ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლას
ჟანრი: იუმორისტული
3 ივნისი, 2010


სასიდედროს იუბილე

შეგისრულდა მადლენ
ოცდარაღაც წელი,
შენზე მეტად ამ დღეს
რა ხანია ველი.
ქალიშვილის ხელს გთხოვ
ნუ უარობ, კმარა
იმ ერთადერთ გოგოს
ასაკივით მალავ.
გჩუქნი (ნებით მომაქვს)
მაკრატლების ნაკრებს,
ინსტრუქციაც მოყვა
ენებს სიგრძეს აკლებს.
ტორტის საჭრელ დანას
სალეს ქვაზე ვაწრთობ,
ეგებ ბედმა ქნას და
თითი გაგებალთოს.
სანთლებს აქრობ, აჩენ
ბნელ ოთახში ხანძარს,
ნამცხვარს გადავარჩენ
აბა შენ რა დაგძრავს.
ეს ხუმრობით თქვენთან
მან, რომ მიყვარს იცის
პაემანზე შენ და
შენ შვილს ერთად გიცდით.
სასმელს გემოს ვუგებ
ვამბობ: salut madlen,
შენზე მეტად თურმე
მე ველოდი ამ დღეს.       
                                                  2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს