ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯუბა ხაინდრავა
ჟანრი: პოეზია
24 მაისი, 2010


  ჩამოტვირთვა

*†* წასვლა *†*

წავედი შორისკენ და დავიგვიანებ,
მივსდევ და ვერ ვიჭერ გაფრენილ ნიბლიებს.
ხეობის აღმა ვარ გავანდობ იარებს,
ხეებმა ფოთლებში რომ გადაიბნიეს.

მარტო ვარ სულ მარტო მივდივარ გალიპულ
მინდორზე. ვლოცულობ და ღმერთი მეძახის,
რომ ჩემი სინდისი კრიალა არის თუ
ბოროტი. სამოსელს ჩამაცმევს ზეცაში.

ვუყვები იგავებს მდინარის კალაპოტს,
სხეული სიცივით, დარდებით მევსება.
ხელები, რომელიც დღეს წყალში ბანაობს
ხვალ ალბათ სამყაროს გადაწერს ლექსებად.

მოვშორდი ყველაფერს ძალიან დიდიხნით,
ფიქრებში მემღვრევი ცრემლების ტალღებად.
ღამ-ღამე მთვარე რომ დამყურებს სიცილით,
იცის რომ ვერასდროს ვერაფერს გავბედავ.

წავედი !.. ეს გრძნობაც ცხოვრებას გაუვლის,
იტყვიან ჩემზე რომ ეს ბედი ახია.
ღამეა, დილაა, ზამთარი, ზაფხული,
დავდივარ ასე და მიყვარხარ ძალიან.

                                                             
                                                                24/05/2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები