სულ დამავიწყდა სტუდენტური რომ მქონდა, ანუ მხოლოდ ჩემი გატარებაა შესაძებელი.... ჰო ჩარიცხა და მერე ფეხით წავიდა სახლში :)
16. სულხანისნაირო :D სულხანისნაირო :D
15. აი ის მოლარე იქნებოდა სოფლელი... :D არა რა არის მაინც "ქაჯი" დღეში სამჯერ რქები თუ არ იტკინა ვერ გაატანს ისე. :) აი ის მოლარე იქნებოდა სოფლელი... :D არა რა არის მაინც "ქაჯი" დღეში სამჯერ რქები თუ არ იტკინა ვერ გაატანს ისე. :)
14. კარგი იყო :) კარგი იყო :)
13. :))))))) ეს ამბავი ვიცი მაგრამ კიდევ წამეკითხა და ვიცინე!:))))))))))))))))))))))))))))) :))))))) ეს ამბავი ვიცი მაგრამ კიდევ წამეკითხა და ვიცინე!:)))))))))))))))))))))))))))))
11. თავის დროზე კარგად ვიხალისე ამ ამბავზე =)
თავის დროზე კარგად ვიხალისე ამ ამბავზე =)
10. მეც ჰარალესავით გამეფიქრა....რა სოფლელო, სოფლელო აუტყდა ამ ხალხს, არ გავს ეგ თბილისელების საქციელს მეთქი და გული დამწყდა, მაგრამ იქვე გამახსენდა, რომ თბილისში, თბილისელი გახდა საძებნელი...:) ჰო იუმორისტულია და მეც გამეცინა...:) :) :) და მოგიკითხე კიდევ...:-* თბილისურად, თბილად...
მეც ჰარალესავით გამეფიქრა....რა სოფლელო, სოფლელო აუტყდა ამ ხალხს, არ გავს ეგ თბილისელების საქციელს მეთქი და გული დამწყდა, მაგრამ იქვე გამახსენდა, რომ თბილისში, თბილისელი გახდა საძებნელი...:) ჰო იუმორისტულია და მეც გამეცინა...:) :) :) და მოგიკითხე კიდევ...:-* თბილისურად, თბილად...
9. ბატონო ჰარალე, უარესი "ზრდილობიანი" მუშაკებიც გვყავს) არა მხოლოდ ტრანსპორტის.) შესრულება უკეთესიც შეიძლებოდა, ამბავი სატირალ-სასაცილოა) იხარე ავტორო) ბატონო ჰარალე, უარესი "ზრდილობიანი" მუშაკებიც გვყავს) არა მხოლოდ ტრანსპორტის.) შესრულება უკეთესიც შეიძლებოდა, ამბავი სატირალ-სასაცილოა) იხარე ავტორო)
8. მახსოვს ზაზა ეს ამბავი facebook-ზე გვიამბე . მაშინაც ძალიან გამაღიზიანა მოლარის საქციელმა, სოფლელობა სულ არაფერ შუაშია, ვინც მეტროთი არ სარგებლობს, ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს იგივე სიტუაციაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მოლარემ ,,სოფლელი,, გეძახოს :(
ამას წინათ ბიძაშვილის შვილი მიტყუებდა მეტროში, წამოდი გავისერნოთო, მეთქი უბრალოდ მოსწონს და ჩავიყვან ტქო ვიფიქრე, მაგრამ მერე მითხრა იქ ,,მათხოვრობანა,, ვითამაშოთ, ჩამოვიაროთ და ვიძახოთ დაგვეხმარონო, ძლივს გადავაფიქრებინე, არც ჩავსულვართ, მათხოვრობანას სახლში ვითამაშზე ძლივს დავითანხმე :)
ისე ნიცშე და მეეზოვეებიც საინტერესო იქნებოდა, ეგეც მოგვიყევი , ოღონდ მოაკვარახჭინე გურულად :) მახსოვს ზაზა ეს ამბავი facebook-ზე გვიამბე . მაშინაც ძალიან გამაღიზიანა მოლარის საქციელმა, სოფლელობა სულ არაფერ შუაშია, ვინც მეტროთი არ სარგებლობს, ნებისმიერი ჩვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს იგივე სიტუაციაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მოლარემ ,,სოფლელი,, გეძახოს :(
ამას წინათ ბიძაშვილის შვილი მიტყუებდა მეტროში, წამოდი გავისერნოთო, მეთქი უბრალოდ მოსწონს და ჩავიყვან ტქო ვიფიქრე, მაგრამ მერე მითხრა იქ ,,მათხოვრობანა,, ვითამაშოთ, ჩამოვიაროთ და ვიძახოთ დაგვეხმარონო, ძლივს გადავაფიქრებინე, არც ჩავსულვართ, მათხოვრობანას სახლში ვითამაშზე ძლივს დავითანხმე :)
ისე ნიცშე და მეეზოვეებიც საინტერესო იქნებოდა, ეგეც მოგვიყევი , ოღონდ მოაკვარახჭინე გურულად :)
7. ჰა-რა-ლეს კომენტარმა გაახალისა უფრო აქაურობა:DD
"მაგრამ ის რომ, მეტროს მოლარე და ის მოხუცი თანამშრომელი, ნაღდად არ ახლდნენ გორგასალს ნადირობისას, დანამდვილებით ვიცი. :)" მეც ეგ ვთქვი...:D ჰა-რა-ლეს კომენტარმა გაახალისა უფრო აქაურობა:DD
"მაგრამ ის რომ, მეტროს მოლარე და ის მოხუცი თანამშრომელი, ნაღდად არ ახლდნენ გორგასალს ნადირობისას, დანამდვილებით ვიცი. :)" მეც ეგ ვთქვი...:D
6. ასე, "სოფლელოთი" მიმართავენ ნეტავ, ტრანსპორტის მუშაკები მგზავრებს? ჩამოსული ბევრი მინახავს, ასე მიემართოთ, ვერ ვიხსენებ ნაღდად (თუმცა ეს არაფერი, იუმორისტულში მოსულა). ამაგრამ ის რომ, მეტროს მოლარე და ის მოხუცი თანამშრომელი, ნაღდად არ ახლდნენ გორგასალს ნადირობისას, დანამდვილებით ვიცი. :)
ასე, "სოფლელოთი" მიმართავენ ნეტავ, ტრანსპორტის მუშაკები მგზავრებს? ჩამოსული ბევრი მინახავს, ასე მიემართოთ, ვერ ვიხსენებ ნაღდად (თუმცა ეს არაფერი, იუმორისტულში მოსულა). ამაგრამ ის რომ, მეტროს მოლარე და ის მოხუცი თანამშრომელი, ნაღდად არ ახლდნენ გორგასალს ნადირობისას, დანამდვილებით ვიცი. :)
5. მე კიდევ იმისთვის მიყვარდა თბილისში რამის კითხვა, რომ ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიდნენ...ასე იყო ადრე... გავსებულა "სოფლელებით" თბილისი:D მე კიდევ იმისთვის მიყვარდა თბილისში რამის კითხვა, რომ ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნიდნენ...ასე იყო ადრე... გავსებულა "სოფლელებით" თბილისი:D
4. არადა ''კარენოი'' რამდენი თაობის:)თბილისელს დამემართა '' ვარესი მოსაჯაყი''ამბავი მეტრომანზე:) არადა ``კარენოი`` რამდენი თაობის:)თბილისელს დამემართა `` ვარესი მოსაჯაყი``ამბავი მეტრომანზე:)
3. კიდე კაი პოლიციელი მაინც გამოდგა ნორმალური, თორემ ქალაქელების დემონიზაციას ექნებოდა ადგილი. :)) ჰო, მაგარი იყო. :) კიდე კაი პოლიციელი მაინც გამოდგა ნორმალური, თორემ ქალაქელების დემონიზაციას ექნებოდა ადგილი. :)) ჰო, მაგარი იყო. :)
2. ჰაჰაჰა, შენ ჩემნაირო :))) ჰაჰაჰა, შენ ჩემნაირო :)))
1. :))
ასეა, სოფლელი უნდა დაეტიოს სოფელში :)
მეც ამიჯანყდა ორიოდე წლის წინ მთელი ერთი ყვითელი ავტობუსი ხალხი - რას ქვია მძღოლისთვის ფულის მიცემას ცდილობდიო :) რომ გაიგეს ქუთაისიდან ვიყავი- რა ტყუილად გადაიტანეს პარლამენტი, მაინც არაა თქვენი საშველიო :) :))
ასეა, სოფლელი უნდა დაეტიოს სოფელში :)
მეც ამიჯანყდა ორიოდე წლის წინ მთელი ერთი ყვითელი ავტობუსი ხალხი - რას ქვია მძღოლისთვის ფულის მიცემას ცდილობდიო :) რომ გაიგეს ქუთაისიდან ვიყავი- რა ტყუილად გადაიტანეს პარლამენტი, მაინც არაა თქვენი საშველიო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|