ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 თებერვალი, 2011


ანეგდოტი, რომელიც სულაც არ არის სასაცილო.

რატომღაც მომინდა ერთი ანეგდოტი გითხრათ, რომელიც სულაც არ არის სასაცილო.

ჯოჯოხეთში სამი ქვაბი დუღს. ერთში ებრაელები იხარშებიან, მეორეშე რუსები, მესამეში ქართველები.
ებრაელების ქვაბთან ეშმაკების მთელი პოლკი დარაჯობს. რუსების ქვაბთან გაცილებით ნაკლები. ქართველების ქვაბთან კი მხოლოდ ორი ეშმაკი  დგას.
გაუკვირდა ახალმოსულს. რატომ არის ებრაელების ქვაბთან ამდენი ეშმაკი დადარაჯებული, რუსებთან ასე ცოტა და ქართველებთან მხოლოდ ორი ?!.
_  ერთი ებრაელიც რომ ამოვიდეს ქვაბიდან, მერე დანარჩენსაც ეხმარება, ამოყავს და ამდენი ეშმაკი ძლივს ახერხებს უკან ჩაბრუნებას.  რუსები ამოხტებიან ქვაბიდან, შეუკეთებენ ცეცხლში შეშას და ისევ უკან ხტებიან, მანდ ეშმაკები მხოლოდ შეშის შეკეთებაში ეხმარებიან. ქართველების ქვაბიდან კი თუ რომელიმემ მოახერხა ამოსვლა დანარჩენები ებღაუჭებიან და ისევ ქვაბში აგდებენ, ამიტომ მანდ ორი ეშმაკიც საკმარისია, შეშის დასამატებლად _ აუხსნა სატანამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები