 | ავტორი: ნეფერტარი ჟანრი: პროზა 6 ნოემბერი, 2013 |
"ერიდე თავსა მგლისასა! " სპარსული გამოთქმა
დღემ პირი იქცია და შებინდებამ მწიფე შინდისფერი დაიდო. ქარავანი ჩამავალი მზისკენ მიიწევდა და ქვიშის ოკეანეში წითლად დაფერილ ბილიკს მიუყვებოდა.
საჰარაში მზე ცოცხალივით კვდებოდა. მთელი დღე გულს სისხლით იმისთვის ივსებდა, რომ ყოველ საღამოს თავდაუზოგავად და ბოლო წვეთამდე საჰარაში გადმოეღვარა. ჩამავალი მზე, ცაზე წითელ ნაკაწრებს ტოვებდა, ღრუბლების თავმომწონე სიქათქათეს ალისფერ ცაში ავლებდა, გარემოს სამგლოვიარო მეწამულ სისხლისფერში ახვევდა და ისე დაადგებოდა ხოლმე თავდაღმა სავალს დასავლეთისკენ. მისი სიკვდილის წინ, ყოველი საღამო - ღრმა იდუმალებით, არამიწიერი მისტიურობით, ხელთუქმნელი ღვთაებრივი სილამაზით და საოცარი სიწმინდით ივსებოდა, ნაზად ლივლივებდა და ყოველ შესუნთქვაზე კამკამებდა და მეც, მეწამული სამყაროს მოლივლივე სიწმინდის ნაწილი ვხდებოდი. მთელ დედამიწაზე მზე უბრალოდ "ჩადიოდა". მხოლოდ საჰარაში კვდებოდა მზე.
ბედუნი ისე მიისწრაფვოდა მზისკენ, თითქოს იქ, მის ნამდვილ სამყაროში გამავალი კარი ეგულებოდა. ისევ გამიმძაფრდა შეგრძნება რომ ეს უცნაურად მიმზიდველი კაცი, ადამიანი არ იყო და რაღაც უცანური განგების ნებით ჩამოსულიყო დედამიწაზე. რატომღაც დავიჯერე, რომ ახლა უკან დასაბრუნებელ გზას ადგა და მოუსვენრობამ შემიპყრო. თითქოს ჩემი შფოთვა იგრძნო, ჯადარი პატრონს ჩამორჩა, ჩემთან მობრუნდა და დაიფრუტუნა. თითქოს მამშვიდებდა იმით რომ ეს მხოლოდ „საჰარას ხიბლი“ იყო და სხვა არაფერი. - „ალ სახრა საჰარა, ალ სახრა საჰარა.“- რამოდენიმეჯერ გავიმეორე გუნებაში, თვალები დავხუჭე და აქლემის მოძრაობას მივუგდე ყური. დრომადერი თანაბარი და დაუღალავი ნაბიჯით, ტაატით მიირწეოდა ქვიშის ზღვაში. მისი ტარება მართლაც არ მჭირდებოდა, ჩემი აქლემი, წინმავალს კვალში მიყვებოდა და თოკი ჩამორჩენის საშუალებას არ აძლევდა. ნელნელა ვეჩვეოდი აქლემზე ჯდომას. წუთით წარმოვიდგინე, რომ არავინ მომდევდა, არაფერი მომხდარა და არავითარი განსაცდელი არ მელოდა, რომ მზის ჩასვლის ჟამს, ოქროს დიუნებს შორის აქლემით მოსეირნე, საჰარას დროებითი სტუმარი ვიყავი, ჩემი ოცნება სრულდებოდა და ტალღებშეჩერებულ ოქროს ოკეანეში ვცურავდი. ბედნიერების ღრმა განცდა დამეუფლა და ნანატრმა სიმშვიდემ იმატა... ჯადარმა ჩემი ცვლილება ისევ იგრძნო, კმაყოფილებით დაიფრუტუნა, ნაბიჯს უმატა და პატრონს დაუბრუნდა. განახევრებული მზე სისხლისფრად ენთო. საიდანაღაც ჩემს გონებაში მუსიკის ჰანგები შემოიჭრნენ, ნელნელა გაძლიერდნენ და მთელი გარემო მოიცვეს. მე მომაკვდავი მზის ულამაზესი ჰიმნი მესმოდა...
ქარავანი ჩქარობდა. დაბნელებამდე დიდი მანძილის უკან მოტოვებას ლამობდა და მზის ნაკვალევს დაუღალავად მიუყვებოდა. წინ მოუსვენარი ჯადარი მიდიოდა, უკან ბედუინი მისდევდა, მერე მე მივყვებოდი ჩემი აქლემით. მზემ დასავლეთის გზა ამოლია და სამარეში ჩაესვენა. უდაბნოში მრუმე შეღამება ჩამოწვა.
ბინდმა ფიქრის კარიბჭე დაუბრკოლებლად შეხსნა, მანაც ფრთა გაშალა და ჩუმად მოშრიალდა. ბედუინის ნაამბობზე დავფიქრდი. დღემდე მხოლოდ აუცილებელი ორიოდ სიტყვას იმეტებდა ჩემთვის. მეტწილად ხელით მანიშნებდა სათქმელს. თვალს მარიდებდა, სახეში არ მიყურებდა. ჩემზე უხმოდ ზრუნავდა და ყოველი ქცევით პატივისცემას გამოხატავდა. ვხვდებოდი რომ ლოდის ჩრდილში ნათქვამი იმ მოულოდნელი სიხარულის ბრალი იყო ცოცხალი რომ მიპოვა. ახლა კი საკუთარ თავს ვერ პატიობდა მაშინ გამოჩენილ სისუსტეს. ვცდილობდი გამომეცნო, სინამდვილეში რა მიზანი ჰქონდა მის ნაამბობს და განდობილ ოცნებებს, - სოფელში მომხდარზე ისევ რომ არ მეფიქრა, თუ ის აწუხებდა - „მას რომ ვეღარ ვხედავდი“. ვიგრძენი რომ ისიც ამ წუთში იგივეზე ფიქრობდა და შეშინებულმა, რომ ჩემს აზრებს წაიკითხავდა, - ფიქრი შევწყვიტე.
აცივდა. ვარსკვლავები აქა-იქ ჭიატებდნენ, მაგრამ მთვარის ამოსვლამდე ჯერ კიდევ იყო დრო. ბედუინმა აქლემები დააჩოქა. ხურჯინიდან ამოღებული ფარდაგი ქვიშაზე გაშალა და უნაგირიდან ფრთხილად გადმომსვა. მოძრაობაზე მძაფრმა ტკივილმა შემახსენა თავი. დაჩოქილ აქლემს ზურგით მივეყრდენი. თხის ბეწვის ბედუინური მოსასხამი ნატკენ მხართან ჩავიკეცე და მყუდრო სითბოში გავეხვიე. ალ კაბირმა ხანჯალი იმარჯვა და ქვიშაში ორმო ამოიღო. შიგ ნახშირი ჩაალაგა, გააღვივა, სპილენძის თასი დაადგა და ზედ წყალი შემოდგა. ქვიშაში გაჭრილ „ღუმელს“ ზემოდან თასი ეხურა და ალი არ ჩანდა. საჰარში ჩამოწოლილი ბინდი არაფერს დაურღვევია. ჩუმად ვსვამდი პიტნის და ლიმონის სურნელოვან ნაყენს, ლითონის ტოლჩაზე ხელებს ვითბობდი და ვუსმენდი როგორ ხალისიანად ახრამუნებდა ჯადარი ანაბსიის ვარსკვლავა ფოთლებს.
- მთვარის ამოსვლამდე შეგიძლია დაიძინო. - მომესმა თბილი, ალერსიანი დაბალი ხმა. - მერე მდევარი? - მე ფხიზლად ვიქნები. ახლა არ გაძალებ, მაგრამ ხვალ რამე უნდა ჭამო. - მშვიდად თქვა ალ კაბირმა. - ალ კაბირ... დიდი მადლობა, ყველაფრისთვის... - ბედუინი მობრუნდა და დამაცქერდა, ბინდის მიუხედავად თვალებში გამკრთალი ნაპერწკალი მაინც შევნიშნე. მან თავი დახარა, მარჯვენა ხელი ჯერ გულზე მიიდო, შემდეგ პირზე და შუბლზე, ფეხზე წამოდგა და ცხენს მოეფერა. - ალ კაბირ, რას ნიშნავს ეგ ნიშანი?! - რომ შენს მიმართ ჩემი გული სუფთაა, სიტყვები რომელიც ჩემი პირიდან ამოდის და გეუბნები - სიმართლე, ხოლო აზრები რაც შენს მიმართ მაქვს - წმინდა. ეს პატივისცემა და მოწიწებაა. - საოცარი ნიშანი ყოფილა...ლამაზი... - ესე იგი შენს ქვეყანას გორგისტანი ქვია. სპარსულ ენციკლოპედიაში წერია რომ ძველი გადმოცემით შენი ხალხი, - ომებში მგელივით სასტიკი, მამაცი, ამტანი და გონიერი ყოფილა... კაიროში ერთ მოედანზე მუჰამედ ლაზ-ოღლის ძეგლი დგას. როცა ვნახე, - მისი ვინაობით დავინტერესდი. თურმე ეგვიპტის დამოუკიდებლობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა და მადლიერმა ხალხმა ძეგლი აუგო. მისი ამბის ძიებაში უფრო საინტერესო ცნობებს გადავაწყდი ეგვიპტის სულთნის, ალი ბეი ალ კაბირის შესახებ, რომელიც დიდი რეფორმატორის სახელით შევიდა ისტორიაში, ოსმანთა უძლეველ იმპერიას ეგვიპტე წაგლიჯა, გააერთიანა, შემოუერთა ხიჯაზი, მექა და მედინა, აიღო დამასკი და ეგვიპტის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მათი სამშობლო გორგისტანი იყო, ხომ ასეა? - ასეა... - შენი ხალხის ყველაზე მთავარ ზღაპარზე რამე მიამბე.- ბედუინი შორიახლოს ფეხმორთხმული დაჯდა, ბურნუსი სახიდან მოიშორა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და მოსასმენად მოემზადა.
