ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2009


მინდა, რომ ბოლოს მე გაკოცო...

მიყვარდი, არც ისე ძალიან,
გხედავდი მიმავალ გზაზედ,
მოგდევდი რომ მეთქვა მიყვარხარ,
მიყვარხარ, ყველაზე ძალზედ!

ამ გზაზე ვდგავართ, ბილიკს მივყვებით,
და ალბათ მალე გზა დასრულდება,
ჩვენი მთელი გზის ნასაუბარი,
ნაოცნებარი არ ასრულდება..

არ ასრულდება, გზა დასრულდება,
არცერთმა ვიცით, როდის,
არცერთმა ვიცით, სად გაჩერდება,
დიდი ისარი დროის.
ნეტა ვინ იტყვის ბოლოს ნახვამდის,
ნეტა ვინ იტყვის, ბოდიშს,
ვინ იტყვის უკვე აღარ მიყვარხარ,
ვინ არ დაიწყებს ლოდინს?!

ძალიან მინდა, რომ
ბოლოს მე გაკოცო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები