ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2010


გული-ბეღურა

-იცი?
გაჩუმდა ჩემი გული,
სამყაროც შედგა.
არც უხარია, აღარც უყვარს
და აღარც სევდა
აღარ ავსებს სულის პარკუჭებს.
ის ფორიაქიც,
ვნებათაღელვაც,
მოვაგროვე და სადღაც ჩავკუჭე.
ბრძოლა დამთავრდა!

აბა  შენა სთქვი,
გული-ბეღურა, მობუზული,
ზამთრის თოვა და...-
რას გახდებოდა
ამდენ უგულობასთან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები