ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2009


ალბათ შენ პოეტი ქმარი გეყოლება(ნათიას)

            ნათიას
ღამე იბადება რაღაც უცნაური,
კვამლით, თამბაქოსი გული გამოვსახე,
თავში მუზებია ისევ ბანალური,
ლექსით შევაკვდები ალბათ ამ ოთახებს.

შორი წარსულიდან არის ყაჩაღობა,
გზებზე წყალდიდობის უშნო ღარებია;
წესით, პოეტები წარსულს აბარებენ,
თუმცა ვერ მიხვდები თუ არ გყვარებია.

ალბათ მაახლოვებს გზასთან და მიზანთან
მთელი სანაპირო შენთან მიცურებით;
ქარი სამეგობროდ, მაშინ დამიზავდა,
როცა ავატკინე ღამეს კიდურები.

ახლაც მენატრება შენი თმა ხვეული,
მე რომ ოცნებაში მკლავზე დავიხვიე,
როდის გინახივართ უკან დახეული,
თუმცა ცხოვრებაში ერთხელ დავიხიე.

ვთქვი და ყველაფერი ასე ვაღიარე,
ალბათ შენ პოეტი ქმარი გეყოლება,
ვიცი არ შეიტყობ, მაგრამ გიხარია;
თუმცა მაინც მეტყვი, ჯერ რა გეცოლება?

ღამე იბადება რაღაც უცნაური,
პულსი მივარდება, მაგრამ ეხმარები;
თავში მუზებია ისევ ბანალური,
ერთი საუკუნე მაინც მეყვარები...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები