ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წრიპა მორტენი
ჟანრი: იუმორისტული
3 ივნისი, 2011


კონვენციური ომი და ურაკრაღაცის სათავეში მოსვლის სტრატეგიული გეგმის დეტალები, ანუ ვინ არის დეიდა-ბიცოლა და წრიპა მორტენის ორმაგი ბიზნესი...((როცკ))



პირველ რიგში მოგესალმებით ჩემი ახალი apple touch-screen netbook-ის ეკრანიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემმა ბიზნეს გეგმამ წარმატებით იმუშავა.(ვინც ვერ მიხვდა რა ბიზნეს გეგმაზეა ლაპარაკი, კეთილი ინებოს და წაიკითხოს ჩემი შედევრი ჰარი-პოტერის ბებიების შესახებ).((როცკ))

ღორის ტილის ამბავი გეცოდინებათ ყველას, ისიც, ფულის სუნზე რომ რაღაცას ამბობენ (წესიერად არ მახსოვს რას)ხოდა მეც ეგრე დამემართა ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე ბიზნესი, რომელიც ოჯახში დავიწყე, გავაფართოვო.

ჩემდა საბედნიეროდ ბევრი ფიქრი არც კი დამჭირვებია ისე ჩამივარდა ხელში ახალი ბიზნესს გეგმა, კონკრეტულად კი ჩემი დის laptop-ის მორიგი ჩხრეკის შედეგად აღმოვაჩინე სკანდალური ინფორმაცია, ანუ ფარული მიმოწერა ურაკრაღაცის ხელში ჩაგდების და კონვენციური ომის სტრატეგიული გეგმის დეტალები ანუ როგორ აპირებდა საიტის მმართველთან (თუ რავიცი რას ეძახით დირექტორს თუ პრეზიდენტს, თუ რას) დაახლოებული პირი(იგივე დეიდა ბიცოლა,როგორც ჩემი და უწოდებს ფარულ მიმოწერაში)  ჩემს დასთან ერთად საიტის მმართველობის ხელში ჩაგდებას. ახლა წარმოგიდგენთ დაკოპირებულ მასალას, შემდეგ კი გაგაცნობთ ჩემს ბიზნესს გეგმას.

დეიდა ბიცოლა:  - აბა როგორ ხარ, არის რამე ახალი?

ჩემი და:  - კი, ველაპარაკე უკვე საიტის წევრებს და შეტევისთვის თანახმა არიან, მაგრამ თავიანთი მოთხოვნებიც აქვთ.

დეიდა ბიცოლა:  - თავდასხმის ადილი რათქმაუნდა უცვლელია, თავფურცელთან ვიკრიბებით და რაო რა გითხრეს რა მოთხოვნებს აყენებენ?

ჩემი და:  - ხო, ცოტა რთულადაა საქმე ლიტერატორობას და რჩეულ ავტორობას ითხოვენ ჩვენს მხარში დგომის სანაცვლოდ.

დეიდა ბიცოლა:  -ეგ არაფერი, ეგეთებისთვის მომივლია? მთავარია სწორი სტრატეგია ავირჩიოთ და ჩათვალე მმართველობა ჩვენს ხელში გადმოვა.თან ხო იცი დასავლეთ საიტელებთან „სვიაზები“ მაქ.

ჩემი და:  - ანუ რას ამბობ, რომ მათ მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ? კი მაგრამ ეგ ხომ შეუძლებელია? თან ბატონი ბიძა ესე ადვილად არ წავა საიტის მმართველობიდან ხო იცი.

დეიდა ბიცოლა:  - არა, მისმინე ახლა კარგად. ჩვენ ვეტყვით, რომ მათ მოთხოვნებს შევასრულებთ, ანუ მივანიჭებთ ლიტერატორებისა და რჩეული ავტორების სტატუსს, გამოვიყენებთ მათ მხარში დგომას, და როცა ჩვენს მიზანს მივაღწევთ, ანუ ბატონ ბიძას ჩამოვაგდებთ და საიტის სათავეში ჩვენ მოვალთ ამ მოტყუებულ ჩვეულებრივ წევრებსაც ჩამოვიშორებთ.

ჩემი და:  - აჰა, ე.ი ბლეფზე მივდივართ. და კონკრეტული გეგმა როგორია ჩვენი, რითი ვიწყებთ ანუ? არ დაგავიწყდეს რომ ბატონ ბიძას კარგად შეიარაღებული ჯარი ჰყავს, მძემე არტილერიას შემოუშვებს.


დეიდა ბიცოლა:  - პირველ რიგში შენ პროვოკაციაზე უნდა წამოაგო. მერე ჩვენი ჯარით, რომელიც დაკომპლექტებულია ჩვეულებრივი რეგისტრირებული წევრების უმრავლესობით, გავმართავთ თავფურცელთან საპროტესტო აქციას.(არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენი აქცია უნდა დაემთხვეს თავფურცლის არჩევნების პერიოდს)რადგანც კარგად იცი, არ აწყობს დღევანდელ მმართველობას და მის მომხრეებს ამ არჩევნების ჩაშლა. ამიტომ  ისინი შემოგვიტევენ  მაღალხარისხიანი ცრემლსადენი ლექსებით, პროზის ჭავლით და კრიტიკის კოქტეილებით. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ,სულ რომ მთელი ვერლიბრი და კონვენცია აგვიფეთქონ ფეხებთან უკან არ ვიხევთ. შეიარაღებულები ვიქნებით ჩვენ ჩვენს პოზიციებზე უმელნო კალმებით და როგორც კი ნიშნანს მივიღებთ დავერევით ეგრევე. გაითვალისწინე ასევე, რომ ისინი რაოდენობით ბევრად ნაკლებნი არიან,(რამდენიმე ათეულია მხოლოდ ჭეშმარიტად  ნიჭიერი).დანარჩენი,(კაროჩე გავარია) დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ჩემი და:  - ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ უმელნო კალმებით რატომ ვიქნებით შეიარაღებულები? ა, ხო და კიდევ ერთი კითხვა მაქვს ჩვენ შენიღბულები ვიქნებით ხო რათქმაუნდა.ხო იცი პატიოსანი სახელი მაქვს და არ მინდა რა მაინც გამოჩენა ჩემი სახელით.თან პატარ პატარა პროვოკაციები უკვე დავიწყე,სხვადასხვა ნიკებით, ერთი ამ ლუსტრაციის მეშინია პროსტა....

დეიდა ბიცოლა:  - ეჰ არა რა, შენი ძმა ჭეშმარიტად მართალი იყო როცა ხმამაღლა განცხადა შენზე გონებაჩლუნგიაო! რას ვერ ხვდები, უმელნო კალმებით იმიტომ, რომ შესაძლებელია შეტაკებისას რომელიმე ჩვენგანს იმათიანმა კალამი გამოსტაცოს და მელანი რომ იყოს ამ კალამში წერას დაიწყებენ და ჩათვალე, რომ წავაგეთ. აბა ჩვენ რას მოვერევით მაგათ წერაში. ჩვენი კოზირი ისაა მხოლოდ რომ, რეგისტრირებული უნიჭო, ამბიციური იუზერების უმრავლესობა გვემხრობა, ისიც იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდათ ამდენი კრიტიკა მათი მხრიდან. ხო, ჩვენ შენიღბულები ვიქნებით რათქმაუნდა ახალ-ახალი ნიკებით.ამ ეტაპზე არ გვაწყობს ჩვენი სახელების გამოჩენა.ლუსტრაციაზე ნუ ინერვიულებ შენ,სანამ ეგენი მაგას მოახერხებენ ჩვენ ვიქნებით უკვე მმართველობის სათავეში და მერე ალუსტრაციონ და იყვნენ....

ჩემი და:  - ხო, ამ კონვენციურ ომს ჩანასახშივე ვხვდები ბევრი მსხვერპლი მოყვება, მაგრამ 500 დან-1000 მდე ნიკის შეწირვა ღირს მგონი. ერთი ის მაფიქრებს, მხოლოდ, რომ ბატონი ბიძა არ მგონია ასე მარტივად დაგვნებდეს. თან ეს ჩვეულებრივი წევრებიც თუ მოვატყუეთ, არ მგონია გაჩუმდნენ, გვამხელენ ზუსტად ვიცი.

დეიდა ბიცოლა:  - მისმინე, ჩვენ რომ არეულობას მოვაწყობთ, ბატონი ბიძა მიხვდება, რომ სიტუაციას ვეღარ აკონტოლებს, ვეღარ გააწყობს ვერაფერს და დაგვნებდა აბა რას იზამს. (აი,მე ვიყო ცვეტში დეიდა ბიცოლა თუ მაგის ჩაი არ დავლიო რა).და ამ ჩვეულებრივ წევრებზე კიდე ნუ ღელავ შენ, როგორც კი სათავეში მე და შენ მოვალთ მაგათ IP-ზე ჩავაგდებ რამე ნარკოტიკულ ნიკებს და მერე საბოლოოდ დავბლოკავთ.

ჩემი და:  - აჰა, ახლა ყველაფერი გავიგე, წავედი მაშინ და მივხედავ საქმეს. ამწამსვე გავაკეთებ კიდევ ერთ ახალ ნიკს.

დეიდა ბიცოლა:  - ხო მიდი,მიდი, უფ როგორ მწყურია ახალი რეფორმები ნეტა იცოდე, აი მაუსი მეფხანება უკვე. წავედი და აბა შენ იცი:-*

ჩემი და:  - პკ,პკ:-*


აი, ჩემო ურაკრაღაცელო პატრიოტებო. ესაა ჩემი მა-კო-მპრო-მა-ტი-რე-ბე...(ტფუიი...არა, რა ეს რა უცნაური სიტყვებით ლაპარაკობთ  ეს დიდები, ვერ დავამუღამე). მოკლედ ესაა ჩემი ინფორმაცია,რომლიდანაც ორმაგი ბიზნესი უნდა გავაკეთო.ანუ:

1.ჩემი დისგან (მაინც ოჯახის წევრია და ამჯერად დავინდობ),ვითხოვ  კინოს 4 ბილეთს,(თავისი პოპ-კორნით და პეპსით)(4-ს იმიტომ რომ ჩემს 3 შეყვარებულთან ერთად უნდა წავიდე, ერთი ჩემი კლასელია და 2 კიდევ უბნელი, ნუ ჩემზე ცოტა დიდები არიან,მაგრამ არაუშავს),ახალ ჯინსებს(LEVIS-ში ვნახე 250 ლარი ღირს) ((როცკ)) და X.BOX-s.(ამეების ყიდვის შემთხვევაში არ გავამხელ მის ვინაობას)

2. საიტის ამჟამინდელი მმართველისგან, ანუ პირობითად ბატონი ბიძასგან (როგორც საუბარში მოიხსენიებდნენ ჩემი და და ის მეორე ბუნტისთავი დეიდა ბიცოლა (ანუ ბატონ ბიძასთან დაახლოებული პირი, რომელიც სინამდვილეში მოღალატეა))  ვითხოვ: 1 ყუთ TWIX-ს, წრიპა მორტენის ფან-კლუბის გახსნას და საიტის პროგრამას,(რომ შევძლო ჩემთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება), სანაცვლოდ მე გავუმხელ მას დეიდა ბიცოლას ვინაობას, რომელსაც კარგად იცნობს და არ იცის რომ მოღალატეა.თან სხვა ინფორმაციებსაც მივაწვდი(არ ვარ ხელწამოსაკრავი და დასაკარგი ბავშვი კი მიხვდებოდით).თან ეს ბარტერი უფროა ვიდრე მხოლოდ ჩემი მოთხოვნა.(არა,რა ეს სიტყვა ბარტერი რა კარგად მოვიფიქრე, მეტ სერიოზულობას სძენს ჩემ გეგმას)

მოკლედ, აწონეთ,დაწონეთ, 100-ჯერ გაზომეთ ჰოპლა თქვით და მერე გადახტით,(ან პირიქით) და შემეხმიანეთ. იმედი მაქვს თქვენი საღი აზროვნების(თუ როგორც ამბობთ ხოლმე რა, მე ხო ეს დიდებივით ლაპარაკი ვერ დავამუღამე).

არა რა, მაინც რა საოცარ და უცნაურ სიტყვებს ხმარობენ ეს დიდები, გაგიჟდები პირდაპირ...

((როცკ)) ბიზნესმენი წრიპა მორტენი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები