 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: პოეზია 25 მარტი, 2010 |
მოდი რამე ვიმღეროთ, გულიანი, ტკბილი ხმით, არაყის და ღვინის სმით, გინდაც მოტეხილი ფრთით. მოდი ლექსი დავწეროთ, მუზითა და გარითმვით, ცოტა სევდიანი თქვით, ცოტა მხიარული თქვით. მოდი ერთად ვიცეკვოთ, სახლს მოვედოთ ქარივით, მოდი ჩქარა ვიცეკვოთ! ავხმაურდეთ ზარივით. მოდი ერთად ვიცეკვოთ, ავხმაურდეთ ზარივით, ავხმაურდეთ ქარივით, ზღვის და ცის ლაშქარივით. მოდი სადმე წავიდეთ, ფრთა გავშალოთ, გავფრინდეთ, ისე შორს გადავფრინდეთ, გახსოვს, რომ გავაფრინეთ? გაზაფხულზე დარგული, შემოდგომით ხმებოდა, ზამთრის სუსხის, უგულო, ნიაღვარი დგებოდა, ვარსკვლავს სხივი ურტყამდა, ჩრდილი მე მეხებოდა, და სინათლე ჩემ გარდა, სუყველას ედებოდა, მოდი წყალში ჩავიდეთ, მოდი, ლექსი დავწეროთ, მოდი, წამო, ვიცეკვოთ, მოდი, რამე ვიმღეროთ, არ დავუშვებ იალქნებს, ამას ნუ დაისახავ, დღეს შემხედე ზემოდან, და ვეღარ დამინახავ. მოდი ლექსი დავწეროთ, გულიანი, ტკბილი ხმით, არაყის და ღვინის სმით, ერთი კიდევ დამისხით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ასეთ განწყობაზე ვიყო ნეტა :-) ასეთ განწყობაზე ვიყო ნეტა :-)
11. სოფლის შენებას რა უნდა,რაუნდა? სოფლის შენებას რა უნდა,რაუნდა?
10. უფ, რა კარგ ხასიათზე დავდექი :D უფ, რა კარგ ხასიათზე დავდექი :D
9. დავწეროთ, რა უნდა ლექსისი დაწერას? დავწეროთ, რა უნდა ლექსისი დაწერას?
8. მოდი სადმე წავიდეთ, ფრთა გავშალოთ, გავფრინდეთ, ისე შორს გადავფრინდეთ, გახსოვს, რომ გავაფრინეთ? :)) :)) :)) :)) მოდი სადმე წავიდეთ, ფრთა გავშალოთ, გავფრინდეთ, ისე შორს გადავფრინდეთ, გახსოვს, რომ გავაფრინეთ? :)) :)) :)) :))
6. უიმე, ხუმრობა ვერ გაიგეთ?:)ვიხუმრე ხალხნოოოო! უიმე, ხუმრობა ვერ გაიგეთ?:)ვიხუმრე ხალხნოოოო!
5. ეს მართლაც კაი რამე დამიწერია :)
მედეა პირველად წავიკითხე დადებითი კომენტარი შენგან და არ მომეწონა. ისევ კრიტიკა ჯობდა :) ეს მართლაც კაი რამე დამიწერია :)
მედეა პირველად წავიკითხე დადებითი კომენტარი შენგან და არ მომეწონა. ისევ კრიტიკა ჯობდა :)
4. მედეას ვეთანხმები :) მედეას ვეთანხმები :)
3. პროგრესია!:) პროგრესია!:)
2. მოდი ლექსი დავწეროთ, გულიანი, ტკბილი ხმით, არაყის და ღვინის სმით, ერთი კიდევ დამისხით!
მოდი:)) მოდი ლექსი დავწეროთ, გულიანი, ტკბილი ხმით, არაყის და ღვინის სმით, ერთი კიდევ დამისხით!
მოდი:))
1. მოდი გავაკეთოთ რამეეეეეე ეეერთააააააად!!!!!!! :)) რაღაც ეს სიმღერა ამეკვიატააა :) და დილა მშვიდობისა შეენ!!! :-* მოდი გავაკეთოთ რამეეეეეე ეეერთააააააად!!!!!!! :)) რაღაც ეს სიმღერა ამეკვიატააა :) და დილა მშვიდობისა შეენ!!! :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|