მისმა ნათქვამმა დამაბნია, მეგონა სულ სხვა რამეს მკითხავდა, მან კი რატომღაც ზღაპარი აირჩია... ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ სათქმელი შევარჩიე, არაბული სიტყვების მთელი მარაგი მოვიკრიბე და ნელნელა ავლაპარაკდი:
- ჩემს ხალხს პატარა, მაგრამ ყველაზე ლამაზი მიწა-წყალი ერგო სამშობლოდ. მის დასაცავად უხსოვარი დროიდან გამუდმებით ომობდა, დამპყრობელს იგერიებდა, მონობას და ძალმომრეობას ვერ ეგუებოდა, ჯანყდებოდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. რიცხვით მცირე ჩემს ხალხს, ხშირი ომების გამო არ ეცალა ისეთი გრძელი და ლამაზი ზღაპრის შესაქმნელად, როგორიც არაბული "ათასერთი ღამეა"... მაგრამ ჩვენში ძველთაგანვე არსებობს ერთი თქმულება, რომელიც ძალიან მიყვარს... ეს ამბავი ადამიანის და ქალღმერთის ვაჟზე, გმირთაგმირ ამირანზეა, რომელიც თვით ღმერთმა მონათლა. ღვთაებრივი წარმოშობას ნიშნად, მას დაბადებიდანვე შუბლზე მზე და მთვარე უნათებდა. მზე - ნიშნავს ოქროს, ანუ ლომს, ხოლო მთვარე - ვერცხლს, ანუ მგელს. ერთ ადამიანში, ამირანში, მოცემულია ოქროს და ვერცხლის სინთეზი - რაც სრულყოფილებას და ძლიერებას ნიშნავს ისევე, როგორც ეგვიპტური ღმერთი ჰორია ერთდროულად სრულყოფილების და ძლიერება, რადგან მისი მარჯვენა თვალი მზეს განასახიერებს, ხოლო მარცხენა მთვარეს. * თვალი მზისა და მთვარის სიმბოლოა.
- რა დაემართა ამ გმირს იმ ზღაპარში? - მან მზე გადაარჩინა და კაცობრიობას დღის ნათელი და სითბო დაუბრუნა. მრავალი გმირობის ჩადენის შემდეგ, ღმერთთან შებრძოლება გადაწყვიტა, ამისთვის ღმერთმა დასაჯა და მაღალი მთის გამოქვაბულში, - კლდეზე ჯაჭვით მიაბა. თქმულების მიხედვით, მის ღვიძლს მუდმივად არწივი ძიძგნის, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკვით ადნობს და გაწყვეტას ცდილობს. მაგრამ ყოველ წელიწადს, როცა ჯაჭვი გაწყვეტის პირზეა, ღმერთის მიჩენილი მჭედლები ერთ დღეს, ერთდროულად დაჰკრავენ ხოლმე უროს სამჭედლო ქვას და ჯაჭვი მაგიურად მთელდება. თქმულების მიხედვით, შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება...
- უცნაურია... - ბავშვობაში, სწორედ ამ თქმულებიდან გავიგე პირველად არაბების შესახებ. გმირი ამირანი საცოლეს, ცის და ღრუბლების მეუფის ქალიშვილს ზეციდან იტაცებს, ქალი ეუბნება რომ მამის ციური მხედრები, არაბები, თავიანთ უსწრაფეს ცხენებზე შესხდებიან, მალე დაგეწევიან და ცხარე ომს გაგიჩაღებენო.
- ესე იგი სწრაფ ბედაურებზე ამხედრებული არაბები და ომი - ქალის გამო ხომ ? მას აქეთ ბევრი არაფერი შეცვლილა... - გულიანად გაიღიმა ალ კაბირმა, - კიდევ რას მეტყვი არაბებზე ? -ჩემს ქვეყანაში არაბები ოთხას წელიწადს ბატონობდნენ, მაგრამ ვერც ხალხი გატეხეს და ვერც ქრისტიანობაზე ათქმევინეს უარი. ჩემი პატარა, ძალიან ლამაზი და ამაყი ქვეყანა, უხსოვარი დროიდან არსებობს და მუდმივად იბრძვის გადარჩენისთვის. მისალმებად ჩვენში - გამარჯვებას უსურვებენ ერთმანეთს, ხოლო გამოსალმებად - მშვიდობას.
- მეომარი და თავისუფლებისმოყვარე ხალხი - ღმერთთან მებრძოლი გმირით, რომელიც ღმერთმა დასაჯა და მაინც არ კვდება. შვიდ წელიწადში ერთხელ, იმის დანახვაც შეიძლება რომ დღემდე ცოცხალია... მართლაც ღვთიური სასჯელია... ნამდვილად საკვირველი ზღაპარია და თანაც, დღემდე გრძელდება... - ბედუინი ჯერ დაფიქრდა, შემდეგ კი მოულოდნელად მკითხა:
- რა ქვია იმ მთას, სადაც ღმერთმა თქვენი გმირი ჯაჭვით მიაბა? შეკითხვამ გამაკვირვა, ყველაფერს ველოდი ამ კითხვის გარდა... - ჩემს ქვეყანას ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთაგრეხილი აკრავს, მისგან უამრავი მდინარე მოედინება და მთების გულიდან ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. ჩემი ხალხი უძველესი დროიდან მდინარეებში ცხვრის ტყავით ოქროს აგროვებს, ოქრომოსილი ცხვრის ტყავი ჩემი ქვეყნის სიმბოლოა. კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, დღემდე მისტიური იდუმალებით მოცული ხვამლის მაღალი კლდოვანი მთაა, თქმულების მიხედვით გმირი ამირანი ამ მთის გამოქვაბულშია მიჯაჭვული.
- ამ გმირის ამბავი თქვენი ხალხის ცხოვრებაში როგორ აისახა? ისევ გამაოცა მისმა შეკითხვამ, აზრის ზუსტმა მიმართულებამ...ნათქვამის სიმოკლემ. კითხვასავით ღირსეული პასუხისთვის ისევ დავფიქრდი...
- ჩემს ქვეყანას ათასხუთასი წლის წინ ერთი მეფე, თქვენებურად ამირა ჰყოლია. დიდი მეომარი ყოფილა, ისევე როგორც თქვენი სალადინი...სამშობლოში მტერი არ გაუჭაჭანებია, ხმლით ხელში დაულაშქრავს სპარსეთი და ინდოეთი. თურმე მის საბრძოლო ქუდს მგლის თავის და ლომის გამოსახულება ამშვენებდა. როცა ბრძოლაში მის მუზარადს ხედავდნენ, სპარსელები ბრძოლის ველიდან გარბოდნენ და ყვიროდნენ "დუ რაზ გორგარსლან"!... ამ მეფის დაარსებულია თბილისი, ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ. - "დუ რაზ გორგარსლან", - ერიდეთ თავსა მგლისასა... ამირას რა ბედი ეწია? - ღალატით მოკლეს. ვიღაც გველისთვალება კაცმა მოწამლული ისრით იღლიაში დაჭრა, ამ ადგილს ჯაჭვის პერანგი ვერ ფარავდა...მეფემ ისარი ვერ ამოიღო, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიატოვა... მთელი დღე იბრძოდა, ღამით უფალს მიებარა და უკვდავებაში შეაბიჯა.
ჩემს ნათქვამს კითხვა აღარ მოჰყოლია. ალ კაბირი დუმდა და ფიქრობდა, ჩემი მზერის გავლით ჩემი ნაამბობის წარმოდგენას ცდილობდა და თვალმოუცილებლად მიცქერდა. - ახლა ბევრი რამ გასაგებია... დაისვენე ნი'ლნა და მშვიდად იყავი....- თქვა ცოტა ხნის შემდეგ, ფეხზე ადგა, ცხენს მოეფერა და ფიქრისგან გამორკვეულივით მითხრა: - ისე არაფერი კურნავს უცხოობაში ადამიანის სულს, - როგორც სამშობლოზე საუბარი!- ბედუინმა სახეზე ბურნუსი აიფარა, ჯადარი აიყოლია და ღამეს შეერია.
ჩემმა ნაამბობმა ჩემზეც იმოქმედა. ქვეყნის დასალიერიდან სულ სხვაგვარად მეტკინა ჩემი ქვეყნის ზღაპარი და გმირი მეფის ამბავი. კარგა ხანს ვებრძოდი ძილს, დაძინებისაც მეშინოდა, სიზმრისაც და გაღვიძებისაც. უდაბნოში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მხედველობა დავძაბე და როგორც იქნა შორიახლოს ბედუინის სილუეტი შევნიშნე. ჩემსკენ ზურგშექცეულად, ფეხმორთხმით გაუნძრევლად იჯდა და აღმოსავლეთს შესცქეროდა. საჰარას უსმენდა. მას ის მცირედი ჩქამიც კი ესმოდა, რაც ჩემთვის მიუწვდომელი იყო. ჯადარის სიახლოვეს მხოლოდ სხეულით ვგრძნობდი. სიბნელეში ისე გამდნარიყო რომ შემჩნევა შეუძლებელი იყო.
კუნაპეტი ღამე ჩამოწვა. თვალი გავახილე - სიბნელემ ამომივსო მზერა, დავხუჭე და სიბნელეში ვიძირებოდი. სულ ერთი იყო თვალგახელილი ვიქნებოდი თუ თვალდახუჭული, მაინც სიბნელით ვიყავი სავსე. იმდენჯერ დავხუჭე და გავახილე თვალი რომ უკვე ვეღარ ვხვდებოდი გახელილი მქონდა თუ არა და ვერც კი გავიგე როგორ წამიღო ძილმა.
მესიზმრა, თითქოს მე და ბედუინს ჯადარი ცაზე მიგვაქროლებდა. საშინელი ქარაშოტი და დელგმა ტრიალებდა, მეხი ზეცას ელვის დატეხილი ისრებით გულღვიძლს უგლეჯდა... ზურგს უკან ჰილალე მოგვკიოდა. არაბულ ბედაურებზე ამხედრებული ტუარეგები ფეხდაფეხ მოგვდევდნენ. ჯადარს მარჯვენა მხარეს ლომი ამოსდგომოდა, მარცხნივ - მგელი. ცხოველები ბედუინის ბრძანებას უხმოდ ემორჩილებოდნენ, მის ნიშანს ელოდნენ და სისხლიანი ბრძოლის მოლოდინში ავად იღრინებოდნენ. მათი წვეტიანი თეთრი ეშვები მთვარესავით ელავდნენ. ბედუინს ბრინჯაოს მუზარადი ეხურა, რომელზეც ოქროს მზე და ვერცხლის მთვარე კაშკაშებდა...მიწიდან ხმა შემომესმა, უამრავი ბედუინი ერთად შეყრილიყო, მიწაზე მუხლი მოერთხათ და მაღლა ხელაპყრობილები მზისა და მთვარის სადიდებელს აღავლენდნენ. მათი მოგუგუნე ლოცვა ბნელით მოცულ მიწას და ზეცას აზანზარებდა "გაც და გაიმ! გაც და გაიმ!" -ჭექდა და გრგვინავდა მათი შეძახილი. გრიალში ზათქი პირდაპირ ჩემს ყურთან გავიგონე და გამეღვიძა.
შეშინებული წამოვჯექი და უდაბნოს გავხედე. გარშემო დამაშვიდებელი სიჩუმე და თეთრი ნათელი იდგა. ახალამოსული მთვარე ქათქათებდა. მისი შუქით ისე იყო ყველაფერი გაჩირაღდნებული რომ ქვიშის უმცირეს მარცვალსაც კარგად ვარჩევდი. აღარც სპილენძის თასი ჩანდა და აღარც ნაღვერდლიანი ორმო. ალ კაბირი ჩემსკენ ზურგით იდგა და პერანგს იცვლიდა. მარცხენა ბეჭზე იმ ნაიარევს შევასწარი თვალი, ჩემმა ამოღებულმა ტყვიამ რომ დაუტოვა, მაგრამ მარჯვენაზე რაღაც ისეთი შევნიშნე, რაც ძალიან მეცნაურა და კარგად დავაკვირდი...
წინათგრძნობამ თავიდან ფეხებამდე ალესილი ხმალივით ისე გამიარა, თითქოს შუაზე გამჭრა და სხეულში შემოჭრილმა საზარელმა სიცივემ გამაქვავა. არც თვალს არ ვუჯერებდი, არც იმას, რომ საშინელი სიზმარი დასრულდა და ახლა ცხადში ვუცქერდი სიზმარში ნანახს. ალ კაბირის მარჯვენა ბეჭზე, ნახტომისთვის მომზადებული მძვინვარე ლომის გამოსახულება წრედ იყო შეკრული, წრიდან კი ხახადაღებული მგლის დაღრენილი თავი მიმზერდა...
თვალი დავხუჭე. გონების მოკრება მინდოდა. მთელი სხეულით ვგრძნობდი რომ სიზმარი, ნამდვილად რაღაც დაუმცდარს მოასწავებდა. კოშმარიდან ვერაფრით გამოვდიოდი, ტუარეგების საბრძოლო ყიჟინა, ლომის ღრიალი და მგლის ღრენა, დელგმის გრუხუნი, გრიალი და ლოცვის ხმა ერთმანეთში არეულიყო და ერთდროულად მესმოდა. ჩემს გონებაში ყველაფერი აირია აზრიალდა და წაღმა-უკუღმა დატრიალდა. თავბრუ დასხმული ერთიანად შევიკუმშე, მუხლები შუბლთან მივიტანე, ზედ ხელი შემოვიხვიე და თვალები მაგრად დავხუჭე. ჯადარი თავზე დამადგა და აფრუტუნდა. ბედაური მართლაც უტყუარად გრძნობდა ჩემი ხასიათის ცვლილებას. შეშინებულმა გაჭირვებით გავახილე თვალი. გასამგზავრებლად ყველაფერი მზად იყო. ალ კაბირის აქლემი ფეხზე იდგა. მხოლოდ ჩემი აქლემი იყო დაჩოქილი და მელოდა...
ქარავანი სწრაფად, გაშლილი ნაბიჯით დაიძრა და მთვარის ბილიკს დაადგა.
მე ისევ სიზმარსა და ცხადს შორის ვიყავი. ჩემს გონებაში უცბად ყველაფერი შებრუნდა და ისევ სიზმრად იქცა. მესიზმრებოდა, რომ მე ახლა, თბილისში, ჩემს სახლში მეძინა და ყველაფერს, თვით ამ წუთსაც კი სიზმარში ვხედავდი. ეს მთვარე, ვარსკვლავები, ეს უდაბნო, აქლემები, არაბული ბედაური და მისი პატრონი - მხოლოდ სიზმარი იყო... მგელი, ლომი და ჩემი დაუღალავი მდევარი კი - სიზმრის სიზმარი. გაღვიძება მინდოდა, მაგრამ მეშინოდა რომ უდაბნოში გამეღვიძებოდა, კიდევ იყო ერთი მიზეზი, - ქვეცნობიერად ვგრძნობდი რომ მხოლოდ ამ სიზმარში იყო ის, რაც ცხადში ჩემთან აღარასოდეს დაბრუნდებოდა.
გათენებამდე უტყვად, უბრად და შეუჩერებლად ვიარეთ. მზის ამოსვლას ჩვენი ქარვანი ზურგშექცეული შეხვდა. თითქოს მზეს გავებუტეთ, სახეს არცერთი არ ვუჩვენებდით და ჩვენს გზას ვადექით. გარშემო ყველაფერი ბრწყინავდა. ოქროს დიუნები - კისერზე დაკიდებული პაწია ჩრდილებით ძველებურად იღიმებოდნენ, ულურჯეს ცას ღრუბლის თეთრი ფთილები ისე მოსდებოდა, თითქოს ქათქათა მარგალიტები ბღუჯად ჰქონდა მიყრილი. მზემ ამოწია თუ არა, მირაჟი ალიცლიცდა. მიწამ და ცამ ადგილი ინაცვლეს. ჩვენი ქარავანი თავდაღმა დაეკიდა და ზეცად ქცეულ მიწაზე მიაბიჯებდა. ქვიშის დიუნები ოქროს ღრუბლებად ეგებოდნენ აქლემებს ფეხქვეშ. მიწად ქცეული ცა უნაპიროდ გაშლილიყო და ცისფრად კამკამებდა. ვუცქერდი ამოყირავებულად მიმავალ საკუთარ თავს და ჩემს აქლემს, რომელიც კისერწაგრძელებული და თავაწეული, ერთმანეთს უნაცვლებდა მაღალ და წვრილ ფეხებს. ცოტა ხანში მირაჟები აიშალნენ და საჰარას ჯერ თხელი ნისლის ნაზი საბურველი მოედო, მერე კი ცისკენ აიკრიფა და ცისარტყელად გადაიჭიმა. გაგონილი მქონდა, რომ ცისარტყელას ქვეშ გავლა ბედნიერების მომტანი იყო. მას მერე, სულ ვცდილობდი დამეჭირა ცისარტყელა და მის ქვეშ გამევლო, მაგრამ არასოდეს გამომდიოდა. ახლა კი ჩვენ, ისე უბრალოდ გავიარეთ მის ქვეშ, თითქოს წლობით არ მედევნოს ამ აუხდენელი ოცნებისთვის.
ცაზე მართლაც უცნაური რამ ხდებოდა. მზესთან ერთად მთვარეც ჩანდა, მათ შორის კი ცისარტყელას ქამარი გიზგიზებდა. გუმანი მეუბნებოდა რომ მირაჟი, ეს მთვარიან-მზიანი ცა და წუხელ ნანახი, - რაღაც უხილავ კავშირში იყო ჩემს სიზმართან. უფრო და უფრო ვშფოთავდი, მოსვენება თანდათან მეკარგებოდა, ხან ბედუინის მარჯვენა ბეჭს მივჩერებოდი მონუსხულივით, ხან უკან ვიყურებოდი - დარწმუნებული იმაში, რომ სადაცაა არაბულებზე ამხედრებული ტუარეგები გამოჩნდებოდნენ.
აქლემებს შორის მანძილიც და გაბმული თოკიც გრძელი მეჩვენა, ჩემს აქლემს გავუთამამდი, ქუსლებით ფერდებზე შევეხე და ბედუინს დავეწიე. ალ კაბირმა მოიხედა და გამბედაობა თავის დაქნევით მომიწონა, მანიშნა ცხვირპირი დამეფარა და აქლემს ქუსლი ჰკრა. ჩემი დრომადერი ისე უცბად გაჭენდა, - შეშინებაც ვერ მოვასწარი, მაგრამ ცოტა ხანში ცხოველის მოძრაობას ავყევი და რწევა - ცურვად იქცა.
მე და ალ კაბირი მხარდამხარ სწრაფად ვკეცავდით გზას. ჯადარი ხალისობდა, ცმუკავდა, თამაშ - თამაშით ჩვენს წინ მიგელავდა და თავის თვალუწვდენელ სტიქიაში თავისუფლად დანავარდობდა. ვიგრძენი რომ უდაბნოს უკვე მივჩვევოდი და საჰარას უხსოვარი დროის ბინადარივით, ახლა მეც, აქლემით მივქროდი ოქროს დიუნებზე უშორესი ჰორიზონტების დასაჭერად. (იხილე როგორ გაგრძელდა)
--------------------------------------------------------------------------------------------------------- © საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ. _______________ *მადლობას ვუხდი თბილისის ფორუმის წევრს, მაგდალის, მგელის და ლომის, როგორც სრულყოფილებისა და ძლიერების სიმბოლური არსის გახსნისთვის და ეთუნა ინწკირველს ქართული ფოკლორის ღრმად მცოდნე მეცნიერს ამირანის მითზე მოწოდებული ლიტერატურისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
73. ალ ქაბირს+ნილნა+ეგვიპტე+საჰარა+ჯადარი+ნეფერტარი= +2 ქულას
ესეც ლიტერატურულ-მათემატიკური მაგალითი. ალ ქაბირს+ნილნა+ეგვიპტე+საჰარა+ჯადარი+ნეფერტარი= +2 ქულას
ესეც ლიტერატურულ-მათემატიკური მაგალითი.
72. დიდი მადლობა ქალბატონო მზია. მე არ ვიცოდი რომ საზღვარგარეთ ცხოვრობთ. ახლა მივხვდი ემიგრაციის თემაზე შექმნილი თქვენი მოთხრობა რატომ იყო ასეთი კარგი. რაც თავად არ გიწვნევია, მკითხველს დამაჯერებლად ვერ უამბობ. მოხარული ვარ გაცნობის, მოხარული ვარ რომ მოგეწონათ ჩემი რომანი და თხრობის მანერა.
ვაფასებ ნაჩუქარ დროს და მიხარია რომ ტყუილად არ დაგიკარგავთ. ხელი მოგემართოთ ყველა კეთილ საქმეში. სიკეთე თქვენ. :)
დიდი მადლობა ქალბატონო მზია. მე არ ვიცოდი რომ საზღვარგარეთ ცხოვრობთ. ახლა მივხვდი ემიგრაციის თემაზე შექმნილი თქვენი მოთხრობა რატომ იყო ასეთი კარგი. რაც თავად არ გიწვნევია, მკითხველს დამაჯერებლად ვერ უამბობ. მოხარული ვარ გაცნობის, მოხარული ვარ რომ მოგეწონათ ჩემი რომანი და თხრობის მანერა.
ვაფასებ ნაჩუქარ დროს და მიხარია რომ ტყუილად არ დაგიკარგავთ. ხელი მოგემართოთ ყველა კეთილ საქმეში. სიკეთე თქვენ. :)
71. საჰარაში მზე ცოცხალივით კვდებოდა. მთელი დღე გულს სისხლით იმისთვის ივსებდა, რომ ყოველ საღამოს თავდაუზოგავად და ბოლო წვეთამდე საჰარაში გადმოეღვარა. ჩამავალი მზე, ცაზე წითელ ნაკაწრებს ტოვებდა, გარემოს მეწამულ სისხლისფერში ახვევდა და ისე დაადგებოდა თავდაღმა სავალს. მისი სიკვდილის წინ, ყოველი საღამო - ღრმა იდუმალებით, არამიწიერი მისტიურობით, ხელთუქმნელი ღვთაებრივი სილამაზით და საოცარი სიწმინდით ივსებოდა, მთელ დედამიწაზე მზე უბრალოდ "ჩადიოდა". მხოლოდ საჰარაში კვდებოდა მზე.
პოეზიაა! მთლიანად პოეტური ნაწარმოებია! მე ჯერ ისევ მისი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. საჰარაში მზე ცოცხალივით კვდებოდა. მთელი დღე გულს სისხლით იმისთვის ივსებდა, რომ ყოველ საღამოს თავდაუზოგავად და ბოლო წვეთამდე საჰარაში გადმოეღვარა. ჩამავალი მზე, ცაზე წითელ ნაკაწრებს ტოვებდა, გარემოს მეწამულ სისხლისფერში ახვევდა და ისე დაადგებოდა თავდაღმა სავალს. მისი სიკვდილის წინ, ყოველი საღამო - ღრმა იდუმალებით, არამიწიერი მისტიურობით, ხელთუქმნელი ღვთაებრივი სილამაზით და საოცარი სიწმინდით ივსებოდა, მთელ დედამიწაზე მზე უბრალოდ "ჩადიოდა". მხოლოდ საჰარაში კვდებოდა მზე.
პოეზიაა! მთლიანად პოეტური ნაწარმოებია! მე ჯერ ისევ მისი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.
70.
ვერც მე წარმოვიდგენდი სერენა... მაშინ ხომ 2013 წლის 6 ნოემბერი იდგა, ჯერ კიდევ 2013 წლის 6 ნოემბერი.
ვერც მე წარმოვიდგენდი სერენა... მაშინ ხომ 2013 წლის 6 ნოემბერი იდგა, ჯერ კიდევ 2013 წლის 6 ნოემბერი.
69. როგორ მიყვარს ეს თავი, მთელი ჩემი ბავშვობა მიბრუნდება უკან. თან წიგნის სურნელს რომ ვგრძნობ და თან ბედუინს რომ ვკითხულობ, წლების წინ რას წარმოვიდგენდი თუ დღეს ავროგრაფიანი წიგნი მექნებოდა ხელში.
ხელოსანს ჯერაც ველოდები, ეს კიდევ ერთი საკცარი ნაწარმოებია ჩვენი ნეფერტარისგან. როგორ მიყვარს ეს თავი, მთელი ჩემი ბავშვობა მიბრუნდება უკან. თან წიგნის სურნელს რომ ვგრძნობ და თან ბედუინს რომ ვკითხულობ, წლების წინ რას წარმოვიდგენდი თუ დღეს ავროგრაფიანი წიგნი მექნებოდა ხელში.
ხელოსანს ჯერაც ველოდები, ეს კიდევ ერთი საკცარი ნაწარმოებია ჩვენი ნეფერტარისგან.
68. ვისაც გსურთ "ბედუინის" მოსმენა ხვალ, 15 ივლისს, დილის 9:45-ზე ჩართეთ საზოგადოებრივი რადიო, რადიო1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102 და 4. ვკითხულობ მე- თამარ ბოლქვაძე (თანანა)!!! ვისაც გსურთ "ბედუინის" მოსმენა ხვალ, 15 ივლისს, დილის 9:45-ზე ჩართეთ საზოგადოებრივი რადიო, რადიო1-ზე, ტალღაზე ეფ-ემ 102 და 4. ვკითხულობ მე- თამარ ბოლქვაძე (თანანა)!!!
67. არაჩვეულებრივია, გულწრფელად მიხარია, ბრწყინვალეა.
ღია გულით, ნათელი სულით, თბილი სიტყვებით, მეგობრული სიხარულით და სილაღით გილოცავთ ნეფერტარი ამ შესანიშნავი ნაწარმმოების რადიოაფიშირებას. მიეცით ნიჭსა..... ასეა სანთელ–საკმეველი გზას არ დაჰკარგავსო, დედაჩემი ასე ამბობს.
პატივისცემით და დიდი მოკითხვა–მოლოცვით ნ ე ქ ტ ა რ ი.
არაჩვეულებრივია, გულწრფელად მიხარია, ბრწყინვალეა.
ღია გულით, ნათელი სულით, თბილი სიტყვებით, მეგობრული სიხარულით და სილაღით გილოცავთ ნეფერტარი ამ შესანიშნავი ნაწარმმოების რადიოაფიშირებას. მიეცით ნიჭსა..... ასეა სანთელ–საკმეველი გზას არ დაჰკარგავსო, დედაჩემი ასე ამბობს.
პატივისცემით და დიდი მოკითხვა–მოლოცვით ნ ე ქ ტ ა რ ი.
66. ერთი მცირე შესწორებ: მოისმინეთ "ბედუინი" საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე 102 და 4, ხვალ, დილის 9:45-ზე. ერთი მცირე შესწორებ: მოისმინეთ "ბედუინი" საზოგადოებრივ რადიო, რადიო 1-ზე, ტალღაზე 102 და 4, ხვალ, დილის 9:45-ზე.
65. მეც გილოცავთ , ნეფერტარ. მიხარია
მეც გილოცავთ , ნეფერტარ. მიხარია
64. გულწრფელად გილოცავ ნეფერტარ, ძალიან კარგი ამბავია. გულწრფელად გილოცავ ნეფერტარ, ძალიან კარგი ამბავია.
63. მოსალოცად გქონია საქმე:) მოსალოცად გქონია საქმე:)
62. ახლა დამირეკეს საქართველოს რადიოდან,
ხვალ დილით რადიო 1-ზე (106.4 ) სწორედ ამ თავს წაიკითხავენ "ბუხრისპირა ამბებში".
თურმე ურაკპარაკიდან ბევრი კარგი ავტორის ნაწარმოებები წაუკითხავთ უკვე, მე კი არაფერი ვიცოდი.
მიხარია რომ ყოველგვარი ჩაწყობის და ნეპოტიზმის გარეშე მოხდა ეს.
ახლა დამირეკეს საქართველოს რადიოდან,
ხვალ დილით რადიო 1-ზე (106.4 ) სწორედ ამ თავს წაიკითხავენ "ბუხრისპირა ამბებში".
თურმე ურაკპარაკიდან ბევრი კარგი ავტორის ნაწარმოებები წაუკითხავთ უკვე, მე კი არაფერი ვიცოდი.
მიხარია რომ ყოველგვარი ჩაწყობის და ნეპოტიზმის გარეშე მოხდა ეს.
61. "დღემ პირი იქცია და შებინდებამ მწიფე შინდისფერი დაიდო. ქარავანი ჩამავალი მზისკენ მიიწევდა და ქვიშის ოკეანეში წითლად დაფერილ ბილიკს მიუყვებოდა. საჰარაში მზე ცოცხალივით კვდებოდა. მთელი დღე გულს სისხლით იმისთვის ივსებდა, რომ ყოველ საღამოს თავდაუზოგავად და ბოლო წვეთამდე საჰარაში გადმოეღვარა. ჩამავალი მზე, ცაზე წითელ ნაკაწრებს ტოვებდა, ღრუბლების თავმომწონე სიქათქათეს ალისფერ ცაში ავლებდა, გარემოს სამგლოვიარო მეწამულ სისხლისფერში ახვევდა და ისე დაადგებოდა ხოლმე თავდაღმა სავალს დასავლეთისკენ. მისი სიკვდილის წინ, ყოველი საღამო - ღრმა იდუმალებით, არამიწიერი მისტიურობით, ხელთუქმნელი ღვთაებრივი სილამაზით და საოცარი სიწმინდით ივსებოდა, ნაზად ლივლივებდა და ყოველ შესუნთქვაზე კამკამებდა და მეც, მეწამული სამყაროს მოლივლივე სიწმინდის ნაწილი ვხდებოდი. მთელ დედამიწაზე მზე უბრალოდ "ჩადიოდა". მხოლოდ საჰარაში კვდებოდა მზე.
ბედუნი ისე მიისწრაფვოდა მზისკენ, თითქოს იქ, მის ნამდვილ სამყაროში გამავალი კარი ეგულებოდა. ისევ გამიმძაფრდა შეგრძნება რომ ეს უცნაურად მიმზიდველი კაცი, ადამიანი არ იყო და რაღაც უცანური განგების ნებით ჩამოსულიყო დედამიწაზე. რატომღაც დავიჯერე, რომ ახლა უკან დასაბრუნებელ გზას ადგა და მოუსვენრობამ შემიპყრო"
რა სასიამოვნო და ძვირფასი საკითხავია,მოვლენები არაჩვეულებრივი მიმდევრობით ვითარდება...მხატვრული აღწერა და ძალიან ძლიერი შინაგანი სამყარო,რომელსაც თქვენი მკითხველი განიცდის...სწორედ ამით მიმიზიდა!
ნეფერტარ,ურაკპარაკის დედოფალი ხართ თქვენ და ამაში ბევრი დამეთანხმება! <3 :* "დღემ პირი იქცია და შებინდებამ მწიფე შინდისფერი დაიდო. ქარავანი ჩამავალი მზისკენ მიიწევდა და ქვიშის ოკეანეში წითლად დაფერილ ბილიკს მიუყვებოდა. საჰარაში მზე ცოცხალივით კვდებოდა. მთელი დღე გულს სისხლით იმისთვის ივსებდა, რომ ყოველ საღამოს თავდაუზოგავად და ბოლო წვეთამდე საჰარაში გადმოეღვარა. ჩამავალი მზე, ცაზე წითელ ნაკაწრებს ტოვებდა, ღრუბლების თავმომწონე სიქათქათეს ალისფერ ცაში ავლებდა, გარემოს სამგლოვიარო მეწამულ სისხლისფერში ახვევდა და ისე დაადგებოდა ხოლმე თავდაღმა სავალს დასავლეთისკენ. მისი სიკვდილის წინ, ყოველი საღამო - ღრმა იდუმალებით, არამიწიერი მისტიურობით, ხელთუქმნელი ღვთაებრივი სილამაზით და საოცარი სიწმინდით ივსებოდა, ნაზად ლივლივებდა და ყოველ შესუნთქვაზე კამკამებდა და მეც, მეწამული სამყაროს მოლივლივე სიწმინდის ნაწილი ვხდებოდი. მთელ დედამიწაზე მზე უბრალოდ "ჩადიოდა". მხოლოდ საჰარაში კვდებოდა მზე.
ბედუნი ისე მიისწრაფვოდა მზისკენ, თითქოს იქ, მის ნამდვილ სამყაროში გამავალი კარი ეგულებოდა. ისევ გამიმძაფრდა შეგრძნება რომ ეს უცნაურად მიმზიდველი კაცი, ადამიანი არ იყო და რაღაც უცანური განგების ნებით ჩამოსულიყო დედამიწაზე. რატომღაც დავიჯერე, რომ ახლა უკან დასაბრუნებელ გზას ადგა და მოუსვენრობამ შემიპყრო"
რა სასიამოვნო და ძვირფასი საკითხავია,მოვლენები არაჩვეულებრივი მიმდევრობით ვითარდება...მხატვრული აღწერა და ძალიან ძლიერი შინაგანი სამყარო,რომელსაც თქვენი მკითხველი განიცდის...სწორედ ამით მიმიზიდა!
ნეფერტარ,ურაკპარაკის დედოფალი ხართ თქვენ და ამაში ბევრი დამეთანხმება! <3 :*
60. საინტერესო დიალოგია საქართველოზე... საინტერესო დიალოგია საქართველოზე...
59. ეს თავი გვირგვინია ამ ნაწარმოების ეს თავი გვირგვინია ამ ნაწარმოების
58. ყველაზე ძლიერი თავი იყო ჩემთვის.ბრავო ყველაზე ძლიერი თავი იყო ჩემთვის.ბრავო
57. გარედან ვკითხულობდი და ვიფიქრე, რომ შევალ ქულას მერე დავწერ თქო. .... მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი იყო მზის სიკვდილი. ... მერე ლეგენდა ამირანზე. ... და საერთოდაც ისეთი სასიამოვნო თხრობაა და ამავე დროს იმდენად შემეცნებითია ნაწარმოები, რომ ვერ მოვითმინე. ... შემოვედი, რომ ეს აღმენიშნა და დიიიდი ოქრო-ვერცხლით ნაკეთი 5 მოგართვით. .. :))) ♡♡♡♡♡♡♡ გარედან ვკითხულობდი და ვიფიქრე, რომ შევალ ქულას მერე დავწერ თქო. .... მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი იყო მზის სიკვდილი. ... მერე ლეგენდა ამირანზე. ... და საერთოდაც ისეთი სასიამოვნო თხრობაა და ამავე დროს იმდენად შემეცნებითია ნაწარმოები, რომ ვერ მოვითმინე. ... შემოვედი, რომ ეს აღმენიშნა და დიიიდი ოქრო-ვერცხლით ნაკეთი 5 მოგართვით. .. :))) ♡♡♡♡♡♡♡
56. კალამს ისე ხმარობ, როგორც რენუარი ხმარობდა ფუნჯს ან ამ მოთხრობაში ნახსენები გორგასალი მახვილს... ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ნაწარმოები მაღალი ხარისხის ლიტერატურული ქმნილებაა! შინაარსობრივად ძალზე საინტერესოა და სიტყვათა "თავხატულობაც" მრავალფეროვანი აქვს... საინტერესო მოთხრობაა - მაგარი ხარ ნეფერტარ!.. :) კალამს ისე ხმარობ, როგორც რენუარი ხმარობდა ფუნჯს ან ამ მოთხრობაში ნახსენები გორგასალი მახვილს... ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს ნაწარმოები მაღალი ხარისხის ლიტერატურული ქმნილებაა! შინაარსობრივად ძალზე საინტერესოა და სიტყვათა "თავხატულობაც" მრავალფეროვანი აქვს... საინტერესო მოთხრობაა - მაგარი ხარ ნეფერტარ!.. :)
55. +5!
მიყვარხარ! +5!
მიყვარხარ!
54. უფფ რა მაგარია ++++ უფფ რა მაგარია ++++
53. სახალწლოდ იქნება, მაგრამ არა 31 -ში. :) სახალწლოდ იქნება, მაგრამ არა 31 -ში. :)
52. გავთამამდები და გთხოვთ - იქნებ საახალწლო საჩუქრად მოგვიძღვათ ურაკელებს ახალი თავი??? პატივისცემით.. გავთამამდები და გთხოვთ - იქნებ საახალწლო საჩუქრად მოგვიძღვათ ურაკელებს ახალი თავი??? პატივისცემით..
51. მეც ველოდები ჩემო ძვირფასო და შეუდარებელო პროზაიკოსო მეც ველოდები ჩემო ძვირფასო და შეუდარებელო პროზაიკოსო
50. სანამ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას არ მოვაწყობ, არ მაღირსებ დედოფალო დეკემბრის დასაწყისში შეპირებულ ახალ თავს?! სანამ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას არ მოვაწყობ, არ მაღირსებ დედოფალო დეკემბრის დასაწყისში შეპირებულ ახალ თავს?!
49. გელა, ზაზა, ჰა-რა-ლე, ლუტეცია, ბექა, ირამისა, ბუდულა და ქალბატონო მანანა, - გილოცავთ თავფურცელს. ამ წელიწადში ბოლო თავფურცელია და ამიტომ ღირსშესანიშნავად ვთვლი თქვენს ლიტერატორობას. წარმატებები ყველას !!!
გელა, ზაზა, ჰა-რა-ლე, ლუტეცია, ბექა, ირამისა, ბუდულა და ქალბატონო მანანა, - გილოცავთ თავფურცელს. ამ წელიწადში ბოლო თავფურცელია და ამიტომ ღირსშესანიშნავად ვთვლი თქვენს ლიტერატორობას. წარმატებები ყველას !!!
48. ოოოო, რა მალე მოსულა ახალი თავფურცელი... :) ოოოო, რა მალე მოსულა ახალი თავფურცელი... :)
47. მე ძალიან, ძალიან მომწონს ეს რომანი. იგი ჩემი საყვარელი წიგნების სიაშია უკვე. მიხარია, რომ მალე გააგრძელებ, მაგრამ ცუდია, თუ მალე დამთავრდება. :* როცა ცუდ განწყობაზე ვარ და დრო მაქვს, ვკითხულობ გადმოკოპირებულს. მიხარია, რომ ნიჭიერი, მართლაც ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტორი ხარ. მე ძალიან, ძალიან მომწონს ეს რომანი. იგი ჩემი საყვარელი წიგნების სიაშია უკვე. მიხარია, რომ მალე გააგრძელებ, მაგრამ ცუდია, თუ მალე დამთავრდება. :* როცა ცუდ განწყობაზე ვარ და დრო მაქვს, ვკითხულობ გადმოკოპირებულს. მიხარია, რომ ნიჭიერი, მართლაც ნიჭიერი, ახალგაზრდა ავტორი ხარ.
46. ვაი მზე მოსულა მზე... :) როგორ მომენატრეთ სოლეეეეეეე.... :) მადლობა თვით ბოსფორამდე. :) ვაი მზე მოსულა მზე... :) როგორ მომენატრეთ სოლეეეეეეე.... :) მადლობა თვით ბოსფორამდე. :)
45. გულითადი მოკითხვა და მადლობა, არაჩვეულებრივ ავტორს, წინსვლა და წარმატება მას და მის "ბედუინს"!:* 555
გულითადი მოკითხვა და მადლობა, არაჩვეულებრივ ავტორს, წინსვლა და წარმატება მას და მის "ბედუინს"!:* 555
44. გასაგებია მარიკა, სამი თავი კიდევ ეკუთვნის ამ წელიწადში მკითხველს და კიდევაც დასრულება მაგითი. :) გასაგებია მარიკა, სამი თავი კიდევ ეკუთვნის ამ წელიწადში მკითხველს და კიდევაც დასრულება მაგითი. :)
43. ახლა გადავხედე და 2011 წელს 8 თავია დადებული, 2012-შიც რვა. ამ წელში მხოლოდ 5 . ესეც სტატისტიკური ანალიზი :)))))))))) გელოდებით :) ახლა გადავხედე და 2011 წელს 8 თავია დადებული, 2012-შიც რვა. ამ წელში მხოლოდ 5 . ესეც სტატისტიკური ანალიზი :)))))))))) გელოდებით :)
42. დიახ ველოდები და მალე მომეცემა საშუალება წავიკითხო. :) არაფრის. გაიხარეთ. დიახ ველოდები და მალე მომეცემა საშუალება წავიკითხო. :) არაფრის. გაიხარეთ.
41. ვაი, თეოარტ, გამაკვირვე, მალე ჩემო კარგო 5 დეკემბრამდე დავდებ აუცილებლად. მართლა ასე ელოდები ? მე მეგონა ზრდილობა გალაპარაკებდა აქამდე :) ბოდიშს ვიხდი ასე რომ ვფიქრობდი. ვაი, თეოარტ, გამაკვირვე, მალე ჩემო კარგო 5 დეკემბრამდე დავდებ აუცილებლად. მართლა ასე ელოდები ? მე მეგონა ზრდილობა გალაპარაკებდა აქამდე :) ბოდიშს ვიხდი ასე რომ ვფიქრობდი.
40. გეგრძელება როდის იქნება? ძალიან ველოდებიიიიიიიიიიიიი. გეგრძელება როდის იქნება? ძალიან ველოდებიიიიიიიიიიიიი.
39. მრავალ გიორგობას დაესწარი ჩემო ნიჭიერო !
მრავალ გიორგობას დაესწარი ჩემო ნიჭიერო !
38. გმოსავდეს ძალა და მადლი წმინდა გიორგისი ჩემო მუხავ, დღეგრძელობას გისრუვებთ თქვენ და საქართველოს. გმოსავდეს ძალა და მადლი წმინდა გიორგისი ჩემო მუხავ, დღეგრძელობას გისრუვებთ თქვენ და საქართველოს.
37. მრავალ გიორგობას დაესწარი1 მრავალ გიორგობას დაესწარი1
36. ნინ, არაჩვეულებრივად წერ! მართლა!
და იცი, რა მიხარია? მკითხველი რომ სულმოუთქმელად ელის ყოველი ახალი თავის გამოჩენას!... :)
მერე რა, თუ ეს ნაწარმოები ჩემი არ არის და შენია? მართლა გულით მიხარია! ისე მე ვიხარო!
ულამაზესი თავი იყო, მაგრამ... ჩემთვის ისეთივე შესანიშნავი, როგორიც ყველა სხვა! მოკლედ, სრულიად საქართველოს ვულოცავ, რომ მოწმენი ვართ ერთი ახალი ლამაზი რომანის დაბადებისა! :* ნინ, არაჩვეულებრივად წერ! მართლა!
და იცი, რა მიხარია? მკითხველი რომ სულმოუთქმელად ელის ყოველი ახალი თავის გამოჩენას!... :)
მერე რა, თუ ეს ნაწარმოები ჩემი არ არის და შენია? მართლა გულით მიხარია! ისე მე ვიხარო!
ულამაზესი თავი იყო, მაგრამ... ჩემთვის ისეთივე შესანიშნავი, როგორიც ყველა სხვა! მოკლედ, სრულიად საქართველოს ვულოცავ, რომ მოწმენი ვართ ერთი ახალი ლამაზი რომანის დაბადებისა! :*
35. გაოგნებული მადლობა. კომენტარში გაბრწყინებულმა ნიჭმა "პირი დამაღებინა", კარგია როცა ცნობილი ქართველი პროზაიკოსი ასეთ კომენტარს რომ გაჩუქებს. ოცდაერთი თავის შექმნა დამჭირდა რომ ეს კომენტარი დამემსახურებინა. :). რეკომენდაციასაც ვეთანხმები, თუმცა ვირტუალი კარგად იტანს იმას, რაც აქ დევს, მაგრამ ფურცელი ვერ აიტანს - ვიცი. რომ დავასრულებ ვიცი ყველას გაეხარდება აქაურ მკითხველსაც და მწერლებსაც... ყველას თავისებურად.
მადლობა მიწამდე და ზეცამდე არმენ. პატივისცემით,
გაოგნებული მადლობა. კომენტარში გაბრწყინებულმა ნიჭმა "პირი დამაღებინა", კარგია როცა ცნობილი ქართველი პროზაიკოსი ასეთ კომენტარს რომ გაჩუქებს. ოცდაერთი თავის შექმნა დამჭირდა რომ ეს კომენტარი დამემსახურებინა. :). რეკომენდაციასაც ვეთანხმები, თუმცა ვირტუალი კარგად იტანს იმას, რაც აქ დევს, მაგრამ ფურცელი ვერ აიტანს - ვიცი. რომ დავასრულებ ვიცი ყველას გაეხარდება აქაურ მკითხველსაც და მწერლებსაც... ყველას თავისებურად.
მადლობა მიწამდე და ზეცამდე არმენ. პატივისცემით,
34. უპირველეს ყოვლისა ავტორს ბოდიშს ვუხდი ეგვიპტოლოგიის გაკვეთილზე დაგვიანებისთვის! ვიცი, რომ მაპატიებს! :*
რომანის ეს თავი ბრწყინვალეა და უნაკლო, ჩემი აზრით! პირველივე წინადადებიდან ისეთი სურათი იხატება, ყურადღებით თუ წაიკითხავს ადამიანი, შუაგული საჰარის ძალიან ცოცხალ კადრებს დაინახავს, მოჯადოვდება და მოინუსხება. მედლის მეორე, ასევე დადებითი მხარეა ის, თუ რა გამომსახველობითი საშუალებებით, როგორი სრულყოფილი მეტაფორებით აღწევს ავტორი ამ ეფექტს. გულწრფელად აღვფრთოვანდი ამ მონაკვეთის კითხვისას. მერე მზის სიკვდილი მოდის, გაშლილი, ოსტატურად აღწერილი, წინადადებებში უზუსტესად გადანაწილებული. სიზმრის მონაკვეთი იყო კიდევ ძალიან საინტერესო,-ცხადისა და ილუზიის კარგი ნაზავი, ის რაზეც დღისით მსჯელობდნენ, სიზმრებშიც აისახა და მერე რეალობაშიც გარდაიქმნა,-ტატუს ვგულისხმობ. სხვათა შორის, სიზმრის აღწერა ერთ-ერთი ურთულესი თემაა ლიტერატურაში, ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში არადამაჯერებლადაა ხოლმე დახატული, მაგრამ აქ ძალიან ორგანულია. მომეწონა ამირანის მითის არაგავრცელებული ვერსია რომ მოყვა ნილლნამ, ისე წამეკითხა, თითქოს პირველად ვკითხულობდი და ზოგადად ამირანის მითმა და ახალი სიმბოლიკის შემოტანამ (პარალელი კაცობრიობისთვის ამირანის ღვაწლსა და ბედუინის ნილნასთვის გაწეულ სამსახურს შორის) მეტი ეშხი მისცა ნაწერს. მოკლედ იმდენად შთამბეჭდავი იყო ეს ლირიკული ქვეთავი, რომ მივედი დასკვნამდე, მთელი რომანი რომ ალაგ-ალაგ, რამდენიმე თავის მონაცვლეობით მაინც ასეთი პოეტური ეპიზოდებით დამატებით დაიტვირთოს, ნამდვილად ბევრს მოიგებს. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, ამ თავის წაკითხვის შემდეგ, რომ ინფორმაციულად ბევრისმთქმელი კია ,,ბედუინი", დრამატული და დაძაბული სიუჟეტი თავის საქმეს მაგრად აკეთებს, მაგრამ მკითხველს აუცილებლად ჭირდება ასეთი ვრცელი ,,ამოსუნთქვები". პ.ს. გუშინ ნინას კი შევპირდი კრიტიკულ შურისძიებას, მაგრამ ერინიებსაც აქვთ სამართალი და ხელმოსაჭიდი ვერაფერი ვნახე :) :) :*
მეამაყება, რომ ამ რომანის ერთ-ერთ პირველ წამკითხველთა შორის ვარ. ,,ბედუინი" აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას უფრო ფართო მასშტაბებითაც, დარწმუნებული ვარ! მე კი როგორც კი მომიხერხდება, აუცილებლად წავიკითხავ მეორე წრეზეც. დილით წავიკითხე ეს თავი და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, გულწრფელი მადლობა ავტორს ამისთვის!
უპირველეს ყოვლისა ავტორს ბოდიშს ვუხდი ეგვიპტოლოგიის გაკვეთილზე დაგვიანებისთვის! ვიცი, რომ მაპატიებს! :*
რომანის ეს თავი ბრწყინვალეა და უნაკლო, ჩემი აზრით! პირველივე წინადადებიდან ისეთი სურათი იხატება, ყურადღებით თუ წაიკითხავს ადამიანი, შუაგული საჰარის ძალიან ცოცხალ კადრებს დაინახავს, მოჯადოვდება და მოინუსხება. მედლის მეორე, ასევე დადებითი მხარეა ის, თუ რა გამომსახველობითი საშუალებებით, როგორი სრულყოფილი მეტაფორებით აღწევს ავტორი ამ ეფექტს. გულწრფელად აღვფრთოვანდი ამ მონაკვეთის კითხვისას. მერე მზის სიკვდილი მოდის, გაშლილი, ოსტატურად აღწერილი, წინადადებებში უზუსტესად გადანაწილებული. სიზმრის მონაკვეთი იყო კიდევ ძალიან საინტერესო,-ცხადისა და ილუზიის კარგი ნაზავი, ის რაზეც დღისით მსჯელობდნენ, სიზმრებშიც აისახა და მერე რეალობაშიც გარდაიქმნა,-ტატუს ვგულისხმობ. სხვათა შორის, სიზმრის აღწერა ერთ-ერთი ურთულესი თემაა ლიტერატურაში, ჩემი აზრით, ხშირ შემთხვევაში არადამაჯერებლადაა ხოლმე დახატული, მაგრამ აქ ძალიან ორგანულია. მომეწონა ამირანის მითის არაგავრცელებული ვერსია რომ მოყვა ნილლნამ, ისე წამეკითხა, თითქოს პირველად ვკითხულობდი და ზოგადად ამირანის მითმა და ახალი სიმბოლიკის შემოტანამ (პარალელი კაცობრიობისთვის ამირანის ღვაწლსა და ბედუინის ნილნასთვის გაწეულ სამსახურს შორის) მეტი ეშხი მისცა ნაწერს. მოკლედ იმდენად შთამბეჭდავი იყო ეს ლირიკული ქვეთავი, რომ მივედი დასკვნამდე, მთელი რომანი რომ ალაგ-ალაგ, რამდენიმე თავის მონაცვლეობით მაინც ასეთი პოეტური ეპიზოდებით დამატებით დაიტვირთოს, ნამდვილად ბევრს მოიგებს. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, ამ თავის წაკითხვის შემდეგ, რომ ინფორმაციულად ბევრისმთქმელი კია ,,ბედუინი", დრამატული და დაძაბული სიუჟეტი თავის საქმეს მაგრად აკეთებს, მაგრამ მკითხველს აუცილებლად ჭირდება ასეთი ვრცელი ,,ამოსუნთქვები". პ.ს. გუშინ ნინას კი შევპირდი კრიტიკულ შურისძიებას, მაგრამ ერინიებსაც აქვთ სამართალი და ხელმოსაჭიდი ვერაფერი ვნახე :) :) :*
მეამაყება, რომ ამ რომანის ერთ-ერთ პირველ წამკითხველთა შორის ვარ. ,,ბედუინი" აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას უფრო ფართო მასშტაბებითაც, დარწმუნებული ვარ! მე კი როგორც კი მომიხერხდება, აუცილებლად წავიკითხავ მეორე წრეზეც. დილით წავიკითხე ეს თავი და ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, გულწრფელი მადლობა ავტორს ამისთვის!
33. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას, ამ გვერდის ხშირი სტუმარი გავხდი. მიყვარს აქაურობა. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას, ამ გვერდის ხშირი სტუმარი გავხდი. მიყვარს აქაურობა.
32. მალე დავასრულებ ბატონო ჰა-რა-ლე... თქვენ მაინც ნუ მისაყვედურებთ... მალე დავასრულებ ბატონო ჰა-რა-ლე... თქვენ მაინც ნუ მისაყვედურებთ...
31. რა უნდა ვთქვა? ნაწარმოები გაცილებით უკეთ ამბობს, სათქმელს. მხოლოდ იმაზე მწყდება გული, ასე ნაწყვეტ-ნაწვეტ რომ მიწევს კითხვა. კარგავს პეწს მაგრამ, რა ავტორის ბრალია? რა სიამოვნებით წავიკითხავდი წიგნად. ამისრულდება, ვატყობ.:) რა უნდა ვთქვა? ნაწარმოები გაცილებით უკეთ ამბობს, სათქმელს. მხოლოდ იმაზე მწყდება გული, ასე ნაწყვეტ-ნაწვეტ რომ მიწევს კითხვა. კარგავს პეწს მაგრამ, რა ავტორის ბრალია? რა სიამოვნებით წავიკითხავდი წიგნად. ამისრულდება, ვატყობ.:)
30. აზგო სადა ხარ ? =))))))
აზგო სადა ხარ ? =))))))
29. ვიფიქრე მარტო შევაფასებ და გავივლი-თქო, მაგრამ ამირანის მითმა შემომიყვანა აქ.
ჰმ, ამირანის მითი ზღაპარია რომელიც კი არ დასრულებულა, არამედ გრძელდება და სამარადჟამოდ გაგრძელდება ...
მაგარი არჩევანია და უძლიერესი შეფასება, მგონი ასეთი რამე არავის დაუწერია ამირან დარეჯანისძის მითზე. აქამდე არც კი დავფიქრებულვარ იმაზე რომ - ეგ მითი დღემდე მართლაც გრძელდება...
ძალიან საინტერესოდ არის გახსნილი უცხოელისთვის საქართველო.
ექსელენთ... ვიფიქრე მარტო შევაფასებ და გავივლი-თქო, მაგრამ ამირანის მითმა შემომიყვანა აქ.
ჰმ, ამირანის მითი ზღაპარია რომელიც კი არ დასრულებულა, არამედ გრძელდება და სამარადჟამოდ გაგრძელდება ...
მაგარი არჩევანია და უძლიერესი შეფასება, მგონი ასეთი რამე არავის დაუწერია ამირან დარეჯანისძის მითზე. აქამდე არც კი დავფიქრებულვარ იმაზე რომ - ეგ მითი დღემდე მართლაც გრძელდება...
ძალიან საინტერესოდ არის გახსნილი უცხოელისთვის საქართველო.
ექსელენთ...
28. ჯორჯი ბიჭი, აზგოსავით ნუ იქცევი =)))))))
ხომ ხედავ მკითხველი რას ამბობს, ერთად არ უნდა იყვნენო და თანაც ერთად უნდა იყვნენო... :))))))) და როგორც გინდა ისე მოიფიქრე რამეო... :)
ჩავარდები დეპრესიაში მა რა მოგივა. გონი ჩემზე მეტად ალ კაბირის და ნილნას ბედიღბალი აწუხებთ. :D ჯორჯი ბიჭი, აზგოსავით ნუ იქცევი =)))))))
ხომ ხედავ მკითხველი რას ამბობს, ერთად არ უნდა იყვნენო და თანაც ერთად უნდა იყვნენო... :))))))) და როგორც გინდა ისე მოიფიქრე რამეო... :)
ჩავარდები დეპრესიაში მა რა მოგივა. გონი ჩემზე მეტად ალ კაბირის და ნილნას ბედიღბალი აწუხებთ. :D
27. იმის გამო ხომ არა, ჩემი ხუთიანი, რომ ვერ ნახე?
+5 განდეპრესიავდი აჰა :) იმის გამო ხომ არა, ჩემი ხუთიანი, რომ ვერ ნახე?
+5 განდეპრესიავდი აჰა :)
26. ++++++++++++++++++++++++++++++ ++++++++++++++++++++++++++++++
25. დეპრესია მეწყება. :):( დეპრესია მეწყება. :):(
24. მეც ამ მოგზაურობის ნაწილი ვარ დასაწყისიდანვე. მივდევ ნილნას და ვერც ვუსწრებ და ვერც ჩამოვრჩი, არ შემიძლია. ჩემი სულის დამალული ნაწილია მთელი რომანი. მაინტერესებს ფინალი, მეტკინება ერთად რომ არ დარჩნენ, მაგრამ, დარჩენაც თითქოს შეუძლებელია. არ ვიცი... ნინა მოგყვებით და ვნახოთ ფინალი როგორ გაგვაოცებს. გული არ დაგვწყვიტო ოღონდ. მიყვარხარ. :* მეც ამ მოგზაურობის ნაწილი ვარ დასაწყისიდანვე. მივდევ ნილნას და ვერც ვუსწრებ და ვერც ჩამოვრჩი, არ შემიძლია. ჩემი სულის დამალული ნაწილია მთელი რომანი. მაინტერესებს ფინალი, მეტკინება ერთად რომ არ დარჩნენ, მაგრამ, დარჩენაც თითქოს შეუძლებელია. არ ვიცი... ნინა მოგყვებით და ვნახოთ ფინალი როგორ გაგვაოცებს. გული არ დაგვწყვიტო ოღონდ. მიყვარხარ. :*
23. სავსებით ვეთანხმები ბატონი მუხას კომენტარს, რადგან მან უკვე თქვა რისი თქმაც გულით მსურდა. ჩემი აზრი თქვენს შესახებ იცით, თქვენ ხართ შეუდარებელი და განუმეორებელი პროზაიკოსი... პატივისცემა და აღფრთოვანება როგორც თქვენს, ასევე ნაწარმოების მიმართ... სავსებით ვეთანხმები ბატონი მუხას კომენტარს, რადგან მან უკვე თქვა რისი თქმაც გულით მსურდა. ჩემი აზრი თქვენს შესახებ იცით, თქვენ ხართ შეუდარებელი და განუმეორებელი პროზაიკოსი... პატივისცემა და აღფრთოვანება როგორც თქვენს, ასევე ნაწარმოების მიმართ...
22. უდიდესი და იშვიათი სიამოვნებაა ,,ბედუინის,, კითხვა უდიდესი და იშვიათი სიამოვნებაა ,,ბედუინის,, კითხვა
21. ვუერთდები საყოველთაო აღფრთოვანებას ამ ავტორის მიმართ. ნაწარმოებს რაც შეეხება: მიხარია რომ მისი შეფასება ახლა უკვე 5 ქულით შემიძლია. წარმატებები ნეფერტარ! ვუერთდები საყოველთაო აღფრთოვანებას ამ ავტორის მიმართ. ნაწარმოებს რაც შეეხება: მიხარია რომ მისი შეფასება ახლა უკვე 5 ქულით შემიძლია. წარმატებები ნეფერტარ!
20. ბედუინზე ვარ შეყვარებული და ნილნაზე ვეჭვიანობ და მშურს :))) მე ვერ ვკითხულობ ამ ნაწარმოებს ისე,რომ კომპეტენტური აზრი გაგიზიაროთ..ნაწერის ღირებულებებზე,ფრაზების არაჩვეულებრივობაზე და ა.შ.
მე უბრალოდ ვამბობ,რომ ყოველ შემდეგ თავს სულმოუთქმელად ველი :)
ნინ მიყვარხარ ბედუინზე ვარ შეყვარებული და ნილნაზე ვეჭვიანობ და მშურს :))) მე ვერ ვკითხულობ ამ ნაწარმოებს ისე,რომ კომპეტენტური აზრი გაგიზიაროთ..ნაწერის ღირებულებებზე,ფრაზების არაჩვეულებრივობაზე და ა.შ.
მე უბრალოდ ვამბობ,რომ ყოველ შემდეგ თავს სულმოუთქმელად ველი :)
ნინ მიყვარხარ
19. დღემ პირი იქცია და შებინდებამ მწიფე შინდისფერი დაიდო. ქარავანი ჩამავალი მზისკენ მიიწევდა და ქვიშის ოკეანეში წითლად დაფერილ ბილიკს მიუყვებოდა. საჰარაში მზე ცოცხალივით კვდებოდა. მთელი დღე გულს სისხლით იმისთვის ივსებდა, რომ ყოველ საღამოს თავდაუზოგავად და ბოლო წვეთამდე საჰარაში გადმოეღვარა. ჩამავალი მზე, ცაზე წითელ ნაკაწრებს ტოვებდა, ღრუბლების თავმომწონე სიქათქათეს ალისფერ ცაში ავლებდა, გარემოს სამგლოვიარო მეწამულ სისხლისფერში ახვევდა და ისე დაადგებოდა ხოლმე თავდაღმა სავალს დასავლეთისკენ. მთელ დედამიწაზე მზე უბრალოდ "ჩადიოდა". მხოლოდ საჰარაში კვდებოდა მზე. მისი სიკვდილის წინ, ყოველი საღამო - ღრმა იდუმალებით, არამიწიერი მისტიურობით, თვალით უნახავი, ხელთუქმნელი ღვთაებრივი სილამაზით და საოცარი სიწმინდით ივსებოდა, ნაზად ლივლივებდა და ყოველ შესუნთქვაზე კამკამა ჰაერის ნაკადით თანდათან მავსებდა საჰარას ხიბლით და მეწამული სამყაროს მოლივლივე სიწმინდის ნაწილი ვხდებოდი.
მეც ამ ნაწარმოების ნაწილად ვგრძნობ თავს, არ მაქვს შეგრძნება "ნუ გვალოდინებთ"-ით, რადგან თვითეული თავის წაკითხვა, ჩემთვის ნიშნავს თაროზე შემოდებულ წიგნს, ნაწარმოებში მთლიანად ვჯდები, და ერთ-ერთი პერსონაჟი მგონია თავი, ტალღასავით მივლის ემოციები, შეგრძნებები, გრძნობები, და ბოლოს განსცლას შევიგრძნობ, ავტორი ღირსია მთავარი გვერდის მუდმივი წევრობისა, დღემ პირი იქცია და შებინდებამ მწიფე შინდისფერი დაიდო. ქარავანი ჩამავალი მზისკენ მიიწევდა და ქვიშის ოკეანეში წითლად დაფერილ ბილიკს მიუყვებოდა. საჰარაში მზე ცოცხალივით კვდებოდა. მთელი დღე გულს სისხლით იმისთვის ივსებდა, რომ ყოველ საღამოს თავდაუზოგავად და ბოლო წვეთამდე საჰარაში გადმოეღვარა. ჩამავალი მზე, ცაზე წითელ ნაკაწრებს ტოვებდა, ღრუბლების თავმომწონე სიქათქათეს ალისფერ ცაში ავლებდა, გარემოს სამგლოვიარო მეწამულ სისხლისფერში ახვევდა და ისე დაადგებოდა ხოლმე თავდაღმა სავალს დასავლეთისკენ. მთელ დედამიწაზე მზე უბრალოდ "ჩადიოდა". მხოლოდ საჰარაში კვდებოდა მზე. მისი სიკვდილის წინ, ყოველი საღამო - ღრმა იდუმალებით, არამიწიერი მისტიურობით, თვალით უნახავი, ხელთუქმნელი ღვთაებრივი სილამაზით და საოცარი სიწმინდით ივსებოდა, ნაზად ლივლივებდა და ყოველ შესუნთქვაზე კამკამა ჰაერის ნაკადით თანდათან მავსებდა საჰარას ხიბლით და მეწამული სამყაროს მოლივლივე სიწმინდის ნაწილი ვხდებოდი.
მეც ამ ნაწარმოების ნაწილად ვგრძნობ თავს, არ მაქვს შეგრძნება "ნუ გვალოდინებთ"-ით, რადგან თვითეული თავის წაკითხვა, ჩემთვის ნიშნავს თაროზე შემოდებულ წიგნს, ნაწარმოებში მთლიანად ვჯდები, და ერთ-ერთი პერსონაჟი მგონია თავი, ტალღასავით მივლის ემოციები, შეგრძნებები, გრძნობები, და ბოლოს განსცლას შევიგრძნობ, ავტორი ღირსია მთავარი გვერდის მუდმივი წევრობისა,
18. ოი, ნეფერტარო, კარგი იქნება, ამ დიდ სიამოვნებას თუ გაგვიგრძელებ. :) ჭას ეტანხმები იმაში, რომ ეს ტავიგაცილებით დაღვინებულია. ძალიან შთამბეჭდავად არის აღწერილი გარემოც, შეგრძნებებიც და ლეგენდაც. ისიც საინტერესოა, ალ კაბირს რომ ლომი და გელი ახატია. :) ახლა, ალ კაბირი რომ მოჩვენება იყოს, მოვკვდები. :) არ გეკითხები, რა იქნება ფინალში. :) ასე გაცილებით დაძაბული ვკითხულობ. წავა ეს თავიც "იქ", სადაც საჭიროა :)))
ტენდი პ.ს. ველოდები გაგრძელებას. ოი, ნეფერტარო, კარგი იქნება, ამ დიდ სიამოვნებას თუ გაგვიგრძელებ. :) ჭას ეტანხმები იმაში, რომ ეს ტავიგაცილებით დაღვინებულია. ძალიან შთამბეჭდავად არის აღწერილი გარემოც, შეგრძნებებიც და ლეგენდაც. ისიც საინტერესოა, ალ კაბირს რომ ლომი და გელი ახატია. :) ახლა, ალ კაბირი რომ მოჩვენება იყოს, მოვკვდები. :) არ გეკითხები, რა იქნება ფინალში. :) ასე გაცილებით დაძაბული ვკითხულობ. წავა ეს თავიც "იქ", სადაც საჭიროა :)))
ტენდი პ.ს. ველოდები გაგრძელებას.
