 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული 19 აპრილი, 2012 |
სანამ სახლში მივიდოდი, გზაში შემხვდა წარწერა, მარცხნივ წახვალ მოკვდები, მარჯვნივ წახვალ - მოკვდები, მეთქი წადით თქვენი დედაც ვატირე წავედი პირდაპირ. არ უნდა იყოს ასე, არათანაბარ პირობებში გვიწევს ცხოვრება, უნდა ყოფოლიყო ასე, მარცხნივ წახვალ მოვკვდები, მარჯვნივ წახვალ - გადარჩები, მაგრამ მე მაინც პირდაპირ წავიდოდი ერთი მაგათი დედაც ვატირე! მაგრად მომიშალეს ნერვები! თან დღეს შეყვარებულს დავშორდი, ვუთხარი ცოლად გამომყევი მეთქი და არაო, ჯერ სიგარეტს დაანებე თავი და მერე გამოგყვებიო. სიგარეტსაც დავანებე თავი და მაგასაც, მეთქი წადით თქვენი დედაც ვატირე. თან შეყვარებული რაში მჭირდებოდა უკვე ცოლი მყავდა მოყვანილი. ეხლა გამახსენდა, ადრე ისიც მითხრა, ჯერ შენ ცოლს გაშორდიო და მერე გამოგყვებიო. რად მინდოდა ეგეთი ცოლი, ჯერ მოყვანილი არ მყავდა და უკვე ოჯახს მინგრევდა! არ უნდა იყოს ასე, არ არის სწორი, ქალი პრობლემა არ უნდა იყოს, ქალი მოგინდება დაავლე ხელი წაიყვანე, მაგრამ კარგი ქალი უნდა გეკუთვნოდეს! ნუ კარგი და ცუდი ძალიან პირობითი ცნებებია, ვისთვის ეს არის კარგი ვისთვის ეს, ვიღაცისთვის ცუდია კარგი და ვიღაცისთვის კარგია - ცუდი და ვისთვისაც მართლა ეგრეა, ცუდი - კარგია და კარგი კიდე ცუდი, მართლა მაგისი კარგიც და ცუდიც! არ უნდა იყოს ასე, ზოგს ძალიან ბევრი ფული აქვს, ზოგი - გაჭირვებულია საერთოდ არა აქვს. აი მაგალითად დებილებს ბევრი ფული აქვთ, ისერა ჭკვიანებს საშუალოდ აქვთ ფული, ჭკვიანებსაც ამ დებილებივით ბევრი ფული აქვთ და ძალიან ჭკვიანებს უკვე კაპიკი აღარა აქვთ. აბა მითხარით რომელია დებილი?! არ უნდა იყოს ასე, არ უნდა იყოს სამსახურებში მაღალი ხელფასი, საშუალო ხელფასი, დაბალი ხელფასი, ხელფასი უნდა იყოს ნორმალური! ადამიანი არაფერში არ უნდა იყო შეზღუდული, რაც მოგინდება იმას უნდა აკეთებდე, ყავა მოგინდება - ყავა უნდა დალიო, ჩაი მოგინდება - მაინც ყავა უნდა დალიო, აბა ჩაი რა დასალევია?! არ უნდა იყოს პური ფასიანი, რატომ უნდა იყოს 21-ე საუკუნეში პური ფასიანი, პური უნდა იყოს უფასო. პური და ყველი, აბა მარტო პური რა არის?! ვის ეყოფა?! მეტსაც გეტყვით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს ფული, რამხელა პრობლემა მოიხსნებოდა ფული რომ არ არსებობდეს, არ იქნებოდა სავალდებულო სამსახური, არ მოხდებოდა ყაჩაღობები, ქურდობები, მაგრამ ეს უფულობაც ძნელია. იმ დღეს ასი ლარი ამომაცალეს ჯიბიდან, მოვიდა ვიღაც, ჯიბეში ჩამიყო ხელი და გაიქცა, არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამე, მოდი და კაცურად მითხარი, გაჭირვებული ვარ, ფული არა მაქვს და დამეხმარე, გეტყვი - არა მაქვს! ფული, რომ მქონდეს ბენზინს ვიყიდიდი, ჩავასხამდი და მანქანით ვივლიდი და სანამ ჩავასხამდი - რამეს ვიყიდიდი ისეთს, რაშიც ჩავასხამდი ამ ბენზინს, ანუ მანქანას ვიყიდიდი. ხოდა ვზივარ, ბოდიში ვსხედვარ მარშუტკაში და ერთი მაღალი, ლამაზი ქალი ამოვიდა, ადგილი არ იყო და ფეხზე იდგა. კი მინდოდა ადგილი დამეთმო და ყველა ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ თან მინდოდა მეყურებინა. წარმოიდგინეთ, ზიხართ სკამზე და თქვენ წინ დგას, ბოდიში სხდას ლამაზი ქალი, მაღალი, ხელი ხელსაკიდზე აქვს მიდებული, ნელ-ნელა მოძრაობს მისი სხეული იამებზე და გამომწვევათ გიყურებთ. ვეღარ გავძელი ამის ყურება და ადგილი დავუთმე, დაბრძანდით ქალბატონო მეთქი. თან მალე უნდა ჩავსულიყავი. ჩემ გვერდით ერთი კაცი იდგა და ჩუმად გადავძახე, ნახე რა კაი ლუკმაა მეთქი?! ეს კაცი წამოენთო, რას ამბობ, ეგ ქალი ჩემი ცოლიაო. დავიბენი, არვიცოდი რა მეთქვა და ვუთხარი მეთქი ვისთვის - ცოლი, ვისთვის - საყვარელი! სამსახურამდე ცოტა კიდევ იყო მანძილი დარჩენილი, მე იქვე ჩამომსვეს. როგორც იქნა მივედი სამსახურში და ჩემ უფროსს ვუთხარი, რომ ხელფასი არ მყოფნის და მომიმატეთ მეთქი, არა არ მოგიმატებ თუ არ გყოფნის წადიო, მერე რო წავალ რა მეყოფა მეთქი?! ხელფასი კი კარგი მაქვს, მაგრამ ვალები მიგროვდებოდა ძალიან ბევრი. იმ დღეს ხუთი ათასი ლარი ავიღე პრემია. სამი ათასი ლარით ვალები გადავიხადე, ორი ათასით - ახალი ვალები ავიღე. ძალიან ბევრს ვმუშაობ, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, გვიანობამდე, უკვე ცუდად ვხდები იმდენს ვმუშაობ და კვირას დასვენების დღეს მივდივარ ექიმებთან სამკურნალოდ და ამ კვირას რაც ფული ვიშოვე მიმაქვს ამ ექიმებთან. არ უნდა იყოს ასე, ექიმი უფასოდ უნდა მკურნალობდეს პაციენტებს, ცუდად მე ვარ და კიდე მე მართმევ ფულს?! მერე ექიმებს სიბრაზისგან ისიც ვუთხარი, ერთ დღეს თქვენ უნდა გახდეთ ყველანი ავადმყოფები და ჩვენ კიდე ექიმები და ნახავთ მეთქი რა ძნელია. ხმა ვერ ამოიღეს. არ შეიძლება ეგრე. ადამიანი ექიმთან მიდიხარ და გეკითხება, დაზღევული ხარ? იცით რას გეტყვით ჩემო კარგო ექიმებო? ამ ქვეყანაზე დაზღვეული არავინ არ არის! ალბათ ეხლა ფიქრობთ, რომ გრამატიკულად „არავინ არ არის“ არ არის სწორიო, ორი უარყოფააო, არ არის ეგრე, ძალიანაც სწორია. აი მაგალითად ერთი ჰკითხულობს „არის აქ ვინმე?“ მეორე პასუხობს „არა, არავინ არ არის“. ეს ორი უარყოფაა და არასწორია? რათქმაუნდა არა! თუ მართლა არავინ არ არის და არ იტყუები, ორჯერ კი არა იმდენჯერ უნდა უარყო რამდენჯერაც საჭიროა. აბა სწორი როგორ არის, „არის აქ ვინმე?“ „არა, არავინ არის“. ეს უფრო შეცდომა არ გამოდის? „არავინ არის“ თუ არავინ - როგორ არის? მაშინ ეთქვა ასე მოკლედ, არის აქ ვინმე? არა! და ვსიო. ეს უფრო სწორი არ იქნებოდა?! და საერთოდ ყველაზე სწორი იცით რა იქნებოდა? ის რომ ჰკითხულობს არის აქ ვინმე? რას ჰკითხულობს, მივიდეს და ნახოს! ამ გრამატიკის გამო კიდევ შემემთხვა ერთი რამ, ქუთაისში მივედი მეგობართან. ავდივარ ფეხით, ვიცი, რომ მეათე სართულზე ცხოვრობს, ავედი მეცხრეზე და მეცხრე სართულს აწერია „ბოლო სართული“. გამიკვირდა, ზუსტად ვიცოდი, რომ მეათეზე ცხოვრობს, ნამყოფიც ვარ მასთან, მაინც ავედი მეათეზე და მეათეს აწერია - „თლა ბოლო სართული“. არ უნდა იყოს ასე, ყველა სიტყვა უნდა იყოს სწორად და გააზრებულად წარმოთქმული, ყველა სიტყვას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას, აი მაგალითად ქმრის დას თუ ჰქვია მული, ცოლის ძმა რა არის - რთული?! ეს ასე არ უნდა იყოს. კიდევ და ზოგადად არ უნდა იყოს ქვეყანაზე ბოროტება, შური, სიძულვილი, უნდა იყოს სიკეთე, სიხარული, სიყვარული და ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანები ჩვენს ირგვლივ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. მადლობა ნეფერტარ, დავწერ სხვა რა გზაა ) მადლობა ნეფერტარ, დავწერ სხვა რა გზაა )
24. ორმაგ უარყოფაზე რომ მივედი მაგრად გამეცინა. ახლაც რომ წერდეთ ასეთებს გვარიანი იქნებოდა. 5.
ორმაგ უარყოფაზე რომ მივედი მაგრად გამეცინა. ახლაც რომ წერდეთ ასეთებს გვარიანი იქნებოდა. 5.
22. ეს რა კაი რამე მაპოვნინა სანდრიკამ! ცალკე ავტორს მადლობა და ცალკე - რეკომენდატორს! 5 და წავიღე ფეისბუქზეც, იქნებ კიდევ წავაკითხო ვინმეს :) ეს რა კაი რამე მაპოვნინა სანდრიკამ! ცალკე ავტორს მადლობა და ცალკე - რეკომენდატორს! 5 და წავიღე ფეისბუქზეც, იქნებ კიდევ წავაკითხო ვინმეს :)
19. კარგად კი მაცინე:)) თლა ბოლო სართულმა ხომ საერთოდ სახურავი დამახურა;;დ;დ; კარგად კი მაცინე:)) თლა ბოლო სართულმა ხომ საერთოდ სახურავი დამახურა;;დ;დ;
18. 1 - არა. 2 - გაფასებთ. 3 - ეხლა უფრო. 4 - მე მაგის ძმა. 9 - ტიტე. 10 - გმადლობ. 11 - მიხარია. 12 - მიხარია. 13 - მიხარია. 14 - ლექსებს არ შევეშვები! :) 15 - საიდან? 16 - ბოდიში. 17 - მსჯელობა, სწორია, მიხარია. 1 - არა. 2 - გაფასებთ. 3 - ეხლა უფრო. 4 - მე მაგის ძმა. 9 - ტიტე. 10 - გმადლობ. 11 - მიხარია. 12 - მიხარია. 13 - მიხარია. 14 - ლექსებს არ შევეშვები! :) 15 - საიდან? 16 - ბოდიში. 17 - მსჯელობა, სწორია, მიხარია.
17. მომწონს ასეთი იუმორისტული მსჯელობა.. მომწონს ასეთი იუმორისტული მსჯელობა..
16. ვაი..დამღალე...:) ვაი..დამღალე...:)
15. ნაცნობი სტილია :) ნაცნობი სტილია :)
14. პირველ რიგში მოგიკითხავ დაკარგულო,საზიზღარო და მონატრებულო... მეორე რიგში გამოვეხმაურები წრელ კომენტარებს... მოცლილობის დროს დაწერილი:))) დაკავებულები,რომ ვართ ვერ ვწერთ და ყველა ნაწერი მოცლილობის დროსაა დაწერილი,აბა მოუცლელობის დროს დაწერილი ასეთი მაგარი ვერ იქნება:) მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ვიტყვი,რომ შენ ერთ-ერთი იმ ნიჭიერთაგანი ხარ ვინც ძალიან მიყვარს და მომენატრე მე და კარგია ლექსებს რომ შეეშვი..:)))
აჰა,ასი წელია კომენტარი არ დამიწერია და აქ ვეღარ მოვითმინე:) პირველ რიგში მოგიკითხავ დაკარგულო,საზიზღარო და მონატრებულო... მეორე რიგში გამოვეხმაურები წრელ კომენტარებს... მოცლილობის დროს დაწერილი:))) დაკავებულები,რომ ვართ ვერ ვწერთ და ყველა ნაწერი მოცლილობის დროსაა დაწერილი,აბა მოუცლელობის დროს დაწერილი ასეთი მაგარი ვერ იქნება:) მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ვიტყვი,რომ შენ ერთ-ერთი იმ ნიჭიერთაგანი ხარ ვინც ძალიან მიყვარს და მომენატრე მე და კარგია ლექსებს რომ შეეშვი..:)))
აჰა,ასი წელია კომენტარი არ დამიწერია და აქ ვეღარ მოვითმინე:)
13. ჰეჰ.........: )))))))..ლაიკ ჰეჰ.........: )))))))..ლაიკ
12. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო კაი მოცლილობის დროს დაწერილია :D მარა მაგარი რამე კია ++ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო კაი მოცლილობის დროს დაწერილია :D მარა მაგარი რამე კია ++
11. :D :D :D
+2! :D :D :D
+2!
10. ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
:D:D ვიხალისე... მიყვარს სჰენი იუმორისტულები ავტორ! :) ავტორი: ebraeli2 ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
:D:D ვიხალისე... მიყვარს სჰენი იუმორისტულები ავტორ! :)
9. " ჯიბეში ჩამიყო ხელი და გაიქცა, არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამე, "
ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს, თორე ერთხელ ხელი რომ ჩავიყე, მესამე ხელი დამხვდა და ვიგრძენი რომ ჩემი მეორე ხელი არ იყო და ვიღაცამ დამასწრო ჩაყოფა ჩემივე პალტოს ჯიბეში, გავიხედე და ციგნის ქალი თუ გოგო, ძაან ბინძური იყო სახეზე და ვერ გავარჩიე იდგა. " ჯიბეში ჩამიყო ხელი და გაიქცა, არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამე, "
ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს, თორე ერთხელ ხელი რომ ჩავიყე, მესამე ხელი დამხვდა და ვიგრძენი რომ ჩემი მეორე ხელი არ იყო და ვიღაცამ დამასწრო ჩაყოფა ჩემივე პალტოს ჯიბეში, გავიხედე და ციგნის ქალი თუ გოგო, ძაან ბინძური იყო სახეზე და ვერ გავარჩიე იდგა.
8. ბლა-ბლა-ბლა:)) ღრამატიკის წინგი მათხოვე რა????
შენ სულ როგორც გინდა ისე წერ და მე ერთი კომენტარი არ შემარჩინოთ-მახლას!!!! ბლა-ბლა-ბლა:)) ღრამატიკის წინგი მათხოვე რა????
შენ სულ როგორც გინდა ისე წერ და მე ერთი კომენტარი არ შემარჩინოთ-მახლას!!!!
7. "მედეა მოლოდინი" მინდოდა გამერია :) ასე უნდა დაგეწერა: "კომენტარები მაინც წერე ქართულად!" :) "მედეა მოლოდინი" მინდოდა გამერია :) ასე უნდა დაგეწერა: "კომენტარები მაინც წერე ქართულად!" :)
6. ქართულად წერე კომენტარები მაინც! :) ველოდი შენს შეფასებას!:)) ასე უნდა გეტქვა!:)))) ქართულად წერე კომენტარები მაინც! :) ველოდი შენს შეფასებას!:)) ასე უნდა გეტქვა!:))))
5. გმადლობ მედეა, შენი შეფასების მოლოდინში ნამდვილად ვიყავი. გმადლობ მედეა, შენი შეფასების მოლოდინში ნამდვილად ვიყავი.
4. "და არ უნდა არსებობდეს ფული, რამხელა პრობლემა მოიხსნებოდა ფული რომ არ არსებობდეს, არ იქნებოდა სავალდებულო სამსახური, "
ჯაქუო ფრესკო გამახსენდა :DDDDD "და არ უნდა არსებობდეს ფული, რამხელა პრობლემა მოიხსნებოდა ფული რომ არ არსებობდეს, არ იქნებოდა სავალდებულო სამსახური, "
ჯაქუო ფრესკო გამახსენდა :DDDDD
3. "რ" დამკარგვია -მოვიტანე:)))))))) "რ" დამკარგვია -მოვიტანე:))))))))
2. მაგრამ კარგი ქალი უნდა გეკუთვნოდეს!
ხომ იცი,მაგრად მიყვარს შენები..:) დამსახურებული(არაფისმთქმელი)--5 მაგრამ კარგი ქალი უნდა გეკუთვნოდეს!
ხომ იცი,მაგრად მიყვარს შენები..:) დამსახურებული(არაფისმთქმელი)--5
1. =)) ზუსტად ღამის საათებში საკითხავია =)) ზუსტად ღამის საათებში საკითხავია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|