 | ავტორი: ლაცაბიძე ჟანრი: პოეზია 24 სექტემბერი, 2011 |
1. მე როგორც ერთი პირმღიმარი, მშველელი ბიჭი მამასთან ერთად მიწას ვბარავ, ვამაგრებ სარებს. მოცლილობისას ბურთს ვთამაშობ, ოფლიან ბეჭებს ქარს ვუშვერ და თუ ღრუბელს ვხედავ ჩვენს საწვიმარზე, მივდივარ, სახლში ფრთხილად შემყავს თეთრი ბაჭია.
საღამოხანს კი დედა მიხმობს: - იაკობ შვილო, სანთელს მაწვდის და ვიმეორებთ:" ღმერთო გვიშველე".
2. მე როგორც ერთი გარდასული... მოხუცი დედა გამოეკიდა გზას სახლიდან სასაფლაომდე. ტბა გამოვდექი, გუბემდე რომ უეცრად დადის. მიტოვებული უარაფრო, უხმო სოფელი. ყოველ ღამით კი ქარში ვდგავარ ძველი შინელით მშვიდობა ღმერთო! აგვარიდე ომი. გვიშველე!
3, მე როგორც ერთი მოტეხილი უფლის მსახური, თეთრწვერა მწყემსი ჩემი მრევლის. ნეტარ არიან უფალო შვილნი კეთროვანნი და უსახურნი, შემოგვეშველე ამ ავდარში, თქეშში, ქარიან ამინდში, ღმერთო, შენი კალთა წამოგვახურე.
დიდება შენდა აგვარიდე ღმერთო შიმშილი დიდება შენდა, მოგვიხილე, ღმერთო გვიშველე.
4. მე როგორც, ერთი ზნეკეთილი მწყემსი ღრუბლების, მწყემსი ველების, მწყემსი ცხვრების, თანაც რა მარტო შემორჩენილი ამ მაღალ მთას, უხმო, უთქმელი. ბალახს ვაგროვებ, ვემზადები ამ დროს საავდროდ, მზისგულზე ჩემი ნაგაზი კი მშვიდად ამთქნარებს
და ჩვენკენ იცის თბილი წვიმა - როგორც მირონი სურნელოვანი, სახეზე რომ მშვიდად გედება. შავი ღრუბლები დასავლეთით მირონინებენ. მე ვამბობ წვიმა გადაიღებს ამის შედეგად დარჩება ნარი, დაწინწკლული მწვანე კონიო.
მევსება გული სველი მიწით, მთების ნაშალით. ნუ დამიყენებ სამგლე ამინდს, ღმერთო მიშველე!
5. მე ვარ ავდარი, მე ვარ წვიმა. მე ვარ ცრემლები, მე ვარ მშვიდობა, მე ვარ ომი. ყველა ქმნილება. მე ვარ ბრძენიც და მე ვარ ხშირად ცრუთა ამალაც სინანული ვარ და გამთბარი თქვენი გულები.
მე როგორც ღმერთი....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. მე ვარ ავდარი, მე ვარ წვიმა. მე ვარ ცრემლები, მე ვარ მშვიდობა, მე ვარ ომი. ყველა ქმნილება. მე ვარ ბრძენიც და მე ვარ ხშირად ცრუთა ამალაც სინანული ვარ და გამთბარი თქვენი გულები.
მე როგორც ღმერთი.... 5+++ კოსტა შენც+++:) მე ვარ ავდარი, მე ვარ წვიმა. მე ვარ ცრემლები, მე ვარ მშვიდობა, მე ვარ ომი. ყველა ქმნილება. მე ვარ ბრძენიც და მე ვარ ხშირად ცრუთა ამალაც სინანული ვარ და გამთბარი თქვენი გულები.
მე როგორც ღმერთი.... 5+++ კოსტა შენც+++:)
40. მე როგორც ღმერთი..
=) მე როგორც ღმერთი..
=)
39. რაიო,რაიო? კოსტამ ცისფერიო? რაიო,რაიო? კოსტამ ცისფერიო?
38. დიდებული ნაშრომია!! ბ–ნი ლაცაბიძე მუდამ გვანებივრებს თავისი ფანტასტიური ნაკალმარით, რაზეც ავტორს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო!! ბრავო!! ჩემი მოკრძალებული+2+ოვაციები წარმატებები დიდებული ნაშრომია!! ბ–ნი ლაცაბიძე მუდამ გვანებივრებს თავისი ფანტასტიური ნაკალმარით, რაზეც ავტორს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო!! ბრავო!! ჩემი მოკრძალებული+2+ოვაციები წარმატებები
37. ლექსი უნდა გიტაცებდეს და თვითონაც ჩუმი რაკრაკით,ნაკადულივით უკან უნდა მოგყვებოდეს.ამას იმიტომ ვამბობ,რომ არაა საჭირო ცამდე აიყვანო ლექსი რომლის გასაგებად მეორეჯერ წაკითხვა დაგჭირდა,თორემ ავტორი იფიქრებს ასე უნდაო და შემდეგში ისეთს დაწერს ერთი-ათი კაცის მეტი რომ ვერ გაიგებს,ისიც მეორე წაკითხვის მერე.იმას ვამბობ,რომ სასწაულების რანგში არაა-მეთქი საჭირო აყვანა,თორემ,არ ვარგა თქო-არვამბობ.ლექსია,თავისი ნაკლოვანებებით.+ ლექსი უნდა გიტაცებდეს და თვითონაც ჩუმი რაკრაკით,ნაკადულივით უკან უნდა მოგყვებოდეს.ამას იმიტომ ვამბობ,რომ არაა საჭირო ცამდე აიყვანო ლექსი რომლის გასაგებად მეორეჯერ წაკითხვა დაგჭირდა,თორემ ავტორი იფიქრებს ასე უნდაო და შემდეგში ისეთს დაწერს ერთი-ათი კაცის მეტი რომ ვერ გაიგებს,ისიც მეორე წაკითხვის მერე.იმას ვამბობ,რომ სასწაულების რანგში არაა-მეთქი საჭირო აყვანა,თორემ,არ ვარგა თქო-არვამბობ.ლექსია,თავისი ნაკლოვანებებით.+
36. მაგარი ხარ გიო ! მაგარი ხარ გიო !
35. დიდსულოვანი ლექსია. გაიხარე! დიდსულოვანი ლექსია. გაიხარე!
34. ბატონო გიორგი, თქვე სწორედ ისეთი ადამიანი ბრძანდებით, როგორიც მე წარმომიდგენია, რომ ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს, მე მოვკვდე და არ მეღირსოს მთაწმინდის მიწა.
ბ.ა. ბატონო გიორგი, თქვე სწორედ ისეთი ადამიანი ბრძანდებით, როგორიც მე წარმომიდგენია, რომ ადამიანი უნდა ბრძანდებოდეს, მე მოვკვდე და არ მეღირსოს მთაწმინდის მიწა.
ბ.ა.
33. მე ვარ ავდარი, მე ვარ წვიმა. მე ვარ ცრემლები, მე ვარ მშვიდობა, მე ვარ ომი. ყველა ქმნილება. მე ვარ ბრძენიც და მე ვარ ხშირად ცრუთა ამალაც სინანული ვარ და გამთბარი თქვენი გულები.
მე როგორც ღმერთი....
გული გამითბო :-* მე ვარ ავდარი, მე ვარ წვიმა. მე ვარ ცრემლები, მე ვარ მშვიდობა, მე ვარ ომი. ყველა ქმნილება. მე ვარ ბრძენიც და მე ვარ ხშირად ცრუთა ამალაც სინანული ვარ და გამთბარი თქვენი გულები.
მე როგორც ღმერთი....
გული გამითბო :-*
32. :დ :დ :დ
მალადეც :დ :დ :დ
მალადეც
31. გიორგი ლაცაბიძე (აქ ავტორმა ჩაისუნთქა) რამდენნაირად შეიძლება ადამიანი მიუდგეს ამ ფენომენს, რომელი წახნაგიდან, რომელი მხრიდან... მაგრამ ფაქტია, საიდანაც არ უნდა მიუდგე, ყველგან ამაყი და ზნემაღალი პოეზია დაგხვდება ადამიანს. გიორგი ლაცაბიძე, როგორც უკანასკნელი წევრი, იმ პოეტთა რომლებმაც თავი გადადეს პოეზიისთვის, ძმაკაცობისთვის, ჩახუტებისთვის, გაგებისთვის... გიორგი ლაცაბიძე როგორც ესთეტი, ღმერთო (აქ ავტორი ხელებს ცაში აღაპყრობს) რა გამოეპარება მის მახვილ თვალს, იგი ათასში ამოარჩევს ჭეშმარიტ პოეზიას. გიორგი ლაცაბიძე როგორც გიორგი ლაცაბიძე, საჭემონგრეული ხომალდის კაპიტანი, გიორგი ლაცაბიძეში სდუმან პირამიდები, ვინ არის ეს გიორგი ლაცაბიძე ასეთი ცისფერი, შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს გიორგი ლაცაბიძე.... იგი დღენიადაგ ერეგირებული მუზით დაიარება, იგი წერს სახლში, სხვის სახლში, ავტობუსში, ომში, ვატიკანში, ვახტანგთან სტუმრად, დეკრეტულში.... გიორგი ლაცაბიძე (აქ ავტორმა ამოისუნთქა)
გიორგი ლაცაბიძე (აქ ავტორმა ჩაისუნთქა) რამდენნაირად შეიძლება ადამიანი მიუდგეს ამ ფენომენს, რომელი წახნაგიდან, რომელი მხრიდან... მაგრამ ფაქტია, საიდანაც არ უნდა მიუდგე, ყველგან ამაყი და ზნემაღალი პოეზია დაგხვდება ადამიანს. გიორგი ლაცაბიძე, როგორც უკანასკნელი წევრი, იმ პოეტთა რომლებმაც თავი გადადეს პოეზიისთვის, ძმაკაცობისთვის, ჩახუტებისთვის, გაგებისთვის... გიორგი ლაცაბიძე როგორც ესთეტი, ღმერთო (აქ ავტორი ხელებს ცაში აღაპყრობს) რა გამოეპარება მის მახვილ თვალს, იგი ათასში ამოარჩევს ჭეშმარიტ პოეზიას. გიორგი ლაცაბიძე როგორც გიორგი ლაცაბიძე, საჭემონგრეული ხომალდის კაპიტანი, გიორგი ლაცაბიძეში სდუმან პირამიდები, ვინ არის ეს გიორგი ლაცაბიძე ასეთი ცისფერი, შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს გიორგი ლაცაბიძე.... იგი დღენიადაგ ერეგირებული მუზით დაიარება, იგი წერს სახლში, სხვის სახლში, ავტობუსში, ომში, ვატიკანში, ვახტანგთან სტუმრად, დეკრეტულში.... გიორგი ლაცაბიძე (აქ ავტორმა ამოისუნთქა)
29. გიო! შენ ის ადამიანი ხარ, ვინც იმსახურებს ჩემს აღფრთოვანებას... ჩემი პოეტი :-*
მიყვარხარ!
მე ვარ ავდარი, მე ვარ წვიმა. მე ვარ ცრემლები, მე ვარ მშვიდობა, მე ვარ ომი. ყველა ქმნილება. მე ვარ ბრძენიც და მე ვარ ხშირად ცრუთა ამალაც სინანული ვარ და გამთბარი თქვენი გულები.
მე როგორც ღმერთი....
შენ! გიო! შენ ის ადამიანი ხარ, ვინც იმსახურებს ჩემს აღფრთოვანებას... ჩემი პოეტი :-*
მიყვარხარ!
მე ვარ ავდარი, მე ვარ წვიმა. მე ვარ ცრემლები, მე ვარ მშვიდობა, მე ვარ ომი. ყველა ქმნილება. მე ვარ ბრძენიც და მე ვარ ხშირად ცრუთა ამალაც სინანული ვარ და გამთბარი თქვენი გულები.
მე როგორც ღმერთი....
შენ!
27. ღმერთო, მიეცი მეხი სახეში ამ თვითმარქვიას... შემოქმედებას აღგიწერ ბიჭო O.o ღმერთო, მიეცი მეხი სახეში ამ თვითმარქვიას... შემოქმედებას აღგიწერ ბიჭო O.o
26. ჩემნაირ დიდი ადამიანებზე შენნაირი მოკვდავები ვერ წერენ რეცენზიებს კოსტა :)) ჩემნაირ დიდი ადამიანებზე შენნაირი მოკვდავები ვერ წერენ რეცენზიებს კოსტა :))
25. ძლოკვს ანუ :დ ძლოკვს ანუ :დ
24. შენ როგორც ძლოვკს როცა დაწერ ექსკლუზივს ვითხოვ : )) :-* შენ როგორც ძლოვკს როცა დაწერ ექსკლუზივს ვითხოვ : )) :-*
23. ბიჭო რეცენზია მინდა დავწერო შენზე მარა არ მაწერინებს ტოო :)) :D
ბიჭო რეცენზია მინდა დავწერო შენზე მარა არ მაწერინებს ტოო :)) :D
22. კარგია :)++ კარგია :)++
21. საღოლ ლაცაბ :) საღოლ ლაცაბ :)
20. :D :D :D
კაი ძმაო. :D :D :D
კაი ძმაო.
19. მშვენიერი ლექსია, მაგრამ ნუმერაციის მოტივირება საეჭვოა ძმაო ჩემო, ეგ ოდენ ბიჟუტერიაა ჩვენი მოკლე ჭკუით და უნომრებოდაც არაფერი დაშავდების, შესაბამისად სრულიად ზედმეტ არს : )
პ.ს.არ გაბრიყვდე და წვერი არ გაიპარსო იცოდე, რო ჩამოხვალ ულვაშზე უნდა გაკოცო :დ მშვენიერი ლექსია, მაგრამ ნუმერაციის მოტივირება საეჭვოა ძმაო ჩემო, ეგ ოდენ ბიჟუტერიაა ჩვენი მოკლე ჭკუით და უნომრებოდაც არაფერი დაშავდების, შესაბამისად სრულიად ზედმეტ არს : )
პ.ს.არ გაბრიყვდე და წვერი არ გაიპარსო იცოდე, რო ჩამოხვალ ულვაშზე უნდა გაკოცო :დ
18. შენი 92-ე ლექსი უფრო მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ ესეც ძალიან მომწონს, უნდა მეთქვა რომ ის არ უნდა წაგეშალა. შენი 92-ე ლექსი უფრო მომეწონა, მიუხედავად იმისა რომ ესეც ძალიან მომწონს, უნდა მეთქვა რომ ის არ უნდა წაგეშალა.
17. სპასიბა...(თ)
იდეები :დ :დ სპასიბა...(თ)
იდეები :დ :დ
16. იდეა საინტერესო და ღრმა...შესრულებაც კარგია,555 მაგრამ იდეა იმდენად "დიდია"... ეს შესრულება მისთვის მაინც მესუსტა...კიდევ ვამბობ, უბრალოდ იდეაა ძალიან 'დიდიიიი"... იდეა საინტერესო და ღრმა...შესრულებაც კარგია,555 მაგრამ იდეა იმდენად "დიდია"... ეს შესრულება მისთვის მაინც მესუსტა...კიდევ ვამბობ, უბრალოდ იდეაა ძალიან `დიდიიიი"...
15. კარგია იდეა და შესრულებაც მომეწონა.
ერთადერთი - ’’ღმერთო, შენი კალთა წამოგვახურე’’ - ეს ფრაზა მეხამუშა, რადგან ასე ღვთისმშობელზე ამბობენ-ხოლმე...
კარგია იდეა და შესრულებაც მომეწონა.
ერთადერთი - ’’ღმერთო, შენი კალთა წამოგვახურე’’ - ეს ფრაზა მეხამუშა, რადგან ასე ღვთისმშობელზე ამბობენ-ხოლმე...
14. კი.კი. პირველად რომ წავიკითხე, მხოლოდ წამიკითხავს და არ ამომიკითხავს. იმდენად არ მომეწონა.
ახლა წავიკითხე და...
კარგია.კარგი. კარგი. კი.კი. პირველად რომ წავიკითხე, მხოლოდ წამიკითხავს და არ ამომიკითხავს. იმდენად არ მომეწონა.
ახლა წავიკითხე და...
კარგია.კარგი. კარგი.
13. ასეთ ღრმა და საინტერესო ლექსებს ვერასოდეს დავწერ,ძალიან ნიჭიერი ხარ!!!++ ასეთ ღრმა და საინტერესო ლექსებს ვერასოდეს დავწერ,ძალიან ნიჭიერი ხარ!!!++
11. ტბა გამოვდექი, გუბემდე რომ უეცრად დადის. მიტოვებული უარაფრო, უხმო სოფელი. ყოველ ღამით კი ქარში ვდგავარ ძველი შინელით...
და ჩვენკენ იცის თბილი წვიმა - როგორც მირონი სურნელოვანი, სახეზე რომ მშვიდად გედება. შავი ღრუბლები დასავლეთით მირონინებენ. მე ვამბობ წვიმა გადაიღებს ამის შედეგად დარჩება ნარი, დაწინწკლული მწვანე კონიო.
მევსება გული სველი მიწით, მთების ნაშალით.
ლამაზი და ფაქიზი რაღაცნაირად. სუფთა. ციფრებით დაყოფა არ მომეწონა მხოლოდ. ტბა გამოვდექი, გუბემდე რომ უეცრად დადის. მიტოვებული უარაფრო, უხმო სოფელი. ყოველ ღამით კი ქარში ვდგავარ ძველი შინელით...
და ჩვენკენ იცის თბილი წვიმა - როგორც მირონი სურნელოვანი, სახეზე რომ მშვიდად გედება. შავი ღრუბლები დასავლეთით მირონინებენ. მე ვამბობ წვიმა გადაიღებს ამის შედეგად დარჩება ნარი, დაწინწკლული მწვანე კონიო.
მევსება გული სველი მიწით, მთების ნაშალით.
ლამაზი და ფაქიზი რაღაცნაირად. სუფთა. ციფრებით დაყოფა არ მომეწონა მხოლოდ.
9. მომეწონა თავიდან ბოლომდე, ზოგი მონაკვეთი განსაკუთრებით. ++ მომეწონა თავიდან ბოლომდე, ზოგი მონაკვეთი განსაკუთრებით. ++
8. ტბა გამოვდექი, გუბემდე რომ უეცრად დადის. მიტოვებული უარაფრო, უხმო სოფელი. ეს მომეწონა. + ტბა გამოვდექი, გუბემდე რომ უეცრად დადის. მიტოვებული უარაფრო, უხმო სოფელი. ეს მომეწონა. +
4. https://www.youtube.com/watch?v=EsxTxQDuSm8
:D https://www.youtube.com/watch?v=EsxTxQDuSm8
:D
2. იდეა მომეწონა. იდეა მომეწონა.
1. მე როგორც ერთი რიგითი წევრი ურაკპარაკის...:) მართლა კარგ ლექსია, გილოცავ, გიო:) მე როგორც ერთი რიგითი წევრი ურაკპარაკის...:) მართლა კარგ ლექსია, გილოცავ, გიო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|