17. ველი გაგძელებას...++++++++ ველი გაგძელებას...++++++++
16. წავიკითხე წუხელ და კომენტარს ახლა ვწერ...:) ჰოდა იმას ვამბობდი, საერთოდ არ მინდა რომ დამთავრდეს ეს საოცარი მოგზაურობა უდაბნოში...ვიკითხო და ვიკითხო მინდა... ეს თავი განსაკუთრებულად დახვეწილი და დაღვინებული მომეჩვენა..."მზის სიკვდილი"...უმშვენიერესი იყო...უნაკლო...:-* და ბედუინის და ნილნას ურთიერთობა რა კარგად განავრცო ავტორმა...-პარალელი ქვეყნებს შორის...(არაბეთსა და საქართველოს) ლეგენდებით...
ძალიან ბევრი ფრაზაა, სამუდამოდ თავს რომ დაგამახსოვრებს, იმდენად ცოცხლად ხედავს კადრს მკითხველი...- "ჯადარის სიახლოვეს მხოლოდ სხეულით ვგრძნობდი. ღამეში ისე გამდნარიყო რომ შემჩნევა შეუძლებელი იყო." მოკლედ ჩემი აღფრთოვანებელი შენ დედოფალო და ველოდები შემდეგ სიამოვნებას...-შემდეგ თავს ანუ...5555 წავიკითხე წუხელ და კომენტარს ახლა ვწერ...:) ჰოდა იმას ვამბობდი, საერთოდ არ მინდა რომ დამთავრდეს ეს საოცარი მოგზაურობა უდაბნოში...ვიკითხო და ვიკითხო მინდა... ეს თავი განსაკუთრებულად დახვეწილი და დაღვინებული მომეჩვენა..."მზის სიკვდილი"...უმშვენიერესი იყო...უნაკლო...:-* და ბედუინის და ნილნას ურთიერთობა რა კარგად განავრცო ავტორმა...-პარალელი ქვეყნებს შორის...(არაბეთსა და საქართველოს) ლეგენდებით...
ძალიან ბევრი ფრაზაა, სამუდამოდ თავს რომ დაგამახსოვრებს, იმდენად ცოცხლად ხედავს კადრს მკითხველი...- "ჯადარის სიახლოვეს მხოლოდ სხეულით ვგრძნობდი. ღამეში ისე გამდნარიყო რომ შემჩნევა შეუძლებელი იყო." მოკლედ ჩემი აღფრთოვანებელი შენ დედოფალო და ველოდები შემდეგ სიამოვნებას...-შემდეგ თავს ანუ...5555
15. "მხოლოდ საჰარაში კვდებოდა მზე".(მომაკვდავი მზე დავინახე ნამდვილად).
დიდებული მიგნებაა აქ ზღაპარი ამირანზე...სიზმარი და ცხადი, მზე და მთვარე. ფსიქოლოგიური მომენტებიც ზუსტად კადრშია ჩატეული. თავისი სათქმელი თქვა ამ თავმა! აქ კიდევ უნდა მოვტრიალდე. არ მეყო ერთხელ წაკითხვა.
მომავალ შეხვედრამდე! "მხოლოდ საჰარაში კვდებოდა მზე".(მომაკვდავი მზე დავინახე ნამდვილად).
დიდებული მიგნებაა აქ ზღაპარი ამირანზე...სიზმარი და ცხადი, მზე და მთვარე. ფსიქოლოგიური მომენტებიც ზუსტად კადრშია ჩატეული. თავისი სათქმელი თქვა ამ თავმა! აქ კიდევ უნდა მოვტრიალდე. არ მეყო ერთხელ წაკითხვა.
მომავალ შეხვედრამდე!
14. მომეწონა ძალიან, თითქოს მეც არ მეყო და მოკლე მომეჩვენა, მაღალ მხატვრულად არის შესრულებული , ყველაფერი კარგი იყო,უბრალოდ თხოვნა მექნება ზოგიერთი მკთხველი ფინალს და მის კვანძს ნუ გაახმოვანებს წინდაწინ, მეც ვიცი მაგრამ ჩუმად ვარ, ეს ავტორის უფლებაა და დაე ეს საქმეც ნინას მივანდოთ. :) მომეწონა ძალიან, თითქოს მეც არ მეყო და მოკლე მომეჩვენა, მაღალ მხატვრულად არის შესრულებული , ყველაფერი კარგი იყო,უბრალოდ თხოვნა მექნება ზოგიერთი მკთხველი ფინალს და მის კვანძს ნუ გაახმოვანებს წინდაწინ, მეც ვიცი მაგრამ ჩუმად ვარ, ეს ავტორის უფლებაა და დაე ეს საქმეც ნინას მივანდოთ. :)
13. ეს თავი ძალიან მოკლე იყო :( არ მეყო ეს თავი ძალიან მოკლე იყო :( არ მეყო
12. ბედუინისთვის შემოვედი ნინა :) არე დამრჩეს დასაბინავებელი :) ბედუინისთვის შემოვედი ნინა :) არე დამრჩეს დასაბინავებელი :)
11. ამ სიამოვნებას საღამოსთვის შემოვინახავ...წყნარად , მშვიდად დავჯდები წავიკუთხავ...:-* უკვე მიხარია, რა კარგი სღამო მექნება...:-*
ამ სიამოვნებას საღამოსთვის შემოვინახავ...წყნარად , მშვიდად დავჯდები წავიკუთხავ...:-* უკვე მიხარია, რა კარგი სღამო მექნება...:-*
9. "ისე არაფერი კურნავს უცხოობაში ადამიანის სულს, - როგორც სამშობლოზე საუბარი." - ნამდვილად ასეა. წავიკითხე, კარგი იყო როგორც ყოველთვის, ველი გაგრძელებას. "ისე არაფერი კურნავს უცხოობაში ადამიანის სულს, - როგორც სამშობლოზე საუბარი." - ნამდვილად ასეა. წავიკითხე, კარგი იყო როგორც ყოველთვის, ველი გაგრძელებას.
8. აღ_ვ_ნიშნო ^_^ :* აღ_ვ_ნიშნო ^_^ :*
7. მომაკვდავი მზე ულამაზესი იყო)** მოგპარავ და წავიღებ დღიურში)* იმის გარდა, რომ ავტორს განსაკუთრებული თხრობის უნარი აქვს და მისი ფანტაზია საზღვრებს ანგრევს, მინდა ავღნიშნო, ნაწერის შემეცნებითი ხასიათიც უზომოდ მხიბლავს... მომაკვდავი მზე ულამაზესი იყო)** მოგპარავ და წავიღებ დღიურში)* იმის გარდა, რომ ავტორს განსაკუთრებული თხრობის უნარი აქვს და მისი ფანტაზია საზღვრებს ანგრევს, მინდა ავღნიშნო, ნაწერის შემეცნებითი ხასიათიც უზომოდ მხიბლავს...
6. დასაწყისი დაწერილი კი არა, დახატული იყო.
მგელისა და ლომის ალეგორიული სიმბოლოებიც რა ოსტატურად დაუკავშირე ალ კაბირს.
ამ რომანს კარდიოგრამა რომ გადაუღო, სულ ყველაზე მაღალ წერტილზე იქნება ის ტეხილი ხაზი :)
მცირე შენიშვნა- კავკასიონი მთა არ არის.
დასაწყისი დაწერილი კი არა, დახატული იყო.
მგელისა და ლომის ალეგორიული სიმბოლოებიც რა ოსტატურად დაუკავშირე ალ კაბირს.
ამ რომანს კარდიოგრამა რომ გადაუღო, სულ ყველაზე მაღალ წერტილზე იქნება ის ტეხილი ხაზი :)
მცირე შენიშვნა- კავკასიონი მთა არ არის.
5. ჰოო... მადლობა, ნეფერტარ, რომ ამასწინათ ყურში რაც მითხარი, ის მომენტი ამ თავში არ გვაჯახე, დიდი ქარიშხლის წინ პატარა სიმშვიდე და უდაბნოთი ტკბობა ნამდვილად დროული იყო :) ასევე დროული იყო ალ-კაბირისგან "თავისი" ნილნას რეალური, სხვა კუთხიდან დანახვის სურვილიც. ძალიან მაინტერესებდა, რომელ ზღაპარს აირჩევდა ეს ჩვენი სეხნია, და ნამდვილად დავეთანხმე, კარგი არჩევანია. ოჰო, ალ-კაბირი მისტიკურ ტატუს ატარებს? ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? :) არ ვიცი მე არაფერი, ეს ორნი შეუძლებელია ერთად დარჩნენ და მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ ერთად დარჩნენ! მთელი ოსტატობა ჩააქსოვე ავტორო და მოგვიხერხე რამე :) ჩვენს საუკუნეში სიყვარულს შანსის მიცემა სჭირდება ;) ჰოო... მადლობა, ნეფერტარ, რომ ამასწინათ ყურში რაც მითხარი, ის მომენტი ამ თავში არ გვაჯახე, დიდი ქარიშხლის წინ პატარა სიმშვიდე და უდაბნოთი ტკბობა ნამდვილად დროული იყო :) ასევე დროული იყო ალ-კაბირისგან "თავისი" ნილნას რეალური, სხვა კუთხიდან დანახვის სურვილიც. ძალიან მაინტერესებდა, რომელ ზღაპარს აირჩევდა ეს ჩვენი სეხნია, და ნამდვილად დავეთანხმე, კარგი არჩევანია. ოჰო, ალ-კაბირი მისტიკურ ტატუს ატარებს? ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? :) არ ვიცი მე არაფერი, ეს ორნი შეუძლებელია ერთად დარჩნენ და მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ ერთად დარჩნენ! მთელი ოსტატობა ჩააქსოვე ავტორო და მოგვიხერხე რამე :) ჩვენს საუკუნეში სიყვარულს შანსის მიცემა სჭირდება ;)
4. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას.
3. კიდევ მოვალ წასაკითხად, უბრალოდ გადავიკითხე მხოლოდ:) ჩემი აღფრთოვანება ისევ ძალაშია:) კიდევ მოვალ წასაკითხად, უბრალოდ გადავიკითხე მხოლოდ:) ჩემი აღფრთოვანება ისევ ძალაშია:)
2. აღვფრთოვანდი! თურმე რამდენს ვკარგავდი ამდენი ხანი. ვიწყებ მე ამის კითხვას ^^
აღვფრთოვანდი! თურმე რამდენს ვკარგავდი ამდენი ხანი. ვიწყებ მე ამის კითხვას ^^
1. უდაბნოს არ ვიცი და ამ ნაწარმოების ლოდინს კი შევეჩვიე :)) დაველოდები შემდეგს ისევ :) უდაბნოს არ ვიცი და ამ ნაწარმოების ლოდინს კი შევეჩვიე :)) დაველოდები შემდეგს ისევ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|