ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკო...
ჟანრი: პროზა
8 ივნისი, 2009


დედამიწა ჯოჯოხეთისთვის შესამზადებელი ადგილი...

სისხლი მეყინება, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც უნდა ვთქვა. უნდა დავწერო... ის რისთვის თვალის გადავლების შემდეგ ყველა დაინახავს ჩემს განვლილ ცხოვრებას და მიხვდება, რომ ჩემს სიკვდილში დამნაშე ყველა და ამავდროულად არავინაა. სიკვიდლს ჩვეულებრივს ფიზიკურს არ ვგულისხმობ. ესეც კი არ მქონდა ადამიანური. ჩემი ხვედრი სულის გარდაცვალებაა. ეს ყველაზე მტკივნეულია, ამას ჯობია ფიზიკურად მოკვდე ერთხელ და დაისვენო. სულის კვდომით კი ყოველ დილას ხელახლა იღუპები. ყოველ დილას ყველა ტკივილი თავიდან და უფრო დიდი სიმწვავით გტკივა. გაახელ თუ არა თვალებს ყველაფერი თავიდან იწყება და ყველაზე ცუდი ისაა, რომ სიზმარშიც არ განებებს თავს. სიზმარი ისე ვთქვი თორემ ღამეში ალბათ ერთი საათი თუ გძინავს... მომიკლეს სული. სული რომელიც ჩემიც არ იყო სხვას ეკუთვნოდა. ასეთ სულსაც რომ მოგიკლავენ, მერე როგორღა უნდა გიყვარდეს კაცობრიობა?! თუმცა მე ის არც არასდროს მყვარებია. მეგონა რომ მიყვარდა მისი საუკეთესო ნაწილი. ნაწილი რომელსაც სულით ხორცამდე ვენდობოდი, ნაწილი რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო, მე კი მისთვის არაფერი. რთული, მაგრამ მაინც თითქმის ჩვეულებრივი შეხამებაა დედამიწისთვის, რომელიც ჯოჯოხეთისთვის შესამზადებელი ადგილია...



                              *  *  *
ეს რ არის ჩვეულებრივი ნაპირი. ოცნების ზღვა დაუნანებლად ისვრის დიდ და ძლევამოსილ ტალღებს. თოთოეულ მათგანს ძალას ადამიანები მატებენ, ადამიანები ვისი სურვილებიც ასრულდა და დღეს მადლიერებით იხსენებენ ამ სანაპიროს.მათი ნაკვალევი ქვიშაში ღრმადაა ჩაბეჭდილი. თითქოს გულში ჩაუკრავს ნაპირს და თავს იწონებს, აი რამდენი ადამიანი გავაბედნიერეო. თუკი  ბარათს ზღვაში გადააგდებ ოცნება აუცილებლად აგისრულდება. მაინც არ მეჯერა არც ამ ზღვის და არც საკუთარი ბედნიერების. იჯდა და მაინც ფიქრობდა როგორ იქნებოდა ყველაფერი ბარათის გადაგდების შემდეგ ნუთუ აღარ იქნებოდა ტკივილი???...
გადააგდო ბარათი. ეგონა გაატანა სევდა, ნაღველი, დარდი და აღარასოდეს გათენდებოდა ტკივილით გაჟღენთილი დილა... მიდიოდა, მაგრამ შვებას მაინც ვერ გრძნობდა... ქვემოთ არც დაუხედავს თორემ დაინახავდა, რომ ყოველი ნაბიჯის მერე მისი ნაფეხურები ქრებოდა ოცნების ნაპირიდან. თავი  შემთხვევით აწია და მოერიდა როგორ არ ეჯერა ზღვის.  ის მის წინ იდგა თუმცა მოწყენილი და ხელში ბარათი ეჭირა ამდენი ხნის მერე პირველად დაელაპარაკა:
-იცი ოცნების ზღვასთან მივდივარ...
-რა უნდა თხოვო?
-ბედნიერება...
არჩევანი დაუტოვა. თუკი მას უნდა მაინც ვიქნები ბედნიერი, თუ არადა მე რათ მინდა ის იყოს. წამში წარმოუდგა თვალწინ ტანჯვით სავსე დღეები. მერე ეს აზრები უკუაგდო და გაიქცა... უკანმოუხედავად მირბოდა... ზღვაში შეცურა, ათიათასობით ბარათში თავისი იპოვა. თუმცა უკან გამოსვლა გაუძნელდა, ნელნელა დუნდებოდა, ზღვა მასზე ბევრად ძლიერი იყო. ის ხომ ბედნიერების ტალღებს ეჭიდებოდა. ებრძოდა საკუთარ ბედნიერებას და არც იცოდა უნდოდა თუ არა გამარჯვება...

      თვალები საავადმყოფოში გაახილა. არა ფიზიკურად ისევ გადარჩა, მაგრამ სული ისედაც მკვდარი კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ჩაიფერფლა იქ საავადმყოფოში და დაიწყო “ცხოვრება” გაძლებაზე, ნეტავ როდის დავამთავრებ ამ შესამზადებელ პერიოდს დედამიწაზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები