ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2010


პოზიციას, ოპოზიციას.

პოზიციას

უსმინე! გესმის? მუსიკა ნამდვილი?
უსმინე! დაკვრა ხომ, არ არის ადვილი,
უსმინე! მძერწავო! ლამაზი ლექსია,
უსმინე! მეძავო! რაღა დროს სექსია.
გგონიათ ბალახს არ აქვს ყლორტები?
გგონიათ მხოლოდ ვარსკვლავს აქვს ქიმი?
გგონიათ ყველამ მარტო დატოვა,
თუ სიახლოვეს ყოფილა გზირი?!
სცადეთ, აზიდეთ, მძიმე ლოდები,
სცადეთ და დადეთ ციცაბო კლდეზე,
მერე ამაყად დახვდით დაბლობზე,
და დააკვირდით რა ხდება გზებზე.
დაკრიფეთ რაც კი ხილია ბაღში,
აკრიფეთ ყველა ნაგავი,
წადით მთაში რომ სუფთად ისუნთქოთ,
იქ დადგათ დიდი კარავი.

________________________________________

ლექსი შეგნებულად არ არის გამართული, იმიტომ, რომ არ არიან არაფრის ღირსები მაგნები :)))))))

____________________


ო-პოზიციას

ამჟამად კი რეალობა რაც არის,
რასაც ვხედავ ყველაფერი ფარსია,
ერთი კნუტის გულისათვის ბებიამ,
მთელი ეზო, ჩალაღაჯად აქცია.
აქცია???
ხო აქცია, აქციებით, დავიღალე ძალიან,
შენ ტრუსიკის მონა რომ ხარ,
ეს რა ჩემი ბრალია?!
ბრალია?
ვინ ბრალია, რა ვალია მისაცემი,
თუ დრო არ გაქვს, წადი შენი!
ფურთხის მწმენდავს დამიძახეთ, დამიძახეთ,
დამიძახეთ, უნდა გამოვკვებო...

საკვები ნივთს, დაღლილი ძლივს,
დაიარება მაღალზედ, გზის,
მცხუნვარე მზის, ეშინია,
ეს ხომ მისი გენია.
გენიალური, წარმატებული,
მოხარული და გადასარევი,
გადასაგდები ეს ლექსი ჩემი,
ჩემი ლექსია, დამიწერია...

პ.ს. უკეთესის დაწერაც შემეძლო, მაგრამ ეგრე არ არი. ვის ვუწერო ჩემიიი (ძველი ბიჭის სმაილიკი).

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები