საყვირი არა, ის კიდე...
იქნებ დავუკრა ნაღარა!
მაგისმა საყვედურებმა
გამომირია ჭაღარა! 
ამ შუაღამეს პურსა შჭამ?
ეგ რა მოგსვლია ნეტაო
მალე იმსისქე გახდები
კარებსაც ვერ დაკეტავო ( მარშრუტკისა ) 
წადი და გამაიძინე,
ანდა დაბეჭდე რომანი!
დღიურში მაინც მაცადე ,
ნიკისტან მარტო თომარიი! 
არ მოგიხდების ლელაო
აქ არ მყოფზედა შაყირი
გააღვიძე და მოიყვა
მიდი დაუკარ საყვირი
თამარ რაგინდა რას მერჩი?
ტვინი წუწუნმა წაიღო!
ეს კაცი ჩემთან დაჩება,
შენ არ იდარდო დაიკო!
ვინ გაგდებს ქალო თამარო
ან მარტო როგორ დავრჩებით
ცოტა შაირის თავი გვაქვს
მეტს ვეღარ გავიქაჩებით
მეგონა, მთხოვდნენ, "დარჩიო", -
არ იბერტყავენ ყურსაო...
წავალ და გამოვიძინებ...
კაფია მაჭმევს პურსაო?
ვეფხვი მე რო ვარ ისეთი!
არა მგონია ეგ იყოს,
ვეფხვი პირს ვარდებ გაჩრილი
მგონი ცოტათი შტერ იყოსს! 
ვიღაცა შამოგვემატა
მგონი ჯალალი არიო
ჯერე შორიდან გვიყურებს
ხომ არ დავიდო ვალიო... 
..........................................
რაის აკაფვა ლელაო
ხინკალს ვერ აბავ ნაუჭებს
ფრთხილად იყავი თორემა
გამაედები კაუჭებს
ხან ლელა მაგდებს, ხან ნიკი,
ტეტ-ა-ტეტ უნდათ დარჩენა...
ბატონები ხართ, მივდივარ!
დაიწვას ჩემი გაჩენა!
შენ რაღას ეკეკლუცები,
რის მიმინო და ქორიო!
ორივე ისე აგკაფაოთ,
გზა მოგეჩვენოთ შორიოო! 
შერცხვა და ჩუმად გავიდა
მიზეზობს დაღლილობასო
თუ მოინდომა ერთ წამში
გადაევლება ღობასო
მგელი კი არა ვეფხვია
არ შეგეშალოს ვაცზედა
დიაცსა კიდეც შეფერის
ცუდი არა თქვას კაცზედა
მგლის ოჯახს რა დაუწუნე?
მე ვერ მოვიშლი მგლობასა!...
არააა, მე უნდა გავიდე, -
თავს ვატყობ დაღლილობასა!
მოხვედი თორემ შენც ეხლა
გამაიყოლე თვალები! 
გირჩევნის Gერ დამიბრუნო
ძველი კაფიის ვალებიი!
თამარიც თავზე დაგვესხა
თანაც იძახის ქორიო
მე კი ჩემთვინა ვფიქრობდი
დავრჩით მე მგონი ორიო 
ბიჭო რას ამბობ შიშისა,
ლელას სადა აქვს ნერვები!
სულ სათითავოდ ვუგინე,
მაგ მგელს ოჟახის წევრებიი!
ჰაიტ, მოვედი მკაფველნო,
დაგესხით, როგორც ქორიო...
"დაუკრეფავში" არ წახვალთ?
მავანთა უყვართ ჭორიო.
ოთოს ენასთან რა უნდა
ნუ გადარიე ერიო
ენასთან უთოს რა უნდა
რას ამბობ ნუ ხარ შ...ეშინებულიო
ასეა, ასე ამბობენ
გამიგონია ლელაო
შიშისგან თურმე ჩრდილიცა,
მგლად ეჩვენებათ ყველაო
ცუდი სიტყვების ტთმისათვის
მთელი დღრე მსჯიდა უფროსი
და ამ საღამოს ლელამა,
ენა დავიწვი უთოში!
ეგ აღარ თქვა მეორედ,
თორემ გაგვყრიან აქედან.
ახლა ეს ენა მოვმართე
ნაჩალნიკების საქებად! 
გაჩერდი ერთი რას ამბობ
ნეტა ვის გაუგონია? 
ქამარში ხანჯალ გაჩრილი
მე ხომ არ მამიგონია
ახლა აქა ვარ საბრალო,
თავი უზრდელი მგონია!
არა და ცუდი შაირი
ჩემგან ვის გაუგონია?
ეგ ნუ გაშინებს ლელაო
თუ გინდა, ენა გავკვეთოთ.
რასაც ჩამოვჭრით, იქიდან
ენის სალათი ვაკეთოთ
ცხვირს არ ვუშვებდი საწყალი,
თავი მამწონდა ტიალი!
თურმე ეს ენა მქონია,
ხუთ ტონა ნახევრიანი!
სულ გაიტრუნა ლელაი,
ხმას აღარ იღებს გონია.
ან, იქნებ ისევ იქ არის,
თავი უზრდელი ჰგონია .
რამ შეგაშინა ლელაო?
რათ ჩამაუშვი ცხვირია?
ჩემს ფოტოს ასე ნუ უცქერ
niki ვარ განა ვირია 
პაკა-ჩაო,
სვით კაკაო,
ნელა, პირი არ დაიწვა
ჩემო დაო!
/90-იანი წლების მეგობრობის დღიურებიდან/

რად მიწუნებ დედამთილო
ფილოსოფოსა რძალს ჭკუით?
შენ გგონია თონეს ჩავშლი
დაგაპურებ კუტი პურით?
ახლა ძლიერ მეძინება,
ხვალ შემები შვილიანად,
მეზობლები რომ იწერდნენ
ჩვენს რძალ-დედამთილიანსა!
|