|
შენ მაგაზე არ იდარდო
თუნდაც მოგროვდით ასიო
სუყველას მიგაშაირებთ
მაცათ დავცალო თასიო...
რას რა მოყვება არ ვიცი,
წაესხიპება ვის რაღა,
მოდი მეც წავალ სამადლო,
მე სხვისი არა მინდა რა! 
არ დაუჯერო თამარო
გეპატიჟება დილითა
ამაღამ არ დაიძინებს
დილით გაძღება ძილითა
ჰოდა დაგერხა ნიკაჯან
ლელა,თამარი ჯალალი
ეს უკვე სამი გამოდის
ჩარლის და არა ნიკასი
(აუ მართლა არ შემიზლია კაფია შემეშვით) 
(ასე კუთხეში დავჯდები
და თქვენს ღიმილებს ჩავიწერ)
მოსადებს უნდა მოედოს
უნდა წასხიპოს სასხეპი
ვინაც ხმალ ხანჯალს აჟანგებს
თავი აქვს მას წასასხეპი 
ეჭვის სმაილ ვერ დაგიდევს
რად უნდა მაგას მისანი?
ორწერტილს ტირე მოყვება
ბოლოს კითხვების ნიშანი
წავშლი რააა!  აი ეგრეა ვერარ ვზომავ მერე! 
ხანჯალ შენ ქამარ აბია.
შამაიხსენი ვაჟავოო,
თორემ არაფერ მაედოს.
ბევრი რამეა მანდაოო! 
რას ამბობ ჯალალ, რას ამბობ?
აბა სხვას ვის აქვს შაირი
სულ ღრუბელ-ღრუბელ დადიხარ
ვინ ვნახოთ სხვა შენნაირი?
და რა ყოფილა დილაზე,
გამოიარე გეტყვიო!
კაცია მა როგორ გინდა, 
არ ურევია ფეტვიო!
არა, ახლა კი წავედი...
რომ არ დავჯაბნოთ ნიკიო!
ისე, ნიკ, როგორ დავწერო
ეჭვების სმაილიკიო?
(არ მაიშალა ლამაზმა,
შორიდან თვალების ბრიალი,)
სადა მაქვს მაგდენი კაფია,
რასაც დავთესავ ის მამდის...
თამარ, მითხარი რა გინდა,
იქნებ მომილბეს გულია!
ან გაეცალე ლელასა!
თუ სისხლი არა გწყურია... 
მოკვლას არც მე არ ვუპირებ
ეზოში აღარც ჩამოვა
ან დანა რისთვისღა დავცე
მწვადიც კი აღარ გამოვა
ლახვარი დამცე? თან ღრმადო?
სულ დავიბენი ბაქიავ
ერთი ეს გამაგებინეთ
ხანჯარ ვის ქამარ აბია? 
არ დაიჯერო, ლელაო!
"გატოვ" დამხვდები თავადა...
ნიკი ისეთი ყოფილა,
თავს დასდებ მოსა...კლავადა!
ქათამი ამას ამბობდა!
მიტომ გეწევა გულია
თამარ შენამდე გავავლე,
უზარმაზარი ხნულია!! 
ერთი დახედეთ ლელასა
თავი პოვარი ჰგონია
"გატოვ"-ს მახვედრებს თამარსა
რა წარმოდგენა ჰქონია
ხოდა იმ ხანჯალს დიაცი!
ახლა ვუწყებდი ლესვასა,
ისე ღმად დაგცე ლახვარი
ვეღარ ასწრებდე კემსვასა! 
ვითომ ვერ გვამჩნევს, აქანა
არც იხედება ჯალალი.
ახლა ბანი რომ დავადო
მაშ არ იქნება ალალი?  ვხუმრობ ჯალალ შაირია, მოსულა ხო?
ვახ, მერამდენედ დავბრუნდი!
გული აქეთკენ მეწევა!
ქათამმა რა თქვა? - "მამალი
ნეტავ რა არ დამეწევა?"
მტოვებ რას ქვია ქალაუ!
რა მჭირს მე სხვისი სატოვი?
დილაზე გამაიარე
რო დაგახვედრო"გატოვი" 
რას ამბობ თამარ რასაო
არ გახსოვს საით იწევსო?
იმდღესაც მითხრა, რას ამბობ
ორი შენხელა მიწევსო
niki, ნიკს ხელი გაუშვი,
წითელს ვინ გინთებს ნეტავი?
ლელასტან გტოვებ, არ არის
სუსტი და გაუბედავი!
რა ვუთხარ ნეტა ასეთი?
რით ავატირე ნეტაი
გაგვიბრაზდა და წავიდა
დაიწყო კარის კეტვაი
..........--------------.............
ლექსებს არა ვწერ ლელაო
თვითონა მწერამს ლექსიო
ხანჯალი გამახსენდება
რავარც გახდება ექვსიო 
რა იყო გული გაგისკდაა?
ხელს არ დაგადებ არაფრით,
თუ გინდა ამაიგანგლე,
შავი ღორივით ტალახით! 
ჯალალი რად არ გვკადრულობს,
რად არ შემოდის ხილითა
იქნება ჩვენზე გაბრაზა
არ მოვასვენეთ ძილითა
შაირ არ გამამელევა !
შენ არ იდარდო ნიკიო,
განა ყოველ დღე მიწერავს
ლექსს შენისთანა ბიჭიო!  )
მორჩა, გავბრაზდი! წავედი!
თან - მეხუჭება თვალები...
ან შენ რად გინდა, ადმინო,
ერთად ამდენი ქალები?
ორივეს ერთად გაგვიძლებ?
ნუ ფიქრობ, არ გეძალები!
თუ არ წავედი, დილამდე
გახდები შესაბრალები!
ახლა კი მართლა წავედი...
ცრემლმა ამიწვა თვალიო...
ხვალ ვერ ავდგები ადრე და
არ გებრალები ქალიო?
-ნიკს- ხელი დაედება და ვიღაცას წითელი აენთება 
|