კარგახნის წინ იყო ის, რაც ახლა უნდა მოვყვე. ვეღარ ვიხსენებ და ალბათ არც აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებდი ან რითი ვიყავი დაკავებული იმ ხანებში. ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ დღეს, სახლში დიდი ქალაქის თვალისმომჭრელი ნათებებითა და ხმაურით დაღლილ-გათანგული დავბრუნდი. არაფრის თავი არ მქონდა. საძინებელში მასიური, ყვითელი ტყავის სავარძელი, \"ლეიზი ბოი\" მედგა, იმ სავარძელში ჩავესვენე და სამსახურიდან დაბრუნებულ კაცებს როგორც სჩვევიათ, ტელევიზორის პულტის ღილაკს ანგარიშმიუცემლად დავაჭირე თითი. ნაკლებად მაინტერესებდა რა ჩაირთვებოდა, ამიტომ ვერ გეტყვით რა გადაცემა იყო, ან რომელი არხი. ტელევიზორმა გაიწკაპუნა, გამოსახულებას ხმამ დაასწრო, თუმცა ეკრანიც წამშივე განათდა და რაღაც ნამდვილად არსებობს, ვხედავ, მალის თუ სუდანის რომელიღაც სოფელს უჩვენებენ, ამერიკული გადამღები ჯგუფია ჩასული, შუაგულ აფრიკაში მდებარე სოფლიდან აკეთებენ რეპორტაჟს. თან ამ ყველაფერს მეორე, კინოდოკუმენტალისტთა ჯგუფი ფილმად იღებს და არის ერთი კამერათა ზიზინი, ფაციფუცი, განსავითარებელ სცენართა ერთმანეთში შეთანხმება და პროდიუსერების მიერ მოხაზულ წითელ ხაზთა ერთმანეთისთვის შეგონება.
აქედან შორს, მარტოდმარტო, უცხოეთის ერთ ძლევამოსილ და მშვენიერ ქვეყანაში ვცხოვრობდი.
კი მესიამოვნა ეს იდილია, მაგრამ სუდანელ გლეხთა ყურების განწყობაზე მაინც არ ვიყავი. არც იმის თავი მქონდა, სადმე სხვა არხზე გადამერთო და ასე პულტით ხელში, ის იყო გონებას ბინდი გადაეკრა და ძილეთის საუფლოსკენ დავიძარი, რომ წამყვანის ხმამ გამომაფხიზლა: - „ეს სოფელი, ადამიანთა ცივილიზაციას რამდენიმე ათასი კილომეტრითაა დაშორებული და აქ მცხოვრებ ხალხს, დანარჩენი მსოფლიოს შესახებ ცოტა რამ თუ სმენიათ და გაუგონიათო.“ - ასე ამბობდა დაბალ ბარიტონზე მოსაუბრე უხილავი კომენტატორი. რაღაცნაირი შემტყუებლურ-დამაინტრიგებელი ტექსტი იყო, თავს რის ვაი-ვაგლახით ვძლიე და თვალები გავახილე. სოფელი-მეთქი, კი ვთქვი დასაწყისში, მაგრამ რის სოფელი, უზარმაზარი, ხელისგულივით სწორი სივრცე გადაჭიმულიყო ეკრანზე და სახელდახელოდ შეკოწიწებულ, ისლით გადახურულ თავშესაფართა გროვა იდგა, მზის ხვატისგან ავარვარებულ ამ თვალუწვდნელი ხრიოკის შუაგულში. რომელიღაცა მცირერიცხოვანი, თვითმყოფადი აფრიკული ტომი სახლობს თურმე, ღვთისა და კაცისგან მიტოვებულ ამ უკაცრიელ ადგილას. ოჰოო - გავიფიქრე, ვნახავ ერთი, შევხედავ, იქნებ რას ყვებიან, შეიძლება სულაც დავკრა ფეხი და ყველაფრისაგან დაღალულმა, აი იმ მხარეებისკენ გავწიო, სამუდამოდ, ან თუნდაც დროებით მაინც მოვწყდე ამაოებაში დაძირულ წუთისოფელს-თქო, საკუთარ თავს გავეხუმრე. საძინებელში იშვიათად ვეწევი, მაგრამ ამაზე არც მიფიქრია, ისე გამექცა ხელი სიგარეტის კოლოფისკენ. მერე სანთებელა გავაჩხაკუნე, საფერფლე მოვიმარჯვე და ყურადღებად ვიქეცი. დიდხანს იბორიალეს და ბოლოს ერთ-ერთ ასეთ, ლერწმით გადახურულ ქოხს მიადგა რამდენიმე კაცისგან შემდგარი ექსპედიცია. ბევრი უარეს ირგვლივ. ძეხორციელს რომ ვერ მიაკვლიეს და ბოლოს ხელის ჩაქნევა დააპირეს, Hello, is anybody here?-ო ვიღაცამ გასძახა. ეზო ძეძვის ტყრუშული ღობით იყო შემოკავებული. ერთი გასაცოდავებული თხის კიკინი მოისმოდა შიგნიდან. გაძახება იყო და იმ ღობეში დატანებული ძვლის კონწიალა კაკილები შეირხა და დამჭკნარსახიანმა, მუგუზალივით შავმა დედაბერმა გამოყო თავი, ამ ხალხს გამოეგება. მოხუცი, შავკანიანი ბებო იყო. ვერ გეტყვით რამდენი წლის იქნებოდა. ქვედატანზე სიშიშვლის დასაფარად რაღაც, ალბათ თავისივე ხელით მოწნული ფარდაგი შემოეხვია, წელსზემოთ კი, სრულიად დედიშობილას, ჩამოწელილი მკერდი მოუჩანდა. ადრეც მრავალჯერ მქონია ტელეეკრანზე მსგავსი სურათი ნანახი, ერთგვარი უხერხულობაც კი განმიცდია, მაგრამ არასოდეს დავფიქრებულვარ ამ საკითხზე. იმ წუთას კი უცებ ჩავწვდი, ქალი ისე შერწყმოდა გარემომცველ სამყაროს, მასთან ერთ მთლიანობად ქცეულიყო და ბუნების ამ ჭეშმარიტად განუყოფელ ნაწილს, არად მიაჩნდა და არც რამედ დაგიდევდათ ამგვარ სიშიშვლეს. მაშინვე მივხვდი, სხვანაირად, სხვა თვალზე ვაპირებდი ეკრანზე გადაშლილ ამ სანახაობის გააზრებას. ასეთი რამ, არცთუ ხშირად მემართება. ზოგჯერ ჩემივე მიზეზით, ზოგჯერ კი ჩემგან დამოუკიდებელად, ამა თუ იმ ხდომილებას ისე აღვიქვამ, თითქოს მათ, მაცდური მრავალსახიანობის საბურველი შემოეცლებათ და სრულიად შიშველნი, თავისი რეალური, პირველყოფილი არსით წარსდგებიან ხოლმე ჩემს წინაშე. მოხუცმა სახლში შეიპატიჟა ეს ხალხი.
ჯგუფი ჯერ შეცბა, ერთმანეთს გადახედეს, არ ვიცი სხვა რამ სიუჟეტი თუ ქონდათ ჩაფიქრებული, ფეხსაც ითრევდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მონუსხულებივით ერთმწკრივად დაწყობილებმა, სათითაოდ გადააბიჯეს ამ უცნაური თავშესაფრის ზღურბლს ფეხი და ერთ მომცრო ოთახში ამოყვეს თავი. რა სკამი, რის მაგიდა, ზოგი იქვე უდიერად მიწყობილ ტომრებზე ჩამოჯდა, ზოგმა კი მუხლი მოირთხა და ალიზის ნათითხნისგან ამოყვანილ უსწორმასწორო კედელებს მიებჯინა ზურგით. თან აპარატურის მომზადებას შეუდგნენ, ცელოფანის პარკებიდან დაიწყეს კამერების ამოლაგება. რა გინდათ, რას შეუწუხებიხართ, ამ ქვეყნის კიდეში რა გასაჭირს მოუყვანიხართო - იკითხა დაბნეულმა ბებომ. – რა გვინდა და დოკუმენტურ ფილმს ვაკეთებთ ცივილიზაციას მოწყვეტილ ადამიანებზე, საუბარი გვინდა ბებო შენთან, ჩვენ შეგეკითხებით, შენ გვიპასუხეო. თან თარჯიმანი ახლავთ, ალბათ ერთადერთი მთელს სამყაროში, ამ ტომის ენა რომ იცის და გაეგება. ბევრი ეცადნენ თუ ცოტა, როგორც იყო, ერთი ვიშით და ვაებით აუხსნეს რასაც აპირებდნენ. ეს ქალი თან თავს აკანტურებს, თანხმობის ნიშანს იძლევა, თან დაბნეული შეჰყურებს ხან ამ ხალხს, ხან ათასი აპარატურითა და გაბურძგნულ შალითებში ჩასმული მიკროფონებით დახუნძლულ ოპერატორებს. აშკარაა, პირველად ხედავს ამგვარ სურათს და ალბათ არც ოდესმე იმ უცნაური აღჭურვილობისა სმენოდა რამე. კი ბატონოო - მოხუცმა . გამოუტანა თიხის ჭურჭლით რძე და რაღაც საჭმლის მაგვარი. შემდეგ მარცვლეულით და ბურბუშელათი სავსე სხვა ტომრები გამოათრია გვერდითა სათავსოდან, აქ დასხედითო, ფეხზე დარჩენილთ მიმართა ზრდილობიანად. აპარატურის სრული მზადყოფნის ნიშანი მისცა მერე ერთ-ერთმა, მეორემ თითებით უკუათვლა წამოიწყო: სამი, ორი, ერთიო და დაიწყეს. დაიწყეს და ალბათ გეცოდინებათ, რაღაც უცნაური ენა რომაა, ტკაცატკუცი რომ გააქვს, თავს და ბოლოს რომ ვერ გაუგებ სიტყვებს, აი იმ ენაზე ლაპარაკობს ქალი. თან ინგლისური თარგმანი ახლავს მის ნალაპარაკევს. დროდადრო ეკრანის ფსკერზე მისი ნაუბარი ტექსტებად გამოისახება, ტიტრების მთელი წყება გადადის ერთმანეთზე, ერთი მეორეს ენაცვლება. და რომ მეგონა ამათ ერთმანეთის რა უნდა გაიგონ-მეთქი, ვუსმენ და ქალი ისეთებს ლაპარაკობს, გაოცებისგან პირი მაქვს ღია. სადღაა ან დაღლილობა, ან უხასიათობა. ვგრძნობ მოშვებული სხეული ახალი, უხილავი ენერგიით მევსება, გონსგადაფარებული ლიბრიც გამქრალიყო და მძინარე მეზობლებიც აღარ მახსოვდა, უნებურად პულტსაც კი წავატანე ხელი, ტელევიზორს ხმა თითქმის ბოლომდე ავუწიე. გინახავთ, მოხუცები ძველისძველ სკივრს რომ გახსნიან და ხელისკანკალით მათთვის ძვირფას, ნივთებში განსხეულებულ მოგონებებს რომ გადმოულაგებენ შვილიშვილებს? - ასე ალაგებს მთელ თავის განვლილ ცხოვრებას ეს საოცარი მოხუცი. ყვება თავის ისტორიას. სად დაიბადა, სად გაიზარდა, როგორ უყვარდა, როგორ ევნო და ეწამა, როგორ გათხოვდა ბიჭზე, რომელიც შემდეგ მომხდურებთან ბრძოლაში დაღუპულა და მერე მარტო დარჩენილს, როგორ არ უღალატია ქმრის ხსოვნისთვის, პატიოსნებაც როგორ ბოლომდე უტარებია და რა გაჭირვებით გაუზრდია შვილები. ვგრძნობ, რომ საბოლოოდ გამოვფხიზლდი. ინტერესად ვიღვრები. მხოლოდ, როგორც რამე წარმოდგენას, ანდა როგორც თავშესაქცევს ამბავს, ისე კი არ მივყვები, არა, მთელი არსებით ვარ ეკრანს მიჯაჭვული და რაღაც დიდს ვგრძნობ. უფრო მასშტაბურს და ყოვლისმომცველს. ვხვდები, რომ ეს დღე, ასე უბრალოდ არ დასრულდება და ერთ ჩვეულებრივ ამბავზე უფრო ტევადი და მრავლისმთქმელი აღმოჩნდება ეს ყველაფერი. სრული სვლით მიდის გადაღება. ათასგვარ კითხვას უსვამენ. თან ცდილობენ, რაც შეიძლება მარტივად, გასაგებად ჩამოუყალიბონ შინაარსი. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიდის ჩაწერა. ტამტამების რიტმული გრგვინვა და აფრიკული ფოლკლორის მრავალხმოვანი ფონი გოდებასავით მიჰყვება ფილმს. მოხუცის სხეულის ენასა და მოძრაობებში, გენეტიკაში გამჯდარ, უძველეს საკულტო რიტუალთა პლასტიკა და პირველქმნილი როკვის დახვეწილი ელემენტები შეინიშნება. ოპერატორები ძალღონეს არ იშურებენ. ზოგად სურათს, ახლო რაკურსი ენაცვლება, გვერდხედს, ზედხედი და ერთი სპეცკამერა მუშაობს, მუდმივად მის სახეზეა მიმართული, არ გამორჩება მიმიკათა ცვალებადობის არც ერთი ნიუანსი, სახეზე აღბეჭდილ განცდათა უმცირესი დეტალიც კი არ გამოეპარება. ო როგორ ვცდებით ხოლმე ზოგჯერ ადამიანები. როგორ გვეშლება, რა ცრურწმენები, რა გაუაზრებელი წინასწარი განწყობები და შეხედულებანი განაპირობებენ ჩვენს დამოკიდებულებებს სხვა ადამიანთა მიმართ. თუმცა, აბა სხვანაირად როგორ უნდა მგონებოდა, დარწმუნებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ კაცთა მოდგმისგან ამ განკვეთილ, ნახევრად ველურ გარემოში მცხოვრებ ხალხს, ჩვეულებრივი, ჩვენთვის გასაგები ემოციები არც კი გააჩნდათ, ან თუ გააჩნდათ, ვერ გეტყვით რა მიზეზით შეიძლებოდა წარმომედგინა, რომ იმ განცდათა უმეტესი ნაწილი, დაბადებისთანავე იქვე, მათივე შინაგანი სამყაროს სიღრმეებში იკარგებოდნენ და ზედაპირამდე ვერასდროს აღწევდნენ, ვერასოდეს გარეგან გამოხატულებად, დანარჩენ მოკვდავთათვის გასაგებ იმპულსებად ვერ გარდაიქმნებოდნენ. მაგრამ, ვუყურებ და ამ ყველაფერს რომ ყვება, ჰეჰეეეი, მის მზერაში ხან მართლაც დიდ აფეთქებამდე გამეფებული სამყაროს სტატიკა და არარსებობის სულისშემძვრელი სიცარიელე ირეკლება, ხან კი, წამით სევდა და უზომო ტკივილი გადაურბენს სახეზე. თუმცა, შეჭმუხნულ შუბლს უმალვე გახსნის და თვალებში შავზე შავი, აფრიკული კუნაპეტი ღამის ვარსკვლავთა მთელი დასი აუთამაშდება.
ლაპარაკობს მოხუცი.
იქ ვარ! ათასობით კილომეტრი უმცირეს ხანში დავფარე და აფრიკელად გადაქცევაც რამოდენიმე წუთში მოვასწარი. აფრიკაში ვარ უკვე. ცხვირწინ ვუზივარ და ავაზასავით მოელვარე თვალებში შევცქერი. ყურადღებად ვარ ქცეული. ვუსმენ. ყვება საკუთარ თავგადასავალს. ალაგებს სკივრიდან ამბებს და ყვება დაუსრულებლად. წარსულში ჩაკარგულ მოგონებათა გორგალს მიჰყვება, რაღაც ბისერის მაგვარი უჭირავს და დროის უხილავ ძაფზე მარცვლებად ასხმულ გრძელ-გრძელს ამბებს მართლაც კრიალოსანივით ათამაშებს საუკუნეს მიღწეულ თითებში. ლაპარაკობს, იგონებს გარდასულ დღეებს და სიყვარულის, საკუთარი ახალგაზრდობის წლებამდე რომ მივა, მაშინ გარდაიქმნა, წლები თვალსა და ხელს შუა შემოეცლება და ვხედავ სულ სხვა ვინმედ, პატარა გოგოდ გარდაისახა მოხუცი. უცნაურად გადანასკვულ ნაწნავს ხელში იქცევს და დარცხვენილ გოგოსავით ათამაშებს თითებს შორის. ვუყურებ ამ ყოველივეს და იმ პატარა შავტუხა გოგონას ნეტარებით აღვსილი გულის ფრთხიალიც მესმის და შორეულ ვნებათა სიმძაფრით გამოწვეულ სრულიად გამაოგნებელ აღმაფრენასაც კი ცხადად ვხედავ. მერე ცოტა ხნით კვლავ ჩაუქრა თვალები. თუმცა მაშინვე, ახალმა, სულ სხვა სხივმა იფეთქა და მის მზერაში, ბავშვობისდროინდელი დაუოკებელი ჟინის ანასხლეტებიც აციმციმდნენ და იმ ღამისეულ კოცონთა ნაპერწკალებში მოხტუნავე, იქაურ ჭინკა-ალქაჯთა იდუმალ შეძახილთა ხმაც კი ჩამესმოდა თითქოს. აპარატურას ჩხაკაჩხუკი გაუდის. ფოტოკამერეთა ელვა წამით ანათებს მოხუცის მეტყველ, მომღიმარ სახეს. მე მიღიმის, პირდაპირ თვალებში შემომცქერის. თან გადაღებულ სურათთა მთელი გალერეა ენაცვლება ეკრანზე ერთმანეთს. ყვება ბებო თავის თავგადასავალს. ბოლომდე მინავლებულ ღერს მხოლოდ მაშინღა შევავლე თვალი, თითებთან სიმხურვალე რომ ვიგრძენი. კიდემომწვარ ფილტრს ადგილი საფერფლეში მივუჩინე და ყურება განვაგრძე. ყვება. ყვება. იხსენებს წარსულის გვალვებს, მაცოცხლებელ წვიმათა სეზონებს, შიმშილს, დაავადებებს, ომებს, მუსრი რომ გაუვლია ოდესღაც სოფლისთვის და გამორჩეული ვაჟკაცები რომ შეუწირავს. თმაგაშლილი, ფეხმორთხმული შამანივით ზის პირდაპირ მიწაზე და ვხედავ მოგონებებიდან როგორ იხმობს ტომის უსულგულო და ტირან მმართველებს და ლმობიერი, ჭკუითა და გონებით დაჯილდოვებული ბელადებიც არ გამორჩება. იხსენებს დროებას, ტანჯვა და ბედნიერება ბობოქარ ტალღებად რომ წაეწყობოდნენ და დასასრული რომ არ უჩანდა სიცოცხლის სანაპიროებთან მათ ზათქსა და გუგუნს. იხსენებს წინაპრებს, ბებიებს, ბაბუებს, დედას, მამას, გარდასულ დროთა ძნელბედობისა თუ უღრუბლო დღეების აჩრდილებს. ლაპარაკობს სიკეთეზე, ბოროტებაზე, ღმერთებზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, მარადიულობაზე.. ერთ ქერათმიან გოგოს კალამი მოუმარჯვებია და ფურცელზე გადააქვს მისი მონაყოლი. გადამღები ჯგუფი აღტაცებას ვერ მალავს, მოჯადოებულნი შეჰყურებენ ამ მოულოდნელად თავსდამტყდარ საოცრებას. ყვება მოხუცი ამბებს. გაფაციცებით ვუსმენ, თითოეულ მის სიტყვას ვყლაპავ და გარკვევითაც მესმის მისი მონაყოლი, ინფორმაცია უწყვეტ ნაკადად შემოედინება ჩემში, მაგრამ ვერ კი ვხვდები რა ენაზე აღვიქვამ მის ნაუბარს და მერე, უცაბედად აღქმები მიმიმძაფრდა, ეს ყველაფერი კიდევ სხვა სიმაღლემდე ადის, სულ სხვა განზომილებაში გადაიტყორცნება და მეჩვენება, რომ ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის ზღვარი წაიშალა, თითქოს გაფანტული გალაქტიკები ვიღაცის უხილავმა ხელმა ერთად შეკრიბა, ერთად მოუყარა თავი და ეს მოხუცი აფრიკელი ქალი, ერთიანი სამყაროს ერთიან ენაზე ალაპარაკდა, გეგონებოდა, კაცობრიობის ერთ საერთო დიდ ბებიას, შვილიშვილები დაესხა და თვალებმოელვარე ბავშვებს ადამიანთა სევდიან ისტორიას, ზღაპრად უყვებოდა. ხოლო ეკრანზე ფოტოკოლაჟი ენაცვლებოდა-თქო ერთმანეთს და ამ ფოტოთაგან ერთ-ერთი, სევდანარევი სიხარულით მომზირალი სურათი, ეკრანს მიაშეშდა წამით, და შემდეგ ნელ-ნელა, ზანტად შეირხა, გაცოცხლდა, სული შთაებერა, რაღაც უჩვეულო პროცესი აღიძრა, სურათი ჯერ გადნა, ბლანტე სითხის ბუნება შეიძინა, მერე ერთხანს ტალღისებურად ილივლივა, ილივლივა და ბოლოს ამ უფორმო მასის სიღრმიდან, ულამაზესი ქალბატონის სახე, ჩემი ბებიის პორტრეტი გამოიძერწა.. ის კი განაგრძობდა თხრობას და წარმოიდგინეთ, ქართულად ჩამესმოდა მისი ეს ნაამბობი, პორტრეტის არ იყოს, ამ ერთიანი სამყაროს ენის პულსაციიდან, ქართული ენის ხმოვანება იკვეთება და ეს ათიათასი კილომეტრით დაშორებული, სულ სხვა ტომის, სხვა ჯიშისა და ჯილაგის ადამიანი, თითქოს ქართველი ყოფილიყო, ერებისა და ეთნოფსიქოლოგიის ყოველი ნიშანი დროებით გაქრა, სადღაც აორთქლდა, ასე მეგონა, არც არასოდეს არსებულა მანამდე და მის ამ მონაყოლსაც, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, დასავლურ კილოზე, დიახ, სწორედ რომ ქვემოიმერულ კილოზე აღვიქვამდი..
ბოლო კადრამდე ამ თვალით და ყურით მივდიე გადაცემას. კარგახანს გაგრძელდა ჩაწერა.
ბოლოს - მარტო ცხოვრობ ბებო-ო?- ჟურნალისტი ეკითხება. – არა ბებია, ღმერთმა დამიფაროს, ორი ბიჭი მყავს და ორი გოგო. ერთი ბიჭი აგერ ცხოვრობს ამ სახლში, სანადიროთაა ახლა წასული, მოვა ასე, აგი მზე რო გადეიწევს, ე იმ მთის იქეთო. (მთის სილუეტი მოჩანდა ჰორიზონტს იქით). მეორე, მეზობელ სოფელშია ჩასიძებულიო. გოგოები გათხოვდნენ, თავისი გზა მონახეს, რძალი მყავს კიდო, კაი გოგოა ნემეტანი, მეზობლისასაა გადასული, ბაღანა ყოლია ავად მეზობელს და წეეშველება პატარასო. შვილიშვილებიც იქ არინ, დოუშალე, არგინდათ არ გაყვეთ, რამე ჭირი და მოურჩენელი არ ჭირდეს და არ გადმეგედოთ-თქვა, მარა ვინ გისმენს, გისმენს ვინმე? ახლა ეგერ, იმ თხებს როუყურებთ, აი თხები უნდა მოვწველო, მოვლენ ბაღნები სადაცაა და საჭმელი უნდათ, აგი უნდათ, იგი უნდათ, საქმეს რა გამოლევს, გეიზდებიან და მეეწევიან ცხოვრებასო. აღარაა ძველი ჯანმრთელობა, დავბერდი ბებია, რთული ყოფილა ცხოვრება, მარამ მაინც მიხარია, შუათანა შვილიშვილი მემესწრო, კაი ნიჭიერი ბოვშია, რაცხა შეგონების და შელოცვის ნიჭი აღმოაჩნდა, ხალხს მკურნალობს და თლათ რო დავბერდები, მერე მეც მომხედოს იქნება, გამაძლებიოს ერთხანობასო. აღარ ვიქნები ალბათ მალე და დავამახსოვრდე, კაი სიტყვით მომიგონიოს ეგებაო. თუ მოვკვდები კიდო, შვილიშვილები მომენატრება, თვარა, მე მაინც ვერ გევიგებ ვერაფერს და აღარც აღარაფერი მეცოდინებაო... ჰე, რას უყურებთ, დააკარეთ ახლა პირი ამ საჭმელს, რავა არ კადრულობთ ჩემ ნახელავს თუ რაფერაა თქვენი საქმეო – ბუზღუნებდა ბოლოს..
კამერას გარეთ გავყევი. მთლიანად ვშთანთქმულიყავი პროცესში. ობიექტივის ლინზებში ვიჯექი უკვე. მოსაღამოვებულიყო. მეწამული ფარდა ეშვებოდა ჰორიზონტებზე. ცოტაც და, ნარინჯისფერი დისკოს უკანასკნელი ნაღვენთიც ჩაიქცა დასალიერში. მერე კიდევ ბევრი ილაპარაკეს. ბიჭმა დააგვიანა დაბრუნებაო, ამას წუხდა და განიცდიდა. წამდაუწუმ გარეთ გადიოდა, მზერას მოიჩრდილავდა და ხმელეთის ზოლს გახედავდა საბრალო მოხუცი..
ამასობაში დაღამდა კიდეც. მილიონი მნათობით აინთო აფრიკის ცა. ქვემოთ კი სახელდახელოდ შეკოწიწებულ, ისლით გადახურულ თავშესაფართაგან, მინავლებულ ჭრაქთა სუსტი ციაგი გამოკრთებოდა ხანგამოშვებით. ამ დროისათვის უკვე დამნამდვილებით ვიცოდი, რომ რაღაცა მართლა დიდთან და უნივერსალურთან მქონდა შეხება. ეს ისე ცხადი და ნათელი იყო..
ბოლოს რაღაც შეატყობინეს და დამშვიდდა. გადაღება რომ დასრულდა, გარეთ გაიპატიჟა მოხუცმა ეს ხალხი. ეზო ხმაურს მოეცვა. კოცონი დაენთოთ და კაცები ძელზე გაცმულ უზარმაზარი ცხოველის სილუეტს ატრიალებდნენ ცეცხლის თავზე. ბავშვებს ერთი ჟრიამული გაჰქონდათ და კინაღამ ფანჯარაც მივხურე, ქალების ეზოდან ეზოში გადაძახილი აღწევდა ჩემს ოთახამდე.. ბოგირამდე გამოაცილა ბოლოს მოხუცმა სტუმრები. სადღაც ზემოთ, იდუმალ ზეცის სივრცეში იყურებოდა და ჩურჩულებდა, არ ვიცი, ალბათ ლოცვას თუ აღავლენდა რამეს.. შემდეგ უკან მიბრუნდა, ის ჩხრიალა კაკილები კვლავ შეარხია, ერთხელ კიდევ, უკანასკნელად გამოიხედა ჩემსკენ, ბოლოჯერ გამიღიმა და სიბნელეს, აფრიკული ღამის წყვდიადს შეერია ქალი, სამუდამოდ გაქრა, გაუჩინარდა... ის ვარსკვლავები კი ისევ იქ იყვნენ, ცის თაღზე ისხდნენ. მერე, კამერამ მთელი სამყარო ჯერ მტვერივით შეისრუტა, უსაშველოდ მოაახლოვა, თითქმის მიწამდე ჩამოიყვანა წერტილოვანი ნათებები. შემდეგ, სულის ერთი შებერვით კვლავ მილიარდობით კილომეტრეზე გაგვაფრქვია და თავ–თავისი პირვანდელი ადგილი მიგვიჩინა, ისევ ერთიანი კოსმოსის განუყოფელ ნაწილად გვაქცია მეც და ამ მტვერთა ვერცხლისფრად ავარვარებულ უმცირეს ნაწილაკთა გროვაც.
ბოლოს კი, ყველაფერი ერთიანად ჩაქრა. ცაც და მიწაც..
* *
იმ დღის მერე თოთხმეტის წელია გასული და ახლა, აი ამწუთას, როგორც ერთ დროს, ისე ვზივარ ლერწმის წვრილი ღეროებისგან მოწნულ სავარძელში, თავი უკან მაქვს გადაგდებული, ცას შევცქერი, ერთ წერტილში მაქვს მზერა მიპყრობილი. ხელში მაშინდელივით სიგარეტი მიჭირავს და ახლაც ვგრძნობ თითებს შორის ბოლომდე ჩამწვარი ღერის სიმხურვალეს. ახლაც როგორც მაშინ, მილიონი მნათობი ციმციმებს შორეულ სივრცეებში და ჩემს თვალებშიც მოსჩანს გონების სიღრმეებიდან გამოხმობილ მოგონებათა მბჟუტავი, სუსტი ციაგი.
უკან მივფრინავ, რამდენიმე წლით უკან ვვარდები, ფიქრებში ვიძირები..
.. ბავშვობა და აგვისტოს ერთი დღეს მახსენდება. მარიამობის გვიანი ღამე იდგა მაშინ, ვარსკვლავებით მოჭედილიყო ცა. წლისღამე ჩამოდისო, ასეთ დროს იტყოდა ხოლმე მარო ბებია. თავს შეუძლოდ გრძნობდა. მე ოდა სახლის კიბეზე ვიჯექი ფიქრებში წასული და გულდამძიმებული. ციცინათელები ხან აინთებოდნენ, ხან ჩაქრებოდნენ. ჭრიჭინათა ხმა და ბაყაყების ყიყინი მოისმოდა შორიდან და სოფლის კლუბიდან ინდური სიმღერის ჰანგი მოჰქონდა ნიავქარს. ის კი მეფერებოდა, თავზე მისვამდა ხელს. და უცებ ასეთი რამ თქვა, ასე მითხრა: - არ იდარდო ბებია, ისე მივდივარ ამ ქვეყნიდან, შენი ცუდი არ მინახია და არ გამიგონია არაფერი და აწი თუ მოვკვდები, არც მაგიზა მევიკლავ თავს.. , იმაზე მწყდება გული, სასაფლაოს გზა რო დარჩა მოუხრეშავი, მეშინია, წვიმობისას არ შევიქნე იქეთ წასაყვანი, ხალხი იქნება ბევრი და ცოდვაა, გაუჭირდებათ სიარული, ადამიანების დაუფასებლობა იქნება აგი-ო.. ასე მითხრა მარო ბებიამ.
მაშინ მომეჩვენა, რომ ეს ბოლო ფრაზა, რაც ადამიანს აქამდე ღირებული შეუქმნია თუ დაუწერია, ან რასაც მომავალში შექმნის ან დაწერს, აი ამ ყველაფერზე უფრო ღირებული, ერთ პიროვნებაში დავანებული წმინდა კეთილშობილება და სრულიად შეგნებულად და არა უნებლიედ გაჟღერებული უდიადესი ფრაზა იყო..
მერე კი... მერე მე უკვე შორს ვიყავი. ძლიერ შორს... შორს ვიყავი და საოცარი ის არის, როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებდი, ზუსტად იმ საათებში, სწორედ მაშინ, ამ დაუსაბამო სივრცეში ჩაკარგულ მტვრის ერთ უმცირეს ნაწილაკზე, ერთი ქალბატონი აღესრულა. ალბათ ერთხელ კიდევ, უკანასკნელად გაიელვა ჩემმა სახემ მის თვალწინ, ალბათ უკანასკნელადაც გამიღიმა და მერე წავიდა, წყვდიადს შეერია, გაქრა, სამუდამოდ გაუჩინარდა... გვიანი შემოდგომის ერთ წვიმიან და ნისლებში ჩაკარგულ დღეს დაკრძალეს. გამიფრთხილდნენ. არ უთქვამთ ჩემთვის, არ დაურეკავთ. არავის შეუტყობინებია. და რაღაც მართლა არსებობს.. იმ ღამით ჩემი ფიქრები თავს იმერეთის ერთ სოფელს დასტრიალებდნენ. თვალწინ მისი სახე, კოინდარში ჩაფლული დაფნებიანი ეზო, პატარა ოდა სახლი, გვერდზე ირიბად გადახრილი მსხლის ხე, ჭა და სასაფლაოსკენ მიმავალი მოსწორებულ- მოხრეშილი გზა მედგა. ცხვირში კი ძველისძველი ქვასანაყის და მის კედლებს შეზელილი ქინძის მუქი მომწვანო სურნელი მელამუნებოდა...
მას მერე ჩამრჩა უდაბნოს სიმხურვალისგან დედამიწას მიმხმარ-გაქვავებულ დროში ამოკვეთილი დამჭკნარი, მზეებისაგან დაღარული სახე მეხსიერებაში. ცივილიზაციას მოწყვეტილი და მიწის ქაოსს ათასობით კილომეტრზე მოშორებული დიდი აფრიკელის ეს უცოდველი სახე. მას მერე ვფიქრობ, რომ რაგინდარა ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს და რა მაცდურ საბურველშიც არ უნდა გაეხვეს ცხოვრება, ის ყოველთვის ცხოვრებადვე რჩება. მისი საბოლოო არსიც ხომ ყოველთვის და ყველგან ერთნაირია და ერთნაირად მიედინება იგი, გნებავთ სუდანის მიგდებულ, ღვთისა და კაცისაგან მიტოვებულ უწყლო ხრიოკებზე და გნებავთ იმერეთის ან სამეგრელოს წყალუხვ, კოპწია სოფლებში, ან თუნდაც ბომბეის უღარიბეს ჩაბნელებულ კვარტალებსა თუ ნიუ-იორკის გაბდღვრიალებულ და თვალისმომჭრელ აპარტამენტებში... და არსით ერთნაირი ცხოვრების შვილებიც ხომ ერთნი ვართ და როგორც ოკეანის ერთი წვეთი წყლის შესწავლით არის შესაძლებელი მსოფლიო ოკეანის თვისობრიობის დადგენა, ასევეა შესაძლებელი იმ ერთ, თითქოს ჩვეულებრივ აფრიკელ მოხუცში, საკუთარი ბებია, ადამიანთა შორის მსგავსება, მთელი კაცობრიობის წარსული, აწმყო, ყოფნის სევდა, ხვალინდელი დღის იმედი, სასოება, რწმენა და სრულიად სამყაროს უნივერსალურობა ამოვიკითხოთ.. და კიდევ: როდესაც ამ უნიკალურ მოხუცს ვუსმენდი, ერთი ლამაზი, იმერელი ქალბატონი მახსენდებოდა-მეთქი და ასე მეგონა, რომ ვრცელი, ტრაგიზმითა და სევდით გაჯერებული, ნათელ ეპოქებსა თუ ბნელ საუკუნეთა წიაღში ნაშობი ისტორია, ერთ იპოსტასად, ერთარსად ქცეულიყო და მეჩვენებოდა, რომ ულმობელ ჟამგამოვლილ და ვალმოხდილ ამ ორ სხეულში განფენილ-გადანაწილებულიყო ამ ისტორიის წრფეზე ადამიანთა თავდაუზოგავი როკვის მთელი სიმძიმე და ჩვენი მოდგმის ტკბილ-მწარე ხანათა მთელი ჰარმონია. მათი პირით კი, კაცობრიობის ორი დიდი ბებია, დიდი Grandma Africa და დიდი „ბებია იმერეთი“ ღაღადებდა, კაცთა სევდიან, თუმცა ოპტიმიზმით აღსავსე თავგადასავალს ყვებოდა. და შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მაშინ გამიელვა აზრმა, რომ არცერთი, თუნდაც ერთად აღებული ყველა ცივილიზაცია და ამ ცივილიზაციათა დაბადება, განვითარება და საბოლოო აღსასრული, არცერთ ცალკე აღებულ ერთი ადამიანის დაბადებად, ბავშვობად, ახალგაზრდობად, სიყვარულად, წარსულის გახსენებისას სახეზე მიყინულ ოცნებად, ნოსტსლგიად და სინანულად, სიხარულად, მერე ხანში შესვლად, სიბერედ, მერე მინავლებად, მინავლებად, მინავლებად და ბოლოს პირზე ღიმილით ჩაქრობად არ ღირს-თქო არამც და არამც...
ასე ვფიქრობდი.. ასე მჯეროდა გულწრფელად..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
52.
ს12345,
დღეს არის ამ ავტორის წიგნის პრეზენტაცია 19:00 საათზე მარჯანიშვილზე სანტა -ესაპრანსას წიგნების მაღაზიაში. ხვალიდან ალბათ წიგნების მაღაზიის ქსელშიც იქნება. ხუთივე აქ დადებული მოთხრობა შესულია. ეს ხომ ძალიან კარგია, მაგრამ შენ დანარჩენები უნდა ნახო რა არის. :)
მოკლედ გილოცავ... :)
ს12345,
დღეს არის ამ ავტორის წიგნის პრეზენტაცია 19:00 საათზე მარჯანიშვილზე სანტა -ესაპრანსას წიგნების მაღაზიაში. ხვალიდან ალბათ წიგნების მაღაზიის ქსელშიც იქნება. ხუთივე აქ დადებული მოთხრობა შესულია. ეს ხომ ძალიან კარგია, მაგრამ შენ დანარჩენები უნდა ნახო რა არის. :)
მოკლედ გილოცავ... :)
51. ეს არ არის ერთჯერად შოკურ ეფექტზე, სკანდალურ ფინალზე დაფუძნებული ნაწერი.. ეს არის ძალიან კარგად დალაგებული ნაღდი ემოცია და საერთოდ... კაი ხანია ასეთი კარგი ნაწერი არ წამიკითხავს.. ეს არ არის ერთჯერად შოკურ ეფექტზე, სკანდალურ ფინალზე დაფუძნებული ნაწერი.. ეს არის ძალიან კარგად დალაგებული ნაღდი ემოცია და საერთოდ... კაი ხანია ასეთი კარგი ნაწერი არ წამიკითხავს..
50. უღრმესი მადლობა ნეფერტარი, გილო და დენერისი!!! გელოდებით ყველას პრეზენტაციაზე :) უღრმესი მადლობა ნეფერტარი, გილო და დენერისი!!! გელოდებით ყველას პრეზენტაციაზე :)
49. ასეც უნდა იყოს. წიგნს რომსხვა გამოგიცემს მაგას აქვს "მუღამი" და პოეზიის საღამოსაც მაშინ რომ გამართავს პოეტი როცა ბევრი მსურველია და სთხოვენ გამართეო. არა ისე, როგორც ახლა ხდება ხოლმე... გილოცავთ! ასეც უნდა იყოს. წიგნს რომსხვა გამოგიცემს მაგას აქვს "მუღამი" და პოეზიის საღამოსაც მაშინ რომ გამართავს პოეტი როცა ბევრი მსურველია და სთხოვენ გამართეო. არა ისე, როგორც ახლა ხდება ხოლმე... გილოცავთ!
48. წიგნის გამოცემას გილოცავთ ავტორო. ძალიან გამიხარდა. ნოველა წავიკითხე აქვე რასაც თითქმის არ ვაკეთებხოლმე აქ (ტელწფონი ვარ) და ძალიან საინტერესო განცდებს წავაწყდი,ნაცნობსა და უცნაურს. სიმშვიდესა და სიხარულს გისურვებთ. წიგნის გამოცემას გილოცავთ ავტორო. ძალიან გამიხარდა. ნოველა წავიკითხე აქვე რასაც თითქმის არ ვაკეთებხოლმე აქ (ტელწფონი ვარ) და ძალიან საინტერესო განცდებს წავაწყდი,ნაცნობსა და უცნაურს. სიმშვიდესა და სიხარულს გისურვებთ.
47.
http://www.sulakauri.ge/books/single/1348/
წიგნის გამოსვლას გილოცავთ დომენიკო 20. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ისე გამოუცეს წიგნი რომ აზრზეც არ იყო. ხომ გეუბნებოდი რომ მაგარი ხარ თქო! ასე იცის პოეტურმა პროზამ, თანამედროვე რეალობის ასახვამ და გულწრფელობამ. წიგნის წარდგენაზეც აუცილებლად მოვალ პარასკევს. / იხილეთ ლიტმოვლენა/.
საუკეთესო ავტორი ამ პორტალზე.
http://www.sulakauri.ge/books/single/1348/
წიგნის გამოსვლას გილოცავთ დომენიკო 20. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ისე გამოუცეს წიგნი რომ აზრზეც არ იყო. ხომ გეუბნებოდი რომ მაგარი ხარ თქო! ასე იცის პოეტურმა პროზამ, თანამედროვე რეალობის ასახვამ და გულწრფელობამ. წიგნის წარდგენაზეც აუცილებლად მოვალ პარასკევს. / იხილეთ ლიტმოვლენა/.
საუკეთესო ავტორი ამ პორტალზე.
46. მომეწონა... დამაფიქრა... ავტორი დამამახსოვრა... +5 მომეწონა... დამაფიქრა... ავტორი დამამახსოვრა... +5
45. არცერთი, თუნდაც ერთად აღებული ყველა ცივილიზაცია და ამ ცივილიზაციათა დაბადება, განვითარება და საბოლოო აღსასრული, არცერთ ცალკე აღებულ ერთი ადამიანის დაბადებად, ბავშვობად, ახალგაზრდობად, სიყვარულად, წარსულის გახსენებისას სახეზე მიყინულ ოცნებად, ნოსტსლგიად და სინანულად, სიხარულად, მერე ხანში შესვლად, სიბერედ, მერე მინავლებად, მინავლებად, მინავლებად და ბოლოს პირზე ღიმილით ჩაქრობად არ ღირს-თქო არამც და არამც...
ნამდვილად........
არცერთი, თუნდაც ერთად აღებული ყველა ცივილიზაცია და ამ ცივილიზაციათა დაბადება, განვითარება და საბოლოო აღსასრული, არცერთ ცალკე აღებულ ერთი ადამიანის დაბადებად, ბავშვობად, ახალგაზრდობად, სიყვარულად, წარსულის გახსენებისას სახეზე მიყინულ ოცნებად, ნოსტსლგიად და სინანულად, სიხარულად, მერე ხანში შესვლად, სიბერედ, მერე მინავლებად, მინავლებად, მინავლებად და ბოლოს პირზე ღიმილით ჩაქრობად არ ღირს-თქო არამც და არამც...
ნამდვილად........
44. კიდევ წავლიან საუკუნეთ მღვრიე მრავლობა, მსოფლიო დედა და მაია მოიხვევს დღეებს, შთამომავლობას მოეცლება შთამომავლობა, როგორც ფოთლები გიგანტიურ უძველეს ხეებს.
გალაკტიონის დღიურიდან. :)) კიდევ წავლიან საუკუნეთ მღვრიე მრავლობა, მსოფლიო დედა და მაია მოიხვევს დღეებს, შთამომავლობას მოეცლება შთამომავლობა, როგორც ფოთლები გიგანტიურ უძველეს ხეებს.
