ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
რაოდენობრიობის თვისებრიობაში გადასვლის კანონი გაგიგონიათ? კიდევ კარგი, რომ არ გაგიგონიათ. ისე, მეც რომ არასდროს გამეგონა უკეთესი იქნებოდა. ამ კანონით ორთქლი , წყალი და ყინული ერთი სტრუქტურისაა,მხოლოდ ტემპერატურითაა განსხვავებული, თორემ ისე სამივე წყალია...
გამოგიცდიათ? მიდიხარ ქუჩაში, ამნაირებზე ფიქრობ, ბანანის ქერქზე ფეხი გისხლტება და ბრახ...კეფით ეცემი ასფალტზე რეანიმობილი და მსგავსი ობიექტები არ გახსოვს, მაგრამ როცა აზრზე მოდიხარ, ჭერსმიშტერებული წევხარ.
წინააღმდეგი თუ არ იქნებით, ერთ პერსონაჟს შემოვიყვან...მას მაინც არაფერი შეუძლია და არც ხელს შეგვიშლის. ჯობია რომ ის ქალი იყოს. ქალი. მაგრამ როგორი? ჯანმრთელი თუ ავადმყოფი? კი ჯობია, რომ ის ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ... ის ავადაა. კეფა აქვს დაშავებული და... ვეღარასდროს შეჭამს ბანანს,
ავადაა, სულ მუდამ წევს და ჭერისაკენ იყურება . მაპატიეთ ასეთი გულახდილობა, მაგრამ როცა წევხარ და ჭერში იყურები, მხოლოდ საკუთარ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე ფიქრობ, ბოლოს როდის მოშარდე ანდა კუჭში გასვლას ხომ არ დაგიგვიანდა, და კიდევ იმაზე, როდის დადგება ნანატრი ცხონება. თუმცა ცხონებაზე როცა მიდგება საქმე , გახსენდება რომ საცხონებლად არაფერი გაგიკეთებია.
ნუთუ არაფერი გაგიკეთებია?!... (ხელფეხი ისედაც გაშეშებული გაქვს და კიდევ რაღა გაგიშეშდება)
სულ ისე არასწორად როგორ იცხოვრებდი, რომ განგების სასწორზე ვერაფერი დადო და მთლად ამოყირავდე? არადა , არც ისე უაზროდ გათიშული ხარ, რომ არ გახსოვდეს, როცა მარხულობდი, სინამდვილეში ბევრ ცოდვას ჩადიოდი. სხვისი ცდუნება მოგწონდა და კიდევაც აცდუნებდი. მერე კი მასთან და მასზე მასტურბირებდი. . შვილების გამო ყველაფერს აკეთებდი და მათ არაფერს აკლებდი, სრულიად არაფერს... ააა, ეს არ ითვლება ისედაც ხო?
აბა მეგობრებს ხელს რომ ვერ უმართავდი, ეგ ისედაც რაში გამოგადგება... ქუჩის მათხოვრისთვის ჩაგდებული თეთრები სად რას გადაგიწონის... თორემ მაგას ყოველდღე აკეთებდი შენც რა.
ისე, ერთხელ უფულო სტუდენტს სწავლის საფასური გადაუხადე....სულ რაღაც 200 ლარი იყო და... ეგეც არ ითვლება.
უანგაროდ ასწავლიდი ყველას , რისი სწავლებას შეგეძლო.
თუმცა ამპარტავნება გძლევდა ხოლმე და თავი სხვაზე უკეთესი გეგონა.ქმარზეც კი...ამის გამო ჩხუბი უკვე ქრონიკულად გქონდა სახლში, ვიდრე სიყვარული სიტყვებს შორის არ დაიკარგა და ერთ დღესაც აღმოაჩინე, რომ ის აღარ გიყვარდა.
გურამას და მისი ცოლს რომ აგინე , დაცემამდე , ეგ რა ცოდვაა?! საგინებელი იყვნენ, აბა მაგათი კახპა ვინაა...
ახლა განა ეს სანიტარი არაა საგინებელი? აგაგლიჯა პლასტირი და ფეხებზე დაგიკიდა, გტკივა თუ არა, გკითხა?
რას აგეკვიატება ხოლმე რაოდენობრიობა და თვისებრიობა რა...წყალი მაინც წყალია.
წყალზე გამახსენდა, მგონი მოშარდვის დროა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მე მომეწონა რაღაც და რა ვიცი... +5 მე მომეწონა რაღაც და რა ვიცი... +5
12. მოსაწყენი არ ხარ... ეს მომწონს :) 5 მოსაწყენი არ ხარ... ეს მომწონს :) 5
11. მგონი ადრე წავიკითხე. მომეწონა) მგონი ადრე წავიკითხე. მომეწონა)
10. მომეწონა, ერთი ამბავიც გამახსენდა თუ არ იწყენ მოგიყვები , ძალიან ახალგაზრდა ვიყავი სამსახური დავიწყე, ერთ დღეს დამაგვიანდა, უფროსმა (ქალი იყო) გამომლანძღა , ძალიან შემრცხვა, გავმწარდი, ბოდიშითქო, ხმამაღლა ვთქვი მარა, გულში მივაწყევლე, შენი ფეხი ვნახე მოტეხილი, ხვალ ვერ მოხვიდე-თქო, დილით რომ მივედი არ იყო, სადაა ვიკითხე, თანამშრომელმა მითხრა ამ დილით ბანანის ქერქზე ფეხი დაუსხლდა და მოიტეხაო, აუ რა დამემართა,( მეგონა მეხუმრებოდა, დავეჭვდი ხმამაღლა ხომ არ ვტქვითქო არადა მართლა მასე მოხდა, გავიქეცი ეკლესიაში მონანიებაზე და სანამ ის ქალი გამოჯანმრთელდა არ მოვცილებივარ, ისე განვიცადე.
-ეგ რა ცოდვაა?!
მომეწონა, ერთი ამბავიც გამახსენდა თუ არ იწყენ მოგიყვები , ძალიან ახალგაზრდა ვიყავი სამსახური დავიწყე, ერთ დღეს დამაგვიანდა, უფროსმა (ქალი იყო) გამომლანძღა , ძალიან შემრცხვა, გავმწარდი, ბოდიშითქო, ხმამაღლა ვთქვი მარა, გულში მივაწყევლე, შენი ფეხი ვნახე მოტეხილი, ხვალ ვერ მოხვიდე-თქო, დილით რომ მივედი არ იყო, სადაა ვიკითხე, თანამშრომელმა მითხრა ამ დილით ბანანის ქერქზე ფეხი დაუსხლდა და მოიტეხაო, აუ რა დამემართა,( მეგონა მეხუმრებოდა, დავეჭვდი ხმამაღლა ხომ არ ვტქვითქო არადა მართლა მასე მოხდა, გავიქეცი ეკლესიაში მონანიებაზე და სანამ ის ქალი გამოჯანმრთელდა არ მოვცილებივარ, ისე განვიცადე.
-ეგ რა ცოდვაა?!
9. მეც მეტკინა (რაღაცნაირად)
5. მეც მეტკინა (რაღაცნაირად)
5.
8. რავიცი, ძალიან მადლობელი რავიცი, ძალიან მადლობელი
7. მომწონს...მეტკინა, ე. ი. ემოციაც იყო...:-* 5 მომწონს...მეტკინა, ე. ი. ემოციაც იყო...:-* 5
6. "ვეღარასდროს", შეცვალე ->"აღარასდროს"
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა:
....რა მოხდა მერე, მეც ხომ მუნჯივით გავცქერი ალვას, ჩემი ფანჯრის წინ რომ ჩაკირულა, ფესვებით, თუმცა მაინც ახერხებს იცეკვოს ქართან....
...დახურულ სარკმელს, ხომ ვერავინ მოსთხოვს, რომ ჩაწვდეს სათქმელს. თუმცა ვხედავ, ლამის თავი დაკარგოს ალვამ, როცა ასრულებს ის "პასადობლეს".
+5 სუბიექტურად.
ჩუ! შენ შეგიძლია იყო უფრო ძლიერი, თუ გსურს. :***
"ვეღარასდროს", შეცვალე ->"აღარასდროს"
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა:
....რა მოხდა მერე, მეც ხომ მუნჯივით გავცქერი ალვას, ჩემი ფანჯრის წინ რომ ჩაკირულა, ფესვებით, თუმცა მაინც ახერხებს იცეკვოს ქართან....
...დახურულ სარკმელს, ხომ ვერავინ მოსთხოვს, რომ ჩაწვდეს სათქმელს. თუმცა ვხედავ, ლამის თავი დაკარგოს ალვამ, როცა ასრულებს ის "პასადობლეს".
+5 სუბიექტურად.
ჩუ! შენ შეგიძლია იყო უფრო ძლიერი, თუ გსურს. :***
4. რაზე გავაგრძელო? კუკარაჩასი არ იყოს, პანაშვიდის და ქელეხის ხარჯებზე აქ არაფერი წერია :D ვიფიქრებ , კი...
რაზე გავაგრძელო? კუკარაჩასი არ იყოს, პანაშვიდის და ქელეხის ხარჯებზე აქ არაფერი წერია :D ვიფიქრებ , კი...
3. მარი გააგრძელე წერა!!!!! მარი გააგრძელე წერა!!!!!
2. რავიცი, სათაური არც მე მომწონს კიდევ ბევრი რამ არ მომწონს და მეც კი ვიცი, უფრო კარგი რომ მინდოდა ყოფილიყო
ცხონებაზე არ დაგეთანხმდები :)))ფიქრობ იქ, კი ყველაფერზე ფიქრობ რავიცი, სათაური არც მე მომწონს კიდევ ბევრი რამ არ მომწონს და მეც კი ვიცი, უფრო კარგი რომ მინდოდა ყოფილიყო
ცხონებაზე არ დაგეთანხმდები :)))ფიქრობ იქ, კი ყველაფერზე ფიქრობ
1. სათაური ძალიან უინტერესოა
დასაწყისი ისეთი იყო, გაყვებოდა კაცი. მერე გადაიყოლა ორიგინალურობამ და გააფუჭა ყველაფერი.
ქალს, რომელსაც კეფა აქვს დაზიანებული და ვეღარასდროს შეჭამს ბანანს (?), რა ეცხონება. (სუბიექტური აზრი)
მერე ხან იმას მიედო, ხან-ამას და საბოლოოდ ჰაერში დარჩა
და მაინც, ა'ლ ბი ბექ. სათაური ძალიან უინტერესოა
დასაწყისი ისეთი იყო, გაყვებოდა კაცი. მერე გადაიყოლა ორიგინალურობამ და გააფუჭა ყველაფერი.
ქალს, რომელსაც კეფა აქვს დაზიანებული და ვეღარასდროს შეჭამს ბანანს (?), რა ეცხონება. (სუბიექტური აზრი)
მერე ხან იმას მიედო, ხან-ამას და საბოლოოდ ჰაერში დარჩა
და მაინც, ა`ლ ბი ბექ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|