 | ავტორი: ნარმო ჟანრი: პროზა 16 ივლისი, 2015 |
ეზოში მხოლოდ ძაღლი იქექებოდა სანაგვე ყუთიდან ჩამოყრილ ნარჩენებში,ლოთებიც კი არ ისხდნენ უზურგო სკამებზე.ნამდვილი ღამე იყო.სიჩუმეს რომელიღაც მოციმციმე ფანჯრიდან გამოსული ტელევიზორის გაურკვეველი ხმა არღვევდა.ხედავდა,შორს,მთის ძირებში როგორ მიჰქროდნენ მანქანები გზაზე,უფრო ახლოს კი გარე განათების სუსტი სინათლეები. იფიქრა რომ ეს გრილი სიჩუმე როგორმე უნდა დაერღვია. "მემგონი მოვკვდები" ხმადაბლა ჩაილაპარაკა მან და იმ წამსვე უკნიდან ნამძინარევმა ხმამ უპასუხა: -სექსის შემდგომი დეპრესიის ნარჩენები,რით ვეღარ გადაეჩვიეთ. -ბევრს ჰქონდა?-ნათქვამში შეეცადა რაც შეიძლება მეტი ცინიზმი ჩაედო. -ყოჩაღ,გამოგივიდა,-თითქოს მიუხვდა ის,რომელსაც ზეწარი მხოლოდ ფეხებს უფარავდა,-გათენდება და წავალ. -არა,იყავი,საჭმელს გავაკეთებ დილით,არ ვიცი,რა მაქვს მაცივარში,კვერცი ან რამე ეგეთი...კვერცხს ჭამ? -ხომ არ შეგიყვარდი"-ჰკითხა გოგომ და ზურგზე გადმობრუნდა.პატარა მკერდზე ცერად სცემდა მთვარის შუქი და სულ ოდნავ ჩრდილებს ჰქმნიდა თეთრ ზეწარზე. -არ ვიცი,არამგონია,-თქვა კაცმა,რომელსაც წინანდელი ცინიზმი ვეღარ დაეჭირა მხარში.-ჩაი არ გინდა? -ჰო,დავლევ,მაინც ვეღარ დავიძინებ,-წამოჯდა გოგო,ოთხზე დადგა და ისე წამოვიდა ფართო საწოლის იმ კიდისაკენ,სადაც კაცი იდგა. -ტკბილია,ვერ მოიშორე ეს ბებრული რამეები,-უთხრა იმის შემდეგ,რაც საწოლიდან გადმოვიდა,კაცს მიუდგა სრულიად შიშველი,ჭიქა გამოართვა და პირველი ყლუპი მოსვა ნიავზე გაგრილებული ჩაისა. -შენთან შედარებით...-გადახედა კაცმა გოგოს,რომელიც მასზე ოდნავ დაბალი იყო. -არ გინდა ახლა ესენი,არ უხდება ამ ღამეს,რამე ისეთი მითხარი.ჩემი მკერდი მოგწონს? -მშვენიერია,-უთხრა კაცმა და ისევ მთებს გახედა,-ახლა იქ წვიმს,რომ დააკვირდე.ხანდახან ელავს,მაგრამ ხმა ვერ აღწევს აქამდე. -აი ასეთი ხარ,სულ სადღაც შორს იყურები.რაღაც სხვა გინდა და ეგ სხვა იმიტომ გინდა რომ უფრო ახლოს რაცაა,ის არ გამოგდის.ალბათ ჩემს მაგივრადაც ვიღაც სხვა გიყვარს,შენი მოგონილი,-უთხრა გოგომ და სხარტად ჩახტა საწოლში,-ცივა,ხო იცი.იქნებ აქაც მოვიდეს წვიმა,როგორ გაუხარდება ჩემს უჟმურს.ისე ერბოკვერცხს მაინც თუ აკეთებ წესიერად? -არ მოვა,-თქვა კაცმა,-აქ არაფერი მოდის.დარჩი დღეს.სახლში ვიყოთ.არ მინდა ჩემთან მხოლოდ დასაძინებლად მოდიოდე,-კაცმა ფანჯრებს ზურგი აქცია,-მგონია რომ გამცირებ,არ მინდა ასე ცხოვრობდე,ჩემთანაც კი. -რა გინდა,შენთან სულ ვერ ვიცხოვრებ,მარტო ხანდახან ხარ კარგი,მერე მოსაწყენი ხდები.შენ ჩემი სიმშვიდე ხარ.აქ ვისვენებ.. -რისგან?-ჰკითხა კაცმა,მაგრამ პასუხი უკვე იცოდა,აღიარება კი არ უნდოდა. -რისგან კი არა ვისგან,-თქვა გოგომ ხმაში ღიმილით,-ვითომ არ იცი.თუ გგონია რომ მარტო შენი ვარ? კაცმა არაფერი უპასუხა.რადგანაც მორიგი კარტის ხუხულა,რომელსაც ამ ორ საათში აგებდა,ისევ დაენგრა და ისე დაეუფლა შიში,ბრაზი და ზიზღი.რომელიც გატეხილი ჭიქის ყურებისას განიცდიდა. -შენ გინდა,რომ არავისთან ვცხოვრობდე და მხოლოდ შენი საკუთრება ვიყო,არა?-ჰკითხა გოგომ დაძაბული ხმით და კაცი მიხვდა,რომ თუ გააგრძელებდა,ბოლომდე გამოიყვანდა წყობიდან. -არაფერი არ მინდა,მარტო ჩემი ვერ იქნები,-თქვა ცივად კაცმა,-შენი ბუნება არ გაგიშვებს.შენ ყველასი ხარ და თან არავისი.როგორც... -როგორც ბოზი,-დაამთავრა გოგომ,-ვიცი შენი დაბოღმილი აზრები.სულაც არ ფიქრობ ასე,უბრალოდ გაბრაზებული ხარ და გგონია,რომ შენი ერთადერთი მომავალი მე ვარ.მივხვდი,ჰო? -მიხვდი,მაგრამ არ გამოვა ეგ მომავალი,იმიტომ რომ არ ხარ ღირსი,-თქვა კაცმა და საწოლის შემოვლით კარებისაკენ წავიდა.მხოლოდ მაშინ მოიხედა,როცა კედელს მის გვედით რაღაც მყარი საგანი მოხვდა და ძირს დამტრეული დაცვივდა.გოგო მუხლებზე იდგა და გამძვინვარბული უყურებდა კაცს.მუქი ქერა თმა კი მკერდზე ჩამოჰყროდა.იფიქრა,როგორ ჰგავს ვეფხვსო და კარები მოიხურა.
***
გოგო დილის გადაცემის ხმამ გააღვიძა,რომელსაც ტელევიზორში გადმოსცემდნენ.უკვე სამკაოდ გათენებულიყო.ტელეფონის ძებნა დაიწყო ბალიშის ქვეშ,მაგრამ გაახსენდა რომ გუშინ დაამტვრია და ლოგინზე წამოჯდა,გაეღიმა,საიდანღაც შემწვარი კვერცხის სუნი მოდიოდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. უფრო გემრიელი ,,ბრაზის ნაგლეჯებიც" წამიკითხავს აშკარად
ეს არ იყო კარგი უფრო გემრიელი ,,ბრაზის ნაგლეჯებიც" წამიკითხავს აშკარად
ეს არ იყო კარგი
10. წინები ნახეთ,დიდი კი არაფერი,მაგრამ მაინც.ეს რა უნდა იყოს.ერთი დღის ბრაზის ნაგლეჯია. წინები ნახეთ,დიდი კი არაფერი,მაგრამ მაინც.ეს რა უნდა იყოს.ერთი დღის ბრაზის ნაგლეჯია.
9. კომენტარებს შემოვყევი...მეგონა უფრო უკეთესი რამ დამხვდებოდა...:-* შემოგივლი კიდევ...:) კომენტარებს შემოვყევი...მეგონა უფრო უკეთესი რამ დამხვდებოდა...:-* შემოგივლი კიდევ...:)
8. შემწვარი კვერცხის სუნი სუნი მოდიოდაო, საკმაოდ გათენებულზეო და მეტი რაღა უნდა ეთქვა ავტორს? :)
არაა ურიგო მინიატურა, სათქმელიც ნათელია.
შემწვარი კვერცხის სუნი სუნი მოდიოდაო, საკმაოდ გათენებულზეო და მეტი რაღა უნდა ეთქვა ავტორს? :)
არაა ურიგო მინიატურა, სათქმელიც ნათელია.
7. ჰაჰ.ყველაზე კარგი შეფასება.მაგარია. ჰაჰ.ყველაზე კარგი შეფასება.მაგარია.
6. კითხვის პროცესი არ იყო უინტერესო, მაგრამ აშკარად რაღაც აკლია. თითქოს ავტორი რაღაცას მალავს, რაც მხოლოდ თვითონ იცის, და გასაღებსაც კი არ გვთავაზობს, რომ ჩვენით მაინც მივხვდეთ. კითხვის პროცესი არ იყო უინტერესო, მაგრამ აშკარად რაღაც აკლია. თითქოს ავტორი რაღაცას მალავს, რაც მხოლოდ თვითონ იცის, და გასაღებსაც კი არ გვთავაზობს, რომ ჩვენით მაინც მივხვდეთ.
5. რა მოეწონა ნეტავ "ფრიად" ბატონ ჰარირამას?
რა მოეწონა ნეტავ "ფრიად" ბატონ ჰარირამას?
4. მომეწონა ფრიად:) წარმატებები მომეწონა ფრიად:) წარმატებები
3. გაგრძელება უბრალოდ არ არსებობს .. კარგია გაგრძელება უბრალოდ არ არსებობს .. კარგია
2. მერე საინტერესო აღარ არის. მერე საინტერესო აღარ არის.
1. გაგრძელება იქნება? გაგრძელება იქნება?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|