გალაკტიონის დღიურიდან. :))
42. კიდევ ერთხელ, მე რა თქმა უნდა მივხვდი, რისი თქმა სურს ანას, შიძლებოდა სიუჟეტის ამ მიმართულებითაც განვითარება, მხოლოდ მაშინ რაღაცეები უნდა მომეგონებინა. მე კი აღვწერე ის განცდები, რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი. ეს არის და ეს. ხოლო ვინმეს, მათ შორის ანას მოეწონება თუ არა ნაწერი, ეს მისი პირადი საქმე და გემოვნების საკითხია. (მხოლოდ ანა, შენს გემოვნებას არანაირად ეჭვქვეს არ ვაყენებ, ვიმეორემ, მესმის რასაც ამბობ). ნებისმიერ შემთხვევაში მადლობელი ვარ ანნა მანიანის, თუნდაც იმისთვის რომ დრო დამითმო და ნოველა წაიკითხა კიდევ ერთხელ, მე რა თქმა უნდა მივხვდი, რისი თქმა სურს ანას, შიძლებოდა სიუჟეტის ამ მიმართულებითაც განვითარება, მხოლოდ მაშინ რაღაცეები უნდა მომეგონებინა. მე კი აღვწერე ის განცდები, რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი. ეს არის და ეს. ხოლო ვინმეს, მათ შორის ანას მოეწონება თუ არა ნაწერი, ეს მისი პირადი საქმე და გემოვნების საკითხია. (მხოლოდ ანა, შენს გემოვნებას არანაირად ეჭვქვეს არ ვაყენებ, ვიმეორემ, მესმის რასაც ამბობ). ნებისმიერ შემთხვევაში მადლობელი ვარ ანნა მანიანის, თუნდაც იმისთვის რომ დრო დამითმო და ნოველა წაიკითხა
41. ანა, არ მინდოდა შემოჭრა, მაგრამ ეს იმდენად კარგი მოთხრობაა, ვერ გავძელი. :) ამ მოთხრობას გადაკიხვა არ შველის-წაკითხვა უნდა თან ცოტა იინტელექტის დახმარებით.
ძალიან კარგად ჩანს აფრიკელი ბებია. თავიდან მაგით იწყება და ტელევიზორის მაყურებელი უცბად, ფიქრშო პარალელს ავლებს თავის ბებიასთან.
რა არის აქ გაუგებარი და ვერდანახული?!
40. მე იმის თქმა მინდოდა, რომ მერჩივნა ჯერ აფრიკელი დამენახა და მერე ამ აფრიკელში მშობლიური ბებია და უბრალოდ ქალი ))
ანნა მანიანი. 2015-01-09 13:55:10 აი, თქვენ რა გინდოდათ მეორეხარისხოვანია, მთავარია, რა უნდოდა ავტორს.
პატივისცემით, ტენდი ანა, არ მინდოდა შემოჭრა, მაგრამ ეს იმდენად კარგი მოთხრობაა, ვერ გავძელი. :) ამ მოთხრობას გადაკიხვა არ შველის-წაკითხვა უნდა თან ცოტა იინტელექტის დახმარებით.
ძალიან კარგად ჩანს აფრიკელი ბებია. თავიდან მაგით იწყება და ტელევიზორის მაყურებელი უცბად, ფიქრშო პარალელს ავლებს თავის ბებიასთან.
რა არის აქ გაუგებარი და ვერდანახული?!
40. მე იმის თქმა მინდოდა, რომ მერჩივნა ჯერ აფრიკელი დამენახა და მერე ამ აფრიკელში მშობლიური ბებია და უბრალოდ ქალი ))
ანნა მანიანი. 2015-01-09 13:55:10 აი, თქვენ რა გინდოდათ მეორეხარისხოვანია, მთავარია, რა უნდოდა ავტორს.
პატივისცემით, ტენდი
40. არ ვიცი ანა...:-* ჩემთვის მარტო სიტყვა "აფრიკელიც " რომ წერებოდა წინ , იმ ბებიას განმარტებისთვის საკმარისი იქნებოდა...დანარჩენით ჩემ ბებიას უნდა გვანებოდა...:))
არ ვიცი ანა...:-* ჩემთვის მარტო სიტყვა "აფრიკელიც " რომ წერებოდა წინ , იმ ბებიას განმარტებისთვის საკმარისი იქნებოდა...დანარჩენით ჩემ ბებიას უნდა გვანებოდა...:))
39. მადლობა ჭა. ანნა, მესმის რასაც ამბობ. მაგრამ დასაწყისში ვამბობ – "მაშინვე მივხვდი, სხვანაირად, სხვა თვალზე ვაპირებდი ეკრანზე გადაშლილ ამ სანახაობის გააზრებას. ასეთი რამ, არცთუ ხშირად მემართება. ზოგჯერ ჩემივე მიზეზით, ზოგჯერ კი ჩემგან დამოუკიდებელად, ამა თუ იმ ხდომილებას ისე აღვიქვამ, თითქოს მათ, მაცდური მრავალსახიანობის საბურველი შემოეცლებათ და სრულიად შიშველნი, თავისი რეალური, პირველყოფილი არსით წარსდგებიან ხოლმე ჩემს წინაშე". მადლობა ჭა. ანნა, მესმის რასაც ამბობ. მაგრამ დასაწყისში ვამბობ – "მაშინვე მივხვდი, სხვანაირად, სხვა თვალზე ვაპირებდი ეკრანზე გადაშლილ ამ სანახაობის გააზრებას. ასეთი რამ, არცთუ ხშირად მემართება. ზოგჯერ ჩემივე მიზეზით, ზოგჯერ კი ჩემგან დამოუკიდებელად, ამა თუ იმ ხდომილებას ისე აღვიქვამ, თითქოს მათ, მაცდური მრავალსახიანობის საბურველი შემოეცლებათ და სრულიად შიშველნი, თავისი რეალური, პირველყოფილი არსით წარსდგებიან ხოლმე ჩემს წინაშე".
38. მე იმის თქმა მინდოდა, რომ მერჩივნა ჯერ აფრიკელი დამენახა და მერე ამ აფრიკელში მშობლიური ბებია და უბრალოდ ქალი ))
მე იმის თქმა მინდოდა, რომ მერჩივნა ჯერ აფრიკელი დამენახა და მერე ამ აფრიკელში მშობლიური ბებია და უბრალოდ ქალი ))
37. განიალურობა ...-ალბათ ეს უფრო სწორი ფორმაა...:) განიალურობა ...-ალბათ ეს უფრო სწორი ფორმაა...:)
36. ზუსტი ახსნა იყო...ვერც უნდა დაგენახათ აფრიკელი...:) ამაშია ამ ნაწერის გენიალობა...-ყველანი ერთნი ვართ...მშობლიური ბებია გიხდება ის აფრიკელიც, იმდენად გავს შენსას და საერთოდ ერებსა და რელიგიებს გაცდენილი მოთხრობაა ეს... მაპატიეთ რომ შემოგეჭერით...:-* ზუსტი ახსნა იყო...ვერც უნდა დაგენახათ აფრიკელი...:) ამაშია ამ ნაწერის გენიალობა...-ყველანი ერთნი ვართ...მშობლიური ბებია გიხდება ის აფრიკელიც, იმდენად გავს შენსას და საერთოდ ერებსა და რელიგიებს გაცდენილი მოთხრობაა ეს... მაპატიეთ რომ შემოგეჭერით...:-*
35. ჰოდა ამაშია სწორედ საქმე, ვერც უნდა დაგენახა "აფრიკელი ქალი", მეც ეს მინდოდა, უბრალოდ ქალი დაენახათ - ადამიანი, უფრო ზუსტად.. ჰოდა ამაშია სწორედ საქმე, ვერც უნდა დაგენახა "აფრიკელი ქალი", მეც ეს მინდოდა, უბრალოდ ქალი დაენახათ - ადამიანი, უფრო ზუსტად..
34. მე აქ აფრიკელი ქალი ვერ დავინახე,
მაპატიეთ შემოჭრისთვის
ასევე კეთილი სურვილებით
მე აქ აფრიკელი ქალი ვერ დავინახე,
მაპატიეთ შემოჭრისთვის
ასევე კეთილი სურვილებით
33. ანნა, საერთოდ არ მაქვს წესად საკუთარი ნოველების ახსნა–განმარტება, მაგრამ მაინც გეტყვით, თქვენ ფიქრობთ, რომ ბებიაჩემი და ის აფრეკელი ბებო თავისთავად, მოცემულობითი სინამდვილიდან გამომდინარე არ არიან განსხვავებულნი და აგრეთვე ფიქრობთ რომ მათი ამ თავისთავადი განსხვავებულობის აღწერას ცალკე თავი უნდა მიძღვნოდა? მათ ამ სხვადასხვაობზე ბუნებამ, კლიმატმა, გეოგრაფიულმა ადგილმედებარეობამ იმთავითვე ხომ თავად იზრუნა , ეს ხომ მოცემულობაა. და თქვენ, თუკი ეს განსხვავება ტექსტში ვერ აღმოაჩინეთ, ჩემი როგორც ავტორის მიზანიც ხომ ეს იყო. ის კი ნამდვილად მიკვირს, როცა ამბობთ, ვერც ყოფიერების უნივერსალურობა დავინახეო, რადგან, ფიქრების, ცხოვრების ხაზის, სადარდებლის, შვილიშვლებზე ზრუნვის, იმედების იდენტურობა, გნებავთ კაცობრიობის განვლილი, ომებითა თუ მშვიდობებით გაჯერებული ისტორია და ამ ქალის მიერ მოყოლილი ერთი სოფლის ისტორიათა მსგავსება, ხომ ასე თვალნათლივ ჩანს ნოველაში. ან თუნდაც უნებლიედ დაცდენილი, თითქოს აზრს მოკლებული "ოქსიმორონები – "შვილიშვილები მომენატრება, თორემ რომ მოვკვდები მერე მაინც არაფერი მეცოდინება" და "შენ კარგად იყავი" და მე თუ მოვკვდები არც მაგისთვის მოვიკლავ თავს", – სწორედ ყოფიერების უნივერსალურობას არ უსვამენ ხაზს?
კეთილი სურვილებით :) ანნა, საერთოდ არ მაქვს წესად საკუთარი ნოველების ახსნა–განმარტება, მაგრამ მაინც გეტყვით, თქვენ ფიქრობთ, რომ ბებიაჩემი და ის აფრეკელი ბებო თავისთავად, მოცემულობითი სინამდვილიდან გამომდინარე არ არიან განსხვავებულნი და აგრეთვე ფიქრობთ რომ მათი ამ თავისთავადი განსხვავებულობის აღწერას ცალკე თავი უნდა მიძღვნოდა? მათ ამ სხვადასხვაობზე ბუნებამ, კლიმატმა, გეოგრაფიულმა ადგილმედებარეობამ იმთავითვე ხომ თავად იზრუნა , ეს ხომ მოცემულობაა. და თქვენ, თუკი ეს განსხვავება ტექსტში ვერ აღმოაჩინეთ, ჩემი როგორც ავტორის მიზანიც ხომ ეს იყო. ის კი ნამდვილად მიკვირს, როცა ამბობთ, ვერც ყოფიერების უნივერსალურობა დავინახეო, რადგან, ფიქრების, ცხოვრების ხაზის, სადარდებლის, შვილიშვლებზე ზრუნვის, იმედების იდენტურობა, გნებავთ კაცობრიობის განვლილი, ომებითა თუ მშვიდობებით გაჯერებული ისტორია და ამ ქალის მიერ მოყოლილი ერთი სოფლის ისტორიათა მსგავსება, ხომ ასე თვალნათლივ ჩანს ნოველაში. ან თუნდაც უნებლიედ დაცდენილი, თითქოს აზრს მოკლებული "ოქსიმორონები – "შვილიშვილები მომენატრება, თორემ რომ მოვკვდები მერე მაინც არაფერი მეცოდინება" და "შენ კარგად იყავი" და მე თუ მოვკვდები არც მაგისთვის მოვიკლავ თავს", – სწორედ ყოფიერების უნივერსალურობას არ უსვამენ ხაზს?
კეთილი სურვილებით :)
32. კარგით, no coment :) კარგით, no coment :)
31. თქვენსავე კომენტარს მოვიყვან:
„ეს ნოველა არ არის ბებიებზე. ეს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ადამიანთა შორის მსგავსებასა და ყოფიერების უნივერსალურობაზეა უწინარესად“
მე იმის თქმა მინდა რომ ამ ნოველაში ვერ დავინახე სრულიად განსხვავებული ადამიანები, ვერც ყოფიერების უნივერსალურობა, აფრიკა დამაკლდა, თქვენსავე კომენტარს მოვიყვან:
„ეს ნოველა არ არის ბებიებზე. ეს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ადამიანთა შორის მსგავსებასა და ყოფიერების უნივერსალურობაზეა უწინარესად“
მე იმის თქმა მინდა რომ ამ ნოველაში ვერ დავინახე სრულიად განსხვავებული ადამიანები, ვერც ყოფიერების უნივერსალურობა, აფრიკა დამაკლდა,
30. "განსხვავებულთა შორის მსგავსებაც ნაკლებადაა, უფრო სწორედ არ ჩანს განსხვავებები, ან მე ვერ ვხედავ" – ეს ფრაზა ვერ გავიგე ! "განსხვავებულთა შორის მსგავსებაც ნაკლებადაა, უფრო სწორედ არ ჩანს განსხვავებები, ან მე ვერ ვხედავ" – ეს ფრაზა ვერ გავიგე !
29. სულ სხვანაირი წარმომედგინა აფრიკელი მოხუცი ქალი,
განსხვავებულთა შორის მსგავსებაც ნაკლებადაა, უფრო სწორედ არ ჩანს განსხვავებები, ან მე ვერ ვხედავ
კეთილი სურვილებით სულ სხვანაირი წარმომედგინა აფრიკელი მოხუცი ქალი,
განსხვავებულთა შორის მსგავსებაც ნაკლებადაა, უფრო სწორედ არ ჩანს განსხვავებები, ან მე ვერ ვხედავ
კეთილი სურვილებით
28. მადლობა ყველას !!! მადლობა ყველას !!!
27. მიხარია ეს თავფურცელზე...:-* მიხარია ეს თავფურცელზე...:-*
25. დომენიკო, ახალ მოთხრობას ველოდები ამ გვერდზე და უკვე რა ხანია ველოდები :))
გილოცავ ახალ წელს! :) დომენიკო, ახალ მოთხრობას ველოდები ამ გვერდზე და უკვე რა ხანია ველოდები :))
გილოცავ ახალ წელს! :)
24. დილამშვიდობისა, დომენიკო!
დავწერ ახლა დილაადრიანად ხუთიანს და გავიძურწები... დეკემბრის თავფურცლის სუნი უდის ბებიას :) დილამშვიდობისა, დომენიკო!
დავწერ ახლა დილაადრიანად ხუთიანს და გავიძურწები... დეკემბრის თავფურცლის სუნი უდის ბებიას :)
23. კარგია ძალიან! :) კარგია ძალიან! :)
22. კარგად შეკრული, აზრიანი, მხატვრული და გამომსახველობითი პროზააა, მშვენიერი კადრებით და სახეებით.....5
ავტორი: დომენიკო20 ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
4 დეკემბერი, 2014
კარგად შეკრული, აზრიანი, მხატვრული და გამომსახველობითი პროზააა, მშვენიერი კადრებით და სახეებით.....5
ავტორი: დომენიკო20 ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
4 დეკემბერი, 2014
21. კარგად შეკრული, აზრიანი, მხატვრული და გამომსახველობითი პროზააა, მშვენიერი კადრებით და სახეებით.....5
კარგად შეკრული, აზრიანი, მხატვრული და გამომსახველობითი პროზააა, მშვენიერი კადრებით და სახეებით.....5
20. რა ახლო ყოფილა თურმე აფრიკა!
სულ ასე უხილავ ძაფებს აბამს ხოლმე ეს ბიჭი კონტინენტებს შორის. ვარსკვლავებიც კი მოთვინიერებული ყავს.
დუმბაძის ოლღა ბებიასავით ზოგად საკაცობრიო ბებია-აფრიკა! რა ახლო ყოფილა თურმე აფრიკა!
სულ ასე უხილავ ძაფებს აბამს ხოლმე ეს ბიჭი კონტინენტებს შორის. ვარსკვლავებიც კი მოთვინიერებული ყავს.
დუმბაძის ოლღა ბებიასავით ზოგად საკაცობრიო ბებია-აფრიკა!
19. ჰარირამას კომენტარს შემოვყევი, კარგი გემოვნება აქვს... ძალიან მომეწონა, ამ ავტორის კიდევ სხვებსაც წავიკითხავ ჰარირამას კომენტარს შემოვყევი, კარგი გემოვნება აქვს... ძალიან მომეწონა, ამ ავტორის კიდევ სხვებსაც წავიკითხავ
18. დაგეატნხმები დომენიკო , ჩააყოლა ჟიურიმ ხერხემალს ხელი, თანაც პოლიტკორექტულად, მარტო "გაგკარი" არ ეკუთვნის ჟიურის, მაგრად, მაგრად გავკარი . დაგეატნხმები დომენიკო , ჩააყოლა ჟიურიმ ხერხემალს ხელი, თანაც პოლიტკორექტულად, მარტო "გაგკარი" არ ეკუთვნის ჟიურის, მაგრად, მაგრად გავკარი .
17. ულმობელ ჟამგამოვლილ და ვალმოხდილ ამ ორ სხეულში განფენილ-გადანაწილებული, ამ ისტორიის წრფეზე ადამიანთა თავდაუზოგავი როკვის სიმფონია არის ეს მოთხრობაც.
წავიკითხე იქაც, საკონკურსე მოთხრობებში. მეცნო. მგონი აფრიკული ნაწილის ესკიზი გედო ადრე ფბ-ზე.
ერთობ სუბიექტური რამ არის ლიტერატურა, მაგრამ ამ სუბიექტურობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი- იყოს ახლა "წერო" უამმოთხრობოდ! ;)
ულმობელ ჟამგამოვლილ და ვალმოხდილ ამ ორ სხეულში განფენილ-გადანაწილებული, ამ ისტორიის წრფეზე ადამიანთა თავდაუზოგავი როკვის სიმფონია არის ეს მოთხრობაც.
წავიკითხე იქაც, საკონკურსე მოთხრობებში. მეცნო. მგონი აფრიკული ნაწილის ესკიზი გედო ადრე ფბ-ზე.
ერთობ სუბიექტური რამ არის ლიტერატურა, მაგრამ ამ სუბიექტურობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი- იყოს ახლა "წერო" უამმოთხრობოდ! ;)
16. რა კარგი დომენიკო ხარ შენ! როგორ ჩაატიე ეს ყველაფერი ასე უბრალოდ, მარტივად, ძალიან გასაგებად ამ მოთხრობაში -კაცობრიობის მთელი სევდა და სიხარული, ყოფნა- არყოფნის მთელი ფილოსოფია, ადამიანი რომ ღმერთის ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილებაა, რომ არ არსებობს განსხვავება ადამიანურ ვნებებში, რომ აფრიკელი და იმერელი ბებიაც ორივე ერთნაირად ტკბილი, თბილი და ბრძენია, რომ ადამიანს ადამიანი უნდა გიყვარდეს და არა შენი წარმოდგენა მასზე... ბრავო, დომენიკო!!! თუმცა, სულ ცოტას მაინც შევამოკლებდი და შეველეოდი მე შენს ადგილზე... რა კარგი დომენიკო ხარ შენ! როგორ ჩაატიე ეს ყველაფერი ასე უბრალოდ, მარტივად, ძალიან გასაგებად ამ მოთხრობაში -კაცობრიობის მთელი სევდა და სიხარული, ყოფნა- არყოფნის მთელი ფილოსოფია, ადამიანი რომ ღმერთის ყველაზე მნიშვნელოვანი ქმნილებაა, რომ არ არსებობს განსხვავება ადამიანურ ვნებებში, რომ აფრიკელი და იმერელი ბებიაც ორივე ერთნაირად ტკბილი, თბილი და ბრძენია, რომ ადამიანს ადამიანი უნდა გიყვარდეს და არა შენი წარმოდგენა მასზე... ბრავო, დომენიკო!!! თუმცა, სულ ცოტას მაინც შევამოკლებდი და შეველეოდი მე შენს ადგილზე...
15. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ჟიურის ერთ-ერთ წევრს მურაკამი აქვს ნათარგმნი (ნორვეგიული ტყე) და იმდენი სისულელე ამჯობინა ამ მოთხრობას - კიდევ ერთხელ ვამბობ. ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ჟიურის ერთ-ერთ წევრს მურაკამი აქვს ნათარგმნი (ნორვეგიული ტყე) და იმდენი სისულელე ამჯობინა ამ მოთხრობას - კიდევ ერთხელ ვამბობ.
14. მომწონს მე შენი პროზა. ნამდვილი, მარტივი და თბილი :) ხუთიანი მომწონს მე შენი პროზა. ნამდვილი, მარტივი და თბილი :) ხუთიანი
13. მადლობა მუხა, და მაინც, ეს ნოველა არ არის ბებიებზე. ეს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ადამიანთა შორის მსგავსებასა და ყოფიერების უნივერსალურობაზეა უწინარესად :) მადლობა მუხა, და მაინც, ეს ნოველა არ არის ბებიებზე. ეს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ადამიანთა შორის მსგავსებასა და ყოფიერების უნივერსალურობაზეა უწინარესად :)
12. მომეწონა. სასიამოვნო და ადვილი წასაკითხია შიგ ჩართული საინტერესო ფრაზებით, აფრიკელი ბებია და იმერელი ბებია. რა თქმა უნდა დღეს "ბებიების " თემა მოდაში არაა ქართველი ჟიურის წევრებისათვის. მომეწონა. სასიამოვნო და ადვილი წასაკითხია შიგ ჩართული საინტერესო ფრაზებით, აფრიკელი ბებია და იმერელი ბებია. რა თქმა უნდა დღეს "ბებიების " თემა მოდაში არაა ქართველი ჟიურის წევრებისათვის.
11. მადლობა ჩემო კარგო ჭაო :* მადლობა ჩემო კარგო ჭაო :*
10. ეს იყო არაჩვეულებრივი რაც კი წავიკითხე წეროზე...ორმოცამდე მოთხრობა კი წავიკითხე მგონი...:) ძალიან, ძალიან მომეწონა...ყოჩაღ დომენიკო...:-* არც კი ვიცი რა ვთქვა...ეს ისაა, ყველაფერს რომ მოიცავს ერთდროულად...და შესრულება ხომ ბრწყინვალე... 555555
ეს იყო არაჩვეულებრივი რაც კი წავიკითხე წეროზე...ორმოცამდე მოთხრობა კი წავიკითხე მგონი...:) ძალიან, ძალიან მომეწონა...ყოჩაღ დომენიკო...:-* არც კი ვიცი რა ვთქვა...ეს ისაა, ყველაფერს რომ მოიცავს ერთდროულად...და შესრულება ხომ ბრწყინვალე... 555555
9. კაი გაუგებრობებისგან თავის ასარიდებლად წავშლი შენი ხათრით "წაეკითხა"-ს, თუმცა ეს "წაეკითხა" არანაირად არ ნიშნავს რომ მან კითხვა იცოდა :) კაი გაუგებრობებისგან თავის ასარიდებლად წავშლი შენი ხათრით "წაეკითხა"-ს, თუმცა ეს "წაეკითხა" არანაირად არ ნიშნავს რომ მან კითხვა იცოდა :)
8. არა ბატონო:
ასე ვფიქრობდი.. ასე მიმაჩნდა გულწრფელად.. არა ბატონო:
ასე ვფიქრობდი.. ასე მიმაჩნდა გულწრფელად..
7. აბო ღადაობ თუ როგორაა საქმე?? აბო ღადაობ თუ როგორაა საქმე??
6. ქართულ ლიტერატურას კი არა, საკონკურსო ჟიურის წევრებს აქვთ კლინიკური სიკვდილი, თანაც ყველა კონკურსში.
5 ქულა, და როგორც ყოველთვის ძალიან მაგარია.... :)
ქართულ ლიტერატურას კი არა, საკონკურსო ჟიურის წევრებს აქვთ კლინიკური სიკვდილი, თანაც ყველა კონკურსში.
5 ქულა, და როგორც ყოველთვის ძალიან მაგარია.... :)
5. ''არც ოდესმე იმ უცნაური აღჭურვილობისა სმენოდა ან წაეკითხა რამე''.
აჰ...კითხვაც იცოდა? ``არც ოდესმე იმ უცნაური აღჭურვილობისა სმენოდა ან წაეკითხა რამე``.
აჰ...კითხვაც იცოდა?
4. ტენდის ვეთანხმები ...''ძილეთის საუფლოსკენ დავიძარი'' რა ორიგინალური მიგნებაა ტენდის ვეთანხმები ...``ძილეთის საუფლოსკენ დავიძარი`` რა ორიგინალური მიგნებაა
3. კი ბატონო, სწორედ რომ "წეროს" ფინალში ვერ გადასული მოთხრობაა :) კი ბატონო, სწორედ რომ "წეროს" ფინალში ვერ გადასული მოთხრობაა :)
2. ლელა, და რატომ ნაწილი?! :) :)
მე მგონი ქართულ ლიტერატურას კლინიკური სიკვდილი აქვს, თორემ ეს მოთხრობა არ გავიდა და "ჩემი საყვარელი ლოლიტა მასწავლებელი" გავიდა. თან თურმე ეგ მოთხრობა (ბრჭყალებში) ჟიურის ერთ-ერთი წევრის ფავორიტი მოთხრობა ყოფილა :)
ლელა, და რატომ ნაწილი?! :) :)
მე მგონი ქართულ ლიტერატურას კლინიკური სიკვდილი აქვს, თორემ ეს მოთხრობა არ გავიდა და "ჩემი საყვარელი ლოლიტა მასწავლებელი" გავიდა. თან თურმე ეგ მოთხრობა (ბრჭყალებში) ჟიურის ერთ-ერთი წევრის ფავორიტი მოთხრობა ყოფილა :)
1. უბრალოდ შესანიშნავია. ეს ის შემთხვევაა, როცა მოთხრობა არ მოითხოვს არანაირ ინტრიგას და ქვეტექსტებს, ამ ემოციების თანაზიარი ხდები მკითხველი და ეს საკმარისზე მეტიცაა. თუ ეს "წერო" - ს ფინალში ვერგადასული ნაწარმოებია, მაშინ განმიმტკიცდება ეჭვი იმისა, რომ ჟიურის ნაწილი GPC -ის ფარმაცევტებისგან შედგებოდა. :) უბრალოდ შესანიშნავია. ეს ის შემთხვევაა, როცა მოთხრობა არ მოითხოვს არანაირ ინტრიგას და ქვეტექსტებს, ამ ემოციების თანაზიარი ხდები მკითხველი და ეს საკმარისზე მეტიცაა. თუ ეს "წერო" - ს ფინალში ვერგადასული ნაწარმოებია, მაშინ განმიმტკიცდება ეჭვი იმისა, რომ ჟიურის ნაწილი GPC -ის ფარმაცევტებისგან შედგებოდა